„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3053
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 20/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.004.043
  • Word
3053
04/05/2010
სსმ, 26, 20/05/2010
080.000.000.05.001.004.043
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 230-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 230. ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა

1. ბირთვული მასალის ან მოწყობილობის, რადიოაქტიური ნარჩენის (გამოყენებული ბირთვული საწვავის ჩათვლით), რადიოაქტიური ნივთიერების, აგრეთვე ნებისმიერი სახისა და დანიშნულების მოწყობილობის, დანადგარის, ხელსაწყოს ან ნაკეთობის, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებას, უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა ან განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მათდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა გარიგება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 4 მაისი.

№3053–Iს