დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2951 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/04/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 04/05/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.003.991 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1851 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1851. პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა
გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ, აგრეთვე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ასევე გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 20 აპრილი.
№2951–Iს
დოკუმენტის კომენტარები