„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2715
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 24/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.05.001.003.914
  • Word
2715
09/03/2010
სსმ, 12, 24/03/2010
040.200.010.05.001.003.914
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაბადების აქტის ჩანაწერში დაუშვებელია პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ბავშვის დაბადების ან მისი მშობლების ყოფნის მითითება.“.

2. მე-40 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განცხადებაზე იმ პირთა ხელმოწერას, რომლებიც პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებიან, დაამოწმებს შესაბამისად პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი.

3. 122-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. წერილობითი მოთხოვნით განმეორებითი მოწმობა გაიგზავნება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილ ორგანოში განმცხადებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რომლის თაობაზედაც მას ეცნობება. სამხედრო მოსამსახურეთა განმეორებითი მოწმობები გაეგზავნება შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაურს. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პირთა განმეორებითი მოწმობები გაეგზავნება შესაბამისად პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.      

საქართველოს პრეზიდენტი                                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2715–Iს