დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3289 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38, 16/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.004.094 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 ნაწილი:
„211. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტელემაუწყებლის ლიცენზიის მფლობელებს, აგრეთვე საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუწყდეთ 2010 წლის 1 მარტის მდგომარეობით წარმოშობილი საგადასახადო დავალიანებები. ამასთანავე, საგადასახადო ორგანოებმა აღნიშნულ დავალიანებათა (მათ შორის, საურავების) ჩამოწერა განახორციელონ გადამხდელის პირად ბარათზე ასახვით, ამ კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად. დავალიანების ჩამოწერის წესი განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 2 ივლისი.
№3289–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები