"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.05.001.000.357
  • Word
1389
15/05/1998
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998
010.320.000.05.001.000.357
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს და თანამდებობათა დასახელებას ადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო საქართველოს დანარჩენი საერთო სასამართლოებისას – საქართველოს იუსტიციის საბჭო.“.

2. მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-6 და მე-7 პუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 15 მაისი.

№1389-IIს