ნიკა ახალბედაშვილი დაიბადა 1989 წლის 27 აგვისტოს ქ. გორში
განათლება
2006 წელს დაამთავრა ქ.თბილისის სკოლა-ლიცეუმი „სანთელი“
2006-2010 წლებში დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
2010-2012 წლებში დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი
2013-2014 წლებში მიიღო დაად-ის სტიპენდია და დაამთავრა ევროპის ინსტიტუტის (გერმანია) საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, პარალელურად სწავლობდა ზაარლანდის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე
სამუშაო გამოცდილება
05.2010 – 11.2010 სტაჟიორი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია
04.2011 – 07.2011 სტაჟიორი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
07.2011 – 06.2012 სტაჟიორი, იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტი
06.2012 - 11.2014 მრჩეველი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტი
11.2014 – 07.2015 საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი
07.2015 – 02.2016 სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ადმინისტრაციის (სამსახური) უფროსი
02.2016 – 12.2016 სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
2017 წლის იანვრიდან დაინიშნა სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარედ
ენები
ინგლისური - თავისუფლად
რუსული - თავისუფლად
გერმანული - კარგად
ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს მეუღლე