კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად,შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით. აღნიშნულიდან გამომდინირე, კანონპროექტის ავტორმა (ავტორები) კანონის მე–6 მუხლის პირველ პუნქტს დაამატა შემდეგი 1 2 პუნქტი: “1 2 . შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს შესრულება დაკავშირებულია: ა) კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესრულებასთან; ბ) სეზონურ სამუშაოსთან; გ) სამუშაოს მოცულობის დროებით გაზრდასთან; დ) შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არ მ ყოფი დასაქმებულის ჩანაცვლებასთან ; ე) სხვა ობიექტურ გარემოებებთან .“ მაგრამ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული თუ რას გამოიწვევს აღნიშნული პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა. თუ დავეყრდნობით საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვას, მაშინ მიზანშეწონილად მიმაჩნია მე–6 მუხლს დაემატოს 1 3 პუნქტი „1 3. აღნიშნული მუხლის 1 2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით დადებული შრომითი ხელშეკრულება ითვლება განუსაზღვრელი ვადით დადებულად“, აღნიშნული პუნქტის დამატება ხელს შეუწყობს დასაქმებულის უფლებების დაცვას და კანონის მიზნების განხორციელებას.

gigimon (გიორგი მგელაძე)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/19
ბოლო შემოს: 2013/06/14 15:53:00
კონტაქტი - ყველა კომენტარი

შრომითი კოდექსის განხილვისას უნდა დააყენონ განხილვაზე აუცილელად მავნე და ზემავნე პირობებში მომუშავეთათვის საარსებო პირობები და მათთვის ანაზღაურების პირობები. ამასთან ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და სხვა.. ჩემო კეთილო ხალხო არსებობდა ერთ დროს ასეთი მუხლი შრომის კოდექსში რომელიც განმარტავდა " შრომის ანაზღაურება ზეგანაკვეთური მუშაობისათვის"
1. ზეგანაკვეთური მუშაობისათვის შრომის ანაზღაურება ხდება პირველი ორი საათისათვის _ შრომის ანაზღაურების ერთნახევარი ოდენობით, მომდევნო საათებისთვის კი _ ორმაგი ოდენობით.
2. ზეგანაკვეთური მუშაობის კომპენსაცია დღემაგიერის მიცემით დაუშვებელია.
ასევე. უქმე დღეებში მუშაობის ანაზღაურება
1. უქმე დღეებში მუშაობა ორმაგად აუნაზღაურდებათ:
ა) მენარდეებს – ორმაგი სანარდო ფასდებით;
ბ) მუშაკებს, რომელთა შრომის ანაზღაურება ხდება საათობრივი ან დღიური განაკვეთებით, – საათობრივი ან დღიური განაკვეთების ორმაგი ოდენობით;
გ) მუშაკებს, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებენ, – საათობრივი ან დღიური განაკვეთების ერთმაგი ოდენობით, გარდა ხელფასისა, თუ მუშაობა უქმე დღეს წარმოებდა სამუშაო დროის თვიური ნორმის ფარგლებში, და საათობრივი ან დღიური განაკვეთის ორმაგი ოდენობით, გარდა ხელფასისა, თუ მუშაობა წარმოებდა თვიური ნორმის ზევით.
2. მუშას ან მოსამსახურეს, რომელიც უქმე დღეებში მუშაობდა, შეიძლება მიეცეს მისი სურვილის მიხედვით, სხვა დასვენების დღე.

shorena1985's picture
shorena1985 (shorena gigolashvili)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2012/10/17
ბოლო შემოს: 2020/08/14 22:07:13
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მუხლი 27. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.აუცილებელია ანაზღაურებადი შვებულება განისაზღვროს არა 126 კალენდარული დღით, არამედ სულ მცირე 180 კალენდარული დღით.

irma okropiridze (ირმა ოქროპირიძე)
სხვა
რეგ. თარ: 2013/04/07
ბოლო შემოს: 2013/04/13 10:04:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მუხლი 36. შრომითი ურთიერთობის შეჩერება - საერთოდ ეს შეჩერება ძალიან არასწორი ტერმინია ეიჩარულად, ინგლისურში ქვია suspension of duties რა შეიძლება მოხდეს დისციპლინარული გადაცდენის დროს სანამ გამოძიება არ დასრულდება. უნდა იყოს განმარტებული რას ნიშნაბს შეჩერება, შეჩერების დროს ყოველწლიური შვებულების ბალანსი უგროვდება თანამშრომელს? თუ დეკრეტში სამი თვე , ანყ 6 თვე არ უნდა დაუმატო???? ეს მუხლი ან არ უნდა არსებობდეს ან ძალიან კარგად უნდა გამინარტოს. ჟობის მუხლს ერქვას რადროს არ ხდება ანაზღაურების გადახდა იმიტომ რომ 4 პუნტქტი საერთოდ აბსურდია, იყო აბსურდი წინა კოდექსში და დარა

irma okropiridze (ირმა ოქროპირიძე)
სხვა
რეგ. თარ: 2013/04/07
ბოლო შემოს: 2013/04/13 10:04:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მუხლი 36, 4 პუნქტით გამორიდ რომ ანაზღაურება შიეძლება არ გიაციეს დროებითი უუნარობის დროს. ანუ როცა ავად არის, იმიტომ რომ თუ შეჩერებულია როცა დროებითი უუნარებოა არ აღემატება 40 კალენდარულ დღეს და მე 4 პუნქტი იძახის რომ ანაზღაურება არ გაიცება მაგ დროს, ნიშნავს რომ მოულეტენ მაგ წესით არ უნდა აანაზღაურო

irma okropiridze (ირმა ოქროპირიძე)
სხვა
რეგ. თარ: 2013/04/07
ბოლო შემოს: 2013/04/13 10:04:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კარგი იქნებოდა თუ დაიწერებოდა, რომ ანაზღაურებადი დრებითი შრომიუუნარობა შეადგენს არა ნაკლება 30 კალენდარულ დღეს კალენდარული წლის განმავლობაში, ხოლო არასრული წლის შემთხვევაში განისახღვრება პროპორციულად სამუშაოს დაწყებიდან.გადშემდეგ წელზე დაგროვილი გამოუყენებელი sick leave არ შეიძლება.

irma okropiridze (ირმა ოქროპირიძე)
სხვა
რეგ. თარ: 2013/04/07
ბოლო შემოს: 2013/04/13 10:04:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ასევე წლიურ შვებულაბაზე ყოველთვის არის დავა სრულ და ნახევ შტატიან თანამშრომლებზე. ზოგი დამსაქმებელი აძლებს ნახევშტატიანს 12 სამუშაო დღე შვებულებას, და ვერ ხვდება რომ სამუშაო რე ამ შემთვევაში არის ნახევადღე და უნდა მისცე მას 24 სამუშაო დღე ( ოღონდ ნახევ შტატიანსითვის ეს დღე არის ნახევარი დღე). უნდა იყოს კოდექსში ესეთი რამ განმარტებული. პრობლემა არის რო იურისტები წერენ და არ არის HRპროფესიონალებთან განხილვა, ანუ მათთან ვისაც უწევს მერე მუშაობა და იცის ყველა რეალური სცენარი.

Tinatin Chanturia's picture
Tinatin Chanturia (თინათინ ჭანტურია)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
რეგ. თარ: 2011/01/10
ბოლო შემოს: 2020/09/12 10:14:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

27–ე მუხლის მე–2 პუნქტთან დაკავშირებით ხშირად დასაქმებულები აწყდებიან პრობლემებს, რადგან დამსაქმებლებს მიაჩნიათ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დასაქმებულისათვის გადახდილი თანხა, რომელიც 600 ლარს არ აღემატება საკმარისია და თვითონ დამსაქმებელს ხელფასის ანაზღაურების მოვალეობა არ გააჩნია. გაუგებარია ჩემთვის რატომ განმარტავენ ასე ამ მუხლს?! ალბათ უფრო მეტად უნდა დაკონკრეტდეს და მეტად იმპერატიული ხასიათი უნდა მიეცეს.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქალბატონო თინათინ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 29-ე მუხლის შესაბამისად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის 41 1- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად, მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია.
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს № 231/ნ ბრძანების მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნტების, მე-5 მუხლის შესაბამისად, დახმარება გაიცემა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია გაიცემა საჯარო მოსამსახურეზე შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის შესაბამისი ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან. ამდენად, დამსაქმებელს (თუ ის არ არის საჯარო სამსახური) უფლება აქვს არ აუნაზღაუროს დასაქმებულს 126 კალენდარულ დღე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, აღნიშნულ შვებულებას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ანაზღაურებს სახელმწიფო ბიუჯეტი არაუმეტეს 600 ლარით. ამასთანავე,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 29-ე მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე და დამსაქმებელს უფლება აქვს (მის კეთილ ნებაზე არის დამოკიდებული) დამატებით ანაზღაურება მისცეს დასაქმებულს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

Tinatin Chanturia's picture
Tinatin Chanturia (თინათინ ჭანტურია)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
რეგ. თარ: 2011/01/10
ბოლო შემოს: 2020/09/12 10:14:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დიდი მადლობა ინფორმაციისათვის. ძალიან სამწუხაროა, თუ ეს მართლაც ასეა, რომ დამსაქმებელს არ აქვს ვალდებულება აანაზღაუროს 126 დღე. ვფიქრობ, ისედაც ჩვენს ძალზედ მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას ეს უფრო მეტად გააუარესებს, რადგან შეუძლებელია ქალისათვის ახალშობილთან ერთად თვეში 150 ლარი საკმარისი იყოს. ამის გამო ბევრი ქალბატონი თავს შეიკავებს შვილის გაჩენისაგან. საქართველოს შრომის კოდექსის მუხლი 29–ის შესაბამისად "ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე." სავარაუდოდ სსიპ–ების შემთხვევაშიც იგივე იქნება არა? მართალია სსიპ–ის ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ მას მაინც საკუთარი ბიუჯეტი აქვს, ამასთან აქ საქმე გვაქვს არა საჯარო მოხელესთან, არამედ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულსა და დამსაქმებელთან. ასე, რომ თუ კეთილი დირექტორი არ ჰყავს ადამიანს შეუძლია თვეში 150 ლარიანი პენსიით დაკმაყოფილდეს. დიდი მადლობა ჩვენს პარლამენს!

tamazi tamazi (tamazi tamazi tamazi)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/07
ბოლო შემოს: 2013/04/22 07:24:37
კონტაქტი - ყველა კომენტარი

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები და დამატება
მუხლი 35-ში ჩაემატოს:
ა) დასაქმებულმა ზუსტად უნდა შეასრულოს წარმოების და პერსონალური უსაფრთხოების საშუალებების ექსპლუატაციისა და გამოყენების ისნტრუქციები.
ბ) დასაქმებული პასუხისმგებელია, სამუშაოს შესრულების პერიოდში იზრუნოს საკუთარ და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
გ) დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს შეუქმნას უსაფრთო სამუშაო გარემო, უზრუნველყოს დასაქმებული უსაფრთხო წარმოების საშუალებებით და აღჭურვის პერსონალური უსაფრთხოების საშუალებებით.

Dimitri778 (დიმიტრი დოთიაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/29
ბოლო შემოს: 2013/04/24 18:04:14
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ვეთანხმები გიორგი მგელაძეს ზეგანაკვეთურ სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით... და მაინტერესებს , თუ არ ვცდები არაფერია ნათქვამი კოდექსის პროექტში ავადმყოფობის გამო ანაზღაურებასთან დაკავშირებით...

sandro385's picture
sandro385 (ალექსანდრე ამაშუკელი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2012/07/05
ბოლო შემოს: 2023/12/08 22:01:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გაუგებარია, რატომ დევს საიტზე ცვლილებები შრომის კოდექსშიც და ორგანულ კანონშიც, რომელი იცვლება საბოლოო ჯამში? ამას კიდევ იმიტომ ვკითხულობ, რომ არსებული კოდექსის აჩეხვა-დაჩეხვას ჯობია სრულიად ახალი, საკუთარ სისტემაზე მორგებული კოდექსი მივიღოთ, თუ როდესმე დაადგება საშველი!

tamar111 (ჭკუასელი თამარ )
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/12
ბოლო შემოს: 2013/11/19 17:07:42
კონტაქტი - ყველა კომენტარი

თუ ერთიდაიგივე ორგანიზაციის ზოგ თანამშრომელს 5 დღიანი სამუშა კვირა აქვს, ზოგს კი 6 დღიანი, ანაზღაურებადი შვებულების გამოანგარიშებისას 24 სამუშაო დღიანი შვებულება კამათს იწვევს, რადგან გამოდის, რომ 5 დღიანი სამუშაო პირობებით უფრო დიდი შვებულება ექნება. სასურველია ერთ სისტემაში იქნას მოყვანილი შვებულების დაანგარიშება, როგორც ანაზღაურებად, ასევე უხელფასოს დროს და კალენდარული დღეების რაოდენობა იყოს მითითებული.

ablabuda11 (sandro maxaradze)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2013/09/28
ბოლო შემოს: 2013/09/30 07:30:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ თუ ვინმემ იცის პასუხი. ის ორგანიზაციები რომლებიც არ იცავენ ამ შრომის კოდექს და საერთოდ არც კი აფორმებენ ხელშეკრულებებს (მხოლოდ ბრძანების საფუძველეზე ყავთ თანამშრომლები აყვანილი და როგორც უნდა ისე ექცევიან პერსონალს) ამ შემთხვევაში რა ხდება? ამას გააკონტროლებს ვინმე?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო სანდრო, მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის“ საქართველოს შრომის კოდექსის“ მე–6 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას, ე.ი პირის განცხადება და დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანება უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას, ხოლო რაც შეეხება დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვას, საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

levanbol's picture
levanbol (ლევან)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2016/03/04
ბოლო შემოს: 2018/09/20 00:13:38
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გამარჯობა , საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს რომელსაც ამავდროულად ,ამავე ორგანიზაციაში შეთავსებული აქვს სხვა თანამდებობა, როგორ ხდება საშვებულებოს გაცემა, დაანგარიშება? ორი(შტატის)საშტატო ხელფასი ჩაერიხება თუ ერთერთი მაღალ ანაზღაურების მქონე შტატის საშვებულებო?

malxazi1969's picture
malxazi1969 (მალხაზი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2017/12/14
ბოლო შემოს: 2023/07/19 12:19:59
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გთხოვთ განგვიმარტოთ, სახელმწიფოს 100%-იანი წილით შექმნილ შპს-ში დასაქმებულისთვის მუშაობის პერიოდში გამოუყენებული საშვებულებო დღეები ანაზღაურდება თუ არა? და თუ ანაზღაურდება, შესაძლებელია თუ არა, რომ მოვითხოვო წინა წლების გამოუყენებელი შვებულებების ანაზღაურება?