„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2479
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 31/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.04.001.003.856
  • Word
2479
25/12/2009
სსმ, 50, 31/12/2009
010.250.000.04.001.003.856
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

�ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1 . �ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება:

ა) ამ კანონით თვითმმართველი ერთეულისათვის მიკუთვნებული ქონება;

ბ) სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული ქონება;

გ) თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი ან შეძენილი ქონება.�.

2. 651 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 და 63 პუნქტები:

�62 . ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ან/და თვითმმართველობის 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები ან/და მათი ნაწილები, რომლებზედაც საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება, მათზე დამაგრებული მიწით.

63 . ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე დარეგისტრირდეს ის საერთო საცხოვრებლები, რომლებიც აღრიცხულია ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში, როგორც საერთო საცხოვრებელი, აგრეთვე იმ საერთო საცხოვრებლების შენობა-ნაგებობები ან/და მათი ნაწილები, რომლებზედაც საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება.�.

��� მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი��

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2479�რს