კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტში წინადადებები: “ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა იმართება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის განმავლობაში. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე“ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლს, რომლითაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონი „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (მიღებულია 2011 წლის 27 დეკემბერს) მიღებულია უფრო გვიან ვიდრე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (მიღებულია 2005 წლის 16 დეკემბერს), „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლის მოთხოვნები.
ამასთანავე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლთან.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45–ე მუხლის მე–4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამსახურს ეწევა: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; ბ) მოხელე; გ) დამხმარე მოსამსახურე; დ) შტატგარეშე მოსამსახურე.
ამავე, კანონის მე–6 მუხლის თანახმად, მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე. მოხელეები იყოფიან სახელმწიფო მოხელეებად და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებად.
ამავე, კანონის მე–7 მუხლით, დამხმარე მოსამსახურე არის ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე.
ამავე, კანონის მე–8 მუხლის შესაბამისად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.
ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45–ე მუხლის მე–4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს არა აქვთ უფლება გაწიონ აგიტაცია, შესაბამისად, შტატგარეშე მოსამსახურეს, დამხმარე მოსამსახურეს აქვს აგიტაციის უფლება. ზემოხსენებულმა გარემოებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საარჩევნო პროცესზე.
საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფის საკითხის განხილვისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ზემოხსენებული გარემოება და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45–ე მუხლის მე–4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში სიტყვების „სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეები“ ნაცვლად, მითითებული უნდა იყოს სიტყვები „საჯარო მოსამსახურეები“, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეს, შტატგარეშე მოსამსახურეს, დამხმარე მოსამსახურეს („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტი).

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

კონსტიტუციის მუხლი 70

7. თუ არჩევნების პირველ ტურში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, არჩევნების დღიდან ორი თვის ვადაში იმართება ხელახალი არჩევნები.
ორგანული კანონის 106–ე მუხლით ხელახალი არჩევნები არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 თვის ვადაში იმართება. რა საჭიროა ასეთი განსხვავებები? ვადის განსაზღვრისთვის აქვს კი მნიშვნელობა კანდიდატი ხმათა საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს პირველ ტურში თუ პირველ ტურში კანდიდატურებს მოხსნიან?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

კონსტიტუციით შედეგების შეჯამება აუცილებელია იმის დასადგენად კანდიდატმა მიიღო თუ არა ხმათა საჭირო რაოდენობა თუმცა ხელახალი არჩევნების ვადა არჩევნების თარიღიდან და არა შედეგების შეჯამებიდან 2თვით განისაზღვრება. ორგანული კანონით კი თუ პირველ ტურში ყველამ კანდიდატურა მოხსნა და შესაჯამებელიც არაფერი არ არის მაინც შედეგების შეჯამებიდან 2თვის ვადაში?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

მთავრობის მიერ რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის შემთხვევაში თუ პრეზიდენტმა მოტივირებულად უარყო მოთხოვნა და არ გამოსცა ბრძანებულება რეფერენდუმის დანიშვნაზე, მთავრობას რჩება ბერკეტი გადაწყვეტილების შესაცვლელედ? ამ მუხლით გათვალისწინებულია როგორც მოთხოვნის დაკმაყოფილება ასევე მისი უარყოფა. მთავრობის მოთხოვნის უარყოფისას გამოცემულ ბრძანებულებას მთავრობის კონტრასიგნაცია უნდა მივიჩნიოთ, რომ არ ესაჭიროება, შესაბამისად ამის შემდგომ მთავრობის მოქმედებების არეალი განსაზღვრული არ არის?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

ცესკო ყველა კომისიის საუბნოს და საოლქის გადაწყვეტილებებს იხილავს?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

მუხლი 100 საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა, მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. თუ პირველ ტურში ყველა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა ამ შემთხვევაში რა შედეგებს აჯამებს კომისია? ეს ხომ კენჭისყრამდე ხდება თანაც 10 დღით ადრე? ამასთან კონსტიტუციის 70–ე მუხლით კანდიდატი თუ ერთი იყო და მან საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მიიღო კომისიამ უნდა შეაჯამოს შედეგები ამასთან შედეგების შეჯამებიდან კი არ იმართება არჩევნები არამედ არჩევნების დღიდან, თუ გავითვალისწინებთ ცესკოსთვის შედეგების გამოცხადებისტვის დადგენილ ვადას ამ შემთხვევაში ერთ თვეზე ცოტა დრო რჩება ხელახალი არჩევნებისთვის, ხოლო პირველ შემთხვევაში კი თუ კანდიდატები მოიხსნა და დასათვლელიც არაფერია ,,არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 თვის ვადაში", რაც ალბათ პრაქტიკულ ლოგიკას მოკლებულია.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადები წინააღმდეგობაშია თვითმმართველობის კოდექსის 56–ე მუხლის მე–8 ნაწილთან, რომელიც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში.

lilililu's picture
lilililu (lili)
სხვა
რეგ. თარ: 2025/02/12
ბოლო შემოს: 2025/02/12 21:09:31
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1.ძალადობის ფორმები და მახასიათებლები.
ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-4-ე მუხლში აღწერილია ძალადობის ფორმები და მითითებულია მათი იდენტიფიკაციისთვის საჭირო ელემენტები.
ძალადობის სახეები:
ფიზიკური ძალადობა-ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
ფსიქოლოგიური ძალადობა-Შეურაცხყოფა, შანტაჟი დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი Მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს ქცევებს, რომელთა მიზანია აკონტროლოს, მართოს მსხვერპლის მოქმედებები და ემოციები მის დასამორჩილებლად.ეს გამოიხატება დამამცირებელი მეტსახელებით მიმართვაში, მუქარაში და ასე შემდეგ.ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ვლინდებოდეს ცალკე ან წარმოადგენდეს ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის შემადგენელ ნაწილს.ასევე შესაძლებელია ფსიქოლოგიური ძალადობა უშუალოდ მსხვერპლზე არ ხორციელდებოდეს, მაგრამ ოჯახის სხვა წევრებს შორის არსებული ძალადობრივი ურთიერთობები ამ პირზეც მისი მცირეწლოვნობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო დამთრგუნველად მოქმედებდეს.ფსიქოლოგიური ძალადობის მიზანია მსხვრეპლს დაეკარგოს საკუთარი თავის რწმენა,დააეჭვოს საკთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და რეალურობის ადეკვატურ აღქმაში.ამდენად მოძალადის მიზანია პიროვნების იდენტობის შელახვა და მასზე კანტროლის დამყარება.Მოძალადე ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტების გამოყენების შემდეგ იოლად მანიპულირებს მსხვერპლით და დომინირებს მის პიროვნებაზე.ფსიქოლოგიური ძალადობა ყველაზე გავრცელებული ძალადობის ფორმაა, თუმცა აშკარა სამხილებს ნაკლებად ტოვებს მსხვერპლზე.რაც თავისთავად ართულებს მის იდენტიფიკაციას.ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებების გამოყენება, როგორიცაა წერილობითი, ვიდეო- აუდიო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, ახსნა-განმარტებებით და სხვა.
იძულება-ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება,შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
სექსუალური ძალადობა-Სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.
ეკონომიკური ძალადობა-ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით,საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.ამგვარი ქმედებებით უარესდება პირის ეკონომიკური მდგომარეობა ან ეზღუდება საკუთარი ქონებით სარგებლობის უფლება.
არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა-Მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის, ან სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო ან სხვა მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა თუკი მშობელს სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა აქვს და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე.
2.რის გამო ვერ მიმართავს მსხვერპლი შესაბამის ორგანოებს.
აღსანიშნავია ისიც,რომ ხშირად მსხვერპლი ძალადობის პირველივე შემთხვევისას ვერ ტოვებს მოძალადეს რაც განპირობებულია სხვადასხვა მიზეზებით.ეს მიზეზები შეიძლება იყოს მაგალითად:
 უნდობლობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.Მსხვერპლს შეიძლება ჰქონდეს იმის შიში, რომ მის დახმარებას ვერ შეძლებენ და მოძალადე დაუსჯელი დარჩება, რაც გააუარესებს მის მდგომარეობას და ძალადობის პირისპირ მარტო აღმოჩნდება.ან ასვე შეიძლება მსხვერპლმა ადრე მიმართა ძალადობის ფაქტზე პოლიციას,რომელიც სათანადოდ არ დაეხმარა მას.
 მოძალადეზე ეკონომიკური და მატერიალური დამოკიდებულება.Ხშირად მსხვერპლი ეკონომიკურად მთლიანად დამოკიდებულია მოძალადეზე, რომელიც არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. Მსხვერპლის შიშობს, რომ თუ მოძალადეს დაიჭერენ, ფინანსური სახსრების არარსებობის გამო ვეღარ შეძლებს საკუთარი თავის და შვილების რჩენას.
 ოჯახური პრობლემების საჯაროდ გამოტანის შიში.Ხშირად მსხვერპლი ფიქრობს, რომ თუ ძალადობის შესახებ ისაუბრებს, ამით ხელს შეუწყობს ოჯახური პრობლემები სააშკარაოზე გამოტანას და შეარცხვენს ოჯახს.
 საზოგადოებრივი სტერეოტიპების გავლენა.Ზოგჯერ მსხვერპლი ელის, რომ საზოგადოება გაკიცხავს ძალადობის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირების გამო, რასაც შესაძლოა მოჰყვეს მოძალადის პასუხისმგებლობა, დაკავება, ვინაიდან საზოგადოების ნაწილი ოჯახში ძალადობას აღიქვავს მსხვერპლისა და მოძალადის პირად საქმედ.
 ძალადობის განმეორების შიში.Ზოგჯერ მსხვერპლი ფიქრობს, რომ თუ საჩივარს შეიტანს მოძალადის წინააღმდეგ, ის შურს იძიებს და იგი უფრო მძიმე ძალადობის მსხვერპლი გახდება. ამას ემატება ისიც, რომ ზოგჯერ მოძალადე მსხვერპლს ემუქრება როგორც მისი, ისე მისი ახლო ნათესავების ფიზიკური ანგარიშსწორებით.
 დაცვისა და დახმარების მექანიზმების შესახებ ინფორმაციის არქონა.ხშირად მსხვერპლი არ ფლობს ინფორმაციას სამართლებრივი მექანიზმების არსებობოს შესახებ.მან არ იცის ვის შეიძლება მიმართოს დასახმარებლად.
3.ძალადობის ფაზები და დინამიკა (ძალადობის ბორბალი)
ოჯახში ძალადობის დინამიკის წარმოსადგენად არსებობს რამდენიმე მოდელი. ყველაზე გავრცელებულ მოდელს წარმოადგენს ლენორ უოლკერის ძალადობის ციკლის თეორია, რომელიც სამ ეტაპად ხსნის ოჯახში ძალადობის განვითარების დინამიკას.
I. ფაზა-დაძაბულობის ზრდა, რომელიც ხასიათდება პიროვნებებს შორის დაძაბულობით. ამ პროცესში პოტენციური მსხვერპლი ცდილობს, რომ დაამშვიდოს პოტენციური მოძალადე რადგან თავიდან აიცილოს ინციდენტი.აღნიშნული ფაზა შეიძლება გაგრძელდეს თვეებისა და წლების განმავლობაში.
II. ფაზა-Ძალადობის სერიოზული ინციდენტი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 2-24 საათის განმავლობაში. ამ ეტაპზე მსხვერპლს აღარ შეუძლიან გავლენა მოახდინოს არსებულ სიტუაციაზე. ისღა დარჩენია სხვადასხვა გზით მიმართოს დახმარებასა და დაცვის საშუალებებს.
III. ფაზა-,,თაფლობის თვე’’ ძალადობის სერიოზული ინციდენტის შემდეგ მოძალადე ითხოვს პატიებას და ცდილობს მსხვერპლთან შერიგებას. ხშირად მსხვერპლსაც უჩნდება ილუზია რომ მოძალადე შეიცვლება და მომავალში აღარ განმეორდება ძალადობა. თუმცა, როგორც წესი, დროის გასვლასთან ერთად ძალადობის ინტენსივობა და ხარისხი მატულობს. სწორედ ამიტომ ძალადობის ეს მოდელი ვიზუალურად ხშირად წრიული ფორმით არის გამოხატული (ეგრეთ წოდებული ძალადობის ბორბალი), რაც მიუთითებს იმაზე, რომ მესამე ფაზის შემდეგ თავიდან იწყება ყველა ეტაპის გავლა, რაც მის განმეორებად ბუნებაზე მიუთითებს.დროის გასვლასთან ერთად განმეორებითი ძალადობა უფრო მძიმე ფორმას იღებს, ხოლო ფაზებს შორის არსებული პერიოდი სულ უფრო მცირდება.
4. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის შემადგენლობა და მისი გამიჯვნა სსკ-ის 126-ე მუხლისგან.
სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე შემადგენლობად განისაზღვრა ოჯახში ძალადობა,რომელიც 126 პრიმა მუხლით რეგულირდება.
126 პრიმა მუხლის თანამხმად,ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ,ძალადობა,სისტემატური შეურაწყოფა,შანტაჟი დამცირება,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117,118 ან 120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული მუხლი აერთიანებს ორ ქმედებას-ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.დეფინიციაში მითითებულ სიტყვა ,,ძალადობაში’’უნდა მოვიაზროთ მხოლოდ ფიზიკური ძალადობა,რომელიც შეიძლება გამოიხატოს ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში,ხოლო შანტაჟი ან დამცირება ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაზე მიუთითებს.ამავდროულად 126-ე პრიმა მუხლით კვალიფიკაციისთვის საკამარისია,რომ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი,ხოლო ფსიქოლოგიურ ძალადობად კვალიფიკაციისთვის სჭირდება სისტემატიურობა.
ამდენად იმისთვის,რომ ქმედება განისაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით საჭიროა შემდეგი გარემოებების ერთობლიობა:
1.ძალადობა-ფიზიკური ან ფსიქოლოგიური
2.შედეგი-ძალადობამ უნდა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
3.არ უნდა შეიცავდეს სხვა დანაშაულის ნიშნებს-ანუ არ უნდა მოჰყვეს სსკ 118,119,120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ფიზიკური ძალადობა გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას.მაგალითად თუ მეუღლე ცოლს რამდენჯერმე გაარტყავს სახეში ეს იქნება ცემა,ხოლო თმების მოქაჩვა იქნება სხვაგვარი ძალადობა.
ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს შანტაჟს,შეურაწყოფას და დამცირებას,როემლსაც აქვს სისტემატიური ხასიათი და შედეგად იწვევს ტანჯვას.ძალადობის სისტემატუურობა გულისხმობს დროის მიცერე მონაკვეტში ჩადენილ ორზე მეტ აქტს.
მნიშვნელოვანია ის,რომ სსკ 126 პრიმა მუხლი განვასხვავოთ 126-ე მუხლისგან.126-ე მუხლი მაშინ გვაქვს სახეზე როდესაც ცემა,სხვაგავარი ძალადობა და სხვა ხორციელდება იმ პირებს შორის,რომლებიც ერთმანეთის ოჯახის წევრები არ არიან.იმ შმეთვავაში თუ ოჯახის ერთი წევრი მეორე წევრის მიმართ განახორციელებს იგივეს მაშინე ეს ქმედება იქნება 126 პრიმა,როგორც სპეციალური მუხლი და არა 126 (ანუ ამ მუხლების პირველი ნაწილი ერთმანეთის მსგავსია ფიზიკურ ძალადობის ნაწილში თუმცა თუ აღნიშნულ ქმედებას ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებს შორის მაშინა გამოიყენება სპეციაულრი მუხლი და არა ზოგადი.

5.ფემიციდი.ფემიციდის დასჯადობის საკითხები.
ფემიციდი არის მკვლელობა, რომლის მსხვერპლიც არის ქალი და რომელიც ხდება ქალის გენდერთან დაკავშირებული მოტივით, შესაბამისად ფემიციდი არის გენდერული დანაშაული, რომელიც სტრუქტურული უთანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შედეგია.შესაბამისად ფემიციდად ითვლებეა ქალის მკვლელობა იმ მოტივით,რომ ის ქალია.ფემიციდის როგორც ტერმინის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია და განმარტება არ არსებობს, თუმცა საქართველოში ჩამოყალიბებული პრაქტიკის შედეგად შესაძლოა ფემიციდს შემდეგი დეფინიცია მიეცეს კერძოდ:
ფემიციდი- გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა. ანუ ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი კავშირშია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასა და ქალის დაქვემდებარებულ როლთან,რაც გამოიხატება ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით,ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით,მისი ქცევის კონტროლით ან გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზით,ასევე ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანა ზემო აღნიშნული მოტივით.
Რა თქმა უნდა, ქალის მკვლელობის ფაქტი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ჩადენილია ფემიციდი. ქალის მკვლელობის ფემიციდად შესაფასებლად, აუცილებელია ქალის მკვლელობა გენდერს უკავშირდებოდეს და მისი ჩადენის მოტივი უკავშირდებოდეს გენდერულ ძალადობას ან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.
საქართველოს კანონმდებლობა ფემიციდს, როგორც ცალკე მდგომ დანაშაულს არ იცნობს, თუმცა 2018 წლიდან კანონით სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებში გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაული, მათ შორის განზრახ მკვლელობა, განისაზღვრა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენას გენდერის ნიშნით.ასევე Გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარება მოხდა ისეთ მუხლებთან მიმართებით, როგორიცაა თვით მკვლელობამდე მიყვანა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. Შესაბამისად, თუ ქალის მკვლელობა ან მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა მოხდა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით,დანაშაულის კვალიფიკაცია განისაზღვრება არა ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ზოგადი კონტექსტით, არამედ ზემოაღნიშნული რომელიმე მუხლით შესაბამის დამამძიმებელ გარემოებაზე მითითებით.
6. ადევნების შემადგენლობა და ელემენტები.
სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ კანონმდებლობაში ახალი მუხლი გამოჩნდა, რომელმაც ადევნება დანაშაულად აქცია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით შესაბამისი დეფინიციაც გაითვალისწინა.ამ მუხლის დეფინიციის მიხედვით Პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის ელექტრონული ან სხვა საშუალებით ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან პირის (ან მისი ოჯახის წევრის,ან ახლო ნათესავის)მიმართ ძალადობის გამოყენების ან ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს,რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.
ადევნება არის მატერიაულრი დანაშაული.შეაბამისად მისი დასრულებისთვის სავალდებულო კრიტერიუმებად განსაზღვრულია ამ მუხლში ჩამოთვლილი ერთ-ერთი ქმედების განხორციელება და შესაბამისად ერთ-ერთი შედეგის დადგომა.
ქმედების ადევნებად კვალიფიკაციისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი ელემენტები
 ქმედება-ადევნება შეიძლება გამოიხატოს უკანონო თვალთვალში ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებაში ან ნებისმიერ სხვა განზრახ ქმედებაში ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით.თავლთავალი ნიშნავს პირის გადაადგილებისთვის თვალ-ყურის დევნას პირის სურვილის საწინააღმდეგოდ.
 სისტემატიურობა-სისტემატიური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად განმეორებით ობის გარკვეული ხარისხით.
 შედეგი-ფსიქიკური ტანჯვა, ან პირის ან მისი ოჯახის წევრის, ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ანდა ქონების განადგურების საფუძვლიანი შიში, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.ფსიქიკური ტანჯვა არის ადამიანის შინაგანი განცდა,რომელიც სტრესულ მდგომარეობას უკავშირდება.ფსიქიკური ტანჯვა არ შეიძლება იყოს ერთჯერადი, დროის მცირე მონაკვეთში განცდილი დისკომფორტი. იგი არის დროის ხანგრძლივ პერიოდში მიმდინარე პროცესი, რაც შეიძლება გამოიხატოს გამუდმებული ფიქრით, შიშით, მღელვარებით, უძილობით და სხვა.რაც შეეხება ცხობრების წესის მნიშვნელოვან შეცვლას იგი გამოიხატება საცხოვრებელი ადგილის ან სამუშაოს შეცვლაში,მობილურის ტელეფონის ნომრის გამოცვლაში,სამსახურამდე მისასვლელი მარშუტის შეცვლაში და სხვა...
ფინალურები
1.შემაკავებელი და დამცავი ორდერის საერთო და განმასხვავებელი ნიშნები.
დამცავი ორდერი-1. გამოსცემს მოსამართლე 2. გამოიცემა 9 თვემდე ვადით. შესაძლებელია მისი მოქმედების 3 თვემდე ვადით გაგრძელება 3. საჩივრდება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში 4. დამცავი ორდერი უნდა ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას 5. დამცავი ორდერი არ ითვალისწინებუს ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობას,
შემაკავებელი ორდერი-1. გამოსცემს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი 2. გამოიცემა ერთ თვემდე (30 დღემდე) ვადით. მისი მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია 3. საჩივრდება პირველი ინსტანციის სასამართლოში, რის შემდეგაც ორდერის გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში 4. შემაკავებელ ორდერი იმპერატიულად/სავალდებულოდ არ მოითხოვს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლას 5. შემაკავებელი ორდურის გამოცემის შემთხვევაში, შესაძლოა მოძალადეს დაუწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა.აქვე უნდა აღინიშნოს ისიც,რომ შემაკავებელი ორდერი უფრო ოპერატიული მექანიზმია და დიდი დრო არ ჭირდება მის გამოცემას, განსხვავებით დამცავი ორდერისგან, რომლის გამოცემის საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს 10 დღიანი ვადა აქვს დაწესებული.
შემაკავებელი და დამცავი ორდერები გამოიყენებაროგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმი,რადგან მოხდეს მსხვერპლის დაცვა უშუალო საფრთხისგან.ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამოუკიდებლად ისე,სისხლისსამართლებრივ მექანიზმებთან ერთად.მათი მიზანია მსხვერპლისთვის სერიოზული საფრთხის თავიდან ასაცილებლად,მოძალადეს დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები.
2.რა ვალდებულებები შეიძლება დაეკისროს მოძალადეს შემაკავებელი და დამცავი ორდერით.
შემაკავებელი ორდერით მოძალადეს შეიძლება დაუწესდეს შემდეგი შეზღუდვები და ვალდებუ-ლებები, კერძოდ, შემაკავებელი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) მოძალადის გარიდებას მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან, მიუხედავად იმისა, მოძალადე სახლის მესაკუთრეა თუ არა. უპირატესობა ენიჭება ადამიანის უსაფრთხოებასა და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, ამ მიზნით შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს ადამიანის საკუთრების უფლება;
ბ) მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და თავშესაფარში მოთავსების საკითხს. აღსანიშნავია, რომ თავშესაფარში შესაძლოა განთავსდეს არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ მასზე დამოკიდებული პირი (მაგ., არასრულწლოვანი შვილი), მიუხედავად იმისა, დამოკიდებული პირი უშუალოდ არის თუ არა ძალადობის მსხვერპლი;
გ) მოძალადისთვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;
დ) მოძალადის არასრულწლოვანისაგან განცალკევების საკითხს;
ე) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების აკრძალვის საკითხს. ეს ადგილი შეიძლება იყოს ყველა ის ტერიტორია, მათ შორის საცხოვრებელი ადგილი, სადაც მსხვერპლი დროე-ბით ან მუდმივად იმყოფება;
ვ) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების საკითხს;
ზ) მოძალადისათვის შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ან ამ ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზ-ღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის, მისი შეძენისთვის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არ-სებული იარაღის ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს.
ზემოხსენებული აკრძალვების გარდა, შემაკავებელი ორდერით შესაძლოა გათვალისწინებული იქნეს სხვა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც, არსებული ვითარებისა და საფრთხის გათვალისწინებით, აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაგ., შესაძლოა მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა თუ სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც პრაქტიკაში შეზღუდვის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. დასაშვებია მოძალა დისათვის ერთდროულად რამდენიმე შეზღუდვის დაწესებაც.
დამცავი ორდერით მოძალადისათვის შეიძლება დაწესდეს შემდეგი შეზღუდვები/ვალდებულებები, ხოლო მსხვერპლის დაცვის მიზნით შესაძლოა გათ-ვალისწინებულ იქნეს შემდეგი საკითხები:
1.მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მო-ძალადისაგან დაცვის ზომები;
2.მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძა ლადისგან გარიდებისა და მათი თავშესაფარში მოთავსების საკითხები;
3.მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მო-ძალადის გარიდების საკითხი;
4.მოძალადის ვალდებულებაა არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებო-ბისათვის;
5.მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპი-როვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვა;
6.მოძალადის არასრულწლოვანისგან განცალ-კევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხი;
7.მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამ-სახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების აკრძალვა;
8.მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმე-დების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებ-ლობის უფლების შეზღუდვა ან აკრძალვა, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვა და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობები;
9.მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის ან სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხები;

10.მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების გან-ხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები;
11.მოძალადის გაფრთხილება დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვავაში პასუხისმგებლობის შესახებ.
3.თავშესაფრები და კრიზისული ცენტრების საერთო და განმასხვავებელი ნიშნები.
თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი ქალთა მი-მართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის უზრუნველყოფს სხვადასხვა მომსახურებას, როგორებიცაა:
1. სადღეღამისო მომსახურება;
2. ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება;
3. სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მი-ღება (მათ შორის, მედიკამენტოზური);
4. სამართლებრივი დახმარება (იურიდიული კონსულტაცია და ადვოკატირება);
5. საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურება.
მსხვერპლი უფლებამოსილია უფასოდ ისარგებლოს მხარდაჭერის მომსახურებით, პროგრამებით, აგრეთვე თავშესაფრით კრიზისული ცენტრითა და მისი მომსახურებებით.
თავშესაფარი-არის ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი,როემლიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმაებას,იურიდიულ დახამარებას,სამედიცინო დახმარებასა და დაცვას.პოლიციელი ვალდებულია პსხვერპლის მოთხოვნით აგრეთვე გადაუდებელ შემთხვევაში მსხვერპლის თანხმობით უზრუნველყოს მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის თავშესაფარში გადაყვანა.თუ მსხერპლი გამოთქვამს თავშესაფარში მოთავსების სურვილს, რაც ხშირად ხდება შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, პოლიციის თანამშრომელი უკავშირდება ძალადობისგან დაცვის საკონსულტაციო ცხელ ხაზზე და არკვევს, რომელ თავშესაფარშია თავისუფალი ადგილი.შეთანამხების შემდეგ უზრუნველყობს მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის გადაყვანას თავშესაფარში.მსხვერპლის და მასზე დამოკიდებული პირის თავშესაფარში მოთავსება ხდება 4 თვემდე ვადით.ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს თავშესაფრის წესდებით დადგენილი წესით,გარდა იმ შემტხვევისა როცა მსხვერპლს არ სურს დარჩეს 4 თვეზე მეტი ხნით.ხელშეკრულების მოქმედების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, ხოლო 14 წლამდე არასრულწლოვანი დაზარალებულის შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, 20 კალენდარულ დღეს.
თავშესაფარში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობისას თავშესაფრის ადმინისტრაცია, მსხვერპლის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად. თავშესაფარი განთავსებულ პირებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებებით:
1. სადღეღამისო მომსახურება (24 საათიანი საც-ხოვრისით);
2. ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია /დახმარება;
3. სამედიცინო მომსახურება;
4. სამართლებრივი დახმარება;
5. საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსა-ხურება;
6. საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურება.
ქვეყნის მაშტაბით ფუნქციონირებს 6 თავშესაფარი.თავშესაფრით სარგებლობა შეუძლიათ ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.
კრიზისული ცენტრი-არის მხარდაჭერის მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც მსხვერპლს ძალადობრივი გარემოსგან თავის დაღწევასა და ძალების აღდგენაში ეხმარება. აღნიშნული მიზნით, კრიზისული ცენტრი, სულ მცირე, უზრუნველყოფს მსხვერპლთა სოციალურ დახმარებას. კრიზისული ცენტრი, ასევე შესაძლებელია უზრუნველყოფდეს მხარდაჭერის სხვა მომსახურებების (მათ შორის, დროებითი (სადღეღამისო) საცხოვ რებლით მომსახურების) მიწოდებას.
როგორც წესი, კრიზისული ცენტრი ემსახურება იმ ძალადობაგამოვლილ პირებს, რომლებიც არ გამოთქვამენ საცხოვრებლად თავშესაფარში განთავსების სურვილს და საჭიროებენ მხოლოდ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და სამართლებრივ დახმარებას თავშესაფარში ცხოვრების გარეშე.
თავშესაფრის მსგავსად, მსხვერპლისთვის კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ.
კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის ან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სექსუალური ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს და მათზე დამოკიდე-ბულ პირებს.
საქართველოს მასშტაბით კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებს 7 ქალაქში, ასევე არის დღის მომსახურების ცენტრი, სადაც მომსახურებების მიღება შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირისა და საქართველოს მოქმედი კანონ- მდებლობით განსაზღვრული უქმე დღეების გარდა, 9 საათიდან 18 საათამდე. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლს თავშესაფარში მოთავსების ან კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობის პერიოდში უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე. თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში ყოფნისას იგი უფლებამოსილია ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 კალენდარულ დღეს.
4.ელექტრონული ზედამხედველობა.
ელექტრონული ზედა-მხედველობა არის შემაკავებელი ორდერის აღსრუ-ლების ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოძალადის კონტროლი მის მიერ მსხვერპლთან მიახლოების თავიდან ასაცილებლად. ელექტრონული ზედამხედველობის მიზანია: 1.მოძალადის მიერ მსხვერპლთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი;
2.განმეორებითი ძალადობის თავიდან აცილება;
3. მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვა;
4. შემაკავებელი ორდერის ეფექტიანი მონიტო-რინგი;
5.მოძალადის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის მყისიერი გამოვლენა.
ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების საფუძვლებია: 1.შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რომლითაც მოძალადეს აეკრძალება მსხვერპლთან მიახლოება; 2.მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობა; 3.მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წარმომადგენლის თანხმობა. ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს შეუძლია შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, რომლითაც მოძალადეს აკრძალული აქვს მსხვერპლთან მიახლოება, მის მიმართ დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა. ამდენად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, აგრეთვე შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს და იგი ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, ანუ მაქსიმუმ ერთი თვის (30 დღის) განმავლობაში, თუმცა შესაძლებელია დაწესდეს უფრო ნაკლები ვადითაც. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის, როგორც მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების, დაწესება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.რისკების შეფასებისას მხედველობაში მიიღება სხვდასხვა გარემოების არსებაბა,მაგალითად მოძალადის მიერ მის მიმართა გამოცემული შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტი,მოძალადის მხრიდან მუქარის ან მის მიერ ფიზიკური ძალადობის ფაქტი და ა.შ…
მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედეამხდეველობის დაწესების მოთხოვნის უფოება აქვს მსხვერპლს,მსხვერპლის ოჯახის წევრს ან მსხვერპლის თანხმობით სოციალურ მუშაკს ან პირს როემლიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ დახამარებას.ხოლო არასრულწლოვნის შემთხვავაში მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს.თუმცა აუცილებელი წინაპირობაა მსხვერპლის თანხმობა.
შემაკავებელი ორდერის ოქმში 11 კითხვა განკუთვნილია ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების ვალდებულება- მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა სავალდებულოა, თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 15 ან მეტი და მსხვერპლი აცხადებს თანხმობას.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება პოლიციის დისკრეციით- შემაკავებელი ორდერის შემდგენელის გადაწყვეტილებით, დაწესდეს ან არ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ მსხვერპლი აცხადებს თანხმობას და ქულათა რაოდენობამ შეადგინა 10-დან 15 ქულამდე. ასეთ შემთხვევაში პოლიციელმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისათვის საკმარისი საფუძვლების არარსებობა- ელექტრონული ზედამხედველობა არ განხორციელდეს ქულათა არასაკმა-რისი (10-ზე ნაკლები) რაოდენობის გამო. ამ შემთხვევაში პოლიციელს არ აქვს შესაძლებლობა, თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს ელექტრონული ზედამხედველობის საკითხი.
თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას მიიღებ გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ,ამის თაობაზე მიეთითება შემაკავებ ორდერში და იგი გამოცემიდან 24 საათის განამვალობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში,გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მოქმედებას.სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში.სააპლეაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას გამოიყენება შესაბამისი ელექტრონული საშუალებები, რომლებიც ითვალისწინებს ელექტრონულ სამაჯურს და მოძალადის მსხვერპლის მიმღებ აპარატს. 1.ელექტრონული სამაჯური არის მოწყობილობა, რომელიც დამაგრებულია მოძალადის სხეულზე. იგი, როგორც წესი, მაგრდება მოძალადის ქვედა კიდურზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ელექტრონული სამაჯურის დამაგრება მოძალადის ქვედა კიდურზე. ასეთ შემთხვევაში ელექტრონული სამაჯური მაგრდება მოძალადის მაჯაზე, სამაჯურის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მოწყობილობით და მაგრდება იმგვარად, რომ მისი მოხსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. იგი არის წყალგამძლე და ფუნქციონირებს წყალში უძლებს დაბალ (-25 გრადუსი ცელსიუსით) და მაღალ ტემპერატურას (+50 გრადუსი ცელსიუსით); 2.მოძალადის მიმღები აპარატი უზრუნველყოფს მოძალადისა და მსხვერპლის ადგილმდებარეობის მონიტორინგს და მოძალადეს განგაშის სიგნალის მეშვეობით ატყობინებს მსხვერპლთან მიახლოებას შესაბამისი გეოგრაფიული ზონების მიხედვით. შესაბამისად, მიმღები აპარატი ახორციელებს მოძალადის მიერ მსხვერპლთან/მსხვერპლის სამსახურთან, სახლთან და სხვა აკრძალულ ტერიტორიასთან მიახლოების მონიტორინგს; 3.მსხვერპლის მიმღები აპარატი უზრუნველ-ყოფს მსხვერპლისა და მოძალადის ადგილმდე-ბარეობის მონიტორინგს და მსხვერპლს. გან-გაშის სიგნალის მეშვეობით ატყობინებს მოძალადის მიახლოებას შესაბამისი გეოგრა-ფიული ზონების მიხედვით.
5.ბავშვტა მიმართ ძალადობა (5 საფუძველი და თითვეულის მოკლედ დახასიათება)
ოჯახში ძალადობა ნეგატიურად აისახება ოჯახის სხვა წევრებზე, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებიბზე, რომლებიც შესაძლოა იყვნენ როგორც ძალადობის პირდაპირი ობიექტი, ისე ძალადობის შემსწრენი,რაც დამანგრეველ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე.ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობაა. ბავშვები ხშირად არიან ქალების მიმართ ოჯახში ძალადობის მოწმეები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის. აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად.დაუშვებელია არასრულწლოვნის აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება,როემლიც იწვევს არასრულწლოვნის ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
მშობლებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის,შესაბამისად ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
სწორედ არასრულწლოვანთა დასაცავად კანონით განისაზღვრა ძალადობის ახალი ფორმა უგულებელყოფა.რომელიც შესაძლოა განვსაზღვროთ ხუთი ძირითადი საფუძვლით.
1. ბავშვის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური საჭიროებების და უკმაყოფილებლობა, (მაგალითად, ჰიგიენა, კვება და ასე შემდეგ)
2. ბავშვის სამედიცინო საჭიროებების და უკმაყოფილებლობა,
3. ბავშვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა.(მაგ:უყურადღებლოდ დატოვება,საფრთხისგან დაუცველობა)
4. ბავშვის ინტელექტუალური და გონებრივი განვითარებისთვის საჭირო პირობების უგულებელყოფა. (მაგალითად, როცა ბავშვი არ დადის სკოლაში.)
5. ბავშვის სოციალური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა.
უგულებელყოფის ამ ფორმებთან ერთად მნიშვნელოვანია იმის დადგენაც, მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს, ჰქონდა თუ არა სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდებოდა თუ არა შესაბამის მომსახურებაზე.
არსებული პრაქტიკით არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულვებელყოფა ძირითადად გამოიხატება ბავშვის მოუვლელობაში საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში და სხვა…
უგულებელყოფის გარდა, ბავშვზე ნეგატიურად აისახება ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელსაც ხშირად ემოციური ძალადობის სახელითაც მოიხსენიებენ. ძალადობის ეს ფორმა გულისხმობს არასრულწლოვნის დაშინებას, კრიტიკას მის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას, ემოციურ მანიპულაციას,უსამართლო დადანაშაულებას,მომეტებულ და გადაჭარბებულ კონტროლს,დაცინვას,ყვირილს,შეურაწყოფას და ა.შ.ამგვარი სტრესული გარემო იწვევს ბავშვის ფსიქიკისა და ცნობიერების დამახინჯებას.
ზემოაღნიშნულის გარდა, ბავშვი ოჯახში შეიძლება დაექვემდებაროს ძალადობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა ფიზიკური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობა, ასევე იძულება.ფიზიკური ძალადობა მოიცავს მათ შორის ბავშვის ფიზიკური დასჯისკენ მიმართულ ქმედებებს.ხოლო იძულება მოიცავს მათ შორის იუძულებით ქორწინებას.ასევე მოიცავს ბავშვის ეკონომიკურ ძალადობას და სხვა…
7.შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებული საკითხები პენიტენციური დაწესებულებიდან დატოვების შემთხვავაში რა ვალდებულებები აქვს პენიტენციურ სამსახურს და შსს და რისკების შეფასება როგორ ხდება.
მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით, კანონმდებლობა ითვალისწინებს დაზარალებულის ინფორმირებას მას შემდეგ, რაც მოძალადე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. ასეთ დროს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი აფასებს მოძალადის მიერ მსხვერპლის მიმართ შესაძლო ძალადობის განმეორების რისკებს და საკუთარი ინიციატივით იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებე ლი ორდერის გამოცემის ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოსაცემად აუცილებელი არ არის ძალადობის ახალი ფაქტის არსებობა და მთავარია იმის შეფასება, რამდენად მაღალია ალბათობა, რომ მოძალადე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ კვლავ იძალადებს მსხვერპლზე.
პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია,მოძალადის პენიტენ-ციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ხანმოკლე გასვლის ,ასევე გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გასვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აუცილებელია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია გაუგზავნოს ზემოაღნიშნული გარემოებების დადგომამდე, რათა სამინისტრომ დროულად შეძლოს მსხვერპლისთვის ინფორმაციის მიწოდება. მიზანშეწონილია, პენიტენციურმა სამსახურმა სამინისტროს ინფორმაცია მიაწოდოს ზემოაღნიშნული გარემოებების დადგომამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე, თუ, რა თქმა უნდა, ამის წინასწარ განსაზღვრა შესაძლებელია. მაგ., თუ იწურება მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადა. წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, მაგ., ისეთ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებული გაიქცევა პენიტენციური დაწესებულებიდან.
მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პენიტენციური დაწესებულებიდან მიიღებს შესაბამის ინფორმაციას, ვალდებულია, აღნიშნული გარემოების შესახებ შეატყობინოს მსხვერპლს, რის თაო-ბაზეც პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს შესაბამის ოქმს. ოქმში ასახული უნდა იყოს პოლიციის მიერ მსხვერპლთან გასაუბრების შედეგები, კერძოდ, მსჯავრდებულისადმი მსხვერპლის დამოკიდებულება, მსხვერპლისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულება სასჯელის მოხდის პერიოდში და სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მსხვერპლის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის შესაფასებლად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი აფასებს მსხვერპლისგან მიღებულ ინფორმაციას. რისკის შეფასების პროცესში იგი უფლებამოსილია, პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლისგან მიღებული ინფორმაცია და მსჯავრდე-ბულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში ასახული ცნობები იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მსხვერპლის მიმართ ძალადობა შეიძლება განმეორდეს, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს პენიტენციური დანესებულებიდან გათავისუფლებული/გამოსული პირის ადგილსამყოფელს და მისთვის შესაბამისი ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან მის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემთხვევაში სავალდებულო არ არის მსხვერპლის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის არსებობა. პოლიცია უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შეიძლება დაირღვეს პირის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან იძულებით ან/და მის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან/და სექსუალური ძალადობით.

lilililu's picture
lilililu (lili)
სხვა
რეგ. თარ: 2025/02/12
ბოლო შემოს: 2025/02/12 21:09:31
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კაზუსები
1კაზუსი

ნინო და ნუკრი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, 2020 წლის თებერვალში ნინო სტუმრად იმყოფებოდა, თავისი მაზლის სოსოს სახლში.
სოსოს ცოლს, ციალას და ნინოს ყოველთვის ქონდათ დაძაბული ურთიერთობა.
თებერვალში ვიზიტის დროს ციალასა და ნინოს შორის კვლავ მოხდა მორიგი კონფლიქტი,კერძოდ ციალამ ნინოს თავში ჩაარტყა იატაკის საწმენდი ჯოხი,ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.ნინო ქონების გადაწვით დაემუქრა. აღნიშნული ხმაურის დროს ოთახიდან გამოვიდა ნინოსა და ციალას დედამთვილი,რომელმაც სცადა სიტუაციის განმუხტვა და აიღო თავისი კუთვნილი მობილური, პოლიციაში დარეკვის მიზნით, ამის დანახვაზე ნინომ გამოგლიჯა ტელეფონი დედამთილს და დაამტვრია,რომლის ღირებულება 151 ლარი იყო.
საბოლოოდ ნინოსა და ციალას დედამთილმა მაინც მოაცერხა პოლიციის გამოძახება, პოლიციის ადგილზე გამოცხადების შემდეგ საპატრულო პოლიციის დეპარტამენნტის ინსპ. გამომძიებელმა გამოწერა, შემაკავებელი ორდერი ნინოსა და ციალას მიმართ. ერთი ორდერით მსხვერპლად იქნა მიჩნეული ნინო, მოძალადედ ციალა, ხოლო მეორე შემაკავებელი ორდერით ინსპ.გამომძიებელით მსხვერპლად სცნო ციალა,მოძალადედ ნინო.

პასუხი:
1 ნაწილი - ნინო და ციალა ოჯახის წევრებები არ არიანრადგან არ ეწევიან ოჯახურ მეურვეობა.
2 ნაწილი - ციალას ქმედება,როდესაც თავში ჯოხი ჩაარტყა ეს არის ჩვეულებრივი 126-ე მუხლის 1 ნაწილით,კერძოდ სხვაგვარი ძალადობა.ციალას ქმედება,როდესაც მან თავში ჯოხი ჩაატყა,რადგან ციალას ნინოსთვის ფიზიკური ტკივილი.
ნინოს ქმედება არის 151-ე მუხლის 1ნაწილი ქონების განადგურებით.
ნინოს ქმედება როდესც დედამთილს დაუმტვრია ტელეფონი ეს არის 11-პრიმა 187-ე მუხლის 1 ნაწილით.

3 ნაწილი - შემეკავებელი ორდერი გამოიცემა შინ,როდესაც არიან ოჯახის წევრები ან გენდერული ნიშნით ხდება შემეკავაბელი ორდერის გამოყენება,შესაბამისად,კონრეტული კაზუსის და გარემოების მიხედვით შემაკავებელი ორდერი არ უნდა გამოწერილიყო.ამ შემთხვევაში ნინო და ციალა არ არიან ოჯახის წევრები.საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინპექტრო გამომძიებელს შემაკავებელი ორდერი არ უნდა გამოეწერა.მაგრამ ზოგადად ინსპექტორ გამომძიებელი უფლებამოსილია გამოწერს შემაკავებელი ორდერი.
ამის შემდეგ ინსპ.გამომძიებელმა 24 სთს ვადაში მიმართა სასამართლოს შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე. ინსპეტქრო გამომძიებელს არ უნდა მიემარათა სასამართლოსთვის,რადგან სასამართლოსთვის მიმართვის ვალდებულება შემაკავებელი ორდერის გამოწერის დროს აღარ არსებობს.

კაზუსი 2

45 წლის ლელამ,იმ მოტივით,რომ მისმა 15 წლის შვილმა - ანამ სკოლაში მიიღო დაბალი შეფასება,ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა ბავშვზე,კერძოდ,არასრუწლოვანს მიაყნა სიტყვიერი შეურაცყოფა.
ანამ პოლიციას მიმართა დასახმარებლად ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უმცროსი გამომძიებლის მიერ შეფასდა ძალადობის განმეორების რისკები,რა დროსაც დადებითი პასუხი დაფიქსირდა 3 ერთქულიან შეკითხვაზე.
ვინაიდან ქულათა ჯამმა შეადგინა 3 ქულა უმცროსი გამომძიბელის მიერ ძალადობის განმეორების რისკად შეფასდება რისკი,რის საფუძველზეც გამოსცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით.
ვინაიდან საკითხი არასრუწლოვანს შეეხებოდა გამომძიებელმა შემაკავებელი ორდერი შეადგინა 4 ეგზემპლარად ერთი ეგზემპლარი გაეგზავნა მერუვეობისა და მზრუნევლოების ადგილბრივ ორგანოს.

პასუხი:
მოძალადის მიერ შემაკავებელი ორდერი გასაჩივრდება მისი ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში მის გამომცემ ორგანოში,კერძოდ,რუსთავის საქალაქო სამმართველოში.
ლელას ქმედება როდესაც მან მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა და მასზე იძალადა ფსიქოლოგიურად დაკვალიფიცირდება 126-ე პრიმა მუხლის 2 ნაწილის ‘’ბ’’ ქვეფუნქტით,რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგირ ძალადობას არასრუწლოვნის მიმართ.
რაც შეეხება უმცროს გამომძიებელს მას არ აქვს უფლება გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.
შემაკავებელი ორდერი არ უნდა გამოცემულიყო 30 დღის ვადით,რადგან რისკების შეფასების დროს ქულათა ჯამს არ აქვს მნიშვნელობა,ამ შემთხვევაში იმისთვის რომ იყოს საშულოა რისკი ერთ 3 ქულიან კითხვაზე უნდა იყოს დადებითი პასუხი,შესაბამისად,ამ შემთხვევაში სახეზეა რისკების შეფასების დაბალი რისკი,რადგან დადებითი პასუხი იყო 1 ქულიან კითხვაზე.შესაბამისად,უმცროსი გამომძიებელის ქმედება არ არის კანონიერი.
4 ეგზემპლარად,რომ შეადგინა ეს არის სწორი.
გასაჩივრების ვადები სწორია,მაგრამ უნდა გაესაჩივრებინა საქალაქო სასამართლოში და არა სამმართველოში.

კაზუსი 3
ერთ-ერთ რაიონში მცხოვრებ 15 წლის ანას მამა თიქთმის ყოველდღე მოუწოდებს,რომ აუცილებლად უნდა გაჰყვეს ცოლად 20 წლის ჯემალს.
თავიდან ანა მამის მოთხოვნას ყურადღებას არ აქცევდა,თუმცა შემდეგ მამამ კიდევ უფრო ინტენსიურად დაიწყო შვილის შეწუხება.უმუქრებოდა,რომ თუ მის მოთხოვნას არ შეასრულებდა,სკოლიდან გამოიყვანდა სახლში გამოკეტავდა,ასევე ეუბნებოდა,რომ თუ არ დაქორწინდებოდა მის ოჯახზე ცუდად ილაპარაკებდნენ და თითით საჩვენებელი გახდებოდნენ.
ანამ მასწავლებლის დახმარებით,პოლიციას შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ,რის გამო ქორწილი ჩაიშალა.
რამდენიმე დღეში ჯემალიმ 3 მეგობრის დახმარებით ქორწილის მიზნით მოიტაცა თავისივე თანასოფლელი 15 წლის გურანდა.

პასუხი:
მამის მუქარა დაკვალიფიცირდება 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ‘’გ’’ ქვეპუნქტი,რადგან ისისნი არიან ოჯახის წევრები და მამა მუქარას ახორციელებდა არასრუწლოვანი შვილის მიმართ.
მეორე ნაწილი- 11, 150’ 2ნაწილი (ა) ქვე პუნტქი ( ქორწინების იძულება და აქ მუქარა არის ხერხი)
ჯემალის ქმედება არის 143-ე მუხლის 3 ნაწილის ‘’დ’’ქვეპუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა)არასწრულოწვნის მიმართ.

კაზუსი 4
ესმა და ვალერი კურსელები არიან.
ვალერის, მეგობრობის გარდა, გარკვეული სიმპათიები აქვს ესმას მიმართ, რის გამოც მასთან ახორციელებს ხშირ კომუნიკაციას. მიუხედავად იმისა, რომ ვალერის სმს შეტყობინებები მომაბეზრებელია ესმასთვის, იგი მაინც ცდილობს, რომ მას თავაზიანად უპასუხოს.
ინტერნეტის გამოყენებით კომუნიკაციის გარდა, ეალერი ცდილობს, რომ ესმასთან ფიზიკური სიახლოვეც ჰქონდეს. ამის გამო, ყოველთვის უნივერსიტეტის კართან ხვდება ესმას,მიაცილებს აუდიტორიამდე, ელოდება ლექციის დასრულებას და შემდეგ ისევ უკან მიჰყვებაგოგონას.
ესმასთვის ეს ყველაფერი შემაწუნებელი გახდა და ვალერის მოუწოდა, რომ შეეწყვიტა ეს
ქმედებები, რადგან მისთვის იყო დამთრგუნველი და მასში იწვევდა უარყოფით ემოციებს.
ვალერიმ არ გაითვალისწინა ეს თხოვნა და აუხსნა, რომ მას მოსწონდა იგი და არ აპირებდა
უკან დახევას.
ამან გოგონა კიდევ უფრო შეაშინა და დათრგუნა
პირველ ეტაპზე, ესმამ facebook ზე დაბლოკა - ვალერის პირადი გვერდი, თუმცა ამ
უკანასკნელმა მაინც გააგრძელდა ესმასთან პირდაპირი ურთიერთობა უნივერსიტეტის
გარდა, იგი სახლშიც აკითხავდა გოგონას და სინოვდა, რომ მისთვის მოესმინა და
დალაპარაკებოდა. ამ ყველაფრის გამო ესმა გახდა დათრგუნული, ჩაიკეტა საკუთარ სახლში და აღარ სურდა უნივერსიტეტში სიარული.
ვალერის ქმედებები ესმასთვის დღითიდღე უფრო აუტანელი ხდებოდა, რის გამოც მან
მიმართა პოლიციას და ითხოვა დახმარება, მათ შორის, პოლიციელს სთხოვა შემაკავებელი
ორდერის გამოცემა, თუმცა ამ უკანასკნელის განმარტებით, ვერ უზრუნველყოფდა ორდერის გამოცემას, რადგან იგი არ იყო ვალერის ოჯახის წევრი.
პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ, ვალერიმ დაურეკა ესმას და შეხვედრა სთხოვა. ესმა
დათანხმდა ვალერისთან შეხვედრას. შეხვედრისას ვალერიმ თმებში ძლიერად მოქაჩა ესმას
და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ესმამ მაშინვე დარეკა 112 ში და ითხოვა პოლიციის
დახმარება.

პასუხი:
აქ სახეზეა სსკ-ის 151’ მუხლი ადევნება, რადგან ვალერი ესმასთან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონის საშუალებით,ასევე ხვდებოდა უნივერსიტეტის და სახლის კართან,რასაც ქონდა სისტემატური სახე და ესმაში იწვევდა ფსიქიკურ ტანჯვას, რამაც აიძულა შეეცვალა ცხოვრების წესი, ჩაიკეტა სახლში და აღარ სურდა უნივერსიტეტში სიარული.

2 ნაწილი -პოლიციელის ქმედება, როდესაც მან არ გამოწერა შემაკავებელი ორდერი არ იყოს სწორი,ვინაიდან გენდერზეც ხდება ორდერის გამოცემა.კაზუსიდან გამომდინარე ადევნების დროსაც უნდა გამოიწეროს ორდერი.

მესამე ნაწილი- ვალერის ქმედება დაკვალიფიცირდება 126 მუხლის 1 ნაწილით, კერძოდ სხვაგვარი ძალადობა, რაც გამოიხატება თმების ძლიერად მოქაჩვაში.

კაზუსი 5
მაია და გელა არიან არარესგისტრირებულ ქორწინებაში 10 წელია, მათთან ამ წლების მანძილზე ცხოვრობს გელას დედა ნათელა.
ცხადზე ცხადია,რომ ოჯახის წევრები არიან ნათელა და მაია

მაიას და ნათლას ქონდათ დაძაბული ურთიერთობდა და ამის გამო გელა და მაია გადავიდნენ ცალკე, ამის შემდეგ გელამ დაიწყო დალევა და სისტემატურად აყენებდა შეურაცყოფას მაიას, თრგუნავდა და ანადგურებდა
მაია გაშორდა გელას, გელა ტელეფონზე ურეკავდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
შემდეგ, მაიას სკოლის ან ბავშვი გამოვდა და დედამთილი რომ შეხვდა სკოლასფან თმები ძლიერად მოქაჩა და შეურაცყოფა მიაყენა.

პასუხი:
1 ნაწილი - ( 126’ 1 ნაწილი, ფსიქოლოგიური ძალადობა, რადგან სისტემატური ხასიათი ქონდა და მაია განიცდიდა სულიერ ტანჯვას და დამცირებას)

2 ნაწილი ( 11’, 151მ-ის 2ნ. “დ” ქვპ. მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ სისცოხლის მოსპობით და მაიას მართლა უჩნდებოდა ამის გამხორციელების შიში.

3 ნაწილი ( 126’ მუხლის 2ნ. “ბ” ქვპ. ძალადობა არასრულწოვანის თანდასწრებით, რითაც მაიამ განიცადა ფიზიკური ტკივილი )

კაზუსი 6
30 წლის ნინომ , რომელიც ცხოვრობს თბილისში,გრიბოედოვის ქუჩა 30,განცხადება შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში,მისი ყოფილი მეუღლის შალვას მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.
ნინონო მოძალადის საცხოვრბეელ და ძალადობის განხორციელების ადგილად მიუთითებდა ქ.ქუთაისს,სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით შეიტანა განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლომ წარმოებაში მიიღო ნინოს განცხადება,რომელიც კანცელარიაში რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში თანდართულ მასალებთან ერთად გაეგზავნა შალვას,რომლის წინააღმდეგაც იყო განცხადება შეტანილი.
3 დღის ვადის გასვლის შემდეგ,შალვას სასამართლოში რაიმე მტკიცებულება ან დოკუმენტი არ წარუდგენია.
მოსამართლემ ნინოს განცხადების კანცელარიაში რეგისტრაციიდან 20 დღის გასვლის შემდეგ ჩანიშნა სასამართლო განხილვა და მიიღო გადაწყვეტილება 8 თვის ვადით დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე,რომლის საფუძველზეც მოძალადის მიმართ დააწესა ელექტრონული

პასუხი:
1 ნაწილი - კაზუსიდან გამომიდინარე აღნიშნული ქმედება,რომ ნინომ განცხადება შეიტანა ქალაქ ქუთაისში არ არის სწორი,მას ეს განცხადება უნდა შეეტანა სმხერპლის ადგილსამყოფელის მიხედვით.
2 ნაწილი -სასამართლოს საბუთები შალვასთვის უნდა გაეგზავნა 24 საათის განმავლობაში და 3 დღე არ არის სწორი.
შალვას სწორედაც რომ 3 დღე აქვს მტკიცებულებების და დოკუმენტების წარსადგენად.
სასამართლოს პროცესი უნდა ჩაენიშნა 10 დღეში,რადგან განცხადების შეტანიდან 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს.
სასამართლოს არ უნდა დაეწესებინა ელ,ზედამხედველობა,რადგან აღნიშნული გამოიყენება მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემთხვევაში.

კაზუსი 7
2021 წლის25 იანვარს,ძმებს კონფლიქტი მოუვიდათ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით,კერძოდ,გიორგიმ გელა მიაყენა სიტყვიერი სეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
გელა გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში და მოითხოვა შეასაბამისი რეაგირება.ამავე სამმაღთველოს უბნის უმცროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა შეაფასა ძალადობის განმეორების რისკები,რის საფუძველზეც დადებითი პასუხი დაფიქსირდა მხოლოდ ერთქულიან და სამქულიან შეკიტხვებზე.უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ აღნიშნული რისკი შეფასდა ძალადობის განმეორების მაღალ რისკად,რადგან გელამ გასაუბრებისას მიუთითა,რომ მისი ძმის მხრიდან განხორციელებული მუქარა რეალურად აღიქვა და ავს საფუძვლიანი შიში იმისა,რომ ამ მუქარის სისრულეში მოიყვანს.უბნის უმცროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი 20 დღის ვადით,რომელიც შეადგინა ორ ეგზემპლარად.ერთი ეგზემპლარი გადასცა მსხვერპლს,ხოლო მეორე ეგზემპლარი გაუგზავნა შსს მომსახურბეის სააგენტოს,ვინაიდან მოძალადეს შემაკავებელი ორდერით აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის მოპოვება.
უბნის უმცრომს აინსპექტორ-გამომძIებელმა გელა სგანუმარტა,რომ ვინაიდან გამოსცა შემაკავებელი ორდერი,ამაის პარალელურად ვერ დაიწყებდა გამოძიებას,ვინაიდან ერთდორულად შეუძლებელი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და სისხლის-სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება.

პასუხი:
1 ნაწილი- ესენი არიან ოჯახის შევრები,შესაბამისად,გიორგის ქმედება არის 126 პრიმა მუხლის 1 ნაწილი (ფსიქოლოგიური ძალადობა)

მეორე გიორგის ქმედება - 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილი ‘’დ’’ ქვეპუნქტი,კერძოდ,მუქარა სიცოცხლის მოსპობით,ოჯახის წევრის მიმართ,რაც მსხვერპლისთვის რეალურად აღსაქმელია.

მესამე ნაწილი-შემავებელი ორდერის გამოწერის უფლება უბნის უმცროს ინცპექტროს გამოცემის უფლება არ აქვს,რადგან არ არის უფლებამოსილი პირი.მაღალ რისკად არ უნდა შეეფასებინა,რადგან მაღალი რისკი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც დადებითია ერთ 5 ქულიანი კითხვაზე მაინც და ამ შემთხვევაში 3 ქულიან კითხვაზეა დადებითი პასუხი,შესაბამისად დაბალია რისკი.

20 დღის ვადით არ უნდა გამოეწერა,რადგან უმცროსმა ინსპექტრ გამომძიებლმა შეაფასა მაღალ რისკად და უნდა გამოეცა 30 დღით შემაკავებელი ორდერი.
უმცროსი ინსპეტორ გამომძიებლის მიერ განმარტებული საკითხი,რომ იგი ვერ დაიწყებდა გამოძიებას არ არის სწორი,რადგან შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემთხვევაში შესაძლებელია დაიწყოს სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედებები.

კაზუსი 8
საშუალო რისკზე გამომძიებელ-ინსპექტორმა 20 დღის ვადით გამოსცა შემაკავებელი 2 ეგზემპლარად.იმავე დღეს გადასცა მოძალადეს.
მოძალადემ გაასაჩივრა 7 დღეში საქალაქო სასამართლოში.მსხვერპლმა ითხოვა თავშესაფარში გადაყვანა.უარი უთხრეს რადგან არ გაქვს მსხვერპლის სტატუსიო,რომელსაც მხოლოდ სასამართლო ან პროკურორი ანიჭებს

პასუხი:

1 ნაწილი - საშუალო რისკზე გამომძიებელ-ინსპექტრომა 20 დღის ვადით რო გამოსცა შემაკავებელი ორდერი სწორია,რადგან საშუალო რისკზე შესაძლებელია 30 დღემდე გამოიცეს შემაკავებელი ორდერი.
რაც შეეხება 2 ეგზემპლარს არ არის სწორი,რადგან უნდა დამზადდეს 3 ეგზემპლარად.
ის ფაქტი,რომ იმავე დღეს უნდა გადაეცეს მოძალადეს არის სწორი,რადგან 24 საათის განმავლობაში შეუძლია გადასცეს.
2 ნაწილი - გასაჩივრების ვადა არ არის სწორი,რადგან უნდა გასაჩივრდეს 3 დღეში.
უარი თავშესაფარში გადაყვანაზე არ არის სწორი,რადგან პირს მსხვერპლის სტატუსი ენიჭება შემაკავებელი ორდერის გამოწერის თანავე.

თემა 1
ოჯახში ძალადობის მახასიათებლები

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ძალადობაა,რომელიც მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. მისი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი არის ის, რომ ხდება ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს შორის - ოჯახის წევრებს შორის.ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით, უგულვებელყოფითა და იძულებით. იმისათვის რომ ქმედება ჩაითვალოს ოჯახში ძალადობად, მას უნდა ახასიათებდეს პირველრიგში ის, რომ ხდებოდეს ოჯახის წევრებს შორის, ოჯახში ძალადობა არ შემოიფარგლება ერთჯერადი აქტით და ახასიათებს ზრდის ტენდენცია და განმეორებითობა, ასევე მას ახასიათებს ძალთა ასიმეტრია, ანუ მოძალადე ყოველთვის უფრო ძლიერია ფიზიკურად ან აქვს სხვა რაიმე უპირატესობა ვიდრე მსხვერპლი, ასევე ოჯახში ძალადობა უდიდეს გავლენას ახდებს სხვა ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებუთ წრასრულწლოვნებზე და მის შედეგად დაზარალებული ყველაზე ხშირად არის ქალი რაც თავისთავად ნიშნავს რომ ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს ქალებზე.

თემა2
ძალადობის ფაზები და დინამიკა
ოჯახში ძალადობის წარმოსადგენად რამდენჯმს მოდელი არსებობს თუმცა ყველაზე გავრცელებულია ლენორ უოლკერის ძალადობის ციკლის თეორია რომელიც ძალადობის 3 ფაზას მოიცავს,ესენია:
1 - ეს არის დაძაბულობის ზრდა. ეს ფაზა ხასითადება იმით რომ პიროვნებებს შორის იზრდება დაძაბულობა. ამ დროს სავარაუდო მსხვერპლი ცდილობს,რომ თავიდან აირიდოს ეს და დაამშვიდოს პოტენციური მოძალადე. ეს ფაზა აეიძლება გაგრძელდეს წლები ან თვეები
2 - ეს არის სერიოზული ინციდენტი და ამდროს უკვე მსხვერპლს არ შეუძლია სიტუაციის კონტროლი და იძულებულია სხვადასხვაგვარად ეცადოს თავის დაცვას. ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 2-24 საათის განმავლობაში.
3 - ფაზა არის ე.წ თაფლობის თვე. მეორე ფაზის ანუ ძალადობის სერიოზული ინციდენტის შემდეგ მოძალადე ცდილობს გამოისყიდოს თავის დანაშაული, ითხოვს პატიებას, შერიგებას, მსხვერპლსაც უჩნდება ნდობა და გონია,რომ მოძალადე იცვლება, თუმცა არა, დროის გასვლასთან ერთად ძალადობის ხარისხიც და სიხშირეც მატულობს. ამიტომაც ძალადობის ეს მოდელი წრიულად არის გამოხატული,რაც იმის მანიშნებელი,რომ მესამე ფაზის შემდეგ ყველაფერი ისევ ახლიდან იწყება.
ეს არის ე.წ ძალადობის ბორბალი.

თემა 3
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმი 126-ე პრიმა მუხლის განმარტება.
სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე შემადგენლობად არის განსაზღვრული ოჯახში ძალადობა, რომელიც რეგულირდება 126ე პრიმა მუხლით. ამ მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, მუქარა, შანტაჟი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
126 პრიმა მუხლი აერთიანებს ორ ქმედებას ესენია:
ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ძალადობა.
ძალადობაში უნდა მოვიაზროთ როგორც ცემა, ასევე სხვაგვარი ძალადობა.
126ე პრიმა მუხლით კვალიფიკაციისათვის საკმარისია, რომ ფიზიკურ ძალადობას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს. ხოლო რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, იგი უნდა ხორციელდებოდეს სისტემატურად და არარის საკმარისი ერთჯერადი ფაქტი.
126ე პრიმა მუხლით განსაზღვრულიქმედებისათვის აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა.
1. ძალადობა უნდა იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგირი.
2. ძალადობამ შედეგად უნდა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
3. იგი არ უნდა შეიცავდეს სხვა დანაშუალის ნიშნებს ანუ არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 117ე, 118ე ან 122ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ხოლო რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, ის გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას. ცემაში იგულისხმება პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმეჯერ დარტყმა, უშუალოდ, ქმედების განხორციელების მომენტში მაგალითად: სახეში ორჯერ გარტყმა, ფეხის რამდენჯერმე ჩარტყმა, ხოლო სხვაგვარი ძალადობა ნიშნავს ერთჯერადად განხორციელებულ აქტს მაგალითად: სახეში ხელის ერთხელ გარტყმა, თმების მოქაჩვა და ა.შ. ორივე შემთხვევაში აუცილებელია მსხვერპლმა განიცადოს ფიზუკური ტკივილი,მაგრამ ეს არ უნდა იწვევდეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი.
ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს,შეურაცხყოფას, შანტაჟს დანმცირებას,რომელსაც აქვს სისტემური ხასიათი და მისი შედეგია ტანჯვა. სისტემატურობა,გულისხმობს დროის მცირე მონაკვეთში ჩადენილ ორზე მეტ მოქმდებას.
126ე პრიმა მუხლი მოიცავს 5დამამძიმებელ გარემოებას ესენია:
1. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწრო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქკნე პირის ან ორსული ქალის მიმართ,
2. არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახია წევრის მიმართ
3. ორი ან მეტი პირის მიმართ
4. ჯგუფურად
5. არაერთგზის

თემა 4
განსხვავება 126ე პრიმა და 126ე მუხლს შორის განსხვავება.
ოჯახური ძალადობის მიზნებისათვის 126ე მუხლს ვიყენებთ მაშინ,როდესაც ფიზიკურ ძალადობას აქვს სისტემატური ხასიათი. სსკ-ის 126ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოდგებს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოწივია,მაგრამ არ აღმოცენდა 120 მუხლით გათვალსიწინებული შედეგი, ამ შემთხვევაში ქმედება ხორციელდება იმ პირებს შორის,რომლებიც არარიან ოჯახია წევრები,შესაბამისად თუ ოჯახის ერთი წევრი მეორეზე სისტემატურად ძალადობს ფიზიკურად, კვალიფიკაცია მოხდება 11პრიმა-126ე მუხლის 1’2 ნაწილით.
126 პრიმა არის ერთჯერადი ძალადობა და სისტემატიური ფსიქოლოგიური
126 არის მრავალჯერადი ძალადობა,ოჯახში ძალადობის დროს იქნება 11 პრიმა
126 პრიმა მუხლის დამამძიმებელი გარემოებები:
1.წინასწარი შეცნობით არასრუწლოვანის,უმწეო მდგომარეობაში მყოფის,ასევე შეზღუდული შესაძლბელობების მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ
2.არასრუწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრების მიმართ
3.ორი ან მეტი პირის მიმართ
4.ჯგუფურად

თემა 5
ძალადობის ფორმები
ფიზიკური ძალადობა - მასში იგულისხმევა ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობასთაბ დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა რაც იწვევა მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, მუქარა, შანტაჟი თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთუ მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ფსიქოლოფიური ძალადობა გულისხმობს ისეთ ქცევებს, რომლის მიზანიც არის აკონტროლოს, მართოს მსხვერპლის მოქმედებები და მსხვერპლი დაიმორჩილოს. მისი მიზანია მსხვერპლმა დაკარგოს საკთარი თავის რწმენა და მასზე მოძალადებემ მოიპოვოს სრული კონტროლი. ფსიქოლოგიური ძალადობა არის ყველაზე გავრცელებული ძალადობა, თუმცა მისი იდენთიფიცირება რთულია,ვინაიდან ესე აშკრა სამსილი არ არსებობს საიმისდ,რომ ფაქტი აღწერილი იყოს,მაგალითად სფიქოლოგიური ძალადობის დროს მსხვერპლზე არ რჩება ნაკვალევი ან სამხილი.
იძულება - ეს არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება რომლის შესრულებაც ან შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
სექსუალური ძალადობა - სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. ასევე სქესობრივი კავშირი, სექსუალური ხასიათის ქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ
ეკონომიკური ძალადობა - ქმედება რომელიც იწვევს საკვებით, საცხორებელი და ნორმალური პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების, შრომის უფლების შეზღუდვას, ასევე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვას ამით უარესდება პირია ეკონომიკური მდგომარეობა.
არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა - მშობლის, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა და ა.შ თუკი მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომახგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე.

თემა 6
სექსუალური შევიწროვება და მისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები
სექსუალური შევიწროვება არის დისკრიმინაციის ერთერთი ფორმა.
სექსუალური შევიწროვება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან არასიტყვიერი, ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული გარემოს შექმნას. სექსუალური შევიწროვება შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ფორმებით:
1. ფიზიკური ქცევა- არასასურველ შეხება სხეულის სხვადასხვა ადგილას, ფიზიკური ფორმა შეიძლება მოიცავდეს კოცნას, ჩქმეტას,ჩახუტებას და ა.შ
2. სიტყვიერი ანუ ველბარული - ქცევა გამოიხატება სექსუალური შინაარის ფრაზების თქმაში, შეურაცხმყოფელი შენიშვნებისა და კომენტარების გაკეთებაში
3. არასიტყვიერი, ანუ ვერბალური ქცევა - ნიშნავს სექსუალური ხასიათის ქცევა ჟესტიკულაციის გამოყენებით, ან კონკლუდენტური მოქმედებით განხორციელებულ ქმედებას,მაგალითად: სექსუალური ხასიათის ფოტოების ან ვიდეოების ჩვენება, წერილების გაგზავნა.

სექსუალური შევიწროვების დასადგენად მნიშვნელოვანია არსებობდეს შემდეგი გარემოებები ერთობლივად :
1. ადგილი უნდა ჰქონდეს სექსუალური ხასიათის ქცევას
2. ჩადენილი უნდა იყოს საჯარო სივრცეში
3. არასასურველი უნდა იყოს იმ პირისთვის ვის მიმართაც არის განხორციელებეული
4. მიზნად უნდა ისახავდეს ან იწვევდეს პირის ღირსების შელახვას
5. უნდა ქმნიდეს დამაშინებელ მტრულ დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს ადრესატისათვის.

სექსუალური შევიწროვება დასაქმების ადგილზე
სამუშაო ადგილზე შევიწროვებაა,როდესაც ხდება ცალკეული პირის მინართ სხვებთან შედარებით არახელსაყრელი გარემოს შექმნა, კონკრეტულ შემთხვევაში იგი ვლინდება არასასურველი მზერით, შეურაცხმყოფელი ხუმრობით, და ა.შ.
სექსუალური შევიწროვრბის ორი ძირითადი სახე არსებობს :
1. მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ, რომელიც ითვალისწინება სექსუალური ხასიათის მოთხოვნის არსებობას ქმედებაში და მისი მიზანია გავლენა მოახდინოს ადამიანის სამსახურსა და კარიერაზე, ამდროს ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ეს ხდება მაშინ როდესაც ხდება სამსახურეობრივი წახალისება, დაწინაურება, ხელფასის გაზრდა,სექსუალური კავშირის სანაცვლოდ.
ასევე შეიძლება სექსუალურ კავშირზე უარმა გავლენა მოახდინის პირის სამსახურეობრივ მოვალეობაზე.
2. ეს არის მტრული გარემოს შექმნა. მსხვერპლისათვის იქმნება არასასრუველი გარემო თუმცა არ გვხვდება სექსუალური ურთიერთობის მოთხოვნის ელემენტი.
სამუშაო ადგილზე სექსულაური შევიწროების დროს მსხვერპლს შეუძლია მიმართოს:
1.სასამართლოს 2.სახალხო დამცველს 3.მის ორგანიზაციაში არსებულ შიდა რეგულისების გასაჩივრების მექანიზმი

სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება განისაზღვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად -166’ მუხლით.
166’ მუხლი - საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არარასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა.პირის პასუხსიმგებლობა მძიმდება თუ სამართლადარღვევა ჩადენილი იქნება განმეორებით - ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში,წინასწარი შეცნობით არასრწულოვანის,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის,ორსული ქალის,შშმ პირის მიმართ ან არასრუწლოვანის თანდასწრებით,ასევე ორი ან მეტის პირის მიმართ.ჯარიმის ოდენობა იზრდება და ყველაზე მძიმე დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში ჯარიმასთან ერთად გათვალისწინებულია გამოსასწორებელი სამუშაო 1 თვის განმავლობაში ან ადმინისტრაციული პატიმრობა (10დღე).
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიზნებისთვის სექსუალური შევიწროების დასასდგენად მნიშვნელოვანია აშკარა გარემოებების არსებობა:
1.ადგილი უნდა ქონდეს სექსუალურ ქცევას
2.ჩადენილი უნდა იყოს საჯარო სივრცეში
3. არასასურველი უნდა იყოს იმ პირის მიმართ ვის მიმართაც ხორციელედება
4.მიზნად უნდა ისახავდეს იმ პირის ღირსების შელახვას
5.უნდა ქმნიდეს მტრული,დამამცირებელი,ასევე ღირსების შემლახველი შეურაცმყოფელი გარემოებების შექმნას.
სექსუალური შევიწროება უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი(ნებისმიერ პირს აქვს ყოფნის უფლება),ეს შესაძლოა იყოს ღია ან დახურული:
ღია სივრცე - ქუჩა,ეზო,პარკი
დარუხული სივრცე - კაფე,რესტორანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და.აშ

შევიწროვების მექანიზმები
ნებისმირ პირს, რომელიც მსხვერპლად მიიჩნევს თავს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი. პირის უფლება აქვს მოითხოვოს დისკრიმინსციული ქმედების შეწყვეტა ან მისი შედეგების აღმოფხვრა, ან მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურება. სასამარათლო სარჩელის შეტანიდან 3დღის ვადაში განიხილავს წარმოებაში მიღების საკითხს, ასევე მოსარჩელეს აძლევს ხარვეზების აღმოსაფხვრელად 3დღის ვადას, თუ წარმოებაში არ მიიღებს მაშინ ეს საჩივრდება კერძო საჩივრით სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ მისი გაცნობიდან 3დღის ვადაში. თუ საჩივარი დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლო საქმეს უბრუნენს პირველი ინსტანციის სასამარათლო საქმის განხილვის შედეგდ სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინსციის ფაქტის დადასტურების ან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მეორე მექანიზმი არის სახალხო დამცველისათვის მიმართვა. მისთვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადა არარის განსაზღვრული და ნებისმიერ დროს შეუძლია პირს მიმართვა. პირს რომელიც სახალხო დამცველს მიმართავს განცხადბით უნდა მიუთითოს ის ფაქტები, რომელიც სექსუალური შევიწროვების ვარაუდს იძლევა.
დისკრიმინაციის, სექსუალური შევუწროვების ფაქტი თუ დადასტურდა სახალხო დამცველი მოპასუხეს მიმართავს რეკომენდაციით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს
1. სექსუალური შევიწროვების შეწყვეტას ან მომავალში თავიდან აცილებას.
2. თუ იმ დროს რეკომენდაციის ადრესატი ორგანიზაცია ან დაწესებულება - სექსუალური შევიწროების პრვენციის შიდა მექანიზმის დოკუმენტის შემუშავებას. თუ ფაქტი არ დადასტურდა, სახალხო დამცველი წყვეტს საქმისწარმოებას.
სასამართლოსა და სახალხო დამცველის გარდა არსებობის შემთხვევაში მსხვერპლს შეუძლია გამოიყენოს შიდა გასაჩივრების მექანიზმები,შევიწროვების ფაქტზე საჩივრით შეუძლია მიმართოს მის ორგანიზაციაში არსებულ შესაბამის ორგანოს ან პირს.
კანონი ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს,სახალხო დამცველი აჩერებს საქმისწარმოებას თუ იმავე ფაქტობრივ გარემოებებს შეისწავლის სასამართლო და წყვეტს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება ამ გარემოებების შესახებ.

თემა7
ადევნება
ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს,მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას,ასევე შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვას,რადგანაც ადევნების ნებისმიერი ობიექტი,უპირველესყოვლისა,არის ფსიქოლოგიური ტეროტის მსხვერპლი.

ადევნება ხდება ერთი ინდივიდის მიერ ან მესამე პირის მეშვეობით,მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათევის მიმართ.
ადევნებაში იგულისმება:
-უკანონო თვალთვალი
-არასასურველი კომუნიკაციის დამყარება,ტელეფონის,ელექტრონული მესიჯით ან სხვა საშუალებით.
-ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება
ადევნება სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან მისი ოჯახის წევრის,ასევე ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს,რაც პირის ცხოვრების წესს მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას ქმნის.

თემა 8
126-ე პრიმას ელემენტები

თემა 9
შემაკავებელი და დამცავი ორდერი და განსხვავება მათი

ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედეების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოიცეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.ძირითადად ეს ორი ინსტრუმენტი ერთანეთის მსგავსი თუმცა მაინც არის განმასხვავებელი ნიშნებიი.შემაკავებელი ორდერის გამოსაცემად პირმა უნდა მიმართოს პოლიციას რომ მოხდეს დროული რეაგირება, ხოლო დამცავი ორდერის გამოსაცემად პირმა უნდა მიმართოს სასამართლოს,რის გამოაცემადაც მას აქვს 10 დღიანი ვადა.შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოთხოვნის უფლება ავქვს მსხვერპლს,ოჯახის წევრს, პირს რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო,ფსიოლოგიურ ან იურიდიულ დახმარებას და მეურვეობისა და მზუნველობის ორგანოს.
მისი გამოცემისთვის საჭიროა
1.ძალადობის ფაქტის არსებობა ან მოსალოდნელი საფრთხე
2.მსხვერპლი უნდა იყო ოჯახის წევრი ან არაოჯახისწევრის მხრიდან გენდერული მოტივით უნდა მოხდეს ძალადობა.
შემაკავებელ ორდერს გამოსცემს : პოლიციის უფლებამმოსილი თანამშრომელი,30 დღით,საჩივრდება პირველი ინსტანციის და შემდგომ სააპელაციო სასამართლოში, მოითხოვს მოძალადისგან ქცევის შეცვლაზე ორიენტირებულ სწავლის კურსის გავლას.
დამცავ ორდერს გამოსცემს : სასამართლო,9 თვემდე,შესაძლებელია მისი გგრძელება 3 თვით,სჩივრდება სააპელაციო სასამართ₾ოში,შეიცავს სწავლის კურსის გავლას.

თემა 10
ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების საფუძვლები, წესი და პროცედურები.
ელექტრონული ზედამხედველობა არის შემაკავებელი ორდერის აღსრულების ინსტრუმენტი ,რომლის საშუაებითაც შესაძლებელია მოძალადის კონტროლი მის მიერ მსხვერპლთან მიახლოების თავიდან ასაცილებლად.(მაქსიმუმ 30 დღით). ოქმი გადაეცემა სასამართ₾ოს 24 საათის განმავლობაში რის შესახებაც სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
მიზანი-მსხვერპლის დაცვა,თუ არსებობს მოძალადისგან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.
გეოგრაფიული ზონები
საგნგაშო ზონა-დაცვის შიდა ზონა,მსხვერპლის საცხოვრებლიდან ან სამუშაო ადგილიდან 100 მეტრის დაშორებით.
ბუფერული ზონა-დაცვის გარე ზონა-საგანგაშო ზონის ირგვლივ არსებული 500 მეტრიანი რადიუსი.
თემა 11
შემაკავებელი და დამცავი ორდერის მონიტორინგი -აკონტროლებს პოლიციის თანამშრომელი.შემაკავებელის დროს პოლიციის თანაშრომელი რისკების მიხედვით აფასეებს რმდენად საჭიროა მონტორინგი , ხოლო დანცავი ორდერის დროს მსხვერპლთან და მოძალადესთან ხორციელდეება თვეში მინიმუმ ერთი გასაუბრება და თვეში ერთხელ იბარებს პოლიციაში და ახორციელებს ვიზიტს მის საცხოვრებელ ადგილზე.
სავარაუდო მსხვერპლისთვის სტატუსის მინიჭების წესი-ძალადობის სავარაუდო მსხვერპლმა სტატუსი შეიძლება მიიღოს
ა.პოლიციის თანამშრომლის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცეის გზით.
ბ.სასამართლოს მიერ დამცავი ორდერის გამოცემის გზით.
გ.პროკურორის მიერ პირის დაზარალებულად ცნობით.
საელმწიფო სერვისები თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები-თავშესაფარი არის ძალადობის მსვერპლთა დროებით საცხოვრებელი ადგილი,რომელიც ემსახურება მსხვერპლისთვის ფსიოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას,იურდიულ და სამედიცინო დახმარებას და დაცვას.მსხვერპლის განთავსება ხდება 3 თვის (შესაძლებელია გახანგრძლივება).
კრიზისული ცენტრი არის მსხვერპლთაა დროებით განთავსების ადგილი თავშესარის მიცემამდე პირველადი სამედიცინო მომსახურების მიზნით..მსხვერპლსა და სააგენტოს შორის ფორმდება 3 თვემდე ვადით ხელშეკრულება,ხოლო სავარაუდო მსხვერპლსა და ცენტრს შორის 12 დღემდე ვადით.

თემა 12
ბავშვთა დაცვის რეფერირება,საფეხურები
რეფერირება ანუ მიმართვიანობა,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)პროცედურები დადგენილია მთავრობის დადგენილებით,რომმლის მიზანიცაა ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა,რეფერირების პროცედურების კოორდინირებული და ეფეფტიანი სისტემის ჩამოყალიბების გზით.
ბავშთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა მოიცავს
1.ძალდობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას
2.ბავშვის მდგომარეობის შეფასებას
3.ბავშვზე ძალადობის შემთხვევის შესახებ შესაბაისი ორგანოების ინფორმირებას
4.ბავშვის განთავსებას სპეციალურ დაწესებულებაში,რომელიც ხელს შეუწყობს მის უსაფრთხოებას.
5.ძალადობის შეთხვევაზე ზედამხედველობას.
რეფერირების პროცესში ჩართული სუბიექტები არიან პოლიცია,პროკურატურა,საბავშვო ბაღები,მანდატურის სამსახური,თავშესაფრები და ა.შ. ბავშვზეძალდობის გამოვლენა ევალებათ მათ და ასეთ შემთხვევაში დაუყონებლი უნდა მიმართონ დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და პოლიციას,რის შემდეგაც ისინი გაესაუბრებიან მსხვრპლს და პოლიციამ უნდა აღკვეთოს ძალადობის ფაქტი და შეატყობინოს სააგენტოს.პოლიციას შეეუძლია გამოწეროს შემააებელი ორდერიც.სააგენტომ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა ძალდობის ფაქტის აღმოსაფხვრელად და ბავშვვის დასაცავად.ბავშვის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო,ასევვე პოლიციელი თვალს ადევნებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვს და მის მდგომამრეობას ოჯახში.
კაზუსები

კაზუსი 1
1. ესმას,ქმარმა ორჯერ დაარტყა მუშტი ეს დავაკვალიფიცირდება - 126 პრიმა მუხლით,შემდეგ ქმარმა ესმას ტელეფონი დაუმტვრია,რომელიც 150 ლარი ოდენობის იყო - 11’კვალიფიკაცია იქნება 187-ე მუხლით თანახმად,150 ლარი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.შემდეგ ესმას ქმარმა, როდესაც ესმას დიშვილი შემოვიდა მათთთან,ესმას ქმარმა თმაზე მოქაჩა ესმას დიშვილს -კვალიფიკაცია 11 პრიმა მუხლი,რადგან დისშვილი არ ითვლება ოჯახის წევრად. ან მეორე ვარიანტი ესე დაკვალიფიცირდება -კვალიფიკაცია 126 -ე მუხლის დამამძიმებელი გარემოება არასრუწლოვნის მიმართ,მიუხედავად,იმისა,რომ ეს არასრუწლოვანი არ არის ოჯახის წევრი.

კაზუსი 2
2022 წლის აპრილში (ზუსტი რიცხვი და დრო დაუნდეგენელია) ირაკლიმ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით აუკრძალა მეუღლეს ( თეკლას) მისი ნებართვის გარეშე ქუჩაში,მაღაზიაში წასვლა და თუკი მისი ნებართვის გარეშე სადმე ნაბიჯს გადადგამდა დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.თეკლას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დაკვალიფიცირდება 11 პრიმა 151-ე მუხლის 1 ნაწილით და ‘’დ’’ ქვეპუნქტით.ასევე,2022 წლის აპრილის დაახლოებით 11:00ზე ირაკლიმ მეუღლეს ხელი მოუჭირა,მარჯვენა ხელის არეში,რა დროსაც თეკლამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრუწლოვანი 17 წლის შვილი - დაკვალიფიცირდება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ‘’გ’’ ქვეპუნქტით.

კაზუსი 3
ლეილა ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა შალვასთან
ერთად თანაცხოვრების პერიოდში,შალვა ხშირად სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა მეუღლეს,მიაჩნდა რომ ქალის მთავარი მოვალეობა იყო საოჯახო საქმეების კეთება და ბავშვის აღზრდა.მორიგი კონფლიქტის შემდეგ,ლეილამ სცადა მოკვლა და დიდი რაოდენობით წნევის დამწევი საშუალებები დალია,თუმდა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად,მოხერხდა მისი გადარჩენა.აღნიშნული შემთხვევის შემდეგ,ლეილა ქმარს გაშორდა და საცოხვრებლად თავისი მშობლების სახლში გადავიდა -კვალიფიკაცია 126 პრიმა მუხლი ფაქტობრივი ქორწინეაც ოჯახის წევრობას მიგვანიწშნებს,ასევე იქნება 11 პრიმა მუხლის და 115 მუხლის მე-2 ‘’ბ’’ ქვეპუნქტი.
შალვასთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი.ერთ დღეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შალვა მივიდა ლეილას მშობლების სახლში,თუმდა იქ არავინ არ დახვდა.ამის შემდეგ შალვა მივიდა ლეილას მშობლების მეზობლებთან და უთხრა - ლეილას მშობლებისთვის გადაეცა,რომ სახლს გადაუწვავდა.მეზობელმა იმავე დღესვე გადასცა ლეილას მშობლებს შალვას დანაბარები,რომლებმაც მაშინვე მიმართეს პოლიციას,რადგან იფიქრეს,რომ შალვას რეალურად შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

კაზუსი 4
კახა და ნინო ფიქტიურ ქორწინებაში არიან,რამდენიმე წელია.კახა სულ ეუბნებოდა შურაცმყოფელ სიტყვებს ნინოს,ისეთ რეპლიკებს,როგორიცაა უსაქმური ხარ და.აშ
შემდეგ ნინო წავიდა თავისი მშობლების სახლში კახას დაუკითხავად,კახამ ამის გამო ნინოს შეასხა ბენზინი და ნინომ მიიღო 70%დამწვრობა და 12 დღეს გარდაიცვალა.
პასუხი:126პრიმა მუხლი,რადგან ნინო იყო სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ,რაც იწვევდა ნინოს ტანჯვას.ხოლო კახას მიერ ჩადენილი ქმედება (ბენზინის შესხმა) დაკვალიფიცირდება 11’პრიმა მუხლით,ასევე 109 მუხლის ბ,თ,კ,მ ქვეპუნქტებით.
ბ - სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების გამოყენებით
თ - გენდერის ნიშნით
კ - ოჯახის წევრის
მ - განსაკუთრებული სისასტიკით

კაზუსი 5
ალეხანდრო და ესმერალდა იმყოფებოდნენ რეესგისტრირებულ ქორწინებაში.ერთად ცხოვრების პერიოდში,ალეხანდრო გარკვეული პერიოდულობით ფიზიკურად ძალადობდა ესმერალდაზე.ესმერალდა ერთი თვის განმავლობაში ხშირად გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი,თუმდა კონკრეტული თარიღების და პერიოდს ვერ იხსენებს.ფიზიკურ ძალადობასთან ერთად თან ახლვდა სიტყვიერი შეურაცყოფები.ალეხანდრო მეუღლეს თითქმის ყოველდღიურად ეუბნდებოდა,რომ არაფრის მაქნისი არ იყო და ასე ცოლი არ სჭირდებოდა
პასუხი :ერთი თვის განმავლობაში,როდესაც ურტყამდა ესმერალდას ეს იქნება 11 პრიმა 126-ე მუხლის 2 ნაწილი.

კაზუსი 6
ანა და გივი 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარესგიტრირებულ ქორწინებაში.ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ ურთიერთობა დაეძაბათ,ჰქონდათ ხშირი კონფლიქტები,რაც გამოიხატებოდა გივის მიერ ანას მიმართ განხორცეიელებულ ძალადობაში,კერძოდ,გივი თავის მეუღლეს ბოლო ერთის წლის განმავლობაში ხშირად სცემდა ხელებისა და ფეხების გამოყენებით. 11 პრიმა 126-ე მუხლის 1-2 ნაწილი

თანაცხოვრების მე 2 წელს ანა დაშორდა მეუღლეს,წამოვიდა სახლიდან და თავის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად,რადგან ვეღარ გაუძლო გივის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას,ასევე გივი ეუბნებოდა,რომ თუ დაშორდება ის მას დაასახიჩრება ისე,რომ მას არავინ შეხედავდა - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1 ნაწილით. ასევე უნდა გამოვიყენოთ 150-ე მუხლი იძულება მუქარის ხერხით.ანა მოქმედებს თავისი ნების საწინააღდმეგოთ და მუქარი ხერხით იმიტომ,რომ გივი ემუქრება მას სახის დასახიჩრებით.
დაშორების მიუხედავად,გივი ანს მოსვენებას არ აძლევდა.2018 წლის 5 სექტემბერს გივი დაუკავშირდა ანას მამას-ჯემალის და უთხრა,რომსახლს გადაუწვავდა,რადგან მას ადანაშაულებდა ანას დაშორების გამო.ჯემალი ძალიან შეაშინა გივის სიტყვებმა და იფიქრა,რომ მას მართლაც შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლით,ეს არის მუქარა,რადგანაც გივი ანას მამას (ჯემალის) ემუქრება სახლის გადაწვით.

ოჯახში ძალადობის მახასიათებლები
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ძალადობაა,რომელიც მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას.
მისი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი არის ის რომ ძალადობა ხდება ოჯახის წევრებს შორის.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით, უგულვებელყოფითა და იძულებით.
იმისათვის რომ ქმედება ჩაითვალოს ოჯახში ძალადობად, მას უნდა ახასიათებდეს პირველ რიგში ის, რომ ხდებოდეს ოჯახის წევრებს შორის, ოჯახში ძალადობა არ შემოიფარგლება ერთჯერადი აქტით და ახასიათებს ზრდის ტენდენცია და განმეორებითობა. ასევე მას ახასიათებს ძალთა ასიმეტრია, ანუ მოძალადე ყოველთვის უფრო ძლიერია ფიზიკურად ან აქვს სხვა რაიმე უპირატესობა ვიდრე მსხვერპლს.
ასევე ოჯახში ძალადობა უდიდეს გავლენას ახდენს სხვა ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით არასრულწლოვნებზე და ძალადობის შედეგად დაზარალებული ყველაზე ხშირად არის ქალი რაც თავისთავად ნიშნავს რომ ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს ქალებზე.

126’ მუხლის დახასიათება (ოჯახში ძალადობა)

ძალადობის ფორმები და ელემენტები
ფიზიკური ძალადობა - მასში იგულისხმევა ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობასთაბ დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა რაც იწვევა მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, მუქარა, შანტაჟი თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთუ მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ფსიქოლოფიური ძალადობა გულისხმობს ისეთ ქცევებს, რომლის მიზანიც არის აკონტროლოს, მართოს მსხვერპლის მოქმედებები და მსხვერპლი დაიმორჩილოს. მისი მიზანია მსხვერპლმა დაკარგოს საკთარი თავის რწმენა და მასზე მოძალადებემ მოიპოვოს სრული კონტროლი.
იძულება - ეს არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება რომლის შესრულებაც ან შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
სექსუალური ძალადობა - სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. ასევე სქესობრივი კავშირი, სექსუალური ხასიათის ქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.
ეკონომიკური ძალადობა - ქმედება რომელიც იწვევს საკვებით, საცხორებელი და ნორმალური პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების, შრომის უფლების შეზღუდვას, ასევე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვას ამით უარესდება პირია ეკონომიკური მდგომარეობა.
არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა - მშობლის, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა და ა.შ თუკი მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომახგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე.

ადევნება
ადევნება - ეს არის პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

კაზუსი 1
ირაკლი და თეკლა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. - მეუღლეები
2022წელს ირაკლიმ რამდენჯერმე იძალადა თეკლაზე,კერძოდ:
1.2022 წლის 5 მარტს,დაახლოებით 11:00 საათზე,ირაკლიმ მეუღლეს ხელი მოუჭირა მარჯვენა ხელის არეში,რა დროსაც თეკლამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.არნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი 17 წლის შვილი - 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’
2.2022 წლის 10 აგვისტოს,დაახლოებით 22: საათზე,ირაკლიმ მუსტიდაარტყა მეუღლეს სახეში,რა დროსაც თეკლამ განიცადა ფიზიკური ტკივილი,აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი 17 წლის შვილი - 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’
3.2022 წლის 20 ნოემბერს,დაახლოებით 19:00 საათზე,ირაკლიმ რამდენჯერმე დაარტყა ხელი მეუღლეს სახისა და თავის არეში,რა დროსაც თეკლამ განიცადა ფიზიკური ტკივილი,არნიშნულ ფაქტს შეესწრო მატი 17 წლის შვილი - 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’
ზემოაღნიშნულის გარდა,2022 წლის აპრილში (ზუსტი რიცხვი და დრო დუდგენელია),ირაკლიმ გენდერული ნიშნით შეუწყალებლობის მოტივით აუკრძალა მეურლეს-თეკლას მისი ნებართვის გარეშე ქუჩაში,მაღაზიაში წასვლა და თუკი ნებართვის გარეშე გადადგამდა ნაბიჯს,დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.თეკას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. -
11 პრიმა 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

კაზუსი 2
40 წლის კახა და 38 წლის ნინო რამდენიმე წელია,რაც მეუღლეები არიან და იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში. – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები
კახა არის ძალიან ეჭვიანი და ნინოს ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყფას. თითქმის ყოველდღე ამცირებს (ეძახის სულელსა და გაუნათლებელს),ეუბნევა რომ სახლს არ ალაგებს და ბავშვებს სათანადოდ არ უვლის,რასაც კახა ქალის მოვალეობად მიიჩნებს - 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი.
კახას ასეთი მოქცევის შედეგად ნინოს აქვს სტრესი და განიცდის ტანჯვას.კახას ასეთი ქცევის მიუხედავად,ნინო ერიდება ამ ფაქტების გახმაურებას,რადგან ეს მიაჩნია ოჯახის სირცხვილად და ამიტომ არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.
2018 წლის 13 აპრილს,იმ მოტივით,რომ ნინო ქმრის დაუკითხავად მშობლებთან წავიდა,კახამ ბენზინი მიასხა მეუღლეს და ცეცხლი წაუკიდა. რამდენიმე წუთში ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება მივიდა. ნინო გადაიყვანეს რეანიმაციაში,რომელსაც სხეულის 70 % ჰქონდა დამწვარი. 12 დღის შემდეგ დაზარალებული გარდაიცვალა - 11 პრიმა,109-ე მუხლის ,,კ’’, ,,ლ’’ , ,,თ’’ პუნქტი.

კაზუსი 3
ლეილა ფაფქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა შალვასთან - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები.
ერთად თანაცხოვრების პერიოდში,შალვა ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. მიაჩნდა,რომ ქალის მთავარი მოვალეობა იყო საოჯახო საქმეების კეთება და ბავშვის აღზრდა.
მორიგი კომფლიქტის შემდეგ,ლეილამ სცადა თავის მოკვლა და დიდი რაოდენობით წნევის დამწევი საშუალებები დალია,თუმცა,დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, მოხერხდა მისი გადარჩენა - 11 პრიმა 115-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
აღნიშნული შემთხვევის შემდეგ,ლეილა ქმარს გაშორდა და საცხოვრებლად თავისი მშობლების სახლში გადავიდა.
შალვასთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, ერთ დღეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შალვა მივიდა ლეილას მშობლების სახლში,თუმცა იქ არავინ დახვდა. ამის შემდეგ,შალვა მივიდა ლეილას მშობლების მეზობელთან და უთხრა - ლეილას მშობლებისთვის გადაეცა,რომ სახლს გადაუწვავდა.მეზობელმა იმავე დღესვე გადასცა ლეილას მშობლებს შალვას დანაბარები,რომლებმაც მაშინვე მიმართეს პოლიციას,რადგან იფიქრეს,რომ შავას რეალურად შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

კაზუსი 4
ერთად თანაცხოვრების პერიოდში, ალეხანდრო გარკვეული პერიოდულობით ფიზიკურად ძალადობდა ესმერალდაზე. ესმერალდა ერთი თვის განმავლობაში ხშირად გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი,თუმცა კონკრეტულ თარიღებსა და პერიოდს ვერ იხსენებს - 11 პრიმა 126 - მუხლის 12 ნაწილი.
ფიზიკურ ძალადობას თან სდევდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ალეხანდრო მეუღლეს თითქმის ყოველდღე უმეორებდა რომ არაფრის მაქნისი არ იყო და ასეთი ცოლი არ სჭირდებოდა. – 126- ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი.
2022 წლის 25 აპრილს,ალეხანდრო მოკვლით დაემუქრა მეუღლეს თუ პოლიციას შეატყობინებდა ძალადობის შესახებ.ესმერალდას ძალიან შეეშინდა ალეხანდროს მუქარის,რადგან ფიქრობდა,რომ ალეხანდროს წარსულიდან გამომდინარე,მას ნამდვილად შეეძლო მისი მოვლა - 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

კაზუსი 5
ესმა და ლერი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში - მეუღლეები.
აღნიშნულ წყვილს ხშირად აქვთ კონფლიქტი.ერთ საღამოს დაბრუნებულმა ლერიმ,სრულიად უსაფუძვლოდ, ჩხუბი დაუწყო მეუღლეს, ესმამ სცადა სიტუაციის განმუხტვა,თუმცა ლერიმ ორჯერ დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში - 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი.
ასევე,დაუმტვრია მობილური ტელეფონი,რომლის ღირებულებამ 150 ლარი შეადგინა -
11 პრიმა 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
ამ დროს,ოთახში შემოვიდა მათთან სტუმრად მყოფი ესმას 15 წლის დისშვილი,რომელმაც დაინახა,თუ როგორ დაარტყა მუშტი ლერიმ თავის მეუღლეს,ლერიმ აგრესია ბავშვის მიმართაც გადაიტანა და ძლიერად მოქაჩა თმები არასრულწლოვანს,რამაც ამ უკანსაკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. – 126-ე მუხლის 12 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

კაზუსი 6
ანა და გივი 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარესგიტრირებულ ქორწინებაში.ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ ურთიერთობა დაეძაბათ,ჰქონდათ ხშირი კონფლიქტები,რაც გამოიხატებოდა გივის მიერ ანას მიმართ განხორცეიელებულ ძალადობაში,კერძოდ,გივი თავის მეუღლეს ბოლო ერთის წლის განმავლობაში ხშირად სცემდა ხელებისა და ფეხების გამოყენებით. - 11 პრიმა 126-ე მუხლის 1-2 ნაწილი
თანაცხოვრების მე-2 წელს ანა დაშორდა მეუღლეს,წამოვიდა სახლიდან და თავის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად,რადგან ვეღარ გაუძლო გივის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას,ასევე გივი ეუბნებოდა,რომ თუ დაშორდება ის მას დაასახიჩრება ისე,რომ მას არავინ შეხედავდა - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1 ნაწილით.
ასევე უნდა გამოვიყენოთ 150-ე მუხლი იძულება მუქარის ხერხით. ანა მოქმედებს თავისი ნების საწინააღდმეგოთ და მუქარი ხერხით იმიტომ,რომ გივი ემუქრება მას სახის დასახიჩრებით.
დაშორების მიუხედავად,გივი ანს მოსვენებას არ აძლევდა.2018 წლის 5 სექტემბერს გივი დაუკავშირდა ანას მამას-ჯემალის და უთხრა,რომ სახლს გადაუწვავდა,რადგან მას ადანაშაულებდა ანას დაშორების გამო. ჯემალი ძალიან შეაშინა გივის სიტყვებმა და იფიქრა,რომ მას მართლაც შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1 ნაწილით ,ეს არის მუქარა,რადგანაც გივი ანას მამას (ჯემალის) ემუქრება სახლის გადაწვით.

კაზუსები
1კაზუსი

ნინო და ნუკრი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, 2020 წლის თებერვალში ნინო სტუმრად იმყოფებოდა, თავისი მაზლის სოსოს სახლში.
სოსოს ცოლს, ციალას და ნინოს ყოველთვის ქონდათ დაძაბული ურთიერთობა.
თებერვალში ვიზიტის დროს ციალასა და ნინოს შორის კვლავ მოხდა მორიგი კონფლიქტი,კერძოდ ციალამ ნინოს თავში ჩაარტყა იატაკის საწმენდი ჯოხი,ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.ნინო ქონების გადაწვით დაემუქრა. აღნიშნული ხმაურის დროს ოთახიდან გამოვიდა ნინოსა და ციალას დედამთვილი,რომელმაც სცადა სიტუაციის განმუხტვა და აიღო თავისი კუთვნილი მობილური, პოლიციაში დარეკვის მიზნით, ამის დანახვაზე ნინომ გამოგლიჯა ტელეფონი დედამთილს და დაამტვრია,რომლის ღირებულება 151 ლარი იყო.
საბოლოოდ ნინოსა და ციალას დედამთილმა მაინც მოაცერხა პოლიციის გამოძახება, პოლიციის ადგილზე გამოცხადების შემდეგ საპატრულო პოლიციის დეპარტამენნტის ინსპ. გამომძიებელმა გამოწერა, შემაკავებელი ორდერი ნინოსა და ციალას მიმართ. ერთი ორდერით მსხვერპლად იქნა მიჩნეული ნინო, მოძალადედ ციალა, ხოლო მეორე შემაკავებელი ორდერით ინსპ.გამომძიებელით მსხვერპლად სცნო ციალა,მოძალადედ ნინო.

პასუხი:
1 ნაწილი - ნინო და ციალა ოჯახის წევრებები არ არიანრადგან არ ეწევიან ოჯახურ მეურვეობა.
2 ნაწილი - ციალას ქმედება,როდესაც თავში ჯოხი ჩაარტყა ეს არის ჩვეულებრივი 126-ე მუხლის 1 ნაწილით,კერძოდ სხვაგვარი ძალადობა.ციალას ქმედება,როდესაც მან თავში ჯოხი ჩაატყა,რადგან ციალას ნინოსთვის ფიზიკური ტკივილი.
ნინოს ქმედება არის 151-ე მუხლის 1ნაწილი ქონების განადგურებით.
ნინოს ქმედება როდესც დედამთილს დაუმტვრია ტელეფონი ეს არის 11-პრიმა 187-ე მუხლის 1 ნაწილით.

3 ნაწილი - შემეკავებელი ორდერი გამოიცემა შინ,როდესაც არიან ოჯახის წევრები ან გენდერული ნიშნით ხდება შემეკავაბელი ორდერის გამოყენება,შესაბამისად,კონრეტული კაზუსის და გარემოების მიხედვით შემაკავებელი ორდერი არ უნდა გამოწერილიყო.ამ შემთხვევაში ნინო და ციალა არ არიან ოჯახის წევრები.საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინპექტრო გამომძიებელს შემაკავებელი ორდერი არ უნდა გამოეწერა.მაგრამ ზოგადად ინსპექტორ გამომძიებელი უფლებამოსილია გამოწერს შემაკავებელი ორდერი.
ამის შემდეგ ინსპ.გამომძიებელმა 24 სთს ვადაში მიმართა სასამართლოს შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე. ინსპეტქრო გამომძიებელს არ უნდა მიემარათა სასამართლოსთვის,რადგან სასამართლოსთვის მიმართვის ვალდებულება შემაკავებელი ორდერის გამოწერის დროს აღარ არსებობს.

კაზუსი 2

45 წლის ლელამ,იმ მოტივით,რომ მისმა 15 წლის შვილმა - ანამ სკოლაში მიიღო დაბალი შეფასება,ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა ბავშვზე,კერძოდ,არასრუწლოვანს მიაყნა სიტყვიერი შეურაცყოფა.
ანამ პოლიციას მიმართა დასახმარებლად ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უმცროსი გამომძიებლის მიერ შეფასდა ძალადობის განმეორების რისკები,რა დროსაც დადებითი პასუხი დაფიქსირდა 3 ერთქულიან შეკითხვაზე.
ვინაიდან ქულათა ჯამმა შეადგინა 3 ქულა უმცროსი გამომძიბელის მიერ ძალადობის განმეორების რისკად შეფასდება რისკი,რის საფუძველზეც გამოსცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით.
ვინაიდან საკითხი არასრუწლოვანს შეეხებოდა გამომძიებელმა შემაკავებელი ორდერი შეადგინა 4 ეგზემპლარად ერთი ეგზემპლარი გაეგზავნა მერუვეობისა და მზრუნევლოების ადგილბრივ ორგანოს.

პასუხი:
მოძალადის მიერ შემაკავებელი ორდერი გასაჩივრდება მისი ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში მის გამომცემ ორგანოში,კერძოდ,რუსთავის საქალაქო სამმართველოში.
ლელას ქმედება როდესაც მან მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა და მასზე იძალადა ფსიქოლოგიურად დაკვალიფიცირდება 126-ე პრიმა მუხლის 2 ნაწილის ‘’ბ’’ ქვეფუნქტით,რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგირ ძალადობას არასრუწლოვნის მიმართ.
რაც შეეხება უმცროს გამომძიებელს მას არ აქვს უფლება გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.
შემაკავებელი ორდერი არ უნდა გამოცემულიყო 30 დღის ვადით,რადგან რისკების შეფასების დროს ქულათა ჯამს არ აქვს მნიშვნელობა,ამ შემთხვევაში იმისთვის რომ იყოს საშულოა რისკი ერთ 3 ქულიან კითხვაზე უნდა იყოს დადებითი პასუხი,შესაბამისად,ამ შემთხვევაში სახეზეა რისკების შეფასების დაბალი რისკი,რადგან დადებითი პასუხი იყო 1 ქულიან კითხვაზე.შესაბამისად,უმცროსი გამომძიებელის ქმედება არ არის კანონიერი.
4 ეგზემპლარად,რომ შეადგინა ეს არის სწორი.
გასაჩივრების ვადები სწორია,მაგრამ უნდა გაესაჩივრებინა საქალაქო სასამართლოში და არა სამმართველოში.

კაზუსი 3
ერთ-ერთ რაიონში მცხოვრებ 15 წლის ანას მამა თიქთმის ყოველდღე მოუწოდებს,რომ აუცილებლად უნდა გაჰყვეს ცოლად 20 წლის ჯემალს.
თავიდან ანა მამის მოთხოვნას ყურადღებას არ აქცევდა,თუმცა შემდეგ მამამ კიდევ უფრო ინტენსიურად დაიწყო შვილის შეწუხება.უმუქრებოდა,რომ თუ მის მოთხოვნას არ შეასრულებდა,სკოლიდან გამოიყვანდა სახლში გამოკეტავდა,ასევე ეუბნებოდა,რომ თუ არ დაქორწინდებოდა მის ოჯახზე ცუდად ილაპარაკებდნენ და თითით საჩვენებელი გახდებოდნენ.
ანამ მასწავლებლის დახმარებით,პოლიციას შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ,რის გამო ქორწილი ჩაიშალა.
რამდენიმე დღეში ჯემალიმ 3 მეგობრის დახმარებით ქორწილის მიზნით მოიტაცა თავისივე თანასოფლელი 15 წლის გურანდა.

პასუხი:
მამის მუქარა დაკვალიფიცირდება 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ‘’გ’’ ქვეპუნქტი,რადგან ისისნი არიან ოჯახის წევრები და მამა მუქარას ახორციელებდა არასრუწლოვანი შვილის მიმართ.
მეორე ნაწილი- 11, 150’ 2ნაწილი (ა) ქვე პუნტქი ( ქორწინების იძულება და აქ მუქარა არის ხერხი)
ჯემალის ქმედება არის 143-ე მუხლის 3 ნაწილის ‘’დ’’ქვეპუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა)არასწრულოწვნის მიმართ.

კაზუსი 4
ესმა და ვალერი კურსელები არიან.
ვალერის, მეგობრობის გარდა, გარკვეული სიმპათიები აქვს ესმას მიმართ, რის გამოც მასთან ახორციელებს ხშირ კომუნიკაციას. მიუხედავად იმისა, რომ ვალერის სმს შეტყობინებები მომაბეზრებელია ესმასთვის, იგი მაინც ცდილობს, რომ მას თავაზიანად უპასუხოს.
ინტერნეტის გამოყენებით კომუნიკაციის გარდა, ეალერი ცდილობს, რომ ესმასთან ფიზიკური სიახლოვეც ჰქონდეს. ამის გამო, ყოველთვის უნივერსიტეტის კართან ხვდება ესმას,მიაცილებს აუდიტორიამდე, ელოდება ლექციის დასრულებას და შემდეგ ისევ უკან მიჰყვებაგოგონას.
ესმასთვის ეს ყველაფერი შემაწუნებელი გახდა და ვალერის მოუწოდა, რომ შეეწყვიტა ეს
ქმედებები, რადგან მისთვის იყო დამთრგუნველი და მასში იწვევდა უარყოფით ემოციებს.
ვალერიმ არ გაითვალისწინა ეს თხოვნა და აუხსნა, რომ მას მოსწონდა იგი და არ აპირებდა
უკან დახევას.
ამან გოგონა კიდევ უფრო შეაშინა და დათრგუნა
პირველ ეტაპზე, ესმამ facebook ზე დაბლოკა - ვალერის პირადი გვერდი, თუმცა ამ
უკანასკნელმა მაინც გააგრძელდა ესმასთან პირდაპირი ურთიერთობა უნივერსიტეტის
გარდა, იგი სახლშიც აკითხავდა გოგონას და სინოვდა, რომ მისთვის მოესმინა და
დალაპარაკებოდა. ამ ყველაფრის გამო ესმა გახდა დათრგუნული, ჩაიკეტა საკუთარ სახლში და აღარ სურდა უნივერსიტეტში სიარული.
ვალერის ქმედებები ესმასთვის დღითიდღე უფრო აუტანელი ხდებოდა, რის გამოც მან
მიმართა პოლიციას და ითხოვა დახმარება, მათ შორის, პოლიციელს სთხოვა შემაკავებელი
ორდერის გამოცემა, თუმცა ამ უკანასკნელის განმარტებით, ვერ უზრუნველყოფდა ორდერის გამოცემას, რადგან იგი არ იყო ვალერის ოჯახის წევრი.
პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ, ვალერიმ დაურეკა ესმას და შეხვედრა სთხოვა. ესმა
დათანხმდა ვალერისთან შეხვედრას. შეხვედრისას ვალერიმ თმებში ძლიერად მოქაჩა ესმას
და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ესმამ მაშინვე დარეკა 112 ში და ითხოვა პოლიციის
დახმარება.

პასუხი:
აქ სახეზეა სსკ-ის 151’ მუხლი ადევნება, რადგან ვალერი ესმასთან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონის საშუალებით,ასევე ხვდებოდა უნივერსიტეტის და სახლის კართან,რასაც ქონდა სისტემატური სახე და ესმაში იწვევდა ფსიქიკურ ტანჯვას, რამაც აიძულა შეეცვალა ცხოვრების წესი, ჩაიკეტა სახლში და აღარ სურდა უნივერსიტეტში სიარული.

2 ნაწილი -პოლიციელის ქმედება, როდესაც მან არ გამოწერა შემაკავებელი ორდერი არ იყოს სწორი,ვინაიდან გენდერზეც ხდება ორდერის გამოცემა.კაზუსიდან გამომდინარე ადევნების დროსაც უნდა გამოიწეროს ორდერი.

მესამე ნაწილი- ვალერის ქმედება დაკვალიფიცირდება 126 მუხლის 1 ნაწილით, კერძოდ სხვაგვარი ძალადობა, რაც გამოიხატება თმების ძლიერად მოქაჩვაში.

კაზუსი 5
მაია და გელა არიან არარესგისტრირებულ ქორწინებაში 10 წელია, მათთან ამ წლების მანძილზე ცხოვრობს გელას დედა ნათელა.
ცხადზე ცხადია,რომ ოჯახის წევრები არიან ნათელა და მაია

მაიას და ნათლას ქონდათ დაძაბული ურთიერთობდა და ამის გამო გელა და მაია გადავიდნენ ცალკე, ამის შემდეგ გელამ დაიწყო დალევა და სისტემატურად აყენებდა შეურაცყოფას მაიას, თრგუნავდა და ანადგურებდა
მაია გაშორდა გელას, გელა ტელეფონზე ურეკავდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
შემდეგ, მაიას სკოლის ან ბავშვი გამოვდა და დედამთილი რომ შეხვდა სკოლასფან თმები ძლიერად მოქაჩა და შეურაცყოფა მიაყენა.

პასუხი:
1 ნაწილი - ( 126’ 1 ნაწილი, ფსიქოლოგიური ძალადობა, რადგან სისტემატური ხასიათი ქონდა და მაია განიცდიდა სულიერ ტანჯვას და დამცირებას)

2 ნაწილი ( 11’, 151მ-ის 2ნ. “დ” ქვპ. მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ სისცოხლის მოსპობით და მაიას მართლა უჩნდებოდა ამის გამხორციელების შიში.

3 ნაწილი ( 126’ მუხლის 2ნ. “ბ” ქვპ. ძალადობა არასრულწოვანის თანდასწრებით, რითაც მაიამ განიცადა ფიზიკური ტკივილი )

კაზუსი 6
30 წლის ნინომ , რომელიც ცხოვრობს თბილისში,გრიბოედოვის ქუჩა 30,განცხადება შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში,მისი ყოფილი მეუღლის შალვას მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.
ნინონო მოძალადის საცხოვრბეელ და ძალადობის განხორციელების ადგილად მიუთითებდა ქ.ქუთაისს,სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით შეიტანა განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლომ წარმოებაში მიიღო ნინოს განცხადება,რომელიც კანცელარიაში რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში თანდართულ მასალებთან ერთად გაეგზავნა შალვას,რომლის წინააღმდეგაც იყო განცხადება შეტანილი.
3 დღის ვადის გასვლის შემდეგ,შალვას სასამართლოში რაიმე მტკიცებულება ან დოკუმენტი არ წარუდგენია.
მოსამართლემ ნინოს განცხადების კანცელარიაში რეგისტრაციიდან 20 დღის გასვლის შემდეგ ჩანიშნა სასამართლო განხილვა და მიიღო გადაწყვეტილება 8 თვის ვადით დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე,რომლის საფუძველზეც მოძალადის მიმართ დააწესა ელექტრონული

პასუხი:
1 ნაწილი - კაზუსიდან გამომიდინარე აღნიშნული ქმედება,რომ ნინომ განცხადება შეიტანა ქალაქ ქუთაისში არ არის სწორი,მას ეს განცხადება უნდა შეეტანა სმხერპლის ადგილსამყოფელის მიხედვით.
2 ნაწილი -სასამართლოს საბუთები შალვასთვის უნდა გაეგზავნა 24 საათის განმავლობაში და 3 დღე არ არის სწორი.
შალვას სწორედაც რომ 3 დღე აქვს მტკიცებულებების და დოკუმენტების წარსადგენად.
სასამართლოს პროცესი უნდა ჩაენიშნა 10 დღეში,რადგან განცხადების შეტანიდან 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს.
სასამართლოს არ უნდა დაეწესებინა ელ,ზედამხედველობა,რადგან აღნიშნული გამოიყენება მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემთხვევაში.

კაზუსი 7
2021 წლის25 იანვარს,ძმებს კონფლიქტი მოუვიდათ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით,კერძოდ,გიორგიმ გელა მიაყენა სიტყვიერი სეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
გელა გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში და მოითხოვა შეასაბამისი რეაგირება.ამავე სამმაღთველოს უბნის უმცროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა შეაფასა ძალადობის განმეორების რისკები,რის საფუძველზეც დადებითი პასუხი დაფიქსირდა მხოლოდ ერთქულიან და სამქულიან შეკიტხვებზე.უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ აღნიშნული რისკი შეფასდა ძალადობის განმეორების მაღალ რისკად,რადგან გელამ გასაუბრებისას მიუთითა,რომ მისი ძმის მხრიდან განხორციელებული მუქარა რეალურად აღიქვა და ავს საფუძვლიანი შიში იმისა,რომ ამ მუქარის სისრულეში მოიყვანს.უბნის უმცროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი 20 დღის ვადით,რომელიც შეადგინა ორ ეგზემპლარად.ერთი ეგზემპლარი გადასცა მსხვერპლს,ხოლო მეორე ეგზემპლარი გაუგზავნა შსს მომსახურბეის სააგენტოს,ვინაიდან მოძალადეს შემაკავებელი ორდერით აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის მოპოვება.
უბნის უმცრომს აინსპექტორ-გამომძIებელმა გელა სგანუმარტა,რომ ვინაიდან გამოსცა შემაკავებელი ორდერი,ამაის პარალელურად ვერ დაიწყებდა გამოძიებას,ვინაიდან ერთდორულად შეუძლებელი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და სისხლის-სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება.

პასუხი:
1 ნაწილი- ესენი არიან ოჯახის შევრები,შესაბამისად,გიორგის ქმედება არის 126 პრიმა მუხლის 1 ნაწილი (ფსიქოლოგიური ძალადობა)

მეორე გიორგის ქმედება - 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილი ‘’დ’’ ქვეპუნქტი,კერძოდ,მუქარა სიცოცხლის მოსპობით,ოჯახის წევრის მიმართ,რაც მსხვერპლისთვის რეალურად აღსაქმელია.

მესამე ნაწილი-შემავებელი ორდერის გამოწერის უფლება უბნის უმცროს ინცპექტროს გამოცემის უფლება არ აქვს,რადგან არ არის უფლებამოსილი პირი.მაღალ რისკად არ უნდა შეეფასებინა,რადგან მაღალი რისკი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც დადებითია ერთ 5 ქულიანი კითხვაზე მაინც და ამ შემთხვევაში 3 ქულიან კითხვაზეა დადებითი პასუხი,შესაბამისად დაბალია რისკი.

20 დღის ვადით არ უნდა გამოეწერა,რადგან უმცროსმა ინსპექტრ გამომძიებლმა შეაფასა მაღალ რისკად და უნდა გამოეცა 30 დღით შემაკავებელი ორდერი.
უმცროსი ინსპეტორ გამომძიებლის მიერ განმარტებული საკითხი,რომ იგი ვერ დაიწყებდა გამოძიებას არ არის სწორი,რადგან შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემთხვევაში შესაძლებელია დაიწყოს სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედებები.

კაზუსი 8
საშუალო რისკზე გამომძიებელ-ინსპექტორმა 20 დღის ვადით გამოსცა შემაკავებელი 2 ეგზემპლარად.იმავე დღეს გადასცა მოძალადეს.
მოძალადემ გაასაჩივრა 7 დღეში საქალაქო სასამართლოში.მსხვერპლმა ითხოვა თავშესაფარში გადაყვანა.უარი უთხრეს რადგან არ გაქვს მსხვერპლის სტატუსიო,რომელსაც მხოლოდ სასამართლო ან პროკურორი ანიჭებს

პასუხი:

1 ნაწილი - საშუალო რისკზე გამომძიებელ-ინსპექტრომა 20 დღის ვადით რო გამოსცა შემაკავებელი ორდერი სწორია,რადგან საშუალო რისკზე შესაძლებელია 30 დღემდე გამოიცეს შემაკავებელი ორდერი.
რაც შეეხება 2 ეგზემპლარს არ არის სწორი,რადგან უნდა დამზადდეს 3 ეგზემპლარად.
ის ფაქტი,რომ იმავე დღეს უნდა გადაეცეს მოძალადეს არის სწორი,რადგან 24 საათის განმავლობაში შეუძლია გადასცეს.
2 ნაწილი - გასაჩივრების ვადა არ არის სწორი,რადგან უნდა გასაჩივრდეს 3 დღეში.
უარი თავშესაფარში გადაყვანაზე არ არის სწორი,რადგან პირს მსხვერპლის სტატუსი ენიჭება შემაკავებელი ორდერის გამოწერის თანავე.

1.მუხლი 126 პრიმა განმარტება
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ღნიშნული მუხლი აერთიანებს ორ ქმედებას-ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. დეფინიციაში მითითებულ სიტყვა ,,ძალადობაში“ უნდა მოვიაზროთ მხოლოდ ფიზიკური ძალადობა,რომელიც შეიძლება გამოიხატოს ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში,ხოლო სისტემატური შეურაცხყოფა,შანტაჟი ან დამცირება ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებზე მიუთითებს.
აღსანიშნავია,რომ სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით კვალიფიკაციისთვის საკმარისია ფიზიკურ ზალადობას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს,ხოლო ფსიქოლოგიურ ძალადობას დანაშაულად კვალიფიკაციისთვის სჭირდება სისტემატიურობა და მისი ერთჯერადად განხორციელება ვერ მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობას.

2.ოჯახში ძალადობის მახასიათებლები
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ძალადობაა,რომელიც მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. მისი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი არის ის, რომ ხდება ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს შორის - ოჯახის წევრებს შორის.ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით, უგულვებელყოფითა და იძულებით. იმისათვის რომ ქმედება ჩაითვალოს ოჯახში ძალადობად, მას უნდა ახასიათებდეს პირველრიგში ის, რომ ხდებოდეს ოჯახის წევრებს შორის, ოჯახში ძალადობა არ შემოიფარგლება ერთჯერადი აქტით და ახასიათებს ზრდის ტენდენცია და განმეორებითობა, ასევე მას ახასიათებს ძალთა ასიმეტრია, ანუ მოძალადე ყოველთვის უფრო ძლიერია ფიზიკურად ან აქვს სხვა რაიმე უპირატესობა ვიდრე მსხვერპლი, ასევე ოჯახში ძალადობა უდიდეს გავლენას ახდებს სხვა ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით არასრულწლოვნებზე და მის შედეგად დაზარალებული ყველაზე ხშირად არის ქალი რაც თავისთავად ნიშნავს რომ ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს ქალებზე.

3.ძალადობის ფაზები და დინამიკა
ოჯახში ძალადობის წარმოსადგენად რამდენიმე მოდელი არსებობს თუმცა ყველაზე გავრცელებული არის ძალადობის ციკლის თეორია რომელიც ძალადობის 3 ფაზას მოიცავს,ესენია:
1 - დაძაბულობის ზრდა - ეს ფაზა ხასითადება იმით რომ პიროვნებებს შორის იზრდება დაძაბულობა. ამ დროს სავარაუდო მსხვერპლი ცდილობს,რომ თავიდან აირიდოს ეს და დაამშვიდოს პოტენციური მოძალადე. ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს წლები ან თვეები;
2 - ეს არის სერიოზული ინციდენტი და ამდროს უკვე მსხვერპლს არ შეუძლია სიტუაციის კონტროლი და იძულებულია სხვადასხვაგვარად ეცადოს თავის დაცვას. ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 2-24 საათის განმავლობაში.
3 - ფაზა არის ე.წ თაფლობის თვე. მეორე ფაზის ანუ ძალადობის სერიოზული ინციდენტის შემდეგ მოძალადე ცდილობს გამოისყიდოს თავის დანაშაული, ითხოვს პატიებას, შერიგებას, მსხვერპლსაც უჩნდება ნდობა და გონია,რომ მოძალადე იცვლება, თუმცა არა, დროის გასვლასთან ერთად ძალადობის ხარისხიც და სიხშირეც მატულობს. ამიტომაც ძალადობის ეს მოდელი წრიულად არის გამოხატული,რაც იმის მანიშნებელი,რომ მესამე ფაზის შემდეგ ყველაფერი ისევ ახლიდან იწყება. ეს არის ე.წ ძალადობის ბორბალი.

4.ძალადობის ფორმები
ფიზიკური ძალადობა - მასში იგულისხმევა ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.
ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, მუქარა, შანტაჟი თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთუ მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ფსიქოლოფიური ძალადობა გულისხმობს ისეთ ქცევებს, რომლის მიზანიც არის აკონტროლოს, მართოს მსხვერპლის მოქმედებები და მსხვერპლი დაიმორჩილოს. მისი მიზანია მსხვერპლმა დაკარგოს საკთარი თავის რწმენა და მასზე მოძალადებემ მოიპოვოს სრული კონტროლი.
იძულება - ეს არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება რომლის შესრულებაც ან შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
სექსუალური ძალადობა - სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით.
ეკონომიკური ძალადობა - ქმედება რომელიც იწვევს საკვებით, საცხორებელი და ნორმალური პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების, შრომის უფლების შეზღუდვას, ასევე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვას ამით უარესდება პირია ეკონომიკური მდგომარეობა.
არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა - მშობლის, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა და ა.შ თუკი მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომახგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე.

5. სექსუალური შევიწროება და მასზე რეაგირების მექანიზმები
სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
სექსუალური შევიწროების ფორმები :
ფიზიკური - მკერდზე, მხრებზე, ფეხებზე და ა.შ. არასასურველი მოფერება და შეხება.
სიტყვიერი - შეუფერებელი და სქესობრივი ხასიათის შეურაცხმყოფელი შენიშვნები, ხუმრობა და შეკითხვები გარეგნობასთან, ცხოვრების სტილსა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. ასევე, ეს შეიძლება იყოს მუქარები, შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები, სახელების შერქმევა და კრიტიკა, მსხვერპლის შეურაცხყოფა ან დამცირება სხვა ადამიანების თანდასწრებით, გაუმართლებელი შეკითხვები პირადი ცხოვრების შესახებ და ა.შ.
არასიტყვიერი (არავერბალური) - პორნოგრაფიისა და სექსუალური ხასიათის ფოტოების ჩვენება ან გაგზავნა, სტვენა და სექსუალური ხასიათის ჟესტები, შეურაცხმყოფელი მიშტერება ან დამცინავად ყურება
დაცვის მექანიზმებია:
1.საჯარო სივრცეში-პოლიცია
2.სამუშაო ადგილზე-შრომის ინსპექცია,სახალხო დამცველი
3.

6.ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების საფუძვლები
ელექტრონული ზედამხედველობა არის შემაკავებელი ორდერის აღსრულების ინსტრუმენტი,რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოძალადის კონტროლი მის მიერ მსხვერპლთან მიახლოების თავიდან ასაცილებლად.
მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას,აგრეთვე შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს და იგი ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით,ანუ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში,თუმცა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა შეაძლებელია დაწესდეს უფრო ნაკლები ვადითაც.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში:
თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე (რაც ფასდება შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე);
და ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე არსებობს მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უმაგრდება. აღნიშნულის შედეგად ხდება მოძალადის მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი.

7. გეოგრაფიული ზონები (საგანგაშო,ბუფერული ზონა)
ელექტრონული ზედამხედველობა მოიცავს ორ გეოგრაფიულ ზონას,საგანგაშო და ბუფერულ ზონას.
საგანგაშო ზონა - არის დაცვის შიდა ზონა ანუ მსხვერპლის ადგილსამყოფელიდან,მისი საცხოვრებელი სახლიდან,სამსახურიდან და სხვა ადგულიდან 100 მეტრის რადიუსი.
ბუფერული ზონა - არის დაცვის გარე ზონა. საგანგაშო ზონის ირგვლიბ არსებული 500 მეტრიანი რადიუსი
ეს ზონები იყოფა სტატისტიკურ და დინამიკურ საგანგაშო ანუ ბუფერულ ზონებად.
სტატისტიკური გულისხმობს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში წინასწარ მითითებულ ადგილებთან შეღწევის აკრძავა.
დინამიკური საგანგაშო ზონა გულისხმობს მსხვერპლის გადაადგილებისას მისი ადგილმდებარეობის შესახებ წარმოქმნილ გეოგრაფიულ ზონებს.
მოძალადის მიერ საგანგაშო ზონაში განზრახ შეღწევა იწვევს მის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.

8.შემაკავებელი და დამცავი ორდერს შორის მსგავსება და განსხვავება,გამოცემის საფუძვლები
შემაკავებელი ორდერი - არის პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. შემაკავებელი ორდერი მოქმედებს გამოცემიდან 1 თვემდე ვადით.
დამცავი ორდერი - არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. სასამართლოსთვის დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. დამცავი ორდერი მოქმედებს გამოცემიდან 6 თვემდე ვადით.

9.ბავშვთა დაცვის სისტემა
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა, რეფერირების პროცედურების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების გზით.
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
I საფეხური - ძალადობის მსხვერპლის ბავშვის გამოვლენა
II საფეხური - ბავშვის მდგომარეობის შეფასება
III საფეხური - ბავშვზე ძალადობის შემთხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირება - გადამისამართება
IV საფეხური - საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის განცალკევება და ბავშვთა სათანადო სპეციალიზებულ დაწესებულებაში/თავშესაფარში/მინდობით აღზრდაში განთავსება
V საფეხური - ძალადობის შემთხვევაზე ზედამხედველობა

10. ადევნება
პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად; გ) არაერთგზის; დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

კაზუსი 1
ირაკლი და თეკლა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. - მეუღლეები
2022წელს ირაკლიმ რამდენჯერმე იძალადა თეკლაზე,კერძოდ:
1.2022 წლის 5 მარტს,დაახლოებით 11:00 საათზე,ირაკლიმ მეუღლეს ხელი მოუჭირა მარჯვენა ხელის არეში,რა დროსაც თეკლამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.არნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი 17 წლის შვილი - 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’
2.2022 წლის 10 აგვისტოს,დაახლოებით 22: საათზე,ირაკლიმ მუსტიდაარტყა მეუღლეს სახეში,რა დროსაც თეკლამ განიცადა ფიზიკური ტკივილი,აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი 17 წლის შვილი - 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’
3.2022 წლის 20 ნოემბერს,დაახლოებით 19:00 საათზე,ირაკლიმ რამდენჯერმე დაარტყა ხელი მეუღლეს სახისა და თავის არეში,რა დროსაც თეკლამ განიცადა ფიზიკური ტკივილი,არნიშნულ ფაქტს შეესწრო მატი 17 წლის შვილი - 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’
ზემოაღნიშნულის გარდა,2022 წლის აპრილში (ზუსტი რიცხვი და დრო დუდგენელია),ირაკლიმ გენდერული ნიშნით შეუწყალებლობის მოტივით აუკრძალა მეურლეს-თეკლას მისი ნებართვის გარეშე ქუჩაში,მაღაზიაში წასვლა და თუკი ნებართვის გარეშე გადადგამდა ნაბიჯს,დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.თეკას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. -
11 პრიმა 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

კაზუსი 2
40 წლის კახა და 38 წლის ნინო რამდენიმე წელია,რაც მეუღლეები არიან და იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში. – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები
კახა არის ძალიან ეჭვიანი და ნინოს ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყფას. თითქმის ყოველდღე ამცირებს (ეძახის სულელსა და გაუნათლებელს),ეუბნევა რომ სახლს არ ალაგებს და ბავშვებს სათანადოდ არ უვლის,რასაც კახა ქალის მოვალეობად მიიჩნებს - 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი.
კახას ასეთი მოქცევის შედეგად ნინოს აქვს სტრესი და განიცდის ტანჯვას.კახას ასეთი ქცევის მიუხედავად,ნინო ერიდება ამ ფაქტების გახმაურებას,რადგან ეს მიაჩნია ოჯახის სირცხვილად და ამიტომ არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.
2018 წლის 13 აპრილს,იმ მოტივით,რომ ნინო ქმრის დაუკითხავად მშობლებთან წავიდა,კახამ ბენზინი მიასხა მეუღლეს და ცეცხლი წაუკიდა. რამდენიმე წუთში ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება მივიდა. ნინო გადაიყვანეს რეანიმაციაში,რომელსაც სხეულის 70 % ჰქონდა დამწვარი. 12 დღის შემდეგ დაზარალებული გარდაიცვალა - 11 პრიმა,109-ე მუხლის ,,კ’’, ,,ლ’’ , ,,თ’’ პუნქტი.

კაზუსი 3
ლეილა ფაფქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა შალვასთან - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები.
ერთად თანაცხოვრების პერიოდში,შალვა ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. მიაჩნდა,რომ ქალის მთავარი მოვალეობა იყო საოჯახო საქმეების კეთება და ბავშვის აღზრდა.
მორიგი კომფლიქტის შემდეგ,ლეილამ სცადა თავის მოკვლა და დიდი რაოდენობით წნევის დამწევი საშუალებები დალია,თუმცა,დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, მოხერხდა მისი გადარჩენა - 11 პრიმა 115-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
აღნიშნული შემთხვევის შემდეგ,ლეილა ქმარს გაშორდა და საცხოვრებლად თავისი მშობლების სახლში გადავიდა.
შალვასთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, ერთ დღეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შალვა მივიდა ლეილას მშობლების სახლში,თუმცა იქ არავინ დახვდა. ამის შემდეგ,შალვა მივიდა ლეილას მშობლების მეზობელთან და უთხრა - ლეილას მშობლებისთვის გადაეცა,რომ სახლს გადაუწვავდა.მეზობელმა იმავე დღესვე გადასცა ლეილას მშობლებს შალვას დანაბარები,რომლებმაც მაშინვე მიმართეს პოლიციას,რადგან იფიქრეს,რომ შავას რეალურად შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

კაზუსი 4
ერთად თანაცხოვრების პერიოდში, ალეხანდრო გარკვეული პერიოდულობით ფიზიკურად ძალადობდა ესმერალდაზე. ესმერალდა ერთი თვის განმავლობაში ხშირად გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი,თუმცა კონკრეტულ თარიღებსა და პერიოდს ვერ იხსენებს - 11 პრიმა 126 - მუხლის 12 ნაწილი.
ფიზიკურ ძალადობას თან სდევდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ალეხანდრო მეუღლეს თითქმის ყოველდღე უმეორებდა რომ არაფრის მაქნისი არ იყო და ასეთი ცოლი არ სჭირდებოდა. – 126- ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი.
2022 წლის 25 აპრილს,ალეხანდრო მოკვლით დაემუქრა მეუღლეს თუ პოლიციას შეატყობინებდა ძალადობის შესახებ.ესმერალდას ძალიან შეეშინდა ალეხანდროს მუქარის,რადგან ფიქრობდა,რომ ალეხანდროს წარსულიდან გამომდინარე,მას ნამდვილად შეეძლო მისი მოვლა - 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

კაზუსი 5
ესმა და ლერი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში - მეუღლეები.
აღნიშნულ წყვილს ხშირად აქვთ კონფლიქტი.ერთ საღამოს დაბრუნებულმა ლერიმ,სრულიად უსაფუძვლოდ, ჩხუბი დაუწყო მეუღლეს, ესმამ სცადა სიტუაციის განმუხტვა,თუმცა ლერიმ ორჯერ დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში - 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი.
ასევე,დაუმტვრია მობილური ტელეფონი,რომლის ღირებულებამ 150 ლარი შეადგინა -
11 პრიმა 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
ამ დროს,ოთახში შემოვიდა მათთან სტუმრად მყოფი ესმას 15 წლის დისშვილი,რომელმაც დაინახა,თუ როგორ დაარტყა მუშტი ლერიმ თავის მეუღლეს,ლერიმ აგრესია ბავშვის მიმართაც გადაიტანა და ძლიერად მოქაჩა თმები არასრულწლოვანს,რამაც ამ უკანსაკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. – 126-ე მუხლის 12 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

კაზუსი 6
ანა და გივი 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარესგიტრირებულ ქორწინებაში.ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ ურთიერთობა დაეძაბათ,ჰქონდათ ხშირი კონფლიქტები,რაც გამოიხატებოდა გივის მიერ ანას მიმართ განხორცეიელებულ ძალადობაში,კერძოდ,გივი თავის მეუღლეს ბოლო ერთის წლის განმავლობაში ხშირად სცემდა ხელებისა და ფეხების გამოყენებით. - 11 პრიმა 126-ე მუხლის 1-2 ნაწილი
თანაცხოვრების მე-2 წელს ანა დაშორდა მეუღლეს,წამოვიდა სახლიდან და თავის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად,რადგან ვეღარ გაუძლო გივის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას,ასევე გივი ეუბნებოდა,რომ თუ დაშორდება ის მას დაასახიჩრება ისე,რომ მას არავინ შეხედავდა - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1 ნაწილით.
ასევე უნდა გამოვიყენოთ 150-ე მუხლი იძულება მუქარის ხერხით. ანა მოქმედებს თავისი ნების საწინააღდმეგოთ და მუქარი ხერხით იმიტომ,რომ გივი ემუქრება მას სახის დასახიჩრებით.
დაშორების მიუხედავად,გივი ანს მოსვენებას არ აძლევდა.2018 წლის 5 სექტემბერს გივი დაუკავშირდა ანას მამას-ჯემალის და უთხრა,რომ სახლს გადაუწვავდა,რადგან მას ადანაშაულებდა ანას დაშორების გამო. ჯემალი ძალიან შეაშინა გივის სიტყვებმა და იფიქრა,რომ მას მართლაც შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1 ნაწილით ,ეს არის მუქარა,რადგანაც გივი ანას მამას (ჯემალის) ემუქრება სახლის გადაწვით.

კაზუსი 1
2023 წლის 10 მაისს, 55 წლის მზიამ დარეკა 112-ის სამსახურში და ითხოვს საპატრულო პოლიციის გამოძახებას შვილის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.
ადგილზე გამოცხადებულმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოცეულის მეთაურმა შეაფასა ძალადობის განმეორების რისკები,რის საფუძველზეც დაფიქსირდა როგორც სამქულიანი,ისე ხუთქულიან შეკითხვებზე დადებითი პასუხი,რაც მიჩნეულ იქნა ძალადობის განმეორების მაღალ რისკად. საბოლოოდ,ქულათა ჯამმა შეადგინა 16 ქულა,საიდანაც უშუალოდ ელექტრონული ზედამხედველობისთვის განკუთვნილ გრაფაში დაფიქსირებული ქულათა ჯამი იყო 10 ქულა. ოცეულის მეთაურმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი 20 დღის ვადით, რომლის პარალელურად მიიღო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე.
ოცეულის მეთაურმა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი გამოსცა 10 მაისს 22:00 საათზე,რომელიც სასამართლოს დასამტკიცებლად წარუდგინა 12 მაისს 09:00 საათზე. სასამართლომ იმავე დღეს განიხილა აღნიშნული საკითხი და მიიღოო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ ელექტრონულიზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების თაობაზე.
მას შემდეგ რაც ოცეულის მეთაურმა დაასრულა აღნიშნულ შემთხვევაზე მუშაობა,შემდგომში გააგრძელა შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი.
შეაფასეთ:
1.ოცეულის მეთაურის ქმედებები კანონთან და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით;
2.მოსამართლის ქმედების კანონიერება.

კაზუსი 2
ერთ-ერთ რაიონში მცხოვრებ 15 წლის ანას მამა თითქმის ყოველდღე მოუწოდებდა,რომ აუცილებლად უნდა გაჰყვეს ცოლად 20 წლის ჯემალს.
თავიდან ანა მამის მოთხოვნას ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა შემდეგ მამამ კიდევ უფრო ინტენსიურად დაიწყო შვილის შეწუხება. ემუქრებოდა, რომ თუ მის მოთხოვნას არ შეასრულებდა,სკოლიდან გამოიყვანდა და სახლში გამოკეტავდა. ასევე,ეუბნეოდა,რომ თუ არ დაქორწინდებოდა მის ოჯახზე ცუდად ილაპარაკებდნენ და ,,თითით საჩვენებლები’’ გახდებოდნენ.
ანამ,მასწავლებლის დახმარებით,პოლიციას შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ, რის გამოც ქორწინება ჩაიშალა.
რამდენიმე დღეში,ჯამალიმ, 3 მეგობრის დახმარებით,ქორწინების იძულების მიზნით მოტაცა თავისივე თანასოფლელი,15 წლის გურანდა. – 143-ე მუხლის მე-3 ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტი.

კაზუსი 3
ესმა და ვალერი კურსელები არიან.
ვალერის,მეგობრობის გარდა,გარკვეული სიმპათიები აქვს ესმას მიმართ,რის გამოც მასთან ახორციელებს ხშირ კომუნიკაციას.მიუხედავად იმისა,რომ ვალერის სმს შეტყობინებები მომაბეზრებელია ესმასთვის,იგი მაინც ცდილობს,რომ მას თავაზიანად უპასუხოს.
ინტერნეტის გამოყენებით კომუნიკაციის გარდა,ვალერი ცდილობს,რომ ესმასთან ფიზიკური სიახლოვე ჰქონდეს. ამის გამო,ყოველთვის უნივერსიტეტის კართან ხვდება ესმას,მიაცილებს აუდიტორიამდე,ელოდება ლექციის დასრულებას და შემდეგ ისევ უკან მიჰყვება გოგონას.
ესმასთვის ეს ყველაფერი შემაწუხებელი გახდა და ვალერის მოუწოდა,რომ შეეწყვიტა ეს ქმედებები,რადგან მისთვის იყო დამთრგუნველი და მასში იწვევდა უარყოფით ემოციებს. ვალერიმ არ გაითვალისწინა ეს თხოვნა და აუხსნა,რომ მას მოსწონდა იგი და არ აპირებდა უკან დახევას. ამან გოგონა კიდევ უფრო შეაშინა და დათრგუნა.
პირველ ეტაპზე,ესმამ Facebook - ზე დაბლოკა ვალერის პირადი გვერდი,თუმცა ამ უკანასკნელმა მაინც გააგრძელა ესმასტან პირდაპირი ურთიერთობა.უნივერსიტეტის გარდა,იგი სახლშიც აკითხავდა გოგონას და სთხოვდა,რომ მისთვის მოესმინა და დალაპარაკებოდა. ამ ყველაფრის გამო ესმა გახდა დათრგუნვილი,ჩაიკეტა საკუთარ სახლში და აღარ სურდა უნივერსიტეტში სიარული.
ვალერის ქნედებები ესმასთვის დღითიდღე უფრო აუტანელი ხდებოდა,რის გამოც მან მიმართა პოლიციას და ითხოვა დახმარება,მათ შორის,პოლიციელს სთხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა,თუმცა ამ უკანასკნელის განმარტებით,ვერ უზრუნველყოფდა ორდერის გამოცემას,რადგან იგი არ იყო ვალერის ოჯახის წევრი
პოლიციიდან წამოსვლის შედეგ,ვალერიმ დაურეკა ესმას და შეხვედრა სთხოვა.ესმა დათანხმდა ვალერისთან შეხვედრას. შეხვედრისას ვალერიმ თმებში ძლიერად მოქაჩა ესმას და შემთხვეის ადგილიდან გაიქცა. ესმამ მაშინვე დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება.
შეაფასეთ:
1.როგორ დააკვალიფიცირდება ვალერის ქმედებას/ქმედებები;
2.

1.ოჯახში ძალადობის მახასიათებლები
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ძალადობაა,რომელიც მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. მისი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი არის ის, რომ ხდება ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს შორის - ოჯახის წევრებს შორის.ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით, უგულვებელყოფითა და იძულებით. იმისათვის რომ ქმედება ჩაითვალოს ოჯახში ძალადობად, მას უნდა ახასიათებდეს პირველრიგში ის, რომ ხდებოდეს ოჯახის წევრებს შორის, ოჯახში ძალადობა არ შემოიფარგლება ერთჯერადი აქტით და ახასიათებს ზრდის ტენდენცია და განმეორებითობა, ასევე მას ახასიათებს ძალთა ასიმეტრია, ანუ მოძალადე ყოველთვის უფრო ძლიერია ფიზიკურად ან აქვს სხვა რაიმე უპირატესობა ვიდრე მსხვერპლი, ასევე ოჯახში ძალადობა უდიდეს გავლენას ახდებს სხვა ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით არასრულწლოვნებზე და მის შედეგად დაზარალებული ყველაზე ხშირად არის ქალი რაც თავისთავად ნიშნავს რომ ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს ქალებზე.

2.ძალადობის ფაზები და დინამიკა
ოჯახში ძალადობის წარმოსადგენად რამდენიმე მოდელი არსებობს თუმცა ყველაზე გავრცელებული არის ძალადობის ციკლის თეორია რომელიც ძალადობის 3 ფაზას მოიცავს,ესენია:
1 - დაძაბულობის ზრდა - ეს ფაზა ხასითადება იმით რომ პიროვნებებს შორის იზრდება დაძაბულობა. ამ დროს სავარაუდო მსხვერპლი ცდილობს,რომ თავიდან აირიდოს ეს და დაამშვიდოს პოტენციური მოძალადე. ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს წლები ან თვეები;
2 - ეს არის სერიოზული ინციდენტი და ამდროს უკვე მსხვერპლს არ შეუძლია სიტუაციის კონტროლი და იძულებულია სხვადასხვაგვარად ეცადოს თავის დაცვას. ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 2-24 საათის განმავლობაში.
3 - ფაზა არის ე.წ თაფლობის თვე. მეორე ფაზის ანუ ძალადობის სერიოზული ინციდენტის შემდეგ მოძალადე ცდილობს გამოისყიდოს თავის დანაშაული, ითხოვს პატიებას, შერიგებას, მსხვერპლსაც უჩნდება ნდობა და გონია,რომ მოძალადე იცვლება, თუმცა არა, დროის გასვლასთან ერთად ძალადობის ხარისხიც და სიხშირეც მატულობს. ამიტომაც ძალადობის ეს მოდელი წრიულად არის გამოხატული,რაც იმის მანიშნებელი,რომ მესამე ფაზის შემდეგ ყველაფერი ისევ ახლიდან იწყება.
ეს არის ე.წ ძალადობის ბორბალი.

3.ძალადობის ფორმები
ფიზიკური ძალადობა - მასში იგულისხმევა ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.
ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, მუქარა, შანტაჟი თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთუ მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ფსიქოლოფიური ძალადობა გულისხმობს ისეთ ქცევებს, რომლის მიზანიც არის აკონტროლოს, მართოს მსხვერპლის მოქმედებები და მსხვერპლი დაიმორჩილოს. მისი მიზანია მსხვერპლმა დაკარგოს საკთარი თავის რწმენა და მასზე მოძალადებემ მოიპოვოს სრული კონტროლი.
იძულება - ეს არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება რომლის შესრულებაც ან შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
სექსუალური ძალადობა - სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით.
ეკონომიკური ძალადობა - ქმედება რომელიც იწვევს საკვებით, საცხორებელი და ნორმალური პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების, შრომის უფლების შეზღუდვას, ასევე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვას ამით უარესდება პირია ეკონომიკური მდგომარეობა.
არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა - მშობლის, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა და ა.შ თუკი მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომახგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე.

4.სექსუალური შევიწროვება და მისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები

სექსუალური შევიწროვება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან არასიტყვიერი, ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული გარემოს შექმნას. სექსუალური შევიწროვება შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ფორმებით:
4. ფიზიკური ქცევა- არასასურველ შეხება სხეულის სხვადასხვა ადგილას, ფიზიკური ფორმა შეიძლება მოიცავდეს კოცნას, ჩქმეტას,ჩახუტებას,მოფერება და შეხება და ა.შ
5. სიტყვიერი - ქცევა გამოიხატება სექსუალური შინაარის ფრაზების თქმაში, შეურაცხმყოფელი შენიშვნებისა და კომენტარების გაკეთებაში
6. არასიტყვიერი, ანუ არავერბალური ქცევა - ნიშნავს,სექსუალური ხასიათის ფოტოების ან ვიდეოების ჩვენება, წერილების გაგზავნა,სტვენა,დამცინავად ყურება და სხვა.

ნებისმირ პირს, რომელიც მსხვერპლად მიიჩნევს თავს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი. პირის უფლება აქვს მოითხოვოს დისკრიმინსციული ქმედების შეწყვეტა ან მისი შედეგების აღმოფხვრა, ან მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურება.

5.ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმი 126-ე პრიმა მუხლის განმარტება.

ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, მუქარა, შანტაჟი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
126 პრიმა მუხლი აერთიანებს ორ ქმედებას ესენია:
ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ძალადობა.
ძალადობაში უნდა მოვიაზროთ როგორც ცემა, ასევე სხვაგვარი ძალადობა.
126ე პრიმა მუხლით კვალიფიკაციისათვის საკმარისია, რომ ფიზიკურ ძალადობას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს.
ხოლო რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, იგი უნდა ხორციელდებოდეს სისტემატურად და არარის საკმარისი ერთჯერადი ფაქტი.
126ე პრიმა მუხლით განსაზღვრულიქმედებისათვის აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა.
4. ძალადობა უნდა იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგირი.
5. ძალადობამ შედეგად უნდა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
3.იგი არ უნდა შეიცავდეს სხვა დანაშუალის ნიშნებს ანუ არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 117ე, 118ე ან 122ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

6.ადევნება
ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს,მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას, ასევე შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვას,რადგანაც ადევნების ნებისმიერი ობიექტი,უპირველესყოვლისა,არის ფსიქოლოგიური ტეროტის მსხვერპლი.

ადევნება ხდება ერთი ინდივიდის მიერ ან მესამე პირის მეშვეობით,მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათევის მიმართ.
ადევნებაში იგულისმება:
-უკანონო თვალთვალი
-არასასურველი კომუნიკაციის დამყარება,ტელეფონის,ელექტრონული მესიჯით ან სხვა საშუალებით.
-ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება
ადევნება სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან მისი ოჯახის წევრის,ასევე ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს,რაც პირის ცხოვრების წესს მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას ქმნის.
6.

7.განსხვავება 126ე პრიმა და 126ე მუხლს შორის განსხვავება.
ოჯახური ძალადობის მიზნებისათვის 126-ე მუხლს ვიყენებთ მაშინ,როდესაც ფიზიკურ ძალადობას აქვს სისტემატური ხასიათი. სსკ-ის 126-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოდგენს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოწივია,მაგრამ არ აღმოცენდა 120 მუხლით გათვალსიწინებული შედეგი, ამ შემთხვევაში ქმედება ხორციელდება იმ პირებს შორის,რომლებიც არარიან ოჯახის წევრები,შესაბამისად თუ ოჯახის ერთი წევრი მეორეზე სისტემატურად ძალადობს ფიზიკურად, კვალიფიკაცია მოხდება 11პრიმა-126ე მუხლის 1’2 ნაწილით.
126 პრიმა არის ერთჯერადი ძალადობა და სისტემატიური ფსიქოლოგიური
126 არის მრავალჯერადი ძალადობა,ოჯახში ძალადობის დროს იქნება 11 პრიმა
126 პრიმა მუხლის დამამძიმებელი გარემოებები:
1.წინასწარი შეცნობით არასრუწლოვანის,უმწეო მდგომარეობაში მყოფის,ასევე შეზღუდული შესაძლბელობების მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ
2.არასრუწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრების მიმართ
3.ორი ან მეტი პირის მიმართ
4.ჯგუფურად

თემა 8
126-ე პრიმას ელემენტები

კაზუსები

კაზუსი 1
ირაკლი და თეკლა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. - მეუღლეები
2022წელს ირაკლიმ რამდენჯერმე იძალადა თეკლაზე,კერძოდ:
1.2022 წლის 5 მარტს,დაახლოებით 11:00 საათზე,ირაკლიმ მეუღლეს ხელი მოუჭირა მარჯვენა ხელის არეში,რა დროსაც თეკლამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.არნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი 17 წლის შვილი - 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’
2.2022 წლის 10 აგვისტოს,დაახლოებით 22: საათზე,ირაკლიმ მუსტიდაარტყა მეუღლეს სახეში,რა დროსაც თეკლამ განიცადა ფიზიკური ტკივილი,აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი 17 წლის შვილი - 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’
3.2022 წლის 20 ნოემბერს,დაახლოებით 19:00 საათზე,ირაკლიმ რამდენჯერმე დაარტყა ხელი მეუღლეს სახისა და თავის არეში,რა დროსაც თეკლამ განიცადა ფიზიკური ტკივილი,არნიშნულ ფაქტს შეესწრო მატი 17 წლის შვილი - 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’
ზემოაღნიშნულის გარდა,2022 წლის აპრილში (ზუსტი რიცხვი და დრო დუდგენელია),ირაკლიმ გენდერული ნიშნით შეუწყალებლობის მოტივით აუკრძალა მეურლეს-თეკლას მისი ნებართვის გარეშე ქუჩაში,მაღაზიაში წასვლა და თუკი ნებართვის გარეშე გადადგამდა ნაბიჯს,დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.თეკას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. -
11 პრიმა 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

კაზუსი 2
40 წლის კახა და 38 წლის ნინო რამდენიმე წელია,რაც მეუღლეები არიან და იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში. – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები
კახა არის ძალიან ეჭვიანი და ნინოს ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყფას. თითქმის ყოველდღე ამცირებს (ეძახის სულელსა და გაუნათლებელს),ეუბნევა რომ სახლს არ ალაგებს და ბავშვებს სათანადოდ არ უვლის,რასაც კახა ქალის მოვალეობად მიიჩნებს - 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი.
კახას ასეთი მოქცევის შედეგად ნინოს აქვს სტრესი და განიცდის ტანჯვას.კახას ასეთი ქცევის მიუხედავად,ნინო ერიდება ამ ფაქტების გახმაურებას,რადგან ეს მიაჩნია ოჯახის სირცხვილად და ამიტომ არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.
2018 წლის 13 აპრილს,იმ მოტივით,რომ ნინო ქმრის დაუკითხავად მშობლებთან წავიდა,კახამ ბენზინი მიასხა მეუღლეს და ცეცხლი წაუკიდა. რამდენიმე წუთში ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება მივიდა. ნინო გადაიყვანეს რეანიმაციაში,რომელსაც სხეულის 70 % ჰქონდა დამწვარი. 12 დღის შემდეგ დაზარალებული გარდაიცვალა - 11 პრიმა,109-ე მუხლის ,,კ’’, ,,ლ’’ , ,,თ’’ პუნქტი.

კაზუსი 3
ლეილა ფაფქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა შალვასთან - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები.
ერთად თანაცხოვრების პერიოდში,შალვა ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. მიაჩნდა,რომ ქალის მთავარი მოვალეობა იყო საოჯახო საქმეების კეთება და ბავშვის აღზრდა.
მორიგი კომფლიქტის შემდეგ,ლეილამ სცადა თავის მოკვლა და დიდი რაოდენობით წნევის დამწევი საშუალებები დალია,თუმცა,დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, მოხერხდა მისი გადარჩენა - 11 პრიმა 115-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
აღნიშნული შემთხვევის შემდეგ,ლეილა ქმარს გაშორდა და საცხოვრებლად თავისი მშობლების სახლში გადავიდა.
შალვასთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, ერთ დღეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შალვა მივიდა ლეილას მშობლების სახლში,თუმცა იქ არავინ დახვდა. ამის შემდეგ,შალვა მივიდა ლეილას მშობლების მეზობელთან და უთხრა - ლეილას მშობლებისთვის გადაეცა,რომ სახლს გადაუწვავდა.მეზობელმა იმავე დღესვე გადასცა ლეილას მშობლებს შალვას დანაბარები,რომლებმაც მაშინვე მიმართეს პოლიციას,რადგან იფიქრეს,რომ შავას რეალურად შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

კაზუსი 4
ერთად თანაცხოვრების პერიოდში, ალეხანდრო გარკვეული პერიოდულობით ფიზიკურად ძალადობდა ესმერალდაზე. ესმერალდა ერთი თვის განმავლობაში ხშირად გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი,თუმცა კონკრეტულ თარიღებსა და პერიოდს ვერ იხსენებს - 11 პრიმა 126 - მუხლის 12 ნაწილი.
ფიზიკურ ძალადობას თან სდევდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ალეხანდრო მეუღლეს თითქმის ყოველდღე უმეორებდა რომ არაფრის მაქნისი არ იყო და ასეთი ცოლი არ სჭირდებოდა. – 126- ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი.
2022 წლის 25 აპრილს,ალეხანდრო მოკვლით დაემუქრა მეუღლეს თუ პოლიციას შეატყობინებდა ძალადობის შესახებ.ესმერალდას ძალიან შეეშინდა ალეხანდროს მუქარის,რადგან ფიქრობდა,რომ ალეხანდროს წარსულიდან გამომდინარე,მას ნამდვილად შეეძლო მისი მოვლა - 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

კაზუსი 5

ესმა და ლერი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში - მეუღლეები.
აღნიშნულ წყვილს ხშირად აქვთ კონფლიქტი.ერთ საღამოს დაბრუნებულმა ლერიმ,სრულიად უსაფუძვლოდ, ჩხუბი დაუწყო მეუღლეს, ესმამ სცადა სიტუაციის განმუხტვა,თუმცა ლერიმ ორჯერ დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში - 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი.
ასევე,დაუმტვრია მობილური ტელეფონი,რომლის ღირებულებამ 150 ლარი შეადგინა -
11 პრიმა 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
ამ დროს,ოთახში შემოვიდა მათთან სტუმრად მყოფი ესმას 15 წლის დისშვილი,რომელმაც დაინახა,თუ როგორ დაარტყა მუშტი ლერიმ თავის მეუღლეს,ლერიმ აგრესია ბავშვის მიმართაც გადაიტანა და ძლიერად მოქაჩა თმები არასრულწლოვანს,რამაც ამ უკანსაკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. – 126-ე მუხლის 12 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

კაზუსი 6

ანა და გივი 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარესგიტრირებულ ქორწინებაში.ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ ურთიერთობა დაეძაბათ,ჰქონდათ ხშირი კონფლიქტები,რაც გამოიხატებოდა გივის მიერ ანას მიმართ განხორცეიელებულ ძალადობაში,კერძოდ,გივი თავის მეუღლეს ბოლო ერთის წლის განმავლობაში ხშირად სცემდა ხელებისა და ფეხების გამოყენებით. - 11 პრიმა 126-ე მუხლის 1-2 ნაწილი
თანაცხოვრების მე-2 წელს ანა დაშორდა მეუღლეს,წამოვიდა სახლიდან და თავის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად,რადგან ვეღარ გაუძლო გივის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას,ასევე გივი ეუბნებოდა,რომ თუ დაშორდება ის მას დაასახიჩრება ისე,რომ მას არავინ შეხედავდა - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1 ნაწილით.
ასევე უნდა გამოვიყენოთ 150-ე მუხლი იძულება მუქარის ხერხით. ანა მოქმედებს თავისი ნების საწინააღდმეგოთ და მუქარი ხერხით იმიტომ,რომ გივი ემუქრება მას სახის დასახიჩრებით.
დაშორების მიუხედავად,გივი ანს მოსვენებას არ აძლევდა.2018 წლის 5 სექტემბერს გივი დაუკავშირდა ანას მამას-ჯემალის და უთხრა,რომ სახლს გადაუწვავდა,რადგან მას ადანაშაულებდა ანას დაშორების გამო. ჯემალი ძალიან შეაშინა გივის სიტყვებმა და იფიქრა,რომ მას მართლაც შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1 ნაწილით ,ეს არის მუქარა,რადგანაც გივი ანას მამას (ჯემალის) ემუქრება სახლის გადაწვით.

ძმები გელა და გიორგი-
კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე, 2021 წლის 25 იანვარს, ძმებს გიორგის და გელას, რომლებიც ცალკ-ცალკე ცხოვრობენ კონფლიქტი მოუვიდათ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. კერძოდ, გიორგიმ გელას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს გიორგის მიერ განხორციელებული სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს მუქარას, ხოლო იმსათვის, რომ ჩავთვალოთ და სახეზე გვქონდეს მუქარა აუცილებელია ორი კომპონენტი ერთდროულად არსებობდეს სახეზე 1.მუქარა უნდა მიემართებოდეს რომელიმე სამართლებრივ სიკეთის დაზიანებას ეს არის ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება (ანუ რომელიმეს ხელყოფით უნდა ემუქრებოდეს დაზარალებულს) და 2.დაზარალებულს უნდა გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე კი სახეზე გვაქვს პირველი კომპონენტი რადგან გიორგიმ გელას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე სახეზეა მეორე კომპონენტი რადგან კაზუსის ფაბულიდან შემდგომ ვიგებთ, რომ დაზარალებულს გაუჩნდა განხორციელების საფუძვლიანი შიში იმისა, რომ ამ მუქარას სისრულეში მოიყვანდა გიორგი რის გამოც გელა გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება. ამავე სამმართველოს უბნის უმცროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა შეაფასა ძალადობის განმეორების რისკები, უნდა აღინიშნოს, რომ ორდერის გამოცემის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი არ არის უმცროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სამმართველოს უბნის უმცროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა შეაფასა ძალადობის განმეორების რისკები, რის საფუძველზეც დადებითი პასუხი დაფიქსირდა მხოლოდ ერთქულიან და სამქულიან შეკითხვებზე. უბნის უმცროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ აღნიშნული რისკი შეფასდა ძალადობის განმეორების მაღალ რისკად, რადგან გელამ გასაუბრებისას მიუთითა, რომ მისი ძმის მხრიდან განხორციელებული მუქარა რეალურად აღიქვა და აქვს საფუძვლიანი შიში იმისა, რომ ამ მუქარას სისრულეში მოიყვანს. ამ შემთხვევაში შეფასება არასწორია, ვინაიდან და რადგანაც ჩვენთვის ცნობილია, რომ ძალადობის რისკი გვაქვს სამი სახის: დაბალი, საშუალო, მაღალი., ხოლო იმ შემთხვევაში როდესაც რომელიმე ერთ სამ ქულიან კითხვაზე მაინც დაფიქსირდა დადებითი პასუხი ესეიგი სახეზე გვაქვს ძალადობის განმეორების საშუალო რისკი, ხოლო თანამშრომლის მხრიდან შეფასდა მაღალ რისკად, რაც არასწორია, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი რისკის განმეორების ფაქტი სახეზე გვაქვს მაშინ, როდესაც რომელიმე 5 ქულიანზე გვექნება დადებითი პასუხი, მაშინ გვაქვს ძალადობის განმეორების მაღალი რისკი. ამასთანავე უბნის უმცროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი 20 დღის ვადით, რომელიც შეადგინა ორ ეგზემპლარად.ვადასტან დაკავშირებით ხარვეზი არ არის სახეზე, რადგან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მაქსიმალური ვადა არის 1 თვე ანუ 30 კალენდარული დღე, ამასთანავე კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ თავად განსაზღვროს უფლებამოსილმა პირმა კონკრეტული ვადა, როდესაც რისკების შეფასებისას არ დგინდება მაღალი რისკი, ხოლო თუ სახეზე იქნება ძალადობის განმეორების მაღალ რისკი ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოიცეს ერთი თვის ვადით. რაც შეეხება ეგზემპლარებს უნდა გამოცემულიყო სამ ეგზემპლარად. ინსპექტორ-გამომძიებელმა ერთი ეგზემპლარი გადასცა მსხვერპლს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გაუგზავნა შსს მომსახურების სააგენტოს, ვინაიდან მოძალადეს შემაკავებელი ორდერით აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის მოპოვება. ამ შემტხვევაში უნდა გაგზავნილიყო ერთი მსხვერპლთან, ერთი მოზალადესტან და ერთიც გამომცემ ორგანოში უნდა დარჩენლიყო. ასევე უბნის უმცროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გელას განუმარტა, რომ ვინაიდან გამოსცა შემაკავებელი ორდერი, ამის პარალელურად ვერ დაიწყებდა გამოძიებას, ვინაიდან ერთდოულად შეუძლებელი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენება. განმარტება იყო არასწორი, ვინაიდან და რადგანაც შესაძლებელია ერთდროულად გამოიყენოს, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ისე სისხლისსამართლებრივი მექანიზმები.

ესმა და ვალერი
კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე ირკვევა რომ ესმას მიმართ, ვალერის სიმპატიები გააჩნდა რის საფუძველზეც იგი ესმას უგზავნიდა სმს შეტყობინებებს და ასევე ხვდებოდა უნივერსიტეტის კართან, რაც ესმასთვის იყო დამთრგუნველი და ამ ყოველივემ განაპირობა ის რომ ესმამ დაბლოკა სოციალურ ქსელში და მოხდა მისი მრიდან ცხოვრების წესის შეცვლა რაც გამოიხატა იმგვარ ქმედებაში რომ ესმა ჩაიკეტა და სახლიდან აღარ გადიოდა. ვალერის ქმედება დანაშაულებრივი ქმედების ნიშნებს შეიცავს ამიტომ ეს ყოველივე უნდა დავაკვალიფიციროთ ადევნების მუხლით, რომელიც სსიკ 151-ე პრიმა მუხლს მოიცავ და გულისხმობს, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. აქვე უნდა გავამახვილოთ ყურადრება იმაზე, რომ ადევნებაა-უკავშირდება სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას, 5 მთავარი ნიშანი აქვს: 1.შესაძლებელია ადევნება განხორციელდეს პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ანუ მესამე პირი კომუნიკაციაში არის მთავარ სუბიექტთან, ანუ მესამე პირი ამ შემთხვევაში არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ადევნება. 2.შეიძლება განხორციელდეს შემდეგ ქმედებებში: უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება,აუცილებელია განხორციელდეს სისტემატურად. (ერთჯერადობა არ გვაძლევს დანაშაულის შემადგენლობას). (თვალთვალი კანონიერიც გვაქვს-ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების დროს, როდესაც გარკვეულ დანაშაულს ეხება საქმე და დანაშაულის აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით განხორციელდეს კანონიერი თვალთვალი). (თვალთვალი უკანონი იქნება როდესაც მოსამართლის განჩინების ან პროკურორის დადგენილების გარეშე ტარდება) ადევნება ოჯახური დანაშაული არ არის, მაგრამ ოჯახის წევრებს შორისაც შეიძლება იყოს ჩადენილი (მაგ:ყოფილ მეუღლეებს შორის,არარეგისტრირებულ ქორწინებში მყოფ პიღებს შორის ან იმ პირებს შორის რომლებიც წარსულშიერთიან სამეურნეო საქმიანობას ახორციელებენ) 3. შეიძლება განხორციელდეს ტელეფონის გამოყენებით, ელექტრონული ან სხვა ნებისმიერი საშუალებით. 4. შედეგი-უნდა იწვევდეს ტანჯვას, არ უნდა იწვევდეს შედეგს. (ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს) 5. ცხოვრების წესის შეცვლა, ანუ ყველა ამ ქმედების განხორციელებამ უნდა შეცვალოს ადამიანის ცხოვრების წესი, ან ცხოვრების წესის შეცვლის რეალური საჭიროება უნდა გაუჩნდეს. თუ რომელიმე გამოირიცხება სახეზე არ გვექნება ადევნება, კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე კი ყველა კომპონენტი გვაქვს სახეზე. კაზუსის ფაბულიდან ვიგებთ, რომ ვალერის ქმედებები ესმასთვის დღითიდღე უფრო აუტანელი ხდებოდა, რის გამოც მან მიმართა პოლიციას და ითხოვა დახმარება, მათ შორის, პოლიციელს სთხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, თუმცა ამ უკანასკნელის განმარტებით, ვერ უზრუნველყოფდა ორდერის გამოცემას, რადგან იგი არ იყო ვალერის ოჯახის წევრი.პოლიციის მხრიდან განხორციელებული ქმედება რომლითაც უარი ეთქვა ორდერის გამოცემის თაობაზე იმ მოტივით რომ ისინი არ იყვნენ ოჯახის წევრები,არის არასწორი ვინაიდან დღევანდელი მოქმედით კანონმდებლობით, ორდერის გამოცემისთვის არაა საჭირო რომ თუ საჭიროება დგას მისი გამოცემის , პირები იყვენენ აუცილებლად ოჯახის წევრები. ხოლო პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ, ვალერიმ დაურეკა ესმას და შეხვედრა სთხოვა. ესმა დათანხმდა ვალერისთან შეხვედრას. შეხვედრისას ვალერიმ თმებში ძლიერად მოქაჩა ესმას და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ესმამ მაშინვე დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება.რაც შეეხება თმის მოქაჩვას, რომელიც ვაკერის მხრიდან განხორციელდა, არის სხვაგვარი ქმედება რომელიც გამოვლინდა თმის მოქაჩვაში

ანას მამა რომ აიძულებდა
11პრიმა-151პრიმა მეორე ნაწილი ა
151პრიმა მეორე ნაწილი ა
143 მესამე ნაწილის 1 დ

ნინო ნუკრი და ციალა
126მუხის პირველი ნაწილი რადგან ციალა და ნინო არ არის ოჯახის წევრები (11პრიმა მუხლში არ გხვდება რძლები როგორ)126მუხლი კი არის არაოჯახისწევრებშ სშორის ძალადობა.ციალამ ჩაიდინა ფიზიკური ძალადობა კერძოდ სხვაგვარი ძალადობა რაც გამოიხადა იატაკის ჯოხის დარტყმაში.~
ციალა რომ დაემუქრა გადაწვით ეს იქქნება 151 უხლი
როცა დედამთილს ტელეფონი გამოართვა იქნება 11პრიმა-187მუხლი 1 ნაწილინ მნიშვნელოვანი ზიანია 150ლარს პლიუს ერტი თეთრიც
რაც შეეხება შემაკავებელი ორდერის გამოცემას ეს არის არსწორი რადგაც ის გამოიცემა ოჯახის წევრების მიმარტ ან არაოჯახის წევრი როცა ძალადობს ქალზე გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ამ შემთხვევაში არცერთი არ გვაქ სახეზე.
სემაკავებელი ოდერი ძალაში შედის გმოცემისთნავე.

უსახელო კაზუსი
ინსპექტორ გამომძიებელი-პაატრულ ინსპექტროი
დაბალი რისკის დროს პოლიცია უფლებამოსილია გამოსცეს ან არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი ხოლო მაღალი რიკის დროს უკვე ვალლდებულია რომ გამოსცეს
ეგზემპლარი გამოსცა ორად უნდა გმოეცა სამად ერთი მსხვერპლს ერტი მოძალადეს და ეერთი გამომცემ ორგსნოს
იმავე დღეს რომ გადეცა მოძალადეს სწორია რადგაც 24საათში უნდა გადაეცეს.
მომძალადეს უნდა გაესაჩივრებინა 3 დღეში ადმინსიტარაიულ საქმეთა კოლეგიაში
პოლიციასაც აქ უფლება მიანიჭოს მსხვერპლის სტატუსი და მგამოსცეს შემაკავეველი ორდერი.

1. სექსუალური შევიწროების დაცვის მექანიზმები საჯარო და კერძო სივრცეში+
სექსუალური შევიწროება შეიძლება ხდებოდეს როგორც საჯარო სივრცეში,ისე სამუშაო ადგილას, სერვისის მიწოდების დროს.
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ჩადენისას სამართლადარღვევათა ოქმებს ადგენენ შ.ს.ს უფლებამოსილი პირები,შემდეგ მასალები იგზავნება საქალაქო/რაიონული სასამაღტლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიას,რომელიც 7 დღის ვადაში განიხილავს.საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასრება სავალდებულოა.თუ თავს აარიდებს,იძულებით იქნება მოყვანილი.
სექსუალური შევიწროება სამუშაო/დასაქმების ადგილას-საქართველოს შრომის კოდექსის მიზნებისთვის დისკრიმინაციად განიხილება განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.
დამსაქმებელს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს,თუ მისთვის ცნობილი გახდა შევიწროების ან/და სექსუალური შევიწროების ფაქტი და მან ამ ფაქტის შესახებ არ შეატყობინა შრომის ინსპექციას ან/და არ მიიღო შესაბამისი ზომები აღნიშნული ქმედების აღსაკვეთათ.
დასაქმების ადგილად ითვლება სამუშაოს შესრულების ძირითადი ადგილი,მივლინება,შესვენება ან სამუშაოსთან შემხებლობაში მყოფი ნებისმიერი კომუნიკაცია.
სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების ორი ძირიტადი სახე არსებობს:1)Quid Pro Quo ანუ მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ,რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის მოთხოვნის არსებობას ქმედებაში და მიზნად ისახავს ზემოქმედების მოხდენას ადამიანის სამსახურსა და კარიერულ წინსვლაზე. 2)მტრული სამუშაო გარემო,რაც სამუსაო ადგილზე დამაშინებელი და შეურაცხმყოფელი პირობების შექმნას ნიშნავს.
სექსუალური ხაისათის ქცევა არასასურველია თუ მას დაქვემდებარებული სუბიექტი მიიჩნევს არასასურველად.
კერძო სივრცეში (მაგ,სამუშაო ადგილზე ან პროფესიულ ურთიერთობებში) სექსუალური შევიზროებისას რეაგირების სამაღტლებრივი მექანიზმები: სახალხო დამცველი,სასამაღთლო,შიდა გასაჩივრების/რეგულირების მექანიზმი.
სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ,რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია. მსხვერპლს უფლება აქვს იმაღტოს სასამართლოს სარჩელით მაშინაც,თუ უკვე დასრულებულია შრომითი ურთიერთობა,რომლის დროსაც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება განხორციელდა.
თუ სექსუალურ შევიწროებას აქვს განგრძობადი ხასიათი,ხანდაზმულობის ვადა ათვლილი უნდა იქნეს ბოლო ქმედების განხორციელების მომენტიდან.
სასამაღთლო სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს.ხარვეზის შემთხვევაში მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად აქვს ვადა არანაკლებ 3 დღისა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა სასამაღთლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს უბრუნებს მოსარჩელეს. უარის თქმის შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძოსაჩივრით სააპელაციო სასამაღთლოში მისი გაცნობიდან 3 დღის ვადაში.თუ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა,სააპელაციო სასამაღთლო საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს უბრუნებს.
თუ მოსამართლემ სავარაუდო მსხვერპლის სარჩელი მიიღო წარმოებაში,სარჩელი და თანდართული დოკუმენტების ასლები ეგზავნება მოპასუხეს(შემავიწროებელს) და მას შესაგებლის წარსადგენად აქვს 10 დღე.
,,დისკრიმიცაიის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ საქ.კან.მე-6 მუხ. პირველი ნაწილის თანახმად დისკრიმინაციის აღმოფცვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის ხანდაზმულობის ვადები განსაზღვრული არ არის.
დისკრიმინაციული,სექსუალური შევიზროების ფაქტის დაგდენის შემთხვევასი სახ.დამ.შემავიწროებელს მიმართავს რეკომენდაციით,რომელიც შეიძლება მოიცავდეს:1)სექსუალური შევიწროების შეწყვეტას ან/და მომავალში სექსუალური შევიზროების თავიდან აცილებას 2)იმ შემტხვევაში,თუ რეკომენდაციის ადრესატია ორგანიზაცია/დაწესებულება-სექსუალური შევიზრობის პრევენციის/რეაგირების შიდა მექანიზმის დოკუმენტის შემუშავებას.
რეკომენდაციის განხილვიდან 20 დღის ვადაში პირმა სახ.დამ-ს უნდა აცნობოს განხილვის შედეგები წერილობით.თუ მას არ ეცნობა ამის შესახებ სახ.დამ. უფლებამოსილია;1)როგორც დაინტერესებულმა პირმა, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება. 2)როგორც მოსარჩელემ სარჩელით მიმართოს სასამართლოს .ეს შესაძლებლობა არ მოქმედებს მაშინ,როდესაც ამ რეკომენდაციის ადრესატი ფიზიკური პირია.
ასეევე ,მსხვერპლს შეუძლია გამოიყენოს შიდა გასაჩივრების/რეგულირების მექანიზმი და ფაქტზე განცხადებით/საჩივრით მიმართოს მის ორგანიზაციაში/უწყებაში არსებულ შესაბამის ორგანოს/პირს.

საქ.სახ.დამ. აჩერებს საქმის წარმოებას თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო ა)დავას სასამაღთლო განიხილავს ბ)მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება გ)მიმდ.სისხლ.სამ.დევნა.
საქ.სახ.დამ. წყვეტს საქმის წარმოებას თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო:ა)არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება ბ)განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად არ დადასტურდა.
2.ოჯახში ძალადობა,ფაზები,მახასიათებლები,ბორბალი.+
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობაა,რომელსაც აქვს განგრობადი და ფარული ხასიათი.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური,ფსიქოლოგიური,ეკონომიკური,სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
მისი მახასიათებლებია:
1.ოჯახში ძალადობა ხდბა სხვადასხვა ფორმით ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს-ოჯახის წევრებს-შორის.
2.ოჯახში ძალადობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადი აქტით, რადგან მას ახასიათებს განმეორებითობა და ზრდის ტენდეცია,
3..ოჯახის ძალადობას ახასიათებს ძალთა ასიმეტრია -ეს ნიშნავს ერთ მხარეს ამშემთხვევაში მოძალადეს აქვს მატერიალური, ფიზიკური ანსხვა უპირატესობა და ამით აიძულებს მეორე მხარებს ანუ მსხვერპლს დაემორჩილოს მას.
4.ოჯახში ძალადობა უაროფით გავლენას ახდენს არამარტო მსხვერპლზე არამედ ოჯახის სხვა წევრზე განსაუთრებით არასრულწლოვანზე
5.ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულთა უმეტესობა არის ქალი,რაც ნიშნავს,რომ ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით უარყოფიტ გავლენას ახდენს ქალებზე
მოძალადის დამახასიათებელი თვისებებია:
1.მანიპულაცია (ეს იქნება ბავშვით, საცხოვრებელი ადგილით,ფულით)
2.მსხვერპლის დამცირება
3.წარმოჩენა საკუთარი თავის ისე თითქოს იძულებულს ხდიან მიმართოს ძალადობას.

მსხვერპლის დამახასიათებელი თვისებებია:
1.დაბალი თვითშეფასება
2.სოციალური იზოლაცია
3.დეპრესიულობა
4.რწმენა რომ მოძალადე გამოსწორდება
5.საკუთარი თავის დადანაშაულება
როგორია ძალადობის ფაზები ? ძალადობის მახასიათებლები,?
ძალადობის ციკლის თეორია იყოფა სამ ფაზად:
1 ფაზა - გულისხმობს დაძაბულობის ზრდას,რომელიც ხასიათდება პიროვნებებს შორის დაძბულობის გამწვავებით.ამდროს პოტენციური მსხვერპლი ცდილობს პოტენციური მოძალადის დამშვიდებას,რათა თავიდან აიცილოს ინციდენტი,ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს თვეებისა და წლების განმავლობაში.
2.ფაზა- ძალადობის სერიოზული ინციდენტი -რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 2-24 საათის განმავლობაში.ამ ეტაპზე სხვერპლს აღარ შეუძლია ზემომეება მოახდინოს არსებულ სიტუაციაზე ისღა დარჩენია სხვადასხვა მიმართოს დახმარებასა და დაცვის საშვალებებს.
3 ფაზა -თაფლობის თვე ძალოადობის სერიოზული ინციდენტის მერე მოძალადე ითხოვს პატიებას და ცდილობს მსხვერპლთან შერიგებას,ამდროს ხშირად მსხვერპლსაც უჩნდება ილუზია რო მოძალადე შეიცვლება, მომავალში აღარ განმეორდება ძალადობა,მაგრამ დროის გასვლის მერე ძალადობის ინტენსივობა ანუ სიხშირე იზრდება და ხარისხიანი მატულობს,ამიტომაცა ძალადობის ეს მოდელი წრიული ფორმის ვიზუალი არის გამოსახული მას ძალადობის ბორბალს უწოდებენ, ეს იმას ნიშნავს რომ მესამე ფაზის მერე ისევ ტავიდან იწყება ყველა ეტაპის გავლა,დროის გავლასთან ერთად ძალადობის ფორმა უფრო მძიმე ფორმებს იღებს ხოლო ფაზებს შორის პერიოდი სულ უფრო მცირდება.
3.126 პრიმა +
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მიხედვით, ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამაღლის კოდექსის 117,118 ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული მუხლი აერთიანებს ორ ქმედებას-ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.დეფინიციაში მითითებულ სიტყვა ,,ძალადობაში“ უნდა მოვიაზროთ მხოლოდ ფიზიკური ძალადობა,რომელიც შეიძლება გამოიხატოს ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში,ხოლო სისტემატური შეურაცხყოფა,შანტაჟი ან დამცირება ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებზე მიუთითებს.
აღსანიშნავია,რომ სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით კვალიფიკაციისთვის საკმარისია ფიზიკურ ზალადობას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს,ხოლო ფსიქოლოგიურ ძალადობას დანაშაულად კვალიფიკაციისთვის სჭირდება სისტემატიურობა და მისი ერთჯერადად განხორციელება ვერ მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობას.შესაბამისად,ამ შემთხვევაში ტერმინი ,,სისტემატურობა’’ მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობის(შეურაცხყოფა,სანტაჯი ან დამცირება) მახასიათებელია და კანონი არ უნდა იქნეს იმგავარად გაგებული,რომ სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ძალადობა მოიცავს როგორც ერთეჯარადა განხორციელებულ ქმედებას ისე სისტემატურ ძალადობასაც.ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული თავისი ხასიათისა და საშიშროების (სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან განსხვავებით,სსკ-ის 126 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დასჯადია იმ შემტხვევაშიც თუ სისტემატურმა ცემამ ან ძალადობამ გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება) გათვალისწინებით უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს ვიდრე სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გატვალისწინებული დანაშაული,რაც დამატებითი არგუმენტია იმისა რომ სსკ-ის 1261 მუხლში მითითებული ძალადობა არ მოიცავს სისტემატურ ძალადობასაც.
ოჯახური ძალადობის მიზნებისთვის 126-ე მუხლს ვიყენებთ მაშინ,როდესაც ფიზიკურ ძალადობას აქვს სისტემატური ხასიათი.სსკ-ს 126-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა,რომელმაც დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,მაგრამა არ აღმოცენდა 120 მუხლით გათვალისიწნებული შედეგი.ამ შემტხვევაში ქმედება ხორციელდება იმ პირებს შორის,რომლებიც არ არიან ოჯახის წევრები,შესაბამისად თუ ოჯახის ერთი წევრი მეორეზე სისტემატურად ძალადობს ფიზიკურად კვალიფიკაცია მოხდება 11 პრიმა - 126 1 ‘ 2 ნაწილით.
126 პრიმა არის ერთჯერადი ფიზიკური ძალადობა და სისტემატური ფსიქოლოგიური.
126 არის მრავალჯერადი ძალადობა,ოჯახში ძალადობის დროს 11 პრიმა.
4.ბორბალი.+(2)
5.ძალადობის ფორმები.+
1..ფიზიკური ძალადობა - ეს არის ცემა, წამება,ჯამრთელობის დაზიანება,თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას,რომელიც იწვევს მსხვერპლის ჯამრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
2.ფსიქოლოგიური ძალადობა -შეურაცხყოფა,შანტაჟI,დამცირება,მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას,რომელიც მიმართულია იმ მიზნისკენ რომ მსხვერპლმა დაკარგოს სკაუთარი თავის რწმენა,დაეჭვდეს საკუტარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში,დაკაროს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში.
ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში,ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში,მუქარაში,იზოლირებაში,დაშინებაში.მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფა.
3.იძულება - ადამიანის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არშეასრულოს მოქმედება რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება თავისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება.
5.სექსუალური ძალადობა-სქესობრივი კავშირი ძალადობით,ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით,აგრეთვე სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.
5.ეკონომიკური ძალადობა -ქმედება რომელიც იწვევს ,საკვებით,საცხოვრებელი ადგილის,ნორმალური განვითარების,ან სხვა პირობებით უზრუნველყოფით,საკუთრებისა და შრომის განხორციელების ასევე თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაკარგვით და კუთვნილი წილის სარგებლობის უფლების შეზღუდვას,
6.არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესების უგულვებელყოფა -მშობელის ან მშობლების, კანონიერი წარმომადგენლის,ან სხვა პასუხისმგებელის პირის მხრიდან არასრულწლოვანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროების დაუკმაყოფილებლობა,საფრთხისგან დაუცველობა,საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა,დაბადების რეგისტრაციის,სამედიცინო ან სხვა სარგებლობის უფლების შეზღუდვა,

6. .ელექტრონული ზედამხედველობა
ელექტრონული ზედამხედველობა არის შემაკავებელი ორდერის აღსრულების ინსტრუმენტი,რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოძალადის კონტროლი მის მიერ მსხვერპლთან მიახლოების თავიდან ასაცილებლად. პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს შეუძლია შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად,რომლის მეშვეობითაც მოძალადეს ეკრძალება მსხვერპლთან მიახლოება,ასევე დააწესოს ელექტრონული ზედამხევდელობა. ელ.ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას,ასევე ორდერის მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს და ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით,ანუ მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში.შესაძლეებლია უფრი ნაკლები ვადითაც.
მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში,თუ არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. პოლიციის უფლებამოსიი პირი აღნიშნულს აფასებს შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კიტხვარის მიხედვით.აღნიშნულის შეფასებისას გასათვალისიწნებელია შემდეგი გარემოებები- მოძალადისადმი წარსულში შემაკავებელი/დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი,მოძალადის მხრიდან ძალადობის ან მუქარის განხორციელების ფაქტი,ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა.
მოძალადის მიმართ ელ.ზედამხედველობის დაწესების მოტხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს,მისი ოჯახის წევრს,მსხვერპლის თანხმობით სოციალურ მუშაკს ან პირს რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინი,იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას.არასრულქლოვნის მიმართ ძალადობის შემტხვევაში-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.აუცილებებლია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
ოქმში ელ.ზედამხევდელობასთან დაკავშირებით არის სსულ 7 კიტხვა.აქედან 5 კითხვა არის მაღალი რისკის რომელიც ფასდება 5 ქულით, და ორი საშუალო რისკის შეკითხვა,რომელიც ფასდება 3 ქულით. მოძალადის მიმართ ელ.ზედამხედველობა სავალდებულოა თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 15 ან მეტი და მსხვერპლი აცხადებს თანხმობას. თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 10-15 და მსხვერპლი აცხადებს თანხმობას ასეთ დროს პოლიციელი თავად წყვიტავს.10 ქულაზე ნაკლების შემტხვევაში ელ.ზედ. არ განხორციელდება. ელ.ზედ.გამოცემის შესახებ ოქმი დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს 24 საათის განმავლობაში. წარუდგენლობის ან სასამართლოს მიერ უარის თქმის შემტხვევაში ელ.ზედამხედველობის ღონისძიება უნდა შეწყდეს.
ელ.ზედ. განხორციელების შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ:ა) ოცეულის მეთაური,ატეულის მეთაური,პატრულ ინსპექტორი. ბ) უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი,მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი,მართლწესრიგის ოფიცერი,დეტექტივ-გამომძიებელი,დექტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი,უფროსი დეტექტივი,დეტექტივი,უფროსი გამომძიებელი,გამომძიებელი.
ოქმს ხელს აწერს უფლებამოსილი პირი,მსხვერპლი და მოძალადე,ან მხოლოდ უფლებამოსილი პირი. ელ.ზედ.განხორციელების შესახებ ოქმის ერთი ეგზემპლარი რცება მის გამომცემ ორგანოში,ერთი გამოცემიდან 24 სტსი წარედგინება სასამართლოს.
ოქმის ასლი ეგზავნება: 1)შსს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.2)შსს-ს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფს. 3)112-ს.
სასამართლოს მიერ მირებული გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ ელ.ზედ.განხორციელების შესახებ შეიძლება აგსაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში,დასაბუთბეული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.სააპელალციო სასამართლო საჩიართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელ.სასამ.გადაყწვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ელ.სამაჯური (გადამცემი) ემაგრება მოძალადეს ქვედა კიდურზე ან ობიექტური მიზეზის არსებობისას მაჯაზე. იგი მოძალადეს განგაშის სიგნალის მეშვეობით ატყობინებს მსხვერპლთან მიახლოებას . მიმღები აპარატი მსხვერპლს ატყობინებს მოძალადის მიახლოებას.მოძალადე და მსხვერპლი ვალდებულია დაიცვას მოწყობილობა და მისი გაუმართაობის შემტხვევაში შეატყობინოს მონიტორინგის ცენტრს.. არ უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია ელ.სამაჯურთან ერთად.უფლებამოსილ ორგანოს უნდა შეატყობინოს საზღვრის დატივების შესახებ არანაკლებ 48 საათიტ ადრე. 12 საათით ადრე უნდა გადასცეს თერიტორიულ ორგანოს აპარატი.
ექსპლუატაციის წესი: შეინარჩუნოს აპარატი დამუხტულ მდგომარეობაში,მუდმივად თან იქონიო აპარატი,არ დაახშოს განზრახ GPSზონა.
ელ.ზედამხედველობა მოიცავს ორ გეოგრაფიულ ზონას -საგანგაშო ზონა მსხვერპლის ადგილსამყოფელიდან 100 მეტრის რადიუსი. და ბუფერული ზონა საგანგაშო ზონის ირგვლივ არსებული 500 მეტრიანი რადიუსი. თითოეული იყოფა სტატიკურ და დინამიკურ ზონებად. სტატიკური-წინასწარი განსაზღვრულია ადგილმდებარეობები. დინამიკური- ვერ განვსაზღვრავთ,შესაძლოა შემტხვევით აღმოჩნდნენ ერთი და იმავე ტერიტორიაზე. თუმცა მონიტორინგი ატყობინებს ამის შესხებდ ა მოუწოდებს მოძალადეს ტერიტორიის დატოვებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკისრება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწნებული პასუხისმგებლობა.
ელ.ზედამხევდელობა ჩერდება - მსხვერპლის ან მოძალადის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას,მოძალადის ან მსხვერპლის დაკვებისას, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას,აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისას,.
ელ.ზედამხედველობის ვადის შეჩერება არ იწვევს შემაკავებელი ორდერის ვადის შეცერებას.
ელ.ზედამხედველობა წყდება:ელ ზედ.ვადის გასვლისას,მოძალადის ან მსხვერპლის გარდაცვალებისას,შემკავაბელი ორდერის გაუქმებისას.
ელ.ზედამხედველობა სასამართოსთVის მიმართVის გზით ვადამდე შეიძლება გაუქმდეს: მოძალადის მძიმე ავადმყოფობის გამო და თუ მსხვერპლი თავად მიმართავს გაუქმების თაობაზე.
რომელიმე გარემოებისას 24 საატის გნამვალობაში პოლიცია მიმართავს სასამართლოს ელ.ზედ.გაუქმების თხოვნით. სასამაღთლო 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას.
7.ბავშვთა დაცვის რეფერირების სისტემა და პროცედურა.
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა მოიცავს: 1. ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას 2.ბავშვის მდგომარეობის შეფასებას. 3.ბავშვზე ძალადობის შემტხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას. 4.საჭიროების შემტხვევაში,ბავშვის განცალკევებასა და განთავსებას ბავშვთა სათანადო სპეციალიზებულ დაწესებულებაში/თავშესაფარში/მინდობით აღზრდაში,რომელიც ხელს შეუუწყობს მის უსაფღტხოებასა და რეაბილიტაციას. 5. ძალადობის შემტხვევაზე ზედამხედველობას.
არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათVის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებებს,სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს,მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ ტანამშრომელებს,აგრეთვე ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებსა და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს.
ღნიშნული დაწესებულების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან,კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში , ადგილზე გადაამოწმონ ბავშვზე ძალადობასთან დააკავშირბეული გადაუდებელი შემტხვევა,მოახდინონ ბავშვზე განხორციელებული ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის იდენტიფიკაცია და აწარმოონ შემთვხვევის მართვა.
ბავშვზე სავარაუდოდ განხორციელებულ ძალადობაზე შესაძლოა მიუთითბედეს ქვემოთ ჩამოთVლილი ერთი ან რამდეიმე გარემოება: ბავშვის სეულზე დაზიანების ნიშნების არსებობა,ბავშვი იქცევა საეჭვოდ(ეშინია,არ უნდა სახლში წასვლა), ბავშვი არ დადის ან/და არარეგულარულად დადის საგანმანათლებლო ან/და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებაში,ბავშვი მოუცლელია, ბავშვი გამოყენებულია ან ჩაბმულია მისი სასაკისთვის შეუფერებელ სამუშაოში,ბავშვი მუდმივად გადაადგილდება უცხო პირებთან ერთად.
რეფერირების პროცედურებში ჩართული თითოეული სუბიექტი უფლებამოსილია ეჭვის გაჩენის შემტხვევაში ადგილზე გაანალიზოს შემტხვევა და საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება.
რეფერირების პროცედურა ერთმანეტისგან განასხვავებს ბავშვზე ძალადობის ეჭვს და საფუძვლიან ეჭვს და შესაბამის უწყებას მხოლოდ მაშინ აკსრებს სააგენტოსა დ აპოლიციაში შეტყობინების გაგზავნის ვალდებულებას,როდესაც შემთხვევის შესწავლის პროცესში წარმოიშობა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე როომ ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი. საფუძვლიანი ეჭვი შესაძლოა წარმოიშვას თუ არსებობს შემდეგი გარემოებები: ბავშვის განცხადება რომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა,მოწმის განცხადება რომ იგი შეეესწრო ფაქტს, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის არაადეკვატური ქცევა.
რეფერირების პროცედურაშუ ჩართული უფლებამოსილი პირები,პოლიციის გარდა,ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას,ვალდებულნი არიან შეავსონ ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი,რომელიც ეგზავნება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ფოსტით,ფაქსით ან,არსებობის შემტხვევაში,შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით,ხოლო გადაუდებელ შემტხვევაში აღნიშნული უწყების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან,ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას,გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებსი ბრიგადა და სააგენტოს შეატყობინონ ცხელი ხაზის მეშვეობით ან/და წერილობითი ფორმით.
ბავშვის მიმართ შესაძლო ძლადობის გამოვლენის შემდეგ მნიშვნელოვანია შემთხვევის სიღრმისეული შესწავლა სავარაუდო მსხვერპლ ბავშვთან გასაუბრბეისა და სხვა მტკიცებულებების მოპოვების გზით,პროცესში წამყვანი როლი პოლიციასა და სააგენტოს ეკისრება.
პოლიციმიერ სააგენტოსთვის გადაცემული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა)პოლიციის სახელს გვარს და თანამდებობას ბ)ბავშვის სახელს,გვარს,ასაკს,სქესს,მისამართს,შემტხვევის ადგილს გ)ზალადობის თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის ან ძალადობის ფაქტის მოკლე აღწერას დ)პოლიციის მიერ ჩატარებული ქმედებების ჩამონათვალს.
პოლიციამ საწიროების შემთხვევაში უნდ აგამოიძახოს სასწრაფო. სათანადო საფუძვლების არსებობისას უნდ აგამოწეროს შემაკავებელი ორდერი და აუცილებლობის შემტხვევაში უზრუნველყოოს ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა მართო ან მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.
სააგენტო,ბავშვზე განხორციელებული ძალადობის ან ძალაოდბის ეჭვის შემთXვევაში,საქმის განხილვას იწყებს სააგენტოში შესული წერილობითი,სატელეფონო ან/და სხვა საკომუნიკაციო შეტყობინების საფუძველზე,როდესაც მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შიდა ინსტურქციის შესაბამისად.
თუ ბავშვთან ვიზიტის დროს სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად დაადგინა,რომ საქმე ეხება გადაუდებელ შემტხვევას,იგი დაუყოვნებლივ მიმართავს პოლიციას და იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას.
ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესრულებაზზე მონიტორინგს და ბავშვის მდგომარეობის ზედამხედველობას ახორცილეებს საგენტო. ზეამხედველობის პროცესში ერტვებიან რეფერირების პროცედურებში ცართული სუბიექტებიც,მათი კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში.
8.შემაკავებელი და დამცავი ორდერების მიზანი,დანიშნულება,სათანადო სუბიექტები და მათი განსხვავება.
შემაკავებელი და დამცავი ორდერები გამოიყენება როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია,დროებითი ღონისძიების სახით,გამოიცეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.
შემაკავებელი და დამცავი ორდერის მეშვეობიტ ხდება ძალადობის რომელიმე ფორმაზე რეაგირება და მოძალადისათვის შესაბამისი ვალდებულებების/სანქციების დაწესება. მისი მიზანია, მსხვერპლისათვის სერიოზული საფრთხის თავიდან ასაცილებლად,მოძალადეს დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები,თუ ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული ქმედება და საქმის გარემოებები ძალადობის განმეორების ან/და გაზრდის მარალ რისკზე მიუთითებს.შესაძლოა,მოძალადეს შეეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რიგი უფლებები,მათ შორის,პოლიციელი უფლებამოსილია,დამცავი ან შემაკავბებელი ორდერი სშესაბამისად მოძალადე განარიდოს მსხვერპლის საცხოვრბეელ ადგილს იმ შემტხვევაშიც,თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა.
შემაკავებელი და დამცავი ორდერი გამოიყენება ერთი და იმავე მიზნითა და დანიშნულებით.ძირითადად ეს ორი ინსტრმენტი ერთმანეთის მსგავსია თუმცა მათ შორის მაინც არის რამდენიმე განსხვავება. ორივე მექანიზმის შემუშავებით კანონმდებელმა მსხვერპლს მისცა არჩევანის შესაძლებლობა . იმ შემტხვევაში,თუ მას არ სურს,მიმართოს პოლიციას,შეუძლია,შემაკავებელი ორდერის მსგავსი შეზღუდვების დაწესების ინიციატივით მიმართოს სასამართლოს და მოიტხოვოს დამცავი ორდერის გამოცემა. აღსანიშნავია,რომ შემაკავებელი ორდერი უფრო ოპერატიული მექანიზმია და დიდი დრო არ სჭირდება მის გამოცემას.განსხვავებით დამცავი ორდერისგან,რომლის გამოცემის საკიტხის გადასაწყვეტად სასამართლოს 10 დღიანი ვადა აქვს დაწესებული.ზოგიერთ შემტხვევაში მყისიერი საფრთხის არსებობისას,მიზანშეწონილია,მსხვერპლმა დაუყოვნებლივ მიმართოს პოლიციას და მოითხოვოს შემაკავებელი ორდერის გამოცემა,რადგან შესაძლოა,რამდნეიმე წუთით დაგვიანებაც კი ფატალური შედეგით დასრულდეს.
დამცავი ორდერი-1)გამოსცმე სმოსამართლე. 2)გამოიცემა 9 თვემდე ვადით.შესაძლებელია მისი მოქმედების 3 თვემდე ვადით გაგრძელება. 3)საჩივრდება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში. 4)დამცავი ორდერი უნდა ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორინეტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.
შემაკავებელი ორდერი-1)გამოსცემს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი 2)გამოიცემა ერთ ტვემდე (30 დღე) ვადით.მისი მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 3)საჩივრდება პირველი ინსტანციის სასამართლოში,რის შემდეგაც ორდერის გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში. 4)შემაკავებებლი ორდერი ოპერატიულად სავალდებულოდ არ მოიტხოვს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქვცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლას.
9.დამცავ და შემაკავებელ ორდერზე რა შეზღუდვები და ვალდებულებები შეიძლება დაეკისროს მოძალადეს.
შემაკავებელი ორდერით მოძალადეს შეიძლება დაუწესდეს შემდეგი შეზღუდვები და ვალდებულებები,კერძოდ ,შემაკავებეი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:ა)მოძალადის გარიდებას მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან,მიუხედავად იმისა,მოძალადე სახლის მესაკუთრეა თუ არა.უპირატესობა ენიჭება ადამიანის უსაფრთხოებას და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას,ამ მიზნით შესაძლებელიალეგიტიმურად შეიზღუდოს ადამიანის საკუთრები უფლება. ბ)მსხვერპლისა და მასზზე დმაოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდებისა და თავშესაფარში მოტავსების საკიტხს.აღსანისშნავია რომ თავშესაფარში შესაძლოა განთავსდეს არა მხოლოდ მოძალადე არამედ მასზე დამოკიდებული პირი,მიუხედავად იმისა დამოკიდებული პირი უშუალოდ არის თუ არა ძალადობის მსხვერპლი. გ)მოძალადისთვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას. დ)მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების საკიტხს. ე)მსხვერპლთან,მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილტან,სადაც მსხვერპლი იმყოფება,მოძალადის მიახლოების საკიტხს.ეს ადგილი შეიძლება იყოს ყველა ის ტერიტორია,მათ შორის,საცხოვრებელი ადგილი,სადაც მსხვერპლი დროებით ან მუდმივად იმყოფება. ვ)ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების საკითხს. ზ)მოძალადისათვის შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ამ ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით სარგებლობის შეზღუდვას ან აკრძალვას,იარაღის შეძენის ნებართვის აკრძალვას. ასევე შესაძლოა მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
დამცავი ორდერით მოძალადისათვის შეიძლება დაწესდეს შემდეგი შეზღუდვები/ვალდებულებები,ხოლო მსხვერპლის დაცვის მიზნით შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი საკითხები:1)მსხვერპლის,მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან დაცვის ზომები. 2)მსხვერპლის,მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდებისა და მათი თავშესაფარში მოთავსების საკითხები. 3)მოძალადის მსხვერპლის აცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხი. 4)მოძალადის ვალდებულება -არ შეზღუდოს მსხვერპლი , ისარგებლოს პირადი ნივთებით,ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით,რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისთვის. 5)მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვა. 6) მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების,მასთან შეხვედრისა და ურტიერთობის რეგულირების საკითხი. 7)მოძალადის მსხვერპლტან,მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან,სადაც მსხვერპლი იმყოფება,მიახლოების აკრძალვა. 8)მოძალადისატვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვა ან აკრძალვა. 9)მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის,თავშესაფარში ყოფნის ან სხვა გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკიტხები. 10)მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირბეული სკაითხები. 11)მოძალადის გაფრთხილება დამცავი ორდეერით გატვალისიწნებული მოტხოვნის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. 12)სხვა საკიტხები,რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისთვის.
10.შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი მოძალადის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას
მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით,კანონმდებლობა ითვალისწინებს დაზარალებულის ინფორმირებას მას შემდეგ,რაც მოძალადე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას.ასეთ დროს პოლიციის უფლებამოსილი ტანამშრომელი აფასებს მოძალადის მიერ მსხვერპლის მიმართ შესაძლო ძალადობის განმეორების რისკებს და საკუთარი ინიციატივით იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.შემაკავებელი ორდერის გამოსაცემად აუცილებელი არ არის ძალადობის ახალი ფაქტის არსებობა და მთავარია იმის შეფასება,რამდენად მაღალია ალბათობა,რომ მოძალადე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ კვლავ იძალადებს მსხვერპლზე.
პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მოძალადის გათავისუფლების,გაქცევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება შსს-ს. პენიტენციურმა დაწესებულებამ ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უნდა მოახდინოს რამდენიმე კვირით ადრე თუ ამის განსაზღვრა შესაძლებელია. მას შემდეგ რაც შსს მიიღებს ინფორმაციას ამის შესახებ ის ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს მსხვერპლს,რის თაობაზეც პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს ოქმს. ოქმში ასახული უნდ აიყოს პოლიციის მიერ მსხვერპლთან გასაუბრების შედეგები,კერძოდ მსჯავრდებულისადმი მსხვერპლის დამოკიდებულება,მსხვერპლისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულება სასჯელის მოხდის პერიოდში და სხვა ინფორმაცია,რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მსხვერპლის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის შესაფასებლად. შსს უფლებამოსილი თანამშრომელი აფასებს მსხვერპლისგან მირებულ ინფორმაციას.რისკის შეფასების პროცესში იგი უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში.იმ შემტხვევაში თუ მსხვერპლისგან მიღებული ინფორმაცია და მსჯავრდებულის ინდივიდუალური ანგარიშში ასახული ცნობები იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის,რომ მსხვერპლის მიმართ ძალალდობა შეიძლება განმეორდეს,პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული/გამოსული პირის ადგილსამყოფელს და მისთვის შესაბამისი ახსნა განმარტების ჩამორთმევის შემდეგ იღებს გადაყწვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან მის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ . შემაკავებებლი ორდერის გამოცემის შემთხვევაში სავალდებულო არ არის მსხვერპლის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის არსებობა. პოლიცია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი თუ არსებობს დაკამრისი საფუძველი ვარადუისთVის რომ შეიძლება დაირღვეს პირის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან იძულებით ან/და მის მიმართ ფიზიკური,ფსიქოლოგიური,ეკონომიკური ან/და სექსუალური ძალადობით.
კ ა ზ უ ს ი
1.45 წლის ლელამ იმ მოტივით რომ მისმა 15 წლის შვილმა -ანამ სკოლაში მიიღოდ აბალი შეფასება,ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა ბავშვზე.კერძოდ,არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ანამ პოლიციას მიმართა დასახმარებლად.ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უმცროსი გამომძიებლის მიერ შეფასდა ზალადობის განმეორების რისკები,რა დროსაც დადებითი პასუხი დაფიქსირდა 3 ერთქულიან შეკითხვაზე.
ვინაიდან ქულათა ჯამმა შეადგინა 3 ქულა,უმცროსი გამომძიებლის მიერ ძალადობის განმეორების რისკად შეფასდა საშუალო რისკი.რის საფუძველზეც გამოსცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. ვინაიდან სკაითხი არასრუწლოვანს შეეხებოდა უმცროსმა გამომძიებელმა შემაკავებელი ორდერი შეადგინა 4 ეგზემპლარად.ერთი გაეგზავნა მეურვეობის და მზრუნველლოსბის ადგილობრივ ორგანოს. მოძალადის მიერ შემაკავებელი ორდერი გასაჩივრდა მისი ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში მის გამომცემ ორგანოში,კერძოდ რუსტვაის საქალაქო სამმართველოში..(დედის ქმედები კავლიფიკაცია არის 126 პრიმა მუხლის 2 ნ. ა ქვეპ. ანუ არასრულწლოვნის მიმართ. სამი ერთ ქულიანი პასუხი არ არის საშუალო რისკი,რადგან საშუალო რისკი არის როდესაც სამქულიან კითხვაზე იქნება დადებითი პასუხი.შესაბამისად არ უნდ აგამოეწერა ორდერი 30 დღის ვადით.უმცროსი გამომძიებელი არა რის კომპეტენტური პირი.4 ეგზემპლარი???? გასაცივრების ვადა სწორია. სამმართველოში არა,სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.(შემაკავებელი და დამცავი ორდერი ადმინისტრაციული რეაგირების მექანიზმია ამიტომ უნდა გასაჩივრდეს ადმინისტრაციული წესით.))
2.ერთ-ერთ რაიონში მცხოვრებ 15 წლის ანას მამა თითქმის ყოველდღე მოუწოდებს,რომ აუცილებლად უნდა გაჰყვეს ცოლად 20 წლის ჯემალს.
თავიდან ანა მამის მოტხოვნას ყურადღებას არ აქცევდა,თუმცა შემდეგ მამამ კიდევ უფრო ინტენსიურად დაიწყო შვილის შესწუხება.ემუქრებოდა,რომ თუ მის მოთხოვნას არ შეასრულებდა სკოლიდან გამოიყვანდა და სახლში გამოკეტავდა.ასევე,ეუბნებოდა,რომ თუ არ დაქორქინდებოდა მის ოჯახზე ცუდად იალპარაკებდნენ და ,,თითით საჩვენბლები’’ გახდებოდნენ. (11 პრიმა-150 პრიმა მუხლის მე-2 ნაწ.ა ქვეპ. )
ანამ,მასწავლებლის დახმარებით,პოლიციას შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ რის გამოც ქორწილი ჩაიშალა. რამდენიმე დღეში,ჯემალიმ,3 მეგობრის დახმარებით,ქორწინების მიზნით მოიტაცა თვაისივე თანასოფლელი 15 წლის გურანდა.(150 პრიმა მუხლის მე-2 ნაწ ა ქვეპ. 143-ე მუხლის მესამე ნაწ. ა და დ ქვეპ.
3. 2021 წლის25 იანვარს,ძმებს კონფლიქტი მოუვიდათ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით,კერძოდ,გიორგიმ გელა მიატენა სიტყვიერი სეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
გელა გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 1.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში და მოითხოვა შეასაბამისი რეაგირება.ამავე სამმაღთველოს უბნის უმცროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა შეაფასა ძალადობის განმეორების რისკები,რის საფუძველზეც დადებითი პასუხი დაფიქსირდა მხოლოდ ერთქულიან და სამქულიან შეკიტხვებზე.უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ აღნიშნული რისკი შეფასდა ძალადობის განმეორების მაღალ რისკად,რადგან გელამ გასაუბრებისას მიუთითა ,რომ მისი ძმის მხრიდან განხორციელებული მუქარა რეალურად აღიქვა და ავს საფუძვლიანი შიშI იმისა,რომ ამ მუქარის სისრულეში მოიყვანს.
უბნის უმცროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი 20 დღის ვადით,რომელიც შეადგინა ორ ეგზემპლარად.ერთი ეგზემპლარი გადასცა მსხვერპლს,ხოლო მეორე ეგზემპლარი გაუგზავნა შსს მომსახურბეის სააგენტოს,ვინაიდან მოძალადეს შემაკავებელი ორდერით აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართVის მოპოვება.
უბნის უმცრომს აინსპექტორ-გამომძIებელმა გელა სგანუმარტა,რომ ვინაიდან გამოსცა შემაკავებელი ორდერი,ამაის პარალელურად ვერ დაიწყებდა გამოძიებას,ვინაიდან ერთდორულად შეუძლებელი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და სისხლის-სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება.
4. 2017 წლის იანვრამდე ნინო ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა ლევანთან. დაშორების შემდეგ ნინნო საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში.მიუხედავად ამისა,ლევანი ნინოს სთხოვდა შერიგება.წინააღმდეგ შემტხვევაში მათI საერთო შვილის წართმევით ემუქრებოდა.
ნინო მუშაობდა ერთ-ერთ აფთიაქში ფარმაცევტად.2021 წლის 5 იანვარს,ნასვამ მსგომარეობაში მყოფი ლევანი მივიდა ნინოს სამუშაო ადგილას,მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით.
ნინომ დარეკა 112ში.საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ რისკების შეფასების შემდეგ,სადაც დაფიქსირდა ძალადობის განმეორების მაღალი რისკი,გამოსცა შემაკავებელი ორდერი 20 დღის ვადით.
ინსპექტორ-გამომძიებელმა შემაკავებლი ორდერი გამოსცა ორ ეგზემპლარად.იმავე დღესვე შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი გადაეცა მოძალადეს,რომელმაც ორდერი 7 დღის ვადაში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
5.30 წლის ნინომ,რომელიც ცხოვრობს 1.თბილისში,გრიბოედოვის ქუჩა 30,განცხადება შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში,მისი ყოფილი მეუღლის შალვას მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.
ნინო მოძალადის საცხოვრბეელ და ძალადობის განხორციელების ადგილად მიუთითებდა ქ.ქუთაისს,შესაბამისად,სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით შეიტანა განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლომ წარმოებასი მიიღო ნინოს განცხადება,რომელიც კანცელარიაში რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში თანდართულ მასალებთან ერთად გაეგზავნა შალვას,რომლის წინააღმდეგაც იყო განცხადება შეტანილი. 3 დღის ვადის გასვლის შემდეგ,შალვას სასამართლოში რაიმე მტკიცებულება ან დოკუმენტი არ წარუდგენია.
მოსამართლემ ნინოს განცხადების კანცელარიაში რეგისტრაციიდან 20 დღის გასვლის შემდეგ ჩანიშნა სასამართლო განხილვა და მიიღო გადაწყვეტილება 8 თვის ვადით დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე,რომლის საფუძველზეც მოძალადის მიმართ დააწესა ელექტრონული ზედამხედველობა.საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა შეეტანა განცხადება ანუ თბილისში.სასამართლოს ვადები არის შეცდომა-3 დღის ნაცვლად 24 საატში უნდა გაეგზვნათ განცხადება და მასალები შალვასთვის.დამცავ ორდერთან ერთად ელექტრონული ზედამხედველობა არ უნდ აგამოეყენებინა სასამართლოს.მისი გამოყენება მხოლოდ შემაკავებელის დროს ხდება და საასამართლოში ცალკე ოქმი მიდის დასამტკიცებლად.)
6.ნინო და ნუკრი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.2020 წლის თებერვალში ნინო სტუმრად იმყოფებოდა თავისი მაზლის სოოსს სახლში.სოსოს ცოლს,ციალას და ნინოს ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.კონფლიქტის მიზეზი ძმების ქონება იყო.
თებერვალში ვიზიტის დროს ციალასა და ნინოს შორის კვლავ მოხდა კონფლიქტი,კერძოდ ციალამ ნინოს თაცში ჩაარტყა იატაკის საწმენდი ჯოხი,გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.ნინო დაემუქრა ქონების გადაწვით.აღნიშნული ხმაურის დროს ოტახიდან გამოვიდა ნინოსა და ციალას დედამთილი,რომელმაც სცადა სიტუაციის განმუხტვა და აიღო თავისი კუთვნილი მობილური პოლიციაში დარეკვის მიზნით.ამის დანახვაზე ნინომ გამოგლიჯა ტელეფონი დედამთილს და დაამტვრია,რომლის ღირებულება 151 ლარი იყო.
საბოლოოდ ნინოსა და ციალას დედამთილმა მაინც მოახერხა პოლიციის გამოძახება,პოლიციის ადგილზე გამოცხადები სშემდეგ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელმა გამოწერა შემაკავებელი ორდერი ნინოსა და ციალას მიმართ.ერთი ორდერით მსხვერპლად მიჩნეული იქნა ნინო,მოძალადედ ციალა,ხოლო მეორე შემაკავებელი ორდერით ინსპ.გამომძიებელმა მსხვერპლად სცნო ციალა,მოძალადედ ნინო. შემდეგ,ინსპ.გამომძიებელმა 24 საათის ვადაში მიმართა სასამართლოს შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე.
ნინო და ციალა არ არიან ოჯახის წევრები.ციალას ქმედება დაკვალიფიცირდება 126 მუხლის 1 ნაწილით,ნინოს ქმედება 152 მულით(მუქარა).
მეორე ნაწილი- როცა დედამთილს ტელეფონი გაუტეხა 187 მუხლის 1 ნაწილი. საკუტრების დაზიანება 187 მუხლი 11 პრიმაზე მითითებით.)
შემაკავებელი ორდერი საერტოდ არ უნდ აგამოწერლიყო რადგან ნინო და ციალა არ არიან ოჯახის წევრები.
(.... ინსპექტორს არ უნდა მიემართ სასამართლოსთვის რადგან ამის ვალდებულება არ აქვს.
მსგავსი შემაკავებელი ორდერი როცა იწერება ამას ქვია ჯვარედინი შემ.ორდ. და ამ დროს საჭიროა უფლებამოსილი პირის მიერ დაზუსტდეს თუ ვინ დაიწყო კონფლიქტი პირველმა,ვინ არის უფრო საშიში და მაგის მიხედვით გადაქყვიტოს გამოწერა.)
7.გელა და მაია 10 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
მაიას ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თავისი მეუღლის დედასთან-ნათელასთან,რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მათთან ერთად ცხოვრობდა და მონაწილეობას იღებდა საოჯახო საქმეების წარმოებაში.
შემდგომში მაიამ და გელამ გადაწყვიტეს,რომ საცხოვრებლად ცალკე გადასულიყვნენ.თუმცა,გადასვლიდან მალევე გელამ დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მიღება,რასაც თითქმის ყოველდღიურად მოიხმარდა.ამის გამო,მაიას დაეძაბა მეუღლესთან ურთიერთობა,ვინაიდან გელა სიმთვრალეში ხშIრად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,რაც ძალიან დამთრგუნველი და მატრამვირებელი იყო მაიასთვის.-126 პრიმა მუხლის 1 ნაწილი,ფსიქოლოგიური ძალადობა,რადგან მაია სისტემატურად განიცდიდა სულიერ ტანჯვას და დამცირებას.
ამის გამო,მაია მეუღლეს დაშორდა,თუმცა ამის მიუხედავად,გელა არ წყვეტდა ყოფილ ცოლთან კომუნიკაციას,რაც ხშირად,ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფით მთავრდებოდა.მორიგი სატელოფონო საუბრისას გელა მის ყოფილ მეუღლეს დაემუქრა,რომ არ გაახარებდა სადაც შეხვდებოდა იქ გამოასალმებდა სიცოცხლეს,რამაც მაია ძალიან შეაშინა.- 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტი.მუქარა ოჯახის წევრის მიმართ,კერძოდ სიცოცხლის მოსპობით,რის შემდეგაც მაიას გაუჩნდა რეალური შიში მუქარის განხორციელების.
როდესაც მაიას ბავშვი სკოლიდან გამოჰყავდა,ყოფილმა დედამთილმა ნათელამ მცირეწლოვნის თანდასწრებით ძლიერად მოქაჩა თმები მაიას და ასევე,მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.- 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
შეშინებულმა მაიამ დასახმარებლად მიმართა პოლიციას. პოლიციას მიმართა არამარტო ყოფილი მეუღლის მხრიდან ჩადენილი ძალადობის ,არამედ გელას დედის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შესახებაც.
8.ესმა და ვალერი კურსელები არიან. ვალერის,მეგობრობის გარდა,გარკვეული სიმპათიები აქვს ესმას მიმართ,რის გამოც მასთან ახორციელებს ხშირ კომუნიკაციას.მიუხედავად იმისა რომ ვალერის სმს შეტყობინებები მომაბეზრებელია ესმასთვის,იგი მაინც ცდილობს,რომ მას თავაზიანად უპასუხოს.
ინტერნეტით კომუნიკაციის გარდა,ვალერი ცდილობს,რომ ესმასთან ფიზიკური სიახლოვე ჰქონდეს.ამის გამო,ყოველთვის უნივერსიტეტის კართან ხვდება ესმას,მიაცილებს აუდიტორიამდე,ელოდება ლექციის დასრულებას და შემდეგ ისევ უკან მიჰყვება გოგონას.-150 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი,ადევნება.
ესმასთვის ეს ყველაფერი შემაწუხებელი გახდა და ვალერის მოუწოდა შეეწყვიტა ეს ქმედებები,რადგან მისთვის იყო დამთრგუნველი და ამსში იწვევდა უარყოფით ემოციებს.ვალერიმ არ გაითვალისწინა ეს თხოვნა და აუხსნა,რომ მას მოსწონდა იგი და არ აპირებდა უკან დახევას.ამან გოგონა კიდევ უფრო შეაშინა და დათრგუნა.
პირველ ეტაპზე,ესმა facebook-ზე დაბლოკა ვალერის პირადი გვერდი,თუმცა ამ უკანასკნელმა მაინც გააგრძელა ესმასთან პირდაპირი ურთიერთობა.უნივერსიტეტის გარდა,იგი სახლში აკიტხავდა გოგონას და სთხოვდა რომ მისთვის მოემსინა და დალაპარაკებოდა.ამ ყველაფრის გამო ესმა გახდა დათრგნული,ჩაიკეტა საკუთარ სახლში და აღარ სურდა უნივერსიტეტში სიარული.
ვალერის ქმედებები ესმასთვის დღითიდღე უფრო აუტანელი ხდებოდა,რის გამოც მან მიმართა პოლიციას და ითხოვა დახმარება,მათ შორის,პოლიციელს სთხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა,თუმცა ამ უკანასკნელის განმარტებით,ვერ უზრუნველყოფა ორდერის გამოცემას,რადგან იგი არ იყო ვალერის ოჯახის წევრი.-მართალია შემკავაებლი გამოიცემა ოჯახის წევრებს შორის,თუმცა ასევე მისი გამოცემა შესაძლებელია მაშინ როდესაც სახეზე გვაქვს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი.
პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ,ვალერიმ დაურეკა ესმას და შეხვედრა სთხოვა.ესმა დათანხმდა . შეხვედრისას ვალერიმ ესმას ძლიერად მოქაჩა თმებში და შემტხვევის ადგილიდან გაიქცა.ესმამ მაშინვე დარეკა 112ში და ითხოვა პოლიციის დახმარება. -126 მუხლ. პირვ.ნაწ.

1.ოჯახის წევრის ცნება
კანომდებლობით განსაზღვრულია იმ პირთა წრე,რომლებიც ითვლებიან ოჯახის წევრად.ოჯახის წევრთა ცნება ეფუძვნება ერთი მხრივ ნათესაურ კავშირს,მეორე მხრივ თანაცხოვრებით დაკავშირებულ ურთიერთობებს.
ოჯახის წევრად ითვლება:დედა,მამა,ბებია,ბაბუა,მეუღლე,არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, შვილი (გერი)მინდობით აღსაზრდელი,მინდობით ამღზრდელი(დედობილი,მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი,შვილიშვილი,და, ძმა,მეუღლის მშობლები,არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირების მშობლები,შვილის მეუღლე (მათ შორის,არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი),ყოფილი მეუღლე,წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი,მეურვე,მზრუნველი,მხარდამჭერი,მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი,მხარდაჭერის მიმღები,აგრეთვე პირები,რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ეღთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის წევრად არ მოიაზრება:ბიძია,ბიძაშვილი,,დისშვილი,ძმიშვილი,დეიდა,მამიდა,ძმის ცოლი,ცოლის ძმა,ცოლის და,და ა.შ., გარდა იმ შემთხვევისა როდესაც აღნიშნული პირები მუდმივად ეწეოდნენ ან ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, ეს დებულება გულისხმობს პირთა თანაცხოვრებას,როდესაც ადამიანები გარკვეული პერიოდის განმავლობაში უწყვეტად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას,ანუ ცხოვრობდნენ როგორც ოჯახი და ინაწილებდნენ სახლის მოვლასთან მეურნეობასთან დაკავშირებულ შრომას და იყოფდნენ ხარჯებს,მაგ: ინაწილებდნენ კომუნალურ გადასახდელებს,ასეთი კავშირი სეიძლება არსებობდეს როგორც ნათესავებშორის ისე ნათესური კავშირის არმქონე პირებთან.
ოჯახში ძალადობა იქნება მაშინ როდესაც ძალადობა მოხდა პირთა თანაცხოვრების ანუ ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოების დროს,
მნიშვნელობა არაქვს ძალადობის ჩადენის ადგილს შესაბამისად შემთხვევა შეიძლება მოხდეს როგორც სახლში ისე საჯარო სივრცეში,ამჯრად ქმედებას ოჯახში ძალადობის მისაჩნევად არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ჩადენის ადგილს ანუ სათანადო სუბიექტების არსებობა რომელიც შეიძლება ერთად ცხოვრობდნენ.
2. ოჯახში ძალადობის მახასიათებელი,ფაზა,ბორბალი.
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობაა,რომელსაც აქვს განგრობადი და ფარული ხასიათი.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური,ფსიქოლოგიური,ეკონომიკური,სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
მისი მახასიათებლებია:
1.ოჯახში ძალადობა ხდბა სხვადასხვა ფორმით ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს-ოჯახის წევრებს-შორის.
2.ოჯახში ძალადობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადი აქტით, რადგან მას ახასიათებს განმეორებითობა და ზრდის ტენდეცია,
3..ოჯახის ძალადობას ახასიათებს ძალთა ასიმეტრია -ეს ნიშნავს ერთ მხარეს ამშემთხვევაში მოძალადეს აქვს მატერიალური, ფიზიკური ანსხვა უპირატესობა და ამით აიძულებს მეორე მხარებს ანუ მსხვერპლს დაემორჩილოს მას.
4.ოჯახში ძალადობა უაროფით გავლენას ახდენს არამარტო მსხვერპლზე არამედ ოჯახის სხვა წევრზე განსაუთრებით არასრულწლოვანზე
5.ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულთა უმეტესობა არის ქალი,რაც ნიშნავს,რომ ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით უარყოფიტ გავლენას ახდენს ქალებზე
მოძალადის დამახასიათებელი თვისებებია:
1.მანიპულაცია (ეს იქნება ბავშვით, საცხოვრებელი ადგილით,ფულით)
2.მსხვერპლის დამცირება
3.წარმოჩენა საკუთარი თავის ისე თითქოს იძულებულს ხდიან მიმართოს ძალადობას.

მსხვერპლის დამახასიათებელი თვისებებია:
1.დაბალი თვითშეფასება
2.სოციალური იზოლაცია
3.დეპრესიულობა
4.რწმენა რომ მოძალადე გამოსწორდება
5.საკუთარი თავის დადანაშაულება
როგორია ძალადობის ფაზები ? ძალადობის მახასიათებლები,?
ძალადობის ციკლის თეორია იყოფა სამ ფაზად:
1 ფაზა - გულისხმობს დაძაბულობის ზრდას,რომელიც ხასიათდება პიროვნებებს შორის დაძბულობის გამწვავებით.ამდროს პოტენციური მსხვერპლი ცდილობს პოტენციური მოძალადის დამშვიდებას,რათა თავიდან აიცილოს ინციდენტი,ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს თვეებისა და წლების განმავლობაში.
2.ფაზა- ძალადობის სერიოზული ინციდენტი -რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 2-24 საათის განმავლობაში.ამ ეტაპზე სხვერპლს აღარ შეუძლია ზემომეება მოახდინოს არსებულ სიტუაციაზე ისღა დარჩენია სხვადასხვა მიმართოს დახმარებასა და დაცვის საშვალებებს.
3 ფაზა -თაფლობის თვე ძალოადობის სერიოზული ინციდენტის მერე მოძალადე ითხოვს პატიებას და ცდილობს მსხვერპლთან შერიგებას,ამდროს ხშირად მსხვერპლსაც უჩნდება ილუზია რო მოძალადე შეიცვლება, მომავალში აღარ განმეორდება ძალადობა,მაგრამ დროის გასვლის მერე ძალადობის ინტენსივობა ანუ სიხშირე იზრდება და ხარისხიანი მატულობს,ამიტომაცა ძალადობის ეს მოდელი წრიული ფორმის ვიზუალი არის გამოსახული მას ძალადობის ბორბალს უწოდებენ, ეს იმას ნიშნავს რომ მესამე ფაზის მერე ისევ ტავიდან იწყება ყველა ეტაპის გავლა,დროის გავლასთან ერთად ძალადობის ფორმა უფრო მძიმე ფორმებს იღებს ხოლო ფაზებს შორის პერიოდი სულ უფრო მცირდება.
3. როგორია ოჯახში ძალადობის ფორმები? მათი აღწერა, ძალადობის ფორმები უნდა დავახასიათოთ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კანონში მითითებული (მე-4 მუხლშიც რაც არის ჩამოთვლილი და განმარტოთ თითოეული)
1..ფიზიკური ძალადობა - ეს არის ცემა, წამება,ჯამრთელობის დაზიანება,თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას,რომელიც იწვევს მსხვერპლის ჯამრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
2.ფსიქოლოგიური ძალადობა -შეურაცხყოფა,შანტაჟI,დამცირება,მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას,რომელიც მიმართულია იმ მიზნისკენ რომ მსხვერპლმა დაკარგოს სკაუთარი თავის რწმენა,დაეჭვდეს საკუტარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში,დაკაროს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში.
ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში,ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში,მუქარაში,იზოლირებაში,დაშინებაში.მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფა.
3.იძულება - ადამიანის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არშეასრულოს მოქმედება რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება თავისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება.

5.ეკონომიკური ძალადობა -ქმედება რომელიც იწვევს ,საკვებით,საცხოვრებელი ადგილის,ნორმალური განვითარების,ან სხვა პირობებით უზრუნველყოფით,საკუთრებისა და შრომის განხორციელების ასევე თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაკარგვით და კუთვნილი წილის სარგებლობის უფლების შეზღუდვას,
6.არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესების უგულვებელყოფა -მშობელის ან მშობლების, კანონიერი წარმომადგენლის,ან სხვა პასუხისმგებელის პირის მხრიდან არასრულწლოვანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროების დაუკმაყოფილებლობა,საფრთხისგან დაუცველობა,საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა,დაბადების რეგისტრაციის,სამედიცინო ან სხვა სარგებლობის უფლების შეზღუდვა,

4. ადევნების დეფინიცია,
ევროპის საბჭოს (სტამბოლის)კონვენციის რატიფიცირების შემდეგ კანონმდებლობაში ახალი მუხლი გაჩნდა,რომელმაც ადევნება დანაშაულად აქცია და სისხლის სამაღთლის კოდექსის 1511 მუხლით შესაბამისი დეფინიციაც გაითვალისწინა.დანაშაულის შემადგენლობას ქმნის პირის,მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ უკანონო თVალთვალი,არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის ან სხვა საშუალების გამოყენებით,რომელიც ხორციელდება სისტემატურად და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან ადმიანს უქმნის ძალის გამოყენების,ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და ამის გამო,აიძულებს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი ან ამ წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროების წინაშე აყენებს.
სასამართლომ ადევნება მიიჩნია მატერიალურ დანაშაულად და მისი დასრულებისათVის სავალდებულო კრიტერიუმებად მუხლში ჩამოთVლილი ერთ-ერთი ქმედების განხორციელება და შესაბამისის შედეგის დადგომა განსაზღვრა. თვალთვალი ნიშნავს პირის საქმიანობის,გადაადგილებისატVის თვალყურის დევნას,მისი ქმედების,მის მიერ მონახულებული ადგილებისა და შეხვედრილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.ხოლო,თვალთვალი უკანონოა,როდესაც აღნიშნული ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით,მსხვერპლის სურვილის საწინააღმდეგოდ ან არაუფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ.
ტელეფონი წარმოადგენს შორ მანძილზე ხმის მიწვდენის ტექნიკურ საშუალებას,რომლის დანიშნულებაა დისტანციურად ხმოვანი ინფორმაციის გადაცემა და მიღება. მოსამართლე ელექტრონულ საშუალებებში მოიაზრებს ნებისმიერ მექანიზმს,რომელიც იძლევა საშუალებას,ელექტროენერგიის გამოყენებით გარკვეული მოქმედებები განხორციელდეს,მათ შორის,მოხდეს ინფორმაციის განთავსება,მიღება,გაცვლა,კომუნიკაციის დამყარება და ა.შ. ხოლო,კომუნიკაციას განმარტავს,როგორც მოკლევადიან ან გრძელვადიან ურთიერთობას,ინფორმაციისა და ემოციების გადაცემას. განაჩენში ქმედების სისტემატურობა განმარტებულია დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების ინტენსიურად განხორციელება,განმეორებითობის გარკვეული ხარისხით.
1. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, –ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) არაერთგზის;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

5. 126 პრიმა მუხლი
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მიხედვით, ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამაღლის კოდექსის 117,118 ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული მუხლი აერთიანებს ორ ქმედებას-ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.დეფინიციაში მითითებულ სიტყვა ,,ძალადობაში“ უნდა მოვიაზროთ მხოლოდ ფიზიკური ძალადობა,რომელიც შეიძლება გამოიხატოს ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში,ხოლო სისტემატური შეურაცხყოფა,შანტაჟი ან დამცირება ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებზე მიუთითებს.
აღსანიშნავია,რომ სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით კვალიფიკაციისთვის საკმარისია ფიზიკურ ზალადობას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს,ხოლო ფსიქოლოგიურ ძალადობას დანაშაულად კვალიფიკაციისთვის სჭირდება სისტემატიურობა და მისი ერთჯერადად განხორციელება ვერ მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობას.შესაბამისად,ამ შემთხვევაში ტერმინი ,,სისტემატურობა’’ მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობის(შეურაცხყოფა,სანტაჯი ან დამცირება) მახასიათებელია და კანონი არ უნდა იქნეს იმგავარად გაგებული,რომ სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ძალადობა მოიცავს როგორც ერთეჯარადა განხორციელებულ ქმედებას ისე სისტემატურ ძალადობასაც.ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული თავისი ხასიათისა და საშიშროების (სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან განსხვავებით,სსკ-ის 126 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დასჯადია იმ შემტხვევაშიც თუ სისტემატურმა ცემამ ან ძალადობამ გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება) გათვალისწინებით უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს ვიდრე სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გატვალისწინებული დანაშაული,რაც დამატებითი არგუმენტია იმისა რომ სსკ-ის 1261 მუხლში მითითებული ძალადობა არ მოიცავს სისტემატურ ძალადობასაც

6. სექსუალური შევიწროების ცნება,შემადგენელი კომპონენტები
სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი,არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა,რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელ,მტურლ,დამამცირებელ,ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს ქმნის.
ფიზიკური ქცევა ნიშნავს არასასურველ შეხებას ადამიანის სხეულის სხვადახვა ადგილას.
სიტყვიერი ანუ ვერბალური ქცევა გამოიხატება სექსუალური შინაარსის ფრაზებით მიმართვაში.(შენიშვნები,ხუმრობა,კომენტარები,შეკითხვები პირად ცხოვრბასთან დაკავშირებით).
არასიტყვიერი ანუ არავერბალური ნიშნავს სექქსუალური ხაისათის ჟესტიკულაციის გამოყენებით განხორციელებულს მოქმედებას.
სექსუალური შევიწროების დასადგენად მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობა:
-ადგილი უნდა ქონდეს სექსუალური ხაასიათის ქცევას,
-სექსუალური ხასიათის ქცევა ჩადენილი უნდა იქნეს საჯარო სივრცეში
-სექსუალური ხასიათის ქცევა არასასურველი უნდა იყოს იმ პირისთვის ვისკენაც არის მიმართული.
-სექსუალური ხასიათის ქცევა მიზნად უნდა ისახავდეს და იწვევდეს იმ პირის ღირსების შელახვას ვისკენაც არის მიმართული.
-სექსუალური ხასიათის ქცევა უნდა ქმნიდეს დამაშინებელ მტრულ, დამამცირებელ. ღირსების შემლახველ ან შეურაცმხოფელ გრემოს .

7. სექსუალური შევიწროების სამართლებრივი მექანიზმები