„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 04/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.003.998
  • Word
3017
27/04/2010
სსმ, 23, 04/05/2010
080.000.000.05.001.003.998
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 388-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ათი დღე-ღამისა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, –

ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“;

გ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისათვის სამხედრო მოსამსახურედ ითვლება კურსანტი/მსმენელი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურე, აგრეთვე რეზერვისტი სამხედრო შეკრებაზე ყოფნისას.

2. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 27 აპრილი.

№3017–რს