„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2829
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 13/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 040.110.020.05.001.003.965
  • Word
2829
23/03/2010
სსმ, 19, 13/04/2010
040.110.020.05.001.003.965
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;“;

გ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“, „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ქ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;

ღ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;

ყ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) გრანტის (გარდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გაცემული გრანტისა) ან საქველმოქმედო დახმარების თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა ან ანგარიშიდან გადარიცხვა;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ ვერ ხერხდება მონიტორინგის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაცია, აგრეთვე ამ კანონის 61 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელმძღვანელობისგან უარის მიღებისას მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უარს ეუბნება პირს გარიგების შესრულებაზე (კლიენტის მომსახურებაზე). მონიტორინგის განმახორციელებელი პირი გარიგების შესრულებას აჩერებს ასევე იმ შემთხვევაში, თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეყვანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, და დაუყოვნებლივ უგზავნის ანგარიშგების შესაბამის ფორმას საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა საიდენტიფიკაციო მონაცემები მინიმუმ უნდა შეამოწმოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ანდა საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელმწიფოს მიერ გამოცემული ისეთი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც იძლევა იურიდიული პირის შექმნისა და მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) შესაბამისი უფლებამოსილების დადასტურების საშუალებას.“;

ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. მონიტორინგის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ კანონით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

    „მუხლი 61. მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით

1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნებიან თუ არა მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.

2. თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირები არიან, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებულისა, დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ხელმძღვანელობისგან მიიღოს ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;

ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრებისა და ქონების წარმომავლობის, აგრეთვე ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დასადგენად;

გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი.

3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) მონიტორინგის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე განახორციელოს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.

5. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტი) მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით) შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო არ მოითხოვს უფრო მეტი ვადით შენახვას, და სათანადო საფუძვლების არსებობისას წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოებს.

2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ინახება ამ ინფორმაციის (დოკუმენტის) ასლი, დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად მიმღები პირის (მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ. დამოწმებას არ საჭიროებს პირის იდენტიფიკაციისთვის ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარმოდგენილი და მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) საფუძველზე ვერიფიცირებული მონაცემები.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 23 მარტი.

№2829–Iს