„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1392
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 03/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.05.001.003.552
  • Word
1392
11/07/2009
სსმ, 21, 03/08/2009
040.200.010.05.001.003.552
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და ბათილად ცნობა;“.

 

2. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი შეიძლება შესრულდეს წერილობით ან ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.“;

 

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. ელექტრონული ფორმით შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერი იბეჭდება ერთ ეგზემპლარად, რომელიც ინახება რეგისტრაციის მწარმოებელ ორგანოში.

22. წერილობითი ფორმით შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერი სრულდება ორ ეგზემპლარად. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორივე ეგზემპლარი ერთდროულად ივსება. ჩანაწერის ორივე ეგზემპლარს ერთი რიგითი ნომერი აქვს. ჩანაწერის პირველი ეგზემპლარი ინახება რეგისტრაციის მწარმოებელ ორგანოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება სამოქალაქო აქტების ცენტრალურ არქივს.“;

 

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამოქალაქო აქტების ჩანაწერები წაკითხული და ხელმოწერილი უნდა იქნეს განმცხადებლის მიერ.“.

 

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

     „მუხლი 161. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და მათთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელებისთვის წარსადგენი დოკუმენტები

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მათში ცვლილებებისა და შესწორებებების შეტანის, აგრეთვე სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელებისთვის ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დოკუმენტების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის იმ ორგანოებში წარდგენაზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან.“.

 

4. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. დაბადების რეგისტრაციის საფუძველი

1. დაბადების რეგისტრაციის საფუძველია უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადება/მიმართვა, რომელსაც უნდა დაერთოს ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. დაბადების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს წერილობითი განცხადების გარეშე, თუ განცხადებაზე უფლებამოსილი პირი პირადად გამოცხადდება სააგენტოში და წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. ასეთ შემთხვევაში დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მიმართვა და შესაბამისი ნების გამოხატვა დასტურდება განცხადებაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერზე ხელმოწერით.

3. დაბადების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სამშობიარო ან სხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.“.

 

5. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამშობიაროს, მიუხედავად მისი საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა, სხვა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციის წარმომადგენელს – ბავშვის დაბადებიდან 5 დღის ვადაში, თუ ბავშვი ამ სამედიცინო დაწესებულებაში დაიბადა ან იმყოფება;“.

 

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:

     „მუხლი 241. ბავშვის დაბადების შესახებ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინება

1. სამშობიარო ან სხვა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ელექტრონული ფორმით გაუგზავნოს შეტყობინება ბავშვის დაბადების შესახებ, თუ ბავშვი ამ სამედიცინო დაწესებულებაში დაიბადა ან იმყოფება.

2. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინება, გარდა დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში არსებული მონაცემებისა, ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ბავშვის სახელს, გვარს, ცოცხლად შობილია თუ არა;

ბ) ბავშვის მამის პირად ნომერს;

გ) მშობლების რეგისტრაციის ადგილსა და მოქალაქეობას;

დ) ბავშვის მამის შესახებ მონაცემების მითითების საფუძველს;

ე) შეტყობინების გამგზავნი უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს და შესაბამისი დაწესებულების სრულ სახელწოდებას;

ვ) მშობლების ქორწინების მოწმობის რეკვიზიტებს, დაქორწინებული მშობლების შემთხვევაში.

3. შეტყობინებაში ბავშვის სახელი და გვარი მიეთითება ამ კანონის 26-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. შეტყობინებაში მშობლების შესახებ მონაცემები მიეთითება ამ კანონის 27-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. ბავშვის დაბადების შესახებ შეტყობინების გამგზავნი დაწესებულება პასუხისმგებელია გაგზავნილი შეტყობინების სისწორესა და სისრულეზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეტყობინების სრულყოფილად შევსება შეუძლებელია სათანადო ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის გამო.

6. თუ მშობლები თავს იკავებენ განცხადების წარდგენისგან ან ხელმოწერისგან, სამშობიარო ან სხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში მიეთითება მხოლოდ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში არსებული მონაცემები.

7. თუ სამშობიარო ან სხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაგზავნილი შეტყობინება სრულყოფილად არ შეიცავს ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, მასში მითითებული უნდა იქნეს აღნიშნულის მიზეზი. ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს აქტის რეგისტრაცია.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების შემთხვევაში სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არ ხდება.“.

 

7. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის გვარის ჩაწერისას განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი გვარისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, რომლებიც დაკავშირებულია სქესის აღნიშვნასთან (გამოხატვასთან).“.

 

8. 27-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. როცა ბავშვი შეეძინება დაუქორწინებელ დედას, თუ არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, დაბადების აქტში ბავშვის მამის შესახებ მონაცემები არ მიეთითება.“.

 

9. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების გარეთ დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაცია

ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების გარეთ დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციის საფუძველია უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება ბავშვის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, ხოლო საკონსულო დაწესებულებისთვის – შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.“.

 

10. 35-ე მუხლის:

ა) „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;“;

 

ბ) „ა.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

გ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;“;

 

დ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

ე) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;“;

 

ვ) „გ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

ზ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;“;

 

თ) „დ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 41-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 50-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ერთობლივი განცხადებით იმ მეუღლეთა განქორწინების რეგისტრაცია, რომელთა შორის დავა არ არსებობს“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთობლივი განცხადებით იმ მეუღლეთა განქორწინების რეგისტრაცია, რომელთა შორის დავა არ არსებობს, ხორციელდება მეუღლეთა მიერ განქორწინების თაობაზე ერთობლივი განცხადების წარდგენის დღიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ. განცხადება ძალაშია 15 სამუშაო დღის გასვლიდან 1 თვის განმავლობაში.“.

13. 74-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) განმცხადებელს სურს მიიღოს მშვილებლის გვარი;“.

14. 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 78. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადების განხილვა

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანო განცხადების წარდგენიდან 45-ე დღეს.“.

15. 85-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

16. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 86. გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველი

1. გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველია უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადება/მიმართვა, რომელსაც უნდა დაერთოს ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. გარდაცვალების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს წერილობითი განცხადების გარეშე, თუ განცხადებაზე უფლებამოსილი პირი პირადად გამოცხადდება სააგენტოში და წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. ასეთ შემთხვევაში გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე მიმართვა და შესაბამისი ნების გამოხატვა დასტურდება განცხადებაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერზე ხელმოწერით.

3. გარდაცვალების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.“.

17. 88-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციის წარმომადგენელს – პირის გარდაცვალებიდან 5 დღის ვადაში, თუ პირი ამ დაწესებულებაში გარდაიცვალა ან გარდაცვალების შესახებ ცნობა გასცა ამ დაწესებულებამ;

ზ) სოფელში, თემსა და დაბაში მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ სოფელში, თემსა და დაბაში მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულს არ გააჩნია საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია, სააგენტოს აცნობოს მხოლოდ გარდაცვალების შესახებ შესაბამისი ოქმის შედგენის გარეშე.“.

18. 881 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ) სოფელში, თემსა და დაბაში მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის მიერ შედგენილი ოქმი, რომლის ფორმა დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

19. 89-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარდაცვალების შესახებ განცხადებული უნდა იქნეს გარდაცვალების ან გარდაცვლილის აღმოჩენის მომენტიდან ერთი წლის ვადაში, გარდა ამ კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 891 მუხლი:

     „მუხლი 891. პირის გარდაცვალების თაობაზე ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინება

1. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ელექტრონული ფორმით გაუგზავნოს შეტყობინება პირის გარდაცვალების თაობაზე, თუ პირი ამ დაწესებულებაში გარდაიცვალა ან გარდაცვალების შესახებ ცნობა გასცა ამ დაწესებულებამ.

2. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინება, გარდა გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობაში არსებული მონაცემებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გარდაცვლილი პირის მოქალაქეობას, დაბადებისა და რეგისტრაციის ადგილს;

ბ) გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი კოდური აღნიშვნის მითითებით;

გ) შეტყობინების გამგზავნი უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს და შესაბამისი დაწესებულების სრულ სახელწოდებას;

დ) მითითებას შეტყობინებაში შეტანილი პირადი მონაცემების წყაროზე.

3. პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობინების გამგზავნი დაწესებულება პასუხისმგებელია გაგზავნილი შეტყობინების სისწორესა და სისრულეზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეტყობინების სრულყოფილად შევსება შეუძლებელია სათანადო ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის გამო.

4. თუ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაგზავნილი შეტყობინება სრულყოფილად არ შეიცავს ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, მასში მითითებული უნდა იქნეს აღნიშნულის მიზეზი.

5. თუ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაგზავნილი შეტყობინება სრულყოფილად არ შეიცავს ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას და ვერ ხერხდება გარდაცვლილი პირის იდენტიფიცირება, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს აქტის რეგისტრაცია.“.

21. 91-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გარდაცვლილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, გარდაცვალების თარიღი და ადგილი;“.

22. XI თავი ამოღებულ იქნეს.

23. 104-ე მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;“.

24. 1051 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს შეიძლება დაუდგინდეს მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი ან ნებისმიერი გვარი, რომლითაც იგი სარგებლობდა არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, რაც უნდა დასტურდებოდეს მის სახელზე შედგენილი დოკუმენტებითა და სხვა მტკიცებულებებით.“.

25. 107-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განცხადება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილ ორგანოში რეგისტრაციის ადგილის ან შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის ადგილის მიხედვით წარედგინება იმ პირის სურვილის შესაბამისად, რომლის მიმართაც შესრულებული იყო ეს ჩანაწერი. სქესის შეცვლასთან დაკავშირებით სახელის, მამის სახელის, გვარის შესწორების შემთხვევაში განცხადება აგრეთვე შეიძლება წარდგენილი იქნეს სქესის შეცვლის თაობაზე დასკვნის გამცემი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.“.

26. 109-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასრულოს განცხადების წარდგენიდან მე-15 დღეს. საკონსულო დაწესებულებაში აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით, თუ ეს აუცილებელია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად.“.

27. 111-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

28. XIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენა და ბათილად ცნობა“.

29. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 116. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა

1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილი წესით, გარდა ქორწინების აქტის ჩანაწერისა.

2. ქორწინების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა ხდება სასამართლოს მიერ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

30. 1161 მუხლის:

ა) მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები. საზღვარგარეთ მომხდარ ფაქტებს სააგენტო ადგენს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა, მათი არასრულწლოვანი შვილებისა და საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა მიმართ.

3. სააგენტო უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტები საქართველოში მცხოვრებ იმ პირთა მიმართ, რომელთა მოქალაქეობრივი სტატუსი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის მომენტისათვის გაურკვეველია, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირს შეიძლება დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა.

4. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენენ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები განმცხადებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია რეგისტრაციის ადგილი, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დასადგენად შეუძლია მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილ ორგანოს თავისი უკანასკნელი რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–მე-8 პუნქტები:

„5. „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად დევნილად ცნობილ პირს, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია რეგისტრაციის ადგილი, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დასადგენად შეუძლიათ მიმართონ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ნებისმიერ უფლებამოსილ ორგანოს.

6. გარდაცვალებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტები ასევე შეიძლება დაადგინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საამისოდ უფლებამოსილმა ორგანომ გარდაცვლილის უკანასკნელი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები საქართველოს მოქალაქეთა მიმართ ადგენენ მხოლოდ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს.

8. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შეუძლებელია.“.

31. 1162–1166 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1162. აცილება

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული აცილების საფუძვლების არსებობისას აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. აცილების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმე განსახილველად გადაეცემა სააგენტოს სხვა, ყველაზე ახლოს მდებარე ტერიტორიულ სამსახურს.

    მუხლი 1163. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენაზე უფლებამოსილი პირი

განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სააგენტოში შეიძლება წარადგინოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

    მუხლი 1164. განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ

1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, ასევე უნდა შეიცავდეს:

ა) ინფორმაციას იმ გარემოებების შესახებ, რომელთა გამოც შეუძლებელია განმცხადებლის მიერ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა;

ბ) დეტალურ ინფორმაციას იმ მტკიცებულებების შესახებ, რომლებითაც განმცხადებელი ასაბუთებს დასადგენ ფაქტს;

გ) ინფორმაციას მოწმეთა ვინაობის შესახებ, თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები დადგენილი უნდა იქნეს მოწმეთა ჩვენებებით.

2. ამ კანონის 1161 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების დადგენასთან დაკავშირებულ განცხადებას უნდა დაერთოს იმ პირთა ფოტოსურათები, რომელთა მიმართაც უნდა დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირები გარდაცვლილები არიან.

    მუხლი 1165. მტკიცებულებები იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ წარმოებაში

1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას, გარდა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებისა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია ასევე გამოიყენოს და დაეყრდნოს მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და სხვა ზეპირ მტკიცებულებებს.

2. თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისას მტკიცებულებების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე კარის დებულებები, გარდა 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, 103-ე მუხლისა, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 106-ე მუხლისა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 110-ე მუხლისა, 116-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 118-ე, 119-ე მუხლებისა, 126-ე მუხლისა, 131-ე–133-ე მუხლებისა, 134-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 136-ე მუხლისა, 145-ე მუხლის პირველი ნაწილისა, 146-ე მუხლისა, 155-ე–157-ე მუხლებისა და 169-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა.

3. სააგენტო და მისი ტერიტორიული სამსახურები იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებებს იყენებენ ამ კანონითა და სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

    მუხლი 1166. პასუხისმგებლობა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დამდგენი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეცდომაში შეყვანისთვის

1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის ცრუ ახსნა-განმარტების ან ცრუ ჩვენების მიცემისთვის ან მისი შეცდომაში შეყვანისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება, შესაბამისად, ახსნა-განმარტების ან ჩვენების მიმცემ დაინტერესებულ მხარეს, ექსპერტს, მოწმეს.

2. მოწმედ მოწვეული პირი ვალდებულია მისცეს ჩვენება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე.“.

32. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1167–1169 მუხლები:

     „მუხლი 1167. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის წესი

1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული წარმოებისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანო ვალდებულია გამართოს ზეპირი მოსმენა, რომელზედაც მოწვეული უნდა იქნენ განმცხადებელი, სხვა დაინტერესებული პირები და მოწმეები, მათი არსებობის შემთხვევაში. განმცხადებელს, დაინტერესებულ პირებსა და მოწმეებს ზეპირი მოსმენის შესახებ უნდა ეცნობოთ მის გამართვამდე 5 დღით ადრე მაინც და მოწვეული უნდა იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.

2. გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის ან მასზე უარის თქმის შესახებ მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ამ კანონით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების შესახებ.

3. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

4. თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო არასაკმარისად ან არასარწმუნოდ მიიჩნევს წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და მოწმეთა ჩვენებებს, მას შეუძლია უარი თქვას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე.

5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული წარმოებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI და VIII თავებით განსაზღვრული წესები, ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით.

    მუხლი 1168. გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ

1. გადაწყვეტილებები დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც საჭიროა შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესადგენად, მათ შორის, პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს, გარდაცვალების თარიღს, გარდაცვალების ადგილს, მშობლების სახელებსა და გვარებს, ხოლო გადაწყვეტილებები დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ ასევე უნდა შეიცავდეს რეგისტრაციის თარიღს, ადგილს და რეგისტრაციის ორგანოს დასახელებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამა თუ იმ მონაცემის დადგენის შეუძლებლობა არ შეიძლება გახდეს ფაქტის დადგენაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცალკეული მონაცემის დადგენის გარეშე, თუ მისი დადგენა შეუძლებელია მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო ან სხვა მიზეზით.

    მუხლი 1169. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა

1. თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზნით და შემდგომ გამოვლინდა, რომ შესაძლებელია ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო წყვეტს წარმოებას ნებისმიერ სტადიაზე, რის შესახებაც იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

2. თუ განმცხადებელს აღარ გააჩნია კანონიერი ინტერესი დასადგენი ფაქტის მიმართ, ის უფლებამოსილია მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა.

3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტაზე, თუ ფაქტის დადგენა წარმოადგენს საჯარო ინტერესს ან/და მნიშვნელოვანია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის სრულყოფისთვის.“.

33. 119-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

34. 122-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაბადების განმეორებითი მოწმობები გაიცემა აგრეთვე მშობლებზე, მშვილებლებზე, მეურვეებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებზე.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-6 და მე-20 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-20 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 11 ივლისი.

№1392–რს