საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 07/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.003.741
  • Word
2109
20/11/2009
სსმ, 40, 07/12/2009
020.000.000.05.001.003.741
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

��� მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12 -ის დანართი, მუხ. 421) 159 5 �159 9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 1595. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევა ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევა ტენდერის ან �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის სხვა საშუალებების თავიდან აცილების მიზნით, ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის განხორციელების საშუალებების იმ მონეტარული (ფულადი) ზღვრების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დადგენილია �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით, �

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

��� მუხლი 1596. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა

1. სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის საშუალებით ან �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის სხვა საშუალებებით განხორციელებისას განცხადების ან სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად შედგენა, �

გამოიწვევს სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

2. სატენდერო კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების, საკვალიფიკაციო შერჩევისა და პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების არასათანადოდ (ტენდენციურად) შეფასება, �

გამოიწვევს სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების წესების დარღვევა, �

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას � სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

��� მუხლი 1597. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების პირობებისა და წესების დარღვევა

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების პირობებისა და წესების დარღვევა, �

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი თანამდებობის პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

��� მუხლი 1598. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული დავის ადმინისტრაციული წესით განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, �

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას � სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

��� მუხლი 1599. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება, �

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.�.

��� მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე -15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 20 ნოემბერი.

№2109�IIს