დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 37 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/02/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 28/02/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.080.000.10.003.000.420 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №37
2006 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ზოგიერთი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის საფუძველზე:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის, ბათუმის აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტის, მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების გზით და დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ეწოდოს – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
3. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, გამოეყოს მას ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
4. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, გამოეყოს მას ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი წესდების დამტკიცება.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) გაითვალისწინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაფინანსებლად შესაბამისი თანხები 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადასაცემი ტრანსფერტის მოცულობაში.
8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის თანდართული ნუსხით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა, ხოლო მოძრავი ქონებისა – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აპრილის №80 დადგენილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ”;
ბ) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აპრილის №78 დადგენილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ”;
გ) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აპრილის №81 დადგენილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ.”.
10. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
სსიპ _ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასაერთიანებელი უმაღლესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულებების ძირითად საშუალებათა ნუსხა
№ | სასწავლო დაწესებულების დასახელება | მისამართი | შენობა-ნაგებობების ფართობი (კვ.მ) | შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ფართობი (კვ.მ) | სასწავლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფართობი (კვ.მ) |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
1 | სსიპ – ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი | ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35 | 21 280 | 13 922,50 |
|
2 | სსიპ – ხელოვნების ინსტიტუტი | ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №102 | 5 598 | 10 110 |
|
3 | სსიპ – ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია |
|
|
|
|
4 | სსიპ – ბათუმის საავიაციო ინსტიტუტი | შენობა ბალანსზე არ ერიცხება, განთავსებულია პროფკავშირების კუთვნილ შენობაში ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის ქ. №269-ში |
|
|
|
5 | სსიპ – ბათუმის აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტი |
|
|
|
|
6 | სსიპ – მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი | ქ. ბათუმი, გრიშაშვილის ქ. №5 | 3 110 | 3 500 |
|
7 | ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი | ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №12 | 3 817 | 3 817 |
|
8 | ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი | მწვანე კონცხი | 10 041 | 3 692 | 280 000 |
დოკუმენტის კომენტარები