საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1529
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 24/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.003.572
  • Word
1529
17/07/2009
სსმ, 19, 24/07/2009
230.000.000.05.001.003.572
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-8 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბაჟო დეკლარირებისას ან/და დეკლარირებული მონაცემების რეგისტრაციის, შემოწმების განხორციელებისას წარმომადგენელი შეიძლება იყოს პირი (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული პირისა), რომლის პასუხისმგებლობაც საბაჟო ორგანოს წინაშე მუდმივად უზრუნველყოფილია საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული 50 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიით. გარანტიის წარდგენისა და გამოყენების წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

2. 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 91. წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება

1. პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე შემოსავლების სამსახური იღებს წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებას საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს ყველა საბაჟო ორგანოსათვის მხოლოდ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია (გამოცემულია) აღნიშნულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე და დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

3. წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება მოქმედებს მიღებიდან (გამოცემიდან) ერთი წლის განმავლობაში, თუ არ მოხდა მისი ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება ან არარად აღიარება.

4. წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

3. 26-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

4. 27-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

5. 33-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის გამოყენებისას სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებული იდენტური საქონლის გარიგების ფასზე.“.

6. 37-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ კოდექსის 32-ე–36-ე მუხლების დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენების გზით, რომლებიც შეესაბამება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგად დებულებებს და იმპორტიორ ქვეყანაში არსებულ მონაცემებს.“.

7. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 42. განსაკუთრებული დებულებები საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას

ის გარემოება, რომ საქონლის მიმართ ადრე გამოყენებული იყო საბაჟო დამუშავების სხვა ოპერაცია ან შეიცვალა საქონლის გამოყენების მიზანი, არ ზღუდავს აღნიშნული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ამ თავით მოცემული საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მარეგულირებელი დებულებების გამოყენებას.“.

8. 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ზოგადი დეკლარირების საფუძველზე, აგრეთვე საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილებისას საბაჟო ორგანო გამოწერს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო კონტროლის დოკუმენტს (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული შემთხვევებისა). საბაჟო კონტროლის დოკუმენტის ფორმა, მისი შევსებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესები და ამ დოკუმენტის წარდგენის შემთხვევები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

9. 64-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბაჟო საწყობში, თავისუფალ ზონაში, თავისუფალ საწყობში, უბაჟო ვაჭრობის პუნქტში, საფოსტო მომსახურების ადგილზე, ნავსადგურში, აეროპორტსა და რკინიგზის სადგურში საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, შენობა-ნაგებობის ან ფართობის მესაკუთრისაგან ან მფლობელისაგან (თუ მესაკუთრე არ არის მფლობელი) უსასყიდლო სარგებლობისათვის მოითხოვოს და მიიღოს საჭირო შენობა-ნაგებობა ან ფართობი, რომელთა ნორმები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

10. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 66. საბაჟო პროცედურების განხორციელების დრო და ადგილი

1. საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დრო და ადგილი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. დაინტერესებული პირის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით საბაჟო პროცედურები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილების გარდა სხვა ადგილებში ან/და საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“.

11. 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 72. საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება ან არარად აღიარება

1. საბაჟო დეკლარაციას ბათილად ცნობს, ძალადაკარგულად აცხადებს ან არარად აღიარებს საბაჟო ორგანო დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ დეკლარანტი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შედეგად შეუძლებელია ან შეცდომით მოხდა საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება.

2. საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი, ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული ან არარად იქნება აღიარებული საბაჟო ორგანოს ინიციატივით, თუ ამ დეკლარაციის შემოწმებისას დადგინდება, რომ:

ა) საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება შეუძლებელია;

ბ) დეკლარანტმა არ შეასრულა საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისათვის აუცილებელი მოქმედებები და ამ მუხლით დადგენილი წესით არ მიმართა უფლებამოსილ საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობისათვის, ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის ან არარად აღიარებისათვის.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი, ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული ან არარად იქნება აღიარებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება ან არარად აღიარება არ არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

5. საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან არარად აღიარების შემთხვევები და წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

12. 83-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, აღიაროს საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლითაც ნიშანდებულია საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ან/და შენობა-ნაგებობა საქონლის გამგზავნის, გადამზიდველის ან დეკლარანტის ანდა სხვა ვალდებული პირის ან უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ აღიარებული საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებები ცვლის საქართველოში დადგენილ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს).“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობისა და საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების აღიარების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

13. 84-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას შემოსავლების სამსახური ახორციელებს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.

14. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 112. საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანა ან/და სხვა საბაჟო საწყობში გადატანა

1. საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით შესაძლებელია, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი დროებით გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან ან/და გადატანილ იქნეს სხვა საბაჟო საწყობში.

2. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანის ან/და სხვა საბაჟო საწყობში გადატანის პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

15. 114-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტი აკმაყოფილებდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. უბაჟო ვაჭრობის პუნქტის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) აწარმოოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვის ჟურნალი და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს იგი საბაჟო ორგანოს;

ბ) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტალის დასრულებიდან 15 დღის ვადაში საბაჟო ორგანოს წარუდგენს ანგარიშს აღნიშნულ პერიოდში უბაჟო ვაჭრობის პუნქტში განხორციელებული ყველა ოპერაციის შესახებ;

გ) განახორციელოს უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფა თავისი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში;

დ) ხელი შეუწყოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, რისთვისაც საბაჟო ორგანოს უბაჟო ვაჭრობის პუნქტში უსასყიდლოდ გამოუყოფს საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელ სათავსს, მოწყობილობებს და კავშირგაბმულობის საშუალებებს;

ე) შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“.

16. 121-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 121. საბაჟო ვალდებულების განსაზღვრა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას

თუ გადაუმუშავებელი საქონლის ან/და გადამუშავების პროდუქტის მიმართ (გარდა ამ კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):

ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, გადასახდელი თანხა განისაზღვრება:

ა.ა) გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;

ა.ბ) გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – გამოსავლიანობის ნორმის შესაბამისად ამ პროდუქტის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის გადამუშავების პროდუქტისთვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;

ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის პირობების დარღვევისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, კერძოდ, დაიკარგა (გარდა ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა) ან უკანონოდ იქნა განკარგული გადაუმუშავებელი საქონელი ან გადამუშავების პროდუქტი, გადასახდელი თანხა განისაზღვრება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე ამ კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით გაანგარიშებულ თანხასა და გამოსავლიანობის ნორმის შესაბამისად ამ პროდუქტის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე ამ კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მიღებული ან მისაღები გადამუშავების პროდუქტისთვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით გაანგარიშებულ თანხას შორის უდიდესი თანხით.“.

17. 127-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემოსავლების სამსახური საქონლის დროებითი შემოტანის კონკრეტულ შემთხვევაში ან/და საქონლის ცალკეული სახეობისათვის ადგენს დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის განსხვავებულ ვადას.“.

18. 128-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სატრანსპორტო საშუალებები (გარდა გემებისა და საჰაერო საფრენი საშუალებებისა), თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ი.ა) რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;

ი.ბ) რეგისტრირებულია პირზე, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, და გამოიყენება მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადასაადგილებლად;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) გემები და საჰაერო საფრენი საშუალებები;“.

19. 130-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) იმ თანხის 3 პროცენტი, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხა გადახდილ უნდა იქნეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს. დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში მთელი გადასახდელი თანხა შეიძლება გადახდილ იქნეს ერთდროულად.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მთელი გადასახდელი თანხა გადახდილია ერთდროულად, დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ საბაჟო გადასახდელებს შორის.“.

20. 137-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საქონლის გადამუშავების ვადის დარღვევით ან გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოუტანლობა, გარდა ამ კოდექსის 148-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ჩაითვლება რეჟიმის პირობების დარღვევად და გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის.“.

21. 152-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად თავისუფალი საწყობიდან საქონლის გატანის ან საქონლის დაკარგვის ანდა საქონლის სასაქონლო სახის იმდენად დაკარგვის შემთხვევაში, რომ თავისუფალი საწყობიდან გატანისას საქონელი ვერ იდენტიფიცირდება თავისუფალ საწყობში შეტანისას საქონლისთვის მინიჭებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო კოდით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება თავისუფალი საწყობის მფლობელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონლის განადგურება ან დანაკლისი ანდა სასაქონლო სახის ცვლილება გამოწვეულია ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მიზეზით.“.

22. 166-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლებით ან გადახდილი თანხის (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებით ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლით, იმ საბაჟო რეჟიმისათვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია ხორციელდება საბაჟო ორგანოს წინასწარი შეტყობინებით. თუ განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის (ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) რეექსპორტი, საბაჟო ორგანოს წარედგინება საბაჟო დეკლარაცია.“.

23. 169-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანა იმ ადგილების გავლით, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის გამტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისი ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.

24. 171-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონლის, რომელიც საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 კალენდარული წლის ვადაში, ხოლო საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში – გადამუშავების ვადის გასვლამდე უცვლელ მდგომარეობაში დაუბრუნდა დეკლარანტს, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჩაითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა).“.

25. 177-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 177. საერთო გარანტია

ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებში აღნიშნული პირების შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, მისცეს მათ უფლება საერთო გარანტიის წარდგენისა ორ ან ორზე მეტ ისეთ საბაჟო დამუშავების ოპერაციაზე ან საბაჟო პროცედურაზე, რომლის მიმართაც უკვე წარმოიშვა ან შესაძლებელია წარმოიშვას საბაჟო ვალდებულება.“.

26. 193-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 193. მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების გაანგარიშება

1. იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებითა და მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსის გაუქმების შემთხვევაში საბაჟო ვალდებულების წარმოშობისას იმპორტის გადასახდელების თანხა განისაზღვრება საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის გათვალისწინებით ამ კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებითა და მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში საბაჟო ვალდებულების მთლიან თანხას უნდა გამოაკლდეს საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა.“.

27. 202-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. ვალდებული პირის საბაჟო ვალდებულება/დავალიანება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული ფორმით. ასეთ შემთხვევაში შესრულებული საბაჟო ვალდებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.

28. 205-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. შეტყობინების გაგზავნისა და ადრესატისათვის ჩაბარების პროცედურებზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის დებულებები.“.

29. 250-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების თაობაზე არასწორი მონაცემის შეტანა, რის შედეგადაც მცირდება ან იზრდება საბაჟო ღირებულება და რასაც არ გამოუწვევია საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მონაცემის შეტანა სავალდებულო არ არის, –

იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებასა და შემცირებულ ან გაზრდილ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.“.

30. 254-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:

„71. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

31. 255-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 17 ივლისი.

№1529–რს