„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2868
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 30/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.003.953
  • Word
2868
26/03/2010
სსმ, 14, 30/03/2010
230.000.000.05.001.003.953
„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 27) პირველი მუხლის მე-16 და მე-17 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. 240-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 240. საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება

1. საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის/წარმომადგენლის მიერ, –

იწვევს პირის დაჯარიმებას დეკლარაციაში შემცირებული საბაჟო გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე დეკლარაციაში შემცირებული საბაჟო გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის, საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობად ჩაითვლება ისეთი მონაცემის შეტანა, რომლის არასწორობა დადასტურებულია მტკიცებულებებზე დაყრდნობით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ან სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მხოლოდ ეჭვის არსებობა, რომელიც შეიძლება გახდეს საბაჟო ღირებულების კორექტირების ან საბაჟო ღირებულების განსხვავებული მეთოდით დადგენის საფუძველი, არ ქმნის სამართალდარღვევის შემადგენლობას.“.

17. 250-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 250. საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების შემცირება ან გაზრდა

1. საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას საბაჟო ღირებულების შემცირება ან გაზრდა დეკლარანტის/წარმომადგენლის მიერ, რასაც არ გამოუწვევია საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მონაცემის არსებობა სავალდებულო არ არის, –

იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებასა და შემცირებულ ან გაზრდილ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებასა და შემცირებულ ან გაზრდილ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.“.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 31 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 მარტი.

№2868–Iს