დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1911 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 03/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 19/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.003.671 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 29-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები და წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
2. 30-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, მისი გაცემისა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
3. 45-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნა, სამუშაო დრო და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.
4. 88-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეებს, წარდგენის შემთხვევებსა და წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
5. 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
6. 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბაჟო საწყობი აკმაყოფილებდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით;“.
7. 169-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანა იმ ადგილების გავლით, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის გამტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.
8. 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.“.
9. 235-ე მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 247-ე, 248-ე და 249-ე მუხლებით განსაზღვრული ღონისძიებები. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდამრღვევი პირის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 3 ნოემბერი.
№1911–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები