დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 171 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 31/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 160.030.000.08.002.003 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 160.030.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №171
2005 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
„სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №152, მუხლი 1383) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული (დანიშნული) ადვოკატის (შემდგომში – სახაზინო ადვოკატი) შრომის ანაზღაურება 2005 წლის 1 იანვრიდან განისაზღვროს მის მიერ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული საადვოკატო მომსახურების განხორციელებისათვის დღეში 2 ლარის ოდენობით.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები