დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2191 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 07/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.003.757 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. 71-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. ცალკეულ შემთხვევაში ცალკეული გადასახადის გადამხდელების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ ელექტრონულ დეკლარირებას, შესაძლებელია განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
2. 85-ე მუხლის:
ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე ახალი მფლობელის მიმართ. საგადასახადო ორგანო ამ ქონებაზე ყადაღის დადებას და ამ ქონების რეალიზაციას ახორციელებს ამ კოდექსის 87-ე და 88-ე მუხლების შესაბამისად.“;
ბ) მე-8 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ამ კოდექსის 88-ე მუხლის 132 ნაწილის საფუძველზე ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში.“.
3. 86-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მესამე პირის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ პირის მიმართ განახორციელოს ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები მხოლოდ იმ დავალიანების ოდენობის ფარგლებში, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიმართ მესამე პირს აქვს და რომლის გადახდის ვადაც დამდგარია.“.
4. 88-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუქციონის ჩატარების დროს, ადგილსა და პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი საგადასახადო ორგანო. განცხადება აუქციონის შესახებ კეთდება აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე. განცხადებაში უნდა აღინიშნოს:
ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) გასაყიდი ქონების დასახელება (ქონების მოკლე აღწერა);
გ) ქონების საწყისი ფასი;
დ) აუქციონის პირობები.“;
ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აუქციონის ჩატარების დროის, ადგილისა და პირობების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
5. აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია აუქციონის დაწყებამდე სახელმწიფო ხაზინის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე წინასწარ შეიტანოს საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი თანხა, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონზე იმ ქონების საწყისი ფასის 2%-ზე ნაკლები, რომლის შეძენასაც ის აპირებს, და რომელიც გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი თანხის ანგარიშში ჩაითვლება.“;
გ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. პირი, რომლის შემოთავაზებული ფასიც მიღებული იქნება აუქციონზე, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს შესაბამისი თანხა. თანხის სრულად დაფარვამდე მყიდველს არ გააჩნია ქონებაზე საკუთრების უფლება.“;
დ) მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქონება გასაყიდად გაიტანოს განმეორებით აუქციონზე, რომლის რაოდენობასა და ჩატარების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო;“;
ე) 131 და 132 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„131. თუ პირველ ან განმეორებით აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე პირს შეუძლია შეიძინოს ეს ქონება უკანასკნელ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად. ამ შემთხვევაში ქონების შემძენი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, რის შემდეგაც მას გადაეცემა ამ ქონებაზე საკუთრების უფლების მიღების შესახებ ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული სერტიფიკატი.
132. თუ განმეორებით აუქციონზე მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების დადგენილი წესით გადახდას ან აუქციონზე არ იქნება შემოთავაზებული შესაბამისი ფასი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მოხსნას ქონებას ყადაღა და ეს ქონება მიაქციოს სახელმწიფო საკუთრებაში. ასეთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, რომელთა დაფარვის მიზნითაც თავის დროზე ქონებას ყადაღა დაედო, ჩამოიწერება ამ მუხლის მე-15 ნაწილით განსაზღვრული რიგითობით, განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანებისა.“.
5. 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ აღნიშნული მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს ამ კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რომელიც აითვლება ანგარიშის გახსნიდან/დახურვიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ საბანკო დაწესებულებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს ელექტრონული ფორმით, რომლის დროსაც ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;“.
6. 122-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს. გადასახადის გადამხდელის მიერ თავისი საგადასახადო ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება ან/და გავრცელება ჩაითვლება ამ გადასახადის გადამხდელის ნებართვად აღნიშნული საგადასახადო ინფორმაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მიერ მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე.“.
7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVII1 თავი:
„თავი XVII1
საგადასახადო შეთანხმება
მუხლი 1281. საგადასახადო შეთანხმების არსი
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადების ან/და სანქციების შემცირების ან არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება, თუ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ჯამური ოდენობა აღემატება 10 000 ლარს და არ არის აღიარებული მის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება შესაძლებელია:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის დაწყებამდე ან დავის წარმოების პერიოდში – გადასახადის ძირითადი თანხის ან/და სანქციის ნაწილში;
ბ) სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების პერიოდში – სანქციის ნაწილში.
მუხლი 1282. საგადასახადო შეთანხმების გაფორმება
1. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რომელიც აღნიშნულ განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად.
2. გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებების ოდენობასა და გადახდის ვადას.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს შეუმციროს გადასახადები ან/და სანქციები, თუ გადასახადის გადამხდელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაფარვას.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შემცირება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე ან შემოწმების დასრულებამდე განაცხადებს მის მიერ არადეკლარირებული და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების ჯამურ ოდენობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელთან გააფორმოს საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამის პერიოდზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გადასახადის სახეების მიხედვით.
6. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებები შეასრულოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.
7. ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული თანხის 10 პროცენტისა.
8. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების დღიდან საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებები ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულად და დაუშვებელია აღნიშნულ პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალდებულებების დაზუსტება, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა).
9. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის განცხადება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შესახებ არ უნდა იქნეს განხილული ამ კოდექსის 68-ე მუხლით განსაზღვრულ სათანადო ინფორმაციად.
10. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 1283. საგადასახადო შეთანხმების ფორმა
1. საგადასახადო შეთანხმების აქტი ფორმდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის.
2. საგადასახადო შეთანხმებაში უნდა აღინიშნოს:
ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ასევე სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში);
ბ) მიღწეული შეთანხმების შინაარსი და პირობები;
გ) საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრების ვადა და წესი.
მუხლი 1284. საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრება
გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შეთანხმება შეიძლება გაასაჩივროს, თუ საგადასახადო შეთანხმება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ.“.
8. 139-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14–მე-16 ნაწილები:
„14. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, –
იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში, –
იწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.
16. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაადგინოს ჯარიმის განსხვავებული ოდენობები, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის პირველი–მე-15 ნაწილებით დადგენილი ჯარიმების 5%-ისა.“.
9. 146-ე მუხლის მე-8 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) თუ გასაჩივრებულ საგადასახადო ვალდებულებაზე გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება (საჩივარი არ განიხილება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხების ნაწილში), გარდა ამ კოდექსის 1284 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
10. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) 2011 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი და დაქირავებული ფიზიკური პირისათვის გაცემული ანაზღაურება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს;“.
11. 172-ე მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) 2011 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს;
ზ) 2011 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხდება ამ საქმიანობის ფარგლებში;“.
12. 225-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მიერ ქონების რეალიზაცია.“.
13. 229-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დასაბეგრი იმპორტის თანხა ტოლია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებისა და საქართველოში საქონლის იმპორტისას გადასახდელი გადასახადებისა და მოსაკრებლების თანხების ჯამისა, საქართველოში გადასახდელი დღგ-ის ჩაუთვლელად.“.
14. 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ და „ფ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან ან თავისუფალი საწყობიდან საქონლის იმპორტისა;“.
15. 255-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 255. დასაბეგრი ოპერაცია
1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდება ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანა;
ბ) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის დამკვეთისათვის გადაცემა;
გ) საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის გამოყენება არააქციზური საქონლის წარმოებისათვის;
დ) აქციზური საქონლის ექსპორტი;
ე) ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის მიწოდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის.
2. აქციზით დასაბეგრ ოპერაციად არ ჩაითვლება ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მიერ ქონების რეალიზაცია.“.
16. 256-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოში იმპორტირებული საქონლისათვის (გარდა ამ მუხლის „დ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლისა) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებისა და საქართველოში საქონლის იმპორტისას გადასახდელი გადასახადებისა და მოსაკრებლების თანხების (აქციზისა და დღგ-ის გარეშე) ჯამით;“.
17. 258-ე მუხლის ცხრილის:
ა) მე-11 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 11 | ა) თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნედლეულის გარდა) იმპორტი: |
|
|
|
|
| – სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით | 2402 10 000 01
| 1 ღერი | 0,90 ლარი |
|
| – სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით | 2402 10 000 02 | 20 ღერი | 1 ლარი |
|
| – ფილტრიანი სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით | 2402 20
| 20 ღერი | 0,60 ლარი
|
|
| – ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი | 2402 20
| 20 ღერი
| 0,15 ლარი
|
|
| – სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები, თამბაქოს ექსტრაქტები და ესენციები | 2403 (გარდა 2403 10 900 00, 2403 99 900 00, 2403 91 000 00) | 1 კგ | 20 ლარი
|
|
| ბ) ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა): |
|
|
|
|
| – სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით | 2402 10 000 01 | 1 ღერი | 0,70 ლარი |
|
| – სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით | 2402 10 000 02 | 20 ღერი | 0,80 ლარი |
|
| – ფილტრიანი სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით | 2402 20
| 20 ღერი | 0,40 ლარი
|
|
| – ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი | 2402 20 | 20 ღერი | 0,10 ლარი |
|
| – სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები, თამბაქოს ექსტრაქტები და ესენციები | 2403 (გარდა 2403 10 900 00, 2403 99 900 00, 2403 91 000 00) | 1 კგ
| 20 ლარი |
ბ) 21-ე სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
| 21 | შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი |
| 1 ტონა | 80 ლარი |
“.
18. 259-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აქციზური საქონლის ექსპორტი, გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტისა, იბეგრება ნულოვანი განაკვეთით.“.
19. 2705 მუხლის:
ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) 2011 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნაწარმის ან/და ნედლეულის („ტრაბზონის“ ჯიშის თამბაქოს გარდა) იმპორტი;“;
ბ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:
„ფ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის „ლ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი, 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი.“.
20. 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 ნაწილი:
„13. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:
ა) ფინანსურ ინსტიტუტზე, თუ ეს ფინანსური ინსტიტუტი თავის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და მას აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.“.
21. 281-ე მუხლის:
ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 2011 წლის 1 იანვრამდე პირებზე, რომლებიც ჟურნალ-გაზეთების გავრცელებას ახორციელებენ სპეციალიზებული ჯიხურებით, რომლებშიც იყიდება მხოლოდ ჟურნალები ან/და გაზეთები, არ ვრცელდება ამ კოდექსის 971 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები.“;
ბ) მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. საკონტროლო-სალარო აპარატების სათანადო წესით დალუქვის ვალდებულება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ამ პერიოდისთვის აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გადასახადის გადამხდელს ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრება.“;
გ) 22-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 ნაწილი:
„221. ამ კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად.“;
დ) 28-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„28. 2011 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობების) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.“;
ე) 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. 2009 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის მიწოდებისა (მათ შორის, სხვა მომხმარებლებისათვის შემდგომი მიწოდების მიზნით), აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. ამ ნაწილის მიზნებისათვის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესყიდვა განიხილება, როგორც ელექტროენერგიის მიწოდების შემადგენელი ნაწილი. 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 11 მარტამდე არსებულ პერიოდში ზემოაღნიშნულ მიწოდებასა და გაწეულ მომსახურებაზე დღგ-ის გადაუხდელობისათვის პირს საურავი არ დაეკისრება. ამასთანავე, პირს უფლება აქვს, მოახდინოს დასაბეგრი ოპერაციების თანხის კორექტირება ამ კოდექსით განსაზღვრული წესით და კორექტირების შედეგად წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაითვალოს ან მოთხოვნის შემთხვევაში დაიბრუნოს ამ კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით.“;
ვ) 43-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„43. ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებზე, აგრეთვე ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე, გაზისა და წყლის მილსადენით ტრანსპორტირების მომსახურებაზე ამავე კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე და აღნიშნულის შედეგად:
ა) შესაბამის ოპერაციებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიუღებელი ან/და გაუქმებული დღგ-ის ჩათვლები განხორციელდეს 2010 წლის 1 იანვრიდან;
ბ) ჩამოიწეროს დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმის თანხები, რომლებიც წარმოქმნილია 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდებზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმების შედეგად.“;
ზ) 51-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52-ე და 53-ე ნაწილები:
„52. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალი ჩამოიწერება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ამ კოდექსის მე-12 მუხლის 21-ე ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გაუთვალისწინებლად.
53. 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდის მიხედვით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისთვის დადგენილი ვადის (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა) დარღვევით გამოწერილი და წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები 2010 წლის 1 იანვრიდან გაუქმებას არ ექვემდებარება. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე გაუქმებულ დღგ-ის ჩათვლებზე, მათ შორის, ჩათვლებზე, რომლებზედაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა.“.
22. 282-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 და 23 ნაწილები:
„22. ამ კოდექსის XVII1 თავის ნორმები გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადების ან/და სანქციების შემცირების ან არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შესაძლებელია გავრცელდეს იმავე თავის ამოქმედებამდე სასამართლოში დაწყებული საგადასახადო დავის პერიოდში ან აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე.
23. ამ კოდექსის XVII1 თავი მოქმედებს 2011 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილი ამოქმედდეს 2010 წლის 2 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 1 დეკემბერი.
№2191–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები