„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2317
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 22/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.05.001.003.806
  • Word
2317
15/12/2009
სსმ, 46, 22/12/2009
040.200.010.05.001.003.806
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. მომსახურების საფასური და საკონსულო მოსაკრებელი 

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის გადაიხდება მომსახურების საფასური ან საკონსულო მოსაკრებელი, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება კანონით.“.

2. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაბადების რეგისტრაცია წარმოებს ბავშვის დაბადების ადგილის ან ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, აგრეთვე დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.“.

3. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 52. განქორწინების რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაცია წარმოებს ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლის და მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის წარმოდგენისთანავე. მომსახურების საფასურის გადახდის წესი განისაზღვრება „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

4. 88-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გამგეობის (მერიის) რწმუნებულს, თუ მისთვის ცნობილი გახდა პირის გარდაცვალების შესახებ.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ გამგეობის (მერიის) რწმუნებულს არ გააჩნია საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სააგენტოს აცნობოს მხოლოდ გარდაცვალების თაობაზე შესაბამისი ოქმის შედგენის გარეშე.“.

5. 881 მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ) გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ შედგენილი ოქმი, რომლის ფორმა დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით;“.

6. 1163 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1163. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისა და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის განცხადების წარდგენაზე უფლებამოსილი პირი

განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისა და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის სააგენტოში შეიძლება წარადგინოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.“.

7. 122-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებით მოწმობებს გასცემს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო მასთან დაცული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების საფუძველზე. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური (გარდა არქივისა და ქორწინების სახლისა) უფლებამოსილია აგრეთვე გასცეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები და ინფორმაცია სააგენტოს სხვა ტერიტორიულ სამსახურებში (გარდა არქივებისა) შენახული აქტების საფუძველზე.“.

8. 123-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. 2009 წლის 1 სექტემბრამდე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც არ არის ხელმოწერილი ანდა ბეჭდით დადასტურებული უფლებამოსილი პირის მიერ, ითვლება კანონიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერად, თუ მასში შეტანილი არ არის არასწორი მონაცემები და დარღვეული არ არის მისი შედგენის სხვა წესები. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის მიმართ, რომლის მონაცემებით, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის საფუძველზე, რეგისტრირებულია სხვა სამოქალაქო აქტი.“. 

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 15 დეკემბერი.

№2317IIს