დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3289 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 29/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.170.000.05.001.002.313 |
საქართველოს კანონი
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 39) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 11 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მიზნობრივი სოციალური დახმარება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფულადი გასაცემელი, რომელიც გაიცემა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად;
თ) ერთჯერადი ფულადი შემწეობა – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მიეცემა უმწეო მდგომარეობაში მყოფ დევნილს მისი განცხადების საფუძველზე;“.
2. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დევნილი იღებს ყოველთვიურ შემწეობას.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. დევნილს უფლება აქვს მიიღოს მიზნობრივი სოციალური დახმარება და სხვა შემწეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.“;
გ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გასცემენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემწეობებსა და სხვა დახმარებებს კომპეტენციის ფარგლებში;“.
დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ყოველთვიური შემწეობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღება ნებაყოფლობით;
ბ) დევნილის სტატუსის შეწყვეტა;
გ) პირადი განცხადებით შემწეობის მიღებაზე უარის თქმა.
6. შემწეობის აღდგენა ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.“.
3. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. ყოველთვიური შემწეობის შეჩერების საფუძვლები
1. ყოველთვიური შემწეობის შეჩერების საფუძვლებია:
ა) ორ თვეზე მეტი ვადით საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა;
ბ) დევნილის სტატუსის შეჩერება.
2. შემწეობის განახლება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 მუხლი:
„მუხლი 52. დევნილის ვალდებულებები
დევნილი ვალდებულია:
ა) ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ;
ბ) გაიაროს რეგისტრაცია სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში;
გ) ორ თვეზე მეტი ვადით საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს ამის შესახებ;
დ) ათი დღის ვადაში აცნობოს სამინისტროს შრომითი დასაქმების შესახებ.“.
5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. დევნილთა დახმარების ორგანიზება
დევნილთა განსახლების, რეგისტრაციის, სოციალური და სხვა საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 9 ივნისი.
№3289-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები