კომენტარები

giorgi55006001 (giorgi)
სხვა
რეგ. თარ: 2011/12/16
ბოლო შემოს: 2013/08/07 11:42:47
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დედებს მივცეთ უფლებები და კონკრეტულად განვსაზრვროთ პირობები ვინაიდან აბსოლიტურად დარღვეულია დღესდღეობით.

phylanopsis (mokhevishvili tinatin)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/29
ბოლო შემოს: 2013/06/10 08:28:09
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გთხოვთ კოდექსში გაითვალისწინოთ ხელფასის მინიმალური ოდენობა

გიოma (გიოma)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/29
ბოლო შემოს: 2013/01/29 11:21:44
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გთხოვთ გაზარდოთ დეკრეტული შვებულება.ძალინ ცოტაა 126 კალენდარული დღე.ერთ შვილზე მეტს ვეღარ ვბედავთ,4 თვის ბავშვების ძიძებთან დატოვება გვიჭირს.ჩვენი ხელფასით ოჯახიც უნდა შევინახოთ და ძიძის ფულიც ვიხადოთ,იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ იძულებულები ვართ ძუძუს თავი დავანებებინოთ და ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანოთ ბავშვები.დარწმუნებული ვარ ყველა ქართველი დედის თხოვნაა დეკრეტული შვებულების გაზრდა.

shota.meskhidze (შოთა მესხიძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/29
ბოლო შემოს: 2013/09/23 10:22:49
კონტაქტი - ყველა კომენტარი

შოთა მესხიძე -'მუხლი 48. დავის განხილვა და გადაწყვეტა' - მიზანშეწონილად მიმაჩნია ამ მუხლს დაემატოს პუნქტი - დასაქმებული, შრომის დავასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანისას თავისუფლდება ბაჟის გადახდიდსაგან

phylanopsis (mokhevishvili tinatin)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/29
ბოლო შემოს: 2013/06/10 08:28:09
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ ყოველ მომდევნო ბავშვზე უფრო ხანგრძლივი შვებულება

rezo_jorbenadze@mail.ru (revaz jorbenadze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/31
ბოლო შემოს: 2013/11/03 20:48:41
კონტაქტი - ყველა კომენტარი

gamis cvlashu (21st-dan dilis 09st-mde) momushavis dasvenebis pirobebis gansazgvra. aqve, dasvenebis gansazgvra...dadzinebis shesadzleblobis dasashveboba (mxedvelobashi maqvs avtogasamart sadgurebze gamis cvlashi momushave dasaqmebulebi_.

rezo_jorbenadze@mail.ru (revaz jorbenadze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/31
ბოლო შემოს: 2013/11/03 20:48:41
კონტაქტი - ყველა კომენტარი

gamit mushaoba janmrtelobis damangrevelia dasaqmebulisatvis, asaks mnishvneloba ara aqvs.

rezo_jorbenadze@mail.ru (revaz jorbenadze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/31
ბოლო შემოს: 2013/11/03 20:48:41
კონტაქტი - ყველა კომენტარი

amitom, sawiroa am muxlis ganvrcoba dasvenebis kutxit.

fundsokhumi (ალლა გამახარია)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/05
ბოლო შემოს: 2013/10/01 14:25:06
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პროექტში ბევრი ცვლილება დროული და სასარგებლოა, ამიტომ კარგი იქნება შემდეგის გათვალისწინებაც:
1) დეკრეტული შვებულების ვადის გახანგრძლივება 2 წლამდე - 730 დღე და შესაბამისად პროპორციულად გაიზრდება დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაც - 126 დღის ნაცვლად _ 180 დღემდე.
2) 37–ე მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს ,,ე” ქვეპუნქტი, კერძოდ: შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დაუშვებელი იქნება: ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის და დამატებითი შვებულების დროს;
3) 30-ე მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და დასაქმებულს მისივე თხოვნით, რომელსაც ჰყავს ბავშვი 1-დან 14-წლამდე, მიეცეს საზაფხულო შვებულება;
4) დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, რომელიც შეადგენს 600 ლარს, იქნება მინიმალური ზღვარი, ხოლო მათ, ვისაც მეტი სახელფასო ანაზღაურება აქვთ, მიეცემათ დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ხელფასის შესაბამისად.

qeti2511 (ქეთევან მჭედლიშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/19
ბოლო შემოს: 2014/03/06 19:16:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ვფიქრობ, რომ გამოსაცდელი ვადა 6 თვე ძალიან, ძალიან ბევრია და 3 თვე სავსებით საკმარისია შეაფასოს დამსაქმებელმა დასასაქმებელი

qeti2511 (ქეთევან მჭედლიშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/19
ბოლო შემოს: 2014/03/06 19:16:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება, თუ შრომის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 48 საათს. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 1.25-ის ოდენობით. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე და ანაზღაურების პირობებზე იმ შემთხვევაშიც, თუ შრომის ხანგრძლივობა არ აღემატება კვირაში 48 საათს.“ ჩამოყალიბდეს ასე „ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება, თუ შრომის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 44 საათს. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 1.25-ის ოდენობით. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე და ანაზღაურების პირობებზე იმ შემთხვევაშიც, თუ შრომის ხანგრძლივობა არ აღემატება კვირაში 44 საათს.“

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბატონ სანდრო ბარამიძის განცხადებით მათ გაითვალისწინეს დამსაქმებლების პოზიცია და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება დამსაქმებელს დაავალდებულეს იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულის შრომის ხანგრძლივობა აღემატება 48 საათს კვირაში, რაც იწვევს დასაქმებულის ოთხი სამუშაო დღის უფასოდ მუშაობას თვეში. ქართული ოცნების ერთ-ერთი დაპირება იყო ის, რომ სახელმწიფო დაფუძნდებოდა რამოდენიმე პრინციპზე, მათ შორის სოციალურ თანადგომაზე. ამიტომ სწორედ დამსაქმებლის ინტერესის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს, თუ დასაქმებულის შრომის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 45 საათს. რაც გამოიწვევს დასაქმებულის საჭიროების შემთხვევაში თვეში ორი სამუშაო დღის უფასოთ მუშაობას.

qeti2511 (ქეთევან მჭედლიშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/19
ბოლო შემოს: 2014/03/06 19:16:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს ასე „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 213 კალენდარული დღე.“

ვფიქრობ ამ ეტაპზე ეს იქნება პატრიარქის ინიციატივის (ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვის მონათვლის თაობაზე) მსგავსი ინიციატივა სახელმწიფოს მხრიდან. ჩემი აზრით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადი უნდა იყოს სულ მცირე 6 თვე.

qeti2511 (ქეთევან მჭედლიშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/19
ბოლო შემოს: 2014/03/06 19:16:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პირველ პუნქტში
„დამსაქმებელს უფლება აქვს დასაქმებულის შრომითი ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მისთვის აქვს გადასახდელი.“

სიტყვები „ან ნებისმიერი სხვა თანხა“ გაუგებარია თუ რა იგულისხმება, თუ რა გადასახდელი თანხის დაქვითვის უფლებას ვაძლევთ დამსაქმებელს. ჩემი აზრით ან საერთოდ უნდა იქნას ამოღებული აღნიშნული მუხლიდან, ან უნდა დაკონკრეტდეს თუ რა თანხაზეა ლაპარაკი.

qeti2511 (ქეთევან მჭედლიშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/19
ბოლო შემოს: 2014/03/06 19:16:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

www.hr.gov.ge გვერდის ხშირი სტუმრობის შედეგად გამიჩნდა მოსაზრება და მიმაჩნია, რომ შრომის კოდექსში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს შემდეგი მოსაზრება: საჯარო სამსახურში ვაკანსიის გამოცხადებისას აიკრძალოს უცხო ენის მოთხოვნა იმ ვაკანსიაზე, რომელსაც მოვალეობების შესრულებისას არ სჭირდება უცხოენის ცოდნა.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქალბატონო ქეთევან, გეთანხმებით იმ საკითხში, რომ საჯარო სამსახურში ვაკანსიის გამოცხადებისას აიკრძალოს უცხო ენის მოთხოვნა იმ ვაკანსიაზე, რომელსაც მოვალეობების შესრულებისას არ სჭირდება უცხო ენის ცოდნა. ამასთანავე, ნაცვლად საქართველოს შრომის კოდექსისა, ზემოხსენებული მოთხოვნა გათვალისწინებულ უნდა იქნეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში, ვინაიდან, აღნიშნული კანონის პრეამბულა, მე–11 1 მუხლი და 29–ე მუხლი განსაზღვრავს საჯარო სამსახურში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული პირების სამსახურში მიღების წესს.

merigelashvili (მერი გელაშვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2013/02/26
ბოლო შემოს: 2013/02/26 12:34:51
კონტაქტი - ყველა კომენტარი

არასამთავრობო ორგანიზაცია „მეწარმე ქალთა“ ფონდი მიესალმება საქართველოს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რადგან მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსი არ შეესაბამება საერთაშორისო აქტებს და საქართველოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსის“ პროექტი გვთავაზობს რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნულ კანონმდებლობაში დასაქმებულის უფლებების დაცვის მექანიზმების შექმნას და გაძლიერებას. თუმცა მივიჩნევთ, რომ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს.
ამრიგად არასამთავრობო ორგანიზაცია „მეწარმე ქალთა“ ფონდი კიდევ ერთხელ მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს და წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებას ბუნდოვან და პრობლემურ საკითხებზე, რომელიც აუცილებელია შრომის კოდექსის სრულყოფისა და დახვეწისათვის.
1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლი, რომლის თანახმადაც --- შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით საჭიროებს კონკრეტიკას თუ რა იგულისხმება ხელშეკრულების ზეპირი ფორმით განსაზღვრისას, ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს ვადა (არაუმეტეს 2 თვისა) და თანხის ოდენობა, რომლის განმავლობაშიდაც ურთიერთობა ჩაითვლება ზეპირი ფორმით დადებულად.

2. საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის 1 ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

როგორც მოგეხსენებათ დრევანდელ პირობებში ხელშეკრულების ვადა შესაძლებელია განისაზღვროს 6 თვით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს, რომელსაც გაუგრძელდა აღნიშნულ დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა ერთმევა შვებულების მოთხოვნის უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოხდეს აღნიშნული საკითხის დარეგულირება, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
ერთი და იმავე დამსაქმებელთან 6 თვიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისას მოხდეს უწყვეტობის პრინციპით ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, რათა დასაქმებულმა სრულყოფილად შეძლოს იმ პირობებით სარგებლობა, რომელსაც საქართველოს შრომის კოდექსი უზრუნველყოფს.

3. შრომის კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ქვეპუნქტის თანახმად კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან: დამსაქმებელი და დასაქმებული.
იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული შრომის კოდექსის პროექტის თანახმად „კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი პროფესიული კავშირი.“ აღნიშნული ცვლილების განხილვისას მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტად დასაქმებულიც იქნეს განხილულული, რაც შეგვიძლია შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:
„კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება, ერთი ან მეტი პროფესიული კავშირი, ან დასაქმებული.

ა/ო „მეწარმე ქალთა“ ფონდი 2013 წელი.

vladimer lagvilava's picture
vladimer lagvilava (ვლადიმერ ლაგვილავა)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/03/03
ბოლო შემოს: 2018/12/12 11:49:50
კონტაქტი - ყველა კომენტარი

axali cvlileba

gia_1973's picture
gia_1973 (givi tyemaladze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/02
ბოლო შემოს: 2021/03/10 17:24:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

როგორ შეიზლება ეს...გული მწყდება უბრალოდ ვისთვის ვიბრძოდი სამართლლიანობისთვის.. თუ ისევე 19 საუკუნის კაპიტალისტური ჩაგვრისკენ წავალთ ანდა 20 საუკუნის კომუნისტური წყობილებისკენ?... ეს კანონი მიიღეს უკვე?... თუ საზღვარგარეთ შესაძლებელია დაცული იყოს მუშა კაცის უფლებები რა გახდა ეს ქვეყანა იმისთანა რომ აქ ბოლომდე უნდა გადათელონ ეს უფლებები... ზეგანაკვეთურ საათებზე არაფერი წერია ნორმალურად არც ანაზღაურება როგორი იქნება და სართოსდ რა არის ეს... მოდით ტქვენ იმუშავეთ აქ იმ ხელფასზე და იმ ნერვების წყვეტით და მერე ნახავთ რაც ხდება და როგორია.. თქვენ ხომ ისწავლეთ და მარტო თქვენტვის ხომ არ ისწავლეთ ეს სწავლა საქართველოს უნდა მოახმაროთ მე ესე ვფიქრობ , ცჰვენ ვსრომობთ და მარტო ჩემი ოჯახისთვის არ ვსჰრომობ საქართველოსთვის ვშრომობ ხომ დოვლათი რომ შეიქმნას და თუ თქვენ ნასწავლმა ხალხმა, რომლებსაც ჩაგაბარეთ ეს უფლება რომ შექმნათ კანონები არ გაითვალისწინეთ ის რომ უბრალო მუშა კაცის ინტერესები რაღა ოჯახია ეს მაშინ.. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ოჯახია ეს ჩვენი სამშობლო...ესაა მთვავარი,,, გთხოვთ გაითვალისწინოთ მუშა კაცის ბედი.. რომელიც დღე და ღამე იმის ფიქრსჰია ოჯახში რა შეიტანოს და პატიოსნად როგორ იშრომოს, რომ მისი ოფლი ოფლად ღირდეს.. გთხოვთ...

lament's picture
lament (დავით ნამთალაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/04/26
ბოლო შემოს: 2022/12/11 01:23:38
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ვთვლი რომ მე-6 მუხლში უნდა ჩაიდოს დამსაქმებლის ვალდებულება, ვაკანსიის გამოცხადებისას წინასწარ განსაზღვორს მინიმალური ხელფასის ოდენობა, ვინაიდან საქართველოში ჩამოყალიბებული მახინჯი პრაქტიკიდან გამომდინარე, დამსაქმებლები ცდილობენ შეამცირონ სახელფასო სარგო დამსაქმებლისათვის მისაღები ხელფასის კითხვით. შესაბამისად დასაქმებულები თავს იზღვევენ და ითხოვენ ნაკლებ ხელფასს რასაც ბოროტად იყენებს დამსაქმებელი.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/29
ბოლო შემოს: 2014/09/14 20:11:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

და მინიმალური ხელფასის ოდენობა (რომელიც) არ უნდა იყოს თვეში დადგენილ საარსებო მინიმუნზე ნაკლები.

tamar111 (ჭკუასელი თამარ )
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/12
ბოლო შემოს: 2013/11/19 17:07:42
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაც უნდა მიეთითოს კალენდარულ დღეებში, რადგან ერთიდაიგივე ორგანიზაციის თანამშრომლებს, რომელთა ნაწილი შაბათს არ ისვენებს, ნაკლები ხანგრძლივობის შვებულება გამოუვა, ვიდრე ამავე ორგანიზაციის იმ თანამშრომლებს, ვისაც შაბათიც დასვენების დღე აქვთ. თუკი თანამშრომელი კვირაში 2 დღიან სამუშაო განრიგზეა შეთანხმებული, სამი თვე ხომ არ ექნება შვებულება?

599344045 (zurab zamtaradze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/06/26
ბოლო შემოს: 2013/07/31 14:31:24
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ekvsi[6] celi ert tanamdeobaze vmushaob kerdzo karxanashi. arc erti dge gacdena,arc shvebuleba,da ai am 6 clis mandzilze 6 da 3 tviani xelshekrulebebs gvidebdnen dacvis tanamshromlebs. am shemtxvevashi uvado xelshekruleba uhda daidos.

sandro385's picture
sandro385 (ალექსანდრე ამაშუკელი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2012/07/05
ბოლო შემოს: 2024/11/14 12:26:02
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გაუგებარია, თუ დამსაქმებლის საქმიანობა 24 საათიან უწყვეტ რეჟიმს ითვალისწინებს, მაშინ შეიძლება აღემატებოდეს 48 საათს თუ არ შეიძლება?

nika's picture
nika (nika)
სხვა
რეგ. თარ: 2011/01/03
ბოლო შემოს: 2021/08/25 17:24:33
კონტაქტი - ყველა კომენტარი

არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს და 48-ს სპეც სამუშაოებზე. 24 საათიანი რეჟიმი თუ არის ცვლები ისე უნდა განაწილდეს, რომ თითოეულ დასაქმებულს გამოუვიდეს საერთო ჯამში 40 (48) საათი კვირაში. გასათვალისწინებელია შესვენების და დასვენების დროის გამოკლება.

berianidze giorgi (berianidze giorgi)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/06/14
ბოლო შემოს: 2013/07/12 09:57:40
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს შრომის კოდექსი

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქალბატონო ნინო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 29-ე მუხლის შესაბამისად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო„საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის 41 1- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად, მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია. „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს № 231/ნ ბრძანების მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნტების, მე-5 მუხლის შესაბამისად, დახმარება გაიცემა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია გაიცემა საჯარო მოსამსახურეზე შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის შესაბამისი ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან. ამდენად, დამსაქმებელს (თუ ის არ არის საჯარო სამსახური) უფლება აქვს არ აუნაზღაუროს დასაქმებულს 126 კალენდარულ დღე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, აღნიშნულ შვებულებას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ანაზღაურებს სახელმწიფო ბიუჯეტი არაუმეტეს 600 ლარით. ამასთანავე,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 29-ე მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე და დამსაქმებელს უფლება აქვს (მის კეთილ ნებაზე არის დამოკიდებული) დამატებით ანაზღაურება მისცეს დასაქმებულს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ანუ მე-3 პუნქტის თანახმად თუ განცხადება და დანიშვნის ბრძანება არსებობს, ხელშეკრულება აღარ არის საჭირო ?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად,შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით. აღნიშნულიდან გამომდინირე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“მე–6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა შემდეგი 1 2 პუნქტი: “ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა:
ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;
ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;
გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;
დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;
ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.“ მაგრამ კანონში არ არის გათვალისწინებული თუ რას გამოიწვევს აღნიშნული პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა. თუ დავეყრდნობით საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვას, მაშინ მიზანშეწონილად მიმაჩნია მე–6 მუხლს დაემატოს 1 7 პუნქტი „1 7. აღნიშნული მუხლის 1 2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით დადებული შრომითი ხელშეკრულება ითვლება განუსაზღვრელი ვადით დადებულად.“, აღნიშნული პუნქტის დამატება ხელს შეუწყობს დასაქმებულის უფლებების დაცვას და კანონის მიზნების განხორციელებას.

მარინა_2013 (მარინა_2013)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/07/12
ბოლო შემოს: 2013/07/17 10:14:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მუხლი 54. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებანი

მარინა_2013 (მარინა_2013)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/07/12
ბოლო შემოს: 2013/07/17 10:14:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბ) მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, აგრეთვე დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალი და წესები – 2007 წლის 1 ივლისამდე; - რას ნიშნავს ვადა - 2007 წლის 01 ივლისამდე???? არსებული ამ პერიოდამდე სიის გადახედვა თუ მექანიკური შეცდომაა?

wildmisha (wildmisha)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2013/06/19
ბოლო შემოს: 2013/09/27 06:20:51
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სამუშაო დღე ნიშნავს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სამუშაო დღეს. ანუ სამუშაო დღე არის: დღე შაბათ კირისა და კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37– ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთერთი საფუძველია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ. ამდენად, დამსაქმებელს უფლება აქვს სამსახურიდან დაითხოვოს გაფიცვაში მონაწილე ყველა პირი, რაც გამოიწვევს დასაქმებულთა მასობრივ განთავისუფლებას სამსახურიდან. ზემოხსენებული ნორმა ზღუდავს დასაქმებულების უფლებებს, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 33–ე მუხლის, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ (რატიფიცირებულია საქართველოს მიერ) მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „d“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამდენად, თუ დასაქმებული არ დაიცავს გაფიცვის ჩატარების რთულ პროცედურებს და სასამართლო გაფიცვას აღიარებს უკანონოდ, მაშინ ეს გარემოება საფუძვლად არ უნდა დაედოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ვინაიდან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საქართველოს კონსტიტუციის 33–ე მუხლით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ (რატიფიცირებულია საქართველოს მიერ) მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „d“ ქვეპუნქტით გაფიცვის უფლება აღიარებულია და ის არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37– ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37– ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოსაღებია.

givikilaZe (givikilaDze)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/07/04
ბოლო შემოს: 2014/03/20 15:06:53
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საბოლაო ანგარიშსწორებისას სასურველია მიეთითოს ანაზღაურების დანამატი დღე თვეებზე რმელზეც შვებულება არ უსაეგებლია

givikilaZe (givikilaDze)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/07/04
ბოლო შემოს: 2014/03/20 15:06:53
კონტაქტი - ყველა კომენტარი

30 კალენდარული დღის ნაცვლად ჩვენის აზრით უნდა უყოს 30 სამუშაო დღე

givikilaZe (givikilaDze)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/07/04
ბოლო შემოს: 2014/03/20 15:06:53
კონტაქტი - ყველა კომენტარი

30 კალენდარული დღის ნაცვლად ჩვენის აზრით უნდა უყოს 30 სამუშაო დღე

givikilaZe (givikilaDze)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/07/04
ბოლო შემოს: 2014/03/20 15:06:53
კონტაქტი - ყველა კომენტარი

უნდა მიეთითოს რამდენი თვის ანაზღავრება ან კონპენსაცია ეკუთვნის

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსის" 38 1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით 15 კალენდარული დღის განმავლობაში სულ მცირე 100 დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის (მასობრივი დათხოვნის) შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია მასობრივ დათხოვნამდე სულ მცირე 45 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და იმ დასაქმებულებს, რომელთაც უწყდებათ შრომითი ხელშეკრულებები. მაგრამ კანონში არ არის მითითებული თუ, რას გამოიწვევს ზემოხსენებული მოთხოვნის შეუსრულებლობა. თუ, დავეყრდნობით საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვას, მაშინ მიზანშეწონილია ზემოხსენებულ 38 1–ე მუხლს დაემატოს მე–3 პუნქტი შემდეგი რედაქციით: "ამ კანონის 38 1–ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დამსაქმებლის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ორი თვის შრომის ანაზღაურება."

UCG1's picture
UCG1 (Sps pixel property)
სხვა
რეგ. თარ: 2011/06/08
ბოლო შემოს: 2024/11/11 17:34:43
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1"5" პუნტში ძალიან ზოგადად არის მოხსენიებული "..სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შედეგად". თუ არ დაკონკრეტდა, რა ფორმით გადაცემაზეა საუბარი, აქტივების რა მოცულობის და სხვა კონკრეტული საკითხები, ბუნდოვანი ფორმულირებაა და ბევრ დავას წარმოშობს.

UCG1's picture
UCG1 (Sps pixel property)
სხვა
რეგ. თარ: 2011/06/08
ბოლო შემოს: 2024/11/11 17:34:43
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბოლო მე-4 პუნქტი: თუ შინაგანაწესი აუმჯობესებს დასაქმებულ(ებ)ის მდგომარეობას, იგი მაინც ბათილია. ეს შესაძლოა გახდეს ამ ნორმის არაკეთილსინდისიერი გამოყენების საფუძველი: დამსაქმებელმა დააწესოს შეღავათები და დასაქმებულისთვის სასარგებლო სხვა ნორმები, თუმცა შემდგომში მათი ბათილობის მოტივით არ შეასრულოს ისინი.

UCG1's picture
UCG1 (Sps pixel property)
სხვა
რეგ. თარ: 2011/06/08
ბოლო შემოს: 2024/11/11 17:34:43
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1"1"-ში ბუნდოვანია, თუ რა არის "ადეკვატური დასვენების დრო" ან რა მიზნებს ემსახურება მისი აქ არსებობა. 12 საათი ცვლებს შორის არ მიიჩნევა საკმარის ადეკვატურ დასვენებად? კავშირი "და" ნიშნავს, რომ აუცილებლად 12 საათიც უნდა იყოს ცვლებს შორის და ხსენებული "ადეკვატური დასვენებაც"?

smakharo (სოფიკო მახარობლიძე)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/28
ბოლო შემოს: 2013/10/28 16:53:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ანაზღაურებად ითვლება ის 600 ლარი რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი იხდის. საჯარო სამსახურში 4 თვის ხელფასსაც ხო იხდიან, კერძო სამსახურმა რა დააშავა, ჩვენც ხომ ვიხდით ბიუჯეტში ყოველთვე 20% , სასურველია რომ ყველა მოქალაქე თანაბარ პირობებში იყოს მიუხედავად იმისა საჯარო მოხელეა თუ კერძო სამსახირში მუშაობს

gcg's picture
gcg (გეოკონსალტინგგრუპ)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2013/06/21
ბოლო შემოს: 2015/02/11 16:52:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სამინისტრო არის ვალდებული 2007 წლის 1 ივლისამდე შეადგინოს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, და დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალი

givikilaZe (givikilaDze)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/07/04
ბოლო შემოს: 2014/03/20 15:06:53
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ყოველ ნამუშევარ თვეზე,რომელზედაც არ უსარგებლია შვებულება მიეცეს 2-სამუშაო დღის ანაზღაურება.

joto (მალხაზი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/08/07
ბოლო შემოს: 2013/08/07 10:20:05
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოქმედებს თუ არა კანონის ეს მუხლი იმ პირებზე რომლებმაც 2013 წელს უკვე ისარგებლეს ანაზღაურებადი 24 დღიანი შვებულებით?.

gcg's picture
gcg (გეოკონსალტინგგრუპ)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2013/06/21
ბოლო შემოს: 2015/02/11 16:52:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალი რომელ აქტშია?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

მთავრობის დადგენილება იქნება, რომელიც ჯერ არ მიუღიათ :-)

gcg's picture
gcg (გეოკონსალტინგგრუპ)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2013/06/21
ბოლო შემოს: 2015/02/11 16:52:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აბა რითი უნდა ვიხელმძღვანელოთ, ან თუკი ყველა 48 საათიან რეჟიმს აირჩევს რის საფუძველზე უნდა იდაონ დასაქმებულებმა?