დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2823 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 24/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.120.000.05.001.003.930 |
საქართველოს კანონი
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 25.01.2010, №5, მუხ. 19) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ლიკვიდაცია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 25 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 23 მარტი.
№2823–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები