დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2034 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 19/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.003.727 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 263 მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამ საწარმოსთვის მომსახურების მიწოდებას განახორციელებს საერთაშორისო საწარმოს სტა-ტუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, გარდა:
დ.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა;
დ.ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა ან/და ფინანსური მომსახურების გაწევისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/და მშენებლობის მომსახურების გაწევისა;
დ.გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31–37 ნაწილები:
„31. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებაც საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის შეზღუდულია და გამოიწვევს ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას.
32. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრი-რებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის საქონლის, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული საქონლისა, მიწოდება უნდა განხორციელდეს ამ კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საბაზრო ფასით.
33. თუ ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების შედეგად წარმოიქმნა საგადასახადო ვალდებულება, წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე პასუხის-მგებლობა ეკისრება სოლიდარულად საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს, რომელმაც საერთაშორისო საწარმოს მიაწოდა ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული საქონელი, და პირს, რომლისგანაც მიეწოდა ან/და შეიძინა საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულმა გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული საქონელი, თუ:
ა) ისინი წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს;
ბ) პირი, რომლისგანაც შეიძინა ან/და მიეწოდა საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს აღნიშნული საქონელი, მოქმედებდა მესამე პირის სახელით ან დავალებით და რომელიმე მათგანი საგადასახადო ორგანოში ვერ წარადგენს (საწარმოს შემთხვევაში) თავისი დამ-ფუძნებლების/მფლობელების შესახებ მონაცემებს და დარეგისტრირებულია ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს არ აქვს ხელშეკრულება ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ.
34. საერთაშორისო საწარმოს უფლება არა აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, განახორციელოს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისაგან შეძენილი საქონლის მიწოდება.
35. ამ მუხლის 31–34 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის საწვავის, საპოხის, ელექტროენერგიის, წყლის ან/და ბუნებრივი აირის მიწოდებისას.
36. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს იმ მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა გაწევაც შესაძლებელია საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის.
37. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, აგრეთვე საერთაშორისო საწარმო ვალდებული არიან ამ მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 36 ნაწილით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის/მიღების შესახებ აცნობონ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.
2. 103-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირების საბანკო ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების გარეშე;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში მიაწოდოს მას ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს ამ კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რომელიც აითვლება ანგარიშის გახსნიდან/დახურვიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ საბანკო დაწესებულებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაცია შესაძლოა გამოთხოვილ იქნეს ელექტრონული ფორმით, რომლის დროსაც ამავე ქვეპუნქტში მითითებული ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;“.
3. 142-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების გახსნის ან დახურვის შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოში საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარუდგენლობა, თუ ეს გამოწვეული არ არის აღნიშნული პირების მიერ ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციებისათვის არასწო-რი ინფორმაციის მიწოდებით, – იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით.“.
4. 281-ე მუხლის 50-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„50. ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილის და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის ცვლილებები გავრცელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 2010 წლის 1 იანვრიდან მიღებულ საჩივრებზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 2010 წლის 1 იანვრამდე მიღებულ საჩივრებზე გავრცელდეს ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილის და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის 2010 წლის 1 იანვრამდე არსებული რედაქციები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 6 ნოემბერი.
№2034–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები