„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2668
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 09/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.003.889
  • Word
2668
23/02/2010
სსმ, 7, 09/03/2010
230.000.000.05.001.003.889
„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს საბაჟო ორგანოების მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. საბაჟო ორგანოები საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებისას ხელმძღვანელობენ ამ აქტებით.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) 24-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. საბაჟო ორგანო – შემოსავლების სამსახური (ცენტრალური აპარატი), მისი ტერიტორიული ორგანო (რეგიონული ცენტრი) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეული.“;

ბ) 241 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. წარმომადგენელი

1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა ჰქონდეს როგორც უშუალოდ, ისე თავისი წარმომადგენლის მეშვეობით.

2. პირის წარმომადგენლად ითვლება პირი, რომლის უფლებამოსილებაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, წარმოიშობა დავალების (ერთჯერადი მინდობილობის ან გენერალური მინდობილობის, ხელშეკრულების ან მისი შემცვლელი დოკუმენტის) საფუძველზე, რომლითაც წარმომადგენელმა შეიძლება იკისროს განსაზღვრული საბაჟო პროცედურის (საბაჟო პროცედურების) განხორციელების ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამ კოდექსის შესაბამისად გასაჩივრების ვალდებულება.

3. წარმომადგენლობა შეიძლება იყოს:

ა) პირდაპირი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს სხვა პირის სახელით და მისივე დავალებით;

ბ) ირიბი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას მათ დასრულებამდე წარმომადგენელი ისევე ასრულებს ყველა ვალდებულებას, როგორც შეასრულებდა საქონლის მესაკუთრე ან/და მფლობელი ან/და დეკლარანტი, და მას ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს ან/და დეკლარანტს.

5.  საბაჟო ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო წარმომადგენელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს წარუდგინოს დავალება (ერთჯერადი მინდობილობა ან გენერალური მინდობილობა, ან ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი).

6. წარმომადგენლობაზე დავალება (ერთჯერადი მინდობილობა ან გენერალური მინდობილობა, ან ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი) არ მოითხოვება, თუ საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგა­ნიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება თავისივე ბეჭდით დამოწმებული (მისი არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვა), – შესაბამისი დოკუმენტით.

7. წარმომადგენელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად, უფლება აქვს, განახორციელოს საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასთან, რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურები.“.

4. 21-ე და 22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. საქართველოს საბაჟო ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს საბაჟო ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კოდექსი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

    მუხლი 22. საქართველოს საბაჟო ორგანოები

1. საქართველოს საბაჟო ორგანოების ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემას შეადგენს შემოსავლების სამსახური (ცენტრალური აპარატი), მისი ტერიტორიული ორგანოები (რეგიონული ცენტრები) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულები (ასეთი ერთეულების შექმნის შემთხვევაში).

2. შემოსავლების სამსახური შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და თავის უფ-ლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.“.

5. 59-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებითი დასაწყობების მიზნით საქონლის მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი შეინახოს შემოსავლების სამსახურის  საბაჟო საწყობში მის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე.“.

6. 63-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანაზე ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემის უფლებამოსილება ენიჭება შემოსავლების სამსახურს.“.

7. 641  მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობა ხორციელდება შემოსავლების სამსახურსა და პირს შორის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.“.

8. 65-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:

„5. საბაჟო დეკლარაციის შევსებას, გარდა ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-7 ნაწილითა და ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ახორციელებს შემოსავლების სამსახური, რომელსაც აქვს ამ უფლებამოსილების სხვა პირზე დელეგირების უფლება.

6. პირს უფლება აქვს, შეავსოს საბაჟო დეკლარაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად.“.

9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 891 მუხლი:

     „მუხლი 891. დოკუმენტბრუნვა

1. ამ კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ  დოკუმენტს.

2. ელექტრონული ფორმით მიმოწერის შემთხვევებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

10. 90-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მგზავრის წერილობითი განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქონელი შეინახოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში 20 კალენდარული დღის განმავლობაში. მგზავრის დასაბუთებული წერილობითი განცხადების შესაბამისად საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღნიშნული ვადა გააგრძელოს 10 კალენდარულ დღემდე.“.

11. 104-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვას გასცემს შემოსავლების სამსახური. თუ შემოსავლების სამსახური თვითონ არის საბაჟო საწყობის მფლობელი, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა საჭირო არ არის.“.

12. 107-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 107. საქონლის შენახვა შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში

1. შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობი ღია სახისაა.

2. შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვისას საბაჟო ორგანოსა და მომთავსებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობები, მათი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კოდექსით.“.

13. 149-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თავისუფალი საწყობი, რომლის საქმიანობისთვისაც სავალდებულოა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა, საშუალებას იძლევა, მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უცხოური საქონლის შენახვისა და თავისუფალ საწყობში რეალიზაციის (მყიდველის მიერ ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრით) ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის (რეექსპორტის) მიზნით, ამ ტერიტორიაზე იმპორტის გადასახდელების გადახდისათვის და სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარებისათვის უცხოური საქონლის შეტანა არ ითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები.“.

14. 150-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვას 5 წლის ვადით გასცემს შემოსავლების სამსახური. თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, საჭიროა:

ა) თავისუფალი საწყობი აკმაყოფილებდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით;

ბ) ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში ან არანაკლებ 5 წლის ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულებით მის მფლობელობაში არსებობდეს თავისუფალი საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა;

გ) წარდგენილ იქნეს საბაჟო გარანტია, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. თავისუფალი საწყობის საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუ პირველად წარდგენილი საბაჟო გარანტიის მოქმედების ვადა გადის, იგი ახლით უნდა შეიცვალოს;

დ) ნებართვის მაძიებელს არ ჰქონდეს საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება.“.

15. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ ვალდებული პირის დასაბუთებული წერილობითი განცხადების მიღების შემდეგ საბაჟო ვალდებულებების დაფარვის გადავადების უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის უფროსს/მის მოადგილეს.“.

16. 240-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 240. საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება

1. საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობა, რამაც გამოიწვია საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება, –

იწვევს პირის დაჯარიმებას დეკლარაციაში შემცირებული საბაჟო გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე დეკლარაციაში შემცირებული საბაჟო გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის, საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობად ჩაითვლება ისეთი მონაცემის შეტანა, რომლის არასწორობა დადასტურებულია მტკიცებულებებზე დაყრდნობით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ან სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მხოლოდ ეჭვის არსებობა, რომელიც შეიძლება გახდეს საბაჟო ღირებულების კორექტირების ან საბაჟო ღირებულების განსხვავებული მეთოდით დადგენის საფუძველი, არ ქმნის სამართალდარღვევის შემადგენლობას.“.

17. 250-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 250. საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების თაობაზე არასწორი მონაცემის შეტანა

1. საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში საბაჟო ღირებულების თაობაზე არასწორი მონაცემის არსებობა, რის შედეგადაც მცირდება ან იზრდება საბაჟო ღირებულება და რასაც არ გამოუწვევია საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მონაცემის არსებობა სავალდებულო არ არის, –

იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებასა და შემცირებულ ან გაზრდილ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებასა და შემცირებულ ან გაზრდილ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 23 თებერვალი.

2668–Iს