„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3529
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 05/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.05.001.004.162
  • Word
3529
21/07/2010
სსმ, 47, 05/08/2010
430.050.000.05.001.004.162
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და  დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი ადგენს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, განსაზღვრავს პროფესიული განათლების სახეებს, საფეხურებსა და დაფინანსების პრინციპებს.

    მუხლი 3. პროფესიული განათლების სამართლებრივი საფუძვლები

პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონს და სხვა ნორმატიულ აქტებს.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელსაც უკავშირდება ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ავტორიზაცია – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;“;

გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არაფორმალური პროფესიული განათლება – პროფესიული განათლება, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად;“;

დ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ასოცირებული ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად;“;

ე) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ვ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, პროფესიული განათლების კვალიფიკაციებს;

ზ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ პროფესიული სტუდენტისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებული იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების დასაფინანსებლად;“;

ზ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კვალიფიკაცია – პროფესიული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ფლობის დონე, რომელიც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით;“;

ი) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

კ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს პროფესიული სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;“;

ლ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ და „მ2“ ქვეპუნქტები:

„მ1) ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამა – სხვადასხვა დარგის ცოდნის, შესაბამისი უნარებისა და ღირებულებების განვითარებისკენ მიმართული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და სრულდება ასოცირებული ხარისხის მინიჭებით;

2) მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სრული ზოგადი განათლების შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავება და პირის მომზადება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად;“;

მ) „ნ“–„ს“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ნ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული განათლების საფეხურები, მათი მინიმალური მოცულობა კრედიტებში და თითოეული საფეხურისათვის სავალდებულო ცოდნა, უნარები და ღირებულებები, ასევე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები;

უ) პროფესიული სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით;“;

ო) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ და „უ2“ ქვეპუნქტები:

„უ1) პროფესიული კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;

2) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებითა და მისი დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით. პროგრამა აერთიანებს კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელ სასწავლო კურსებს/მოდულებს. მასში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში, სწავლების მეთოდები და შეფასების ფორმები;“;

პ) „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – პროფესიული კოლეჯი, საზოგადოებრივი კოლეჯი;

ქ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული პროფესიული განათლების შესაბამისი ყველა კვალიფიკაცია;“;

ჟ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“ ქვეპუნქტი:

„ღ1) საზოგადოებრივი კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად ახორციელებს მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო ან/და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა;“;

რ) „ყ“–„ჭ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ს) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) სპეციალისტი – პირი, რომელსაც მიენიჭა პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი;“;

ტ) „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“ ქვეპუნქტი:

„ჯ1) ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია არაქართულენოვანი პირების მიერ ქართული ენის ცოდნისა და შესაბამისი უნარების შეძენა იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაძლევად;“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. პროფესიული განათლების მიზნები

საქართველოში პროფესიული განათლების მიზნებია:

ა) ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით;

ბ) ინდივიდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

გ) შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველყოფა;

დ) ინდივიდის დასაქმების, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების, ხელშეწყობა;

ე) პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა.“.

4. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. პროფესიული განათლების მიღების უფლება

1. პირს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე უფლება აქვს, მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად.

2. პროფესიული განათლების მიღების უფლების რეალიზების მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობით გამართოს კონსულტაციები პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებთან პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული საქმიანობისა და დასაქმების პირობების შესახებ.“.

6. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროფესიული განათლების სახეები და საფეხურები“.

7. მე-8–მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. პროფესიული განათლების სახეები

პროფესიული განათლება იყოფა ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებად.

    მუხლი 9. ფორმალური პროფესიული განათლება

1. ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას და სრულდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით.

2. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი განისაზღვრება და სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი დგინდება შესაბამისი კანონით.

    მუხლი 10. არაფორმალური პროფესიული განათლება

1. არაფორმალური პროფესიული განათლების სახელმწიფო აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მქონე პირის ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმებას.

2. არაფორმალური გზით მიღებული პროფესიული განათლების აღიარება დაუშვებელია პროფესიული განათლების IV და V საფეხურების ფარგლებში.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

     „მუხლი 101. პროფესიული განათლების საფეხურები

1. პროფესიული განათლება მოიცავს ხუთ საფეხურს, რომლებიც განისაზღვრება სწავლის შედეგების შესაბამისად:

ა) I საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების ერთგვაროვან სიტუაციებში მეთვალყურეობით შესრულების უნარი;

ბ) II საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების გარკვეული დამოუკიდებლობით შესრულების უნარი;

გ) III საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, განსხვავებულ სიტუაციებში შეასრულოს თავისი მოვალეობები და ადეკვატურად იმოქმედოს წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად;

დ) IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, პროფესიული ცოდნა გამოიყენოს ცვალებად სიტუაციებში წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად, ზედამხედველობა გაუწიოს სხვების საქმიანობას და აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა შესრულებული სამუშაოს შეფასებასა და გაუმჯობესებაზე;

ე) V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც მოითხოვს სხვათა სამუშაოს დაგეგმვასა და ხელმძღვანელობას, ასევე განხორციელებული სამუშაოს შეფასებასა და სრულყოფას.

2. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი პროფესიული დიპლომი.

3. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის გავლის საფუძველია წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების აღიარება. IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე, ჩარიცხვისათვის სავალდებულო ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ფლობა დასტურდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე.

4. კონკრეტული პროფესიული განათლების საფეხურები განისაზღვრება პროფესიული სტანდარტით, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფეხურებიდან ერთ-ერთს, რამდენიმეს ან ყველას.

5. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.“.

9. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. რეგულირებადი პროფესიები

1. მაღალი რისკის შემცველ პროფესიებს, რომლებიც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, პიროვნების განვითარებასა და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, სახელმწიფო გამოყოფს რეგულირებადი პროფესიების სახით.

2. რეგულირებად პროფესიებს, რომლებსაც შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციები, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ან მისი სავალდებულო დასკვნის გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

     „მუხლი 121. პროფესიული განათლების მასწავლებელი  

1. პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება არ აქვს, ასწავლოს V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

3. შესაბამისი პროფესიული სტანდარტით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები.“.

12. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროფესიული განათლების სისტემის რეგულირება“.

13. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;“;

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს დამსაქმებლებთან, პროფესიულ ასოციაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების მიზნით.“.

14. მე-14 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას;

ბ) განსაზღვრავს რეგულირებად პროფესიებს, რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მოპოვებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის ოდენობას/ოდენობებს;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. მე-15 მუხლის:

ა) „ა“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებს;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ადგენს უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;

ზ) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;“;

დ) „თ“–„კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს;“;

ვ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;“;

თ) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ი) „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს;

ტ) განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;“;

კ) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ლ) „ქ“–„ძ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

16. მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.“.

17. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები

პროფესიული განათლების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:

ა) ხელს უწყობენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედებებს, უფლებამოსილი არიან, განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებებით განსაზღვრული წესით მონაწილეობენ მათ მართვაში;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;

დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

18. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის დამატების, ამოღებისა და ცვლილების შესახებ და წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პროფესიული სტანდარტის შესახებ შეიმუშავებენ წინადადებებს და წარუდგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;“;

გ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხელს უწყობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, აგრეთვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთკავშირს;“;

ე) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 და 202 მუხლები:

     „მუხლი 201. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია და აკრედიტაცია

1. ავტორიზაციის შედეგად დაწესებულება იძენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი.

2. აკრედიტაციის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

3. ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.

    მუხლი 202. პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო და პროფესიული სტანდარტი

1. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ნაწილია პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო, რომელსაც პროფესიულ ასოციაციებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველია პროფესიული სტანდარტი, რომელსაც პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოზე დაყრდნობით, პროფესიული ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.“.

20. 21-ე–23-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

21. IV და V თავები ამოღებულ იქნეს.

22. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები და სახეები“.

23. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს ავტონომიის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე არ ვრცელდება ამ კანონის 32-ე–34-ე და 36-ე–37-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმები.“.

24. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 და 302 მუხლები:

     „მუხლი 301. პროფესიული კოლეჯი

პროფესიული კოლეჯი არის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

    მუხლი 302. საზოგადოებრივი კოლეჯი

1. საზოგადოებრივი კოლეჯი ახორციელებს ყველა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს.

2. მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს იმ პირს, რომელმაც, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის გავლის მიუხედავად, ვერ შეძლო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება.

3. ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს IV ან V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც მოპოვებული აქვს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების ხელშეწყობას მათთვის სახელმწიფო ენის სწავლებით, რაც ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად.“.

25. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია“.

26. 31-ე–34-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს:

ა) გადაწყვეტილების საჯაროობის, გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვას;

ბ) პროფესიულ სტუდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად მათი სქესისა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვა;

გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მონაწილეობას;

დ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა პოტენციური დამსაქმებლების მოთხოვნათა გათვალისწინებას;

ე) საგანმანათლებლო პროცესის დაწესებულების ავტონომიურობის პრინციპის საფუძველზე წარმართვას.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

    მუხლი 32. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი, რომელთა საქმიანობის წესი განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

    მუხლი 33. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭო

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ დამსაქმებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, საბჭოს დაკომპლექტების, უფლებამოსილებათა წარმოშობისა და შეწყვეტის წესები განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

2. სამეთვალყურეო საბჭო:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს;

გ) აკონტროლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თანხების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;

დ) ითანხმებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების პროექტს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 34. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი:

ა) მართავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესსა და ბიუჯეტს;

გ) შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საშტატო განრიგს;

დ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა;

ე) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ ვადაში სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს დაწესებულების საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;

ვ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა;

ზ) წარმართავს და ზედამხედველობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესსა და სასწავლო პრაქტიკას;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.

3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი არ შეიძლება იყოს 65 წელს მიღწეული პირი.“.

27. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი:

     „მუხლი 341. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

28. VIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროფესიული განათლების დაფინანსება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება“.

29. 35-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროფესიული განათლების დაფინანსება“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, დააფინანსონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, დააფინანსონ საჯარო სამართლის იურიდიული პირები – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ე) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. IV და V საფეხურების პროფესიული განათლების დაფინანსება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ხორციელდება ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი დაფინანსებით, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გადაეცემა პროფესიულ სტუდენტს და რომელიც შეიძლება გადატანილ იქნეს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული სტუდენტის გადასვლის შემთხვევაში.“;

ზ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც არ არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე. მოზიდული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ დაწესებულების მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შემოსავალი და ხარჯები აისახება მის ბიუჯეტში; დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.“.

30. 36-ე და 37-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი თანხებს განკარგავს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შემცირება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ისა.

3. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის 5%-ს.

4. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 37. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი და მისი შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

31. IX თავი ამოღებულ იქნეს.

32. მე-40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია პროფესიული განათლების III საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი – შესაბამისი პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან. პროფესიული სტანდარტით შესაბამისი საფეხურის არარსებობის შემთხვევაში გათანაბრება მოხდება მის კომპეტენციებთან შესატყვის სხვა საფეხურთან.

12. 2011 წლიდან დაუშვებელია პროფესიულ სტუდენტთა მიღება სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე. დაუშვებელია დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010–2011 სასწავლო წლის შემდეგ.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პროფესიული სწავლების ცენტრები ჩაითვალონ დაფუძნებულ და ავტორიზებულ პროფესიულ კოლეჯებად 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე პროფესიული კოლეჯები უფლებამოსილი არიან, თავად განსაზღვრონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ სახელობო განათლების დამადასტურებელ სპეციალისტის სერტიფიკატს.

32. პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს.“;

დ) მე-11 და მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კანონით დადგენილი წესით პროფესიული სტანდარტების დამტკიცებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დაამტკიცოს შესაბამისი დროებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.“;

ვ) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. პროფესიული განათლების დაფინანსების ამ კანონის შესაბამისი წესის დამტკიცებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ განხორციელდეს პროგრამულად.

16. პროფესიული სტანდარტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებამდე პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.“;

თ) მე-17 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:

„19. საქართველოს მთავრობამ 2011–2012 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის 35-ე მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული წესის მიღება.“.

33. 41-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კანონი, გარდა მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებიდან.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3529–რს