„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1385
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 23/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.05.001.003.546
  • Word
1385
11/07/2009
სსმ, 18, 23/07/2009
430.210.000.05.001.003.546
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის „ღ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ2) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი – მასწავლებლის ქცევის სავალდებულო ნორმების, დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების, დისციპლინური წარმოების, მათ შორის, დისციპლინური გადაცდომის განმხილველი ორგანოს შექმნის წესის ერთობლიობა;“.

2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, აგრეთვე სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, განიხილავს სასამართლო. საჯარო სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.“.

3. 213 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:

ა) სრული ზოგადი განათლება;

ბ) შესაბამისი უმაღლესი სახელოვნებო ან სასპორტო განათლება და გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

4. 218 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.“.

5. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;

რ) საჯარო სკოლის მიერ ზედიზედ ორჯერ აკრედიტაციის გაუვლელობის ან მისთვის ზედიზედ ორჯერ პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში, აგრეთვე ამ კანონის 49-ე მუხლის 61 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილია დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება საჯარო სკოლის დირექტორს;“;

ა.ბ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:

„ტ1) ამტკიცებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს;“;

ა.გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესს;“;

ა.დ) „შ1.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ე) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) ნიშნავს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგით გათვალისწინებული შემადგენლობიდან;“;

ა.ვ) „ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ ქვეპუნქტი:

„ც1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმას;“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მონაცემი რეგისტრირდება მისი წარდგენიდან 30 დღის ვადაში;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მონაცემი რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მის წარმდგენს 30 დღის ვადაში არ აცნობებს აღმოჩენილი კანონდარღვევის შესახებ;“.

6. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენა და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება;“.

7. 281 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;“.

9. 32-ე მუხლის:

ა) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სახელმწიფო აღიარებს ზოგადი განათლების დამადასტურებელ მხოლოდ იმ დოკუმენტს, რომელიც გაცემულია აკრედიტაციის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, აგრეთვე ექსტერნატის წესით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ აღიარების დოკუმენტს.“;

ბ) 23-ე და 24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. საჯარო სკოლის მიერ ზედიზედ ორჯერ აკრედიტაციის გაუვლელობა ან მისთვის ზედიზედ ორჯერ პირობითი აკრედიტაციის მინიჭება არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს დათხოვნის ან/და დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.

24. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელ მოსწავლეს, მხოლოდ მაშინ, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მინიჭებული აქვს აკრედიტაცია ან პირობითი აკრედიტაცია ან თუ იგი არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, აგრეთვე ექსტერნატის წესით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტის მფლობელებს.“.

10. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით;“.

11. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 35-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესსა და ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია დაწესებულების დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.“.

13. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლებამოსილება აქვს სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს ან სამეურვეო საბჭოში ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელს. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიოს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც ამ რიგგარეშე სხდომაზე ახორციელებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.“.

14. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე;“.

15. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.“.

16. მე-40 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საჯარო სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა;

ბ) ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით.

4. სამეურვეო საბჭო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი დოკუმენტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან. დოკუმენტები რეგისტრირდება მათი წარდგენიდან 30 დღის ვადაში. დოკუმენტები რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეურვეო საბჭოს წევრი მოსწავლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ საჭიროებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაციას.“.

17. 42-ე მუხლის:

ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დირექტორის კონკურსთან დაკავშირებული სადავო აქტები საჩივრდება სასამართლოში და გასაჩივრება არ იწვევს მათი მოქმედების შეჩერებას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამეურვეო საბჭო დირექტორის არჩევნების ოქმებსა და სამეურვეო საბჭოს დადგენილების დამოწმებულ ასლებს სარეგისტრაციოდ წარადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. არჩევნების შედეგები ძალაში შედის აღნიშნული დოკუმენტების სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება დირექტორის რეგისტრაციაში გატარების საკითხზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.“;

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის დანიშვნა და განთავისუფლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის ან განთავისუფლების თაობაზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

7. მცირეკონტინგენტიან სკოლაში კონკურსის ჩაშლის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნოს 65 წელს მიღწეული პირი, რომელთანაც სამეურვეო საბჭო დებს შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.“.

18. 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ახალი დირექტორის არჩევამდე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი.“.

19. 46-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;“.

20. 49-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე ზედამხედველობას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.“;

დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. სამეურვეო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას დაინტერესებული მხარე სასამართლოში ასაჩივრებს დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.

62. ამ მუხლის მე-6, 61 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.“;

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას ან/და სკოლა 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს. დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი.“.

21. 59-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჯარო სკოლები აკრედიტებულად ჩაითვალონ 2013-2014 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა შემდგომი აკრედიტაციის დაწყება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საშუალებით.

7. ლიცენზირებული კერძო სკოლები აკრედიტებულად ჩაითვალონ 2013-2014 სასწავლო წლის დაწყებამდე მიმდინარე სასწავლო პროგრამების დასრულებამდე.“.

22. 61-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2009 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, ხოლო 2010 წლის 31 დეკემბრამდე – ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1“, „ჯ“ და „ჰ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება.“.

    მუხლი 2.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ტ1“ და „ც1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება.

    მუხლი 3.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 11 ივლისი.

№1385–რს