საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 31/12/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.003.820
  • Word
2382
18/12/2009
სსმ, 50, 31/12/2009
040.000.000.05.001.003.820
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

��� მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 11931�მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 11931. ბავშვის მიტოვებულად აღიარება

ბავშვის მიტოვებულად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ:

ა) ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში შესაბამისმა ორგანოებმა ვერ დაადგინეს ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა;

ბ) დადგინდა ნაპოვნი ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მაგრამ ვერ ხერხდება მშობლის (მშობლების) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში წარდგენა ან მასთან (მათთან) სხვაგვარად დაკავშირება ან/და ის (ისინი) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის მოვალეობების შესრულებას და უფლებების განხორციელებას;

გ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მშობლისათვის (მშობლებისათვის) შეთავაზებული პრევენციის ან რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, მშობელი (მშობლები) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის მოვალეობების შესრულებას და უფლებების განხორციელებას (ბავშვი მიატოვა (მიატოვეს) ან განაცხადა (განაცხადეს) მისი მიტოვების თაობაზე), თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.�.

2. 1205-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.�.

3. 12051�მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. თუ ნაპოვნია ბავშვი, რომლის ვინაობა, მშობლის (მშობლების) ვინაობა ან ადგილსამყოფელი უცნობია, მისი მშობლის (მშობლების) უფლებები და მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მანამ, სანამ:

ა) დადგინდება ბავშვის ან მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა და ის დაუბრუნდება თავის ოჯახს;

ბ) დადგინდება ბავშვის მშობლის (მშობლების) ვინაობა, რომელიც (რომლებიც) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის მოვალეობების შესრულებას და უფლებების განხორციელებას და სასამართლო შეუზღუდავს მას (მათ) მშობლის უფლება-მოვალეობებს ან აღიარებს ბავშვს მიტოვებულად. ამ შემთხვევაში სასამართლოს ბავშვის მიტოვებულად აღიარებასთან ერთად გამოაქვს გადაწყვეტილება მშობლის უფლებების ჩამორთმევის თაობაზე;

გ) ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად.�;

გ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

4. 1206-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 1206. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა

1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს � ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.�.

5. 1210-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 1244-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს თავისი გადაწყვეტილება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.�.

7. 1251-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 1251. მშობლის თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე

მშობლის მიერ ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის მიცემის წესი განისაზღვრება �შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ� საქართველოს კანონით.�.

8. 1252-ე და 1253-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

9. 1254-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 1254. შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი

ბავშვი შვილად აყვანას ექვემდებარება, თუ:

ა) მისი მშობელი (მშობლები) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ბ) მას არ ჰყავს არც ერთი მშობელი;

გ) იგი აღიარებული იქნა მიტოვებულ ბავშვად;

დ) მის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება;

ე) თუ მისმა მშობელმა (მშობლებმა) თანხმობა განაცხადა (განაცხადეს) ბავშვის გაშვილებაზე.�.

10. 1255-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

11. 1256-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 1256. უარი გაშვილებაზე

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მშობელს (მშობლებს), მშვილებელსა და 10 წელს მიღწეულ შვილად ასაყვანს უფლება აქვთ, უარი განაცხადონ თავიანთ თანხმობაზე �შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად.�.

��� მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 18 დეკემბერი.

№2382�IIს