„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 12/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 310.090.000.05.001.004.069
  • Word
3161
28/06/2010
სსმ, 35, 12/07/2010
310.090.000.05.001.004.069
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და       დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 463) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ კანონით განისაზღვრება საავტომობილო გზების სახეობები და სტატუსი.

ეს კანონი ადგენს საავტომობილო გზების მფლობელთა და საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსარგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, აწესებს მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ყველა მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141–144 მუხლები:

     „მუხლი 141. გზათსარგებლობის საფასურის და საფასურის გადამხდელის ცნებები

1. გზათსარგებლობის საფასური (შემდგომში – საფასური) – სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის.

2. საფასურის გადამხდელი – სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან მძღოლი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას/ტვირთის გადაზიდვას საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ.

    მუხლი 142. საფასურის ოდენობა და გადახდის წესი

საფასურის ოდენობა, მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

    მუხლი 143. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ კანონის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით.

    მუხლი 144. საფასურის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობა

1. დაუშვებელია საფასურის გადახდის გარეშე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება/ტვირთის გადაზიდვა.

2. საფასურის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი უფლებამოსილი ორგანო.

3. საფასურის გადახდის გარეშე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება/ტვირთის გადაზიდვა იწვევს სატვირთო ავტოსატ-რანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას დადგენილი საფასურის სამმაგი ოდენობით.

4. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საფასური დაბრუნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან მე-15 დღემდე უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის, მისი გადახდის დადასტურების, აგრეთვე გზათსარგებლობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული სხვა პროცედურებისა და პირობების განსაზღვრა.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 28 ივნისი.

№3161–რს