,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word
,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 15/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.092
  • Word
21
14/01/2010
სსმ, 5, 15/01/2010
230.210.000.22.033.014.092
,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.092

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №21

2010 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2333) დამტკიცებულ ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ� ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის მიღების შემთხვევაში:

ე.ა) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისათვის (მაძიებლისთვის) � საბაჟო კონტროლის ქვემდებარე საქონლის შენახვისთვის განკუთვნილი ფართის � ღია მოედნის ყოველ 1 კვ.მ-ზე 10 ევროს, ხოლო შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე 5 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 40 000 და არა უმეტეს 1 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;���������

ე.ბ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისთვის (მაძიებლისთვის) � იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის შენახვა ხორციელდება (განხორციელდება) გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურების გათვალისწინებით, საქონლის სპეციფიკური შენახვის პირობების შესაბამისად რეზერვუარში (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.) რეზერვუარის ყოველ 1 კუბ.მ-ზე 4 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 40 000 და არა უმეტეს 1 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;

ე.გ) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისთვის (მაძიებლისთვის) � საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის შენახვისათვის განკუთვნილი ფართის � ღია მოედნის და შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე 2 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 20 000 და არა უმეტეს 400 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის შენახვა ხორციელდება (განხორციელდება) გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებების გათვალისწინებით, საქონლის სპეციფიკური შენახვის პირობების შესაბამისად რეზერვუარში (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.), რეზერვუარის ყოველ 1 კუბ.მ-ზე 2 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 20 000 და არა უმეტეს 400 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;

ე.დ) ნებართვის მფლობელისთვის (მაძიებლისთვის), რომლის საწყობში განთავსდება ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები, საგარანტიო თანხა სასაწყობო სიმძლავრის შესაბამისი მთლიანი მოცულობის საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში � გადასახდელი თანხის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;�.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისათვის (მაძიებლისთვის) � საქონლის შენახვისთვის განკუთვნილი ფართის � ღია მოედნის ყოველ 1 კვ.მ-ზე 10 ევროს, ხოლო შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე � 5 ევროს, რეზერვუარის (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.) ყოველ 1 კუბ.მ-ზე 2 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 40 000 და არა უმეტეს 1 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;�.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

�კ. ბაინდურაშვილი