საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და საპროცესო კოდექსებში დამატებათა შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და საპროცესო კოდექსებში დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 519
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 14/06/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, , 14/06/1994
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.081
  • Word
519
14/06/1994
გამოუქვეყნებელი, , 14/06/1994
020.000.000.05.001.000.081
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და საპროცესო კოდექსებში დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა შეტანის შესახებ

(ამონარიდი)

საქართველოს პარლამენტი  ადგენს:

 1. 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 157-ე მუხლი:

     „მუხლი 157. იმ ჰუმანური დახმარების პროდუქციის გაყიდვა, რომელიც განკუთვნილი იყო უფასოდ გასაცემად

კომერციულ სტრუქტურებში /მიუხედავად მათი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა/ იმ ჰუმანური დახმარების პროდუქციის გაყიდვა, რომელიც განკუთვნილი იყო მოქალაქეებისა ან იურიდიული პირებისათვის უფასოდ გასაცემად, გამოიწვევს დაჯარიმებას პროდუქციაზე დადებული ფასის ხუთმაგი ოდენობით ამ პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალიწინებით, ამ ზომების გამოყენება საკმარისად არ ჩაითვლება, ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.

2. 209-ე მუხლის პირველ ნაწილს ციფრის 133-ე შემდეგ დაემატოს ციფრი 157-ე.

მეორე ნაწილის პირველ პუნქტს ციფრის 132-ე შემდეგ დაემატოს ციფრი 157-ე.

3. 295-ე მუხლის პირველ ნაწილს ციფრის 132-ე შემდეგ დაემატოს ციფრი 157-ე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე.

თბილისი,

1994 წლის 14 ივნისი.

№519IIს