„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3358
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 21/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.05.001.004.120
  • Word
3358
06/07/2010
სსმ, 41, 21/07/2010
040.200.010.05.001.004.120
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში              ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურებისა და საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით, რომელთაც შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე მინიჭებული აქვთ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განხორციელების უფლებამოსილება;“. 

2. მე-5 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის საბუთების წარდგენის წესი“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საქართველოში სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულად ნათარგმნი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების სახით. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.“.

3. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. მომსახურების საფასური სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის გადაიხდება მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება კანონით.

    მუხლი 7. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა სისტემა

1. ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სააგენტო ახორციელებს ტერიტორიული სამსახურებისა და საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით.

2. სააგენტოსა და საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში მონაცემების დამუშავების შედეგად იქმნება სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზა.“.

4. მე-8 მუხლის 21 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისა და საქართველოს საკონსულო დაწესებულებების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ბლანკებით, სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბლანკებით, აგრეთვე საქმისწარმოების წესით გათვალისწინებული სხვა ბლანკებით უზრუნველყოფა;“.

5. მე-11 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საკონსულო დაწესებულება“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს შესაბამისი საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. სააგენტო და საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად სარგებლობენ სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზით.

4. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას სააგენტოსა და საქართველოს საკონსულო დაწესებულებას შორის მონაცემების გაცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

6. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბლანკებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების დამზადებას უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საქართველოს საკონსულო დაწესებულებები აღნიშნული ბლანკებით მარაგდებიან მოთხოვნის შესაბამისად.“.

7. 123-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისა და საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ სააგენტოსგან მიღებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბლანკებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების შენახვისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი.

№3358–რს