საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2477
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 31/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.003.855
  • Word
2477
25/12/2009
სსმ, 50, 31/12/2009
080.000.000.05.001.003.855
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 1072 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1072. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემთხვევები

იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსის 1431, 1432, 186-ე, 192-ე, 194-ე, 1941, 2003, 221-ე, 2241, 2271, 2272, 2311, 2551, 260-ე–271-ე, 3222, 323-ე–330-ე, 3301, 3302, 3311, 339-ე, 3391, 3441, 364-ე, 365-ე და 372-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.“.

2. 1076 მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. 124-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 124. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით

ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.“.

4. 172-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 172. არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით

1. არასრულწლოვნის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.

2. არასრულწლოვნის გაყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1971 მუხლი:

     „მუხლი 1971. ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება

წინასწარი შეცნობით ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2003 მუხლი:

     „მუხლი 2003. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი

1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი, თუ მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების თანხა დიდი ოდენობისაა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების თანხა აღემატება 10 000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – 25 000 ლარს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან ჯარიმით.

3. პირს ამ მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

ა) სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირებისას/მიწოდებისას;

ბ) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირებისას;

გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშფაქტურის არსებობისას.“.

7. 212-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.“.

8. 220-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 220. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.

9. მე-300 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ან ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალში ან აღკვეთილში, ანდა აკრძალულ დროს ან ადგილას, აგრეთვე საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მიმართ, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2477–რს