„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2565
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 22/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.010.000.01.001.003.882
  • Word
2565
12/02/2010
სსმ, 6, 22/02/2010
010.010.000.01.001.003.882
„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს კონსტიტუციას (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1043 მუხლი:

     „მუხლი 1043

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა.

2. ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ჩატარდეს საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

4. ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების ამ მუხლთან შესაბამისობას.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 12 თებერვალი.

2565–Iს