დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1888 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 09/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.250.000.04.001.003.658 |
საქართველოს კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 .
„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედვე-ლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამართლებრივ ზედამხედველობას ექვემდებარება ექსკლუზიური, ნებაყოფლობითი და დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გაგზავნისა და გამოქვეყნების პროცედურა განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია სამართლებრივი დასკვნა მისი გაცემისთანავე გადაუგზავნოს შესაბამის ზედამხედველობის ორგანოს.
5. თუ ზედამხედველობის ორგანო ნორმატიულ აქტს კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს, იგი უფლებამოსილია ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირს) ამ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მოტივირებული წერილობითი მოთხოვნით. ზედამხედველობის ორგანომ წერილობით მოთხოვნაში უნდა მიუთითოს ის ნორმები, რომლებსაც ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტი.“.
2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია სამართლებრივი დასკვნა მისი გაცემისთანავე გადაუგზავნოს შესაბამის ზედამხედველობის ორგანოს.“.
მუხლი 2 .
ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 22 ოქტომბერი.
№1888–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები