კომენტარები

AnriM (Anri)
სხვა
რეგ. თარ: 2013/11/04
ბოლო შემოს: 2013/11/29 14:40:38
კონტაქტი - ყველა კომენტარი

75- ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 8. თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი , რომელიც შედგება პირველი და ორი განმეორებითი აუქციონისაგან , უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა , ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან . ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება . აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს , გარდა ამ კანონის 69- ე მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა , როდესაც ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი , რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული . “.

და

ბ) მე-21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-22 პუნქტი:
„22. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და ჩატარდა ამ კანონის 75-ე მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული ერთი აუქციონი და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.“.

ორივე მუხლი იძლევა საშუალებას მოვალის ან მისი წარმომადგენლის მხრიდან ბოროტად გამოყენებული იყოს აუქცის ეს წესი.კერძოდ აუქციონზე გამარჯვების მოპოვება და შემდგომ ქონების ფასის არ გადახდა,რისი საბოლოო მიზანი არის აუქციონის ჩაშლა და ვალდებულების მოხსნა...

AnriM (Anri)
სხვა
რეგ. თარ: 2013/11/04
ბოლო შემოს: 2013/11/29 14:40:38
კონტაქტი - ყველა კომენტარი

4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი /მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ.

თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი /მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება. რიგითობა უნდა იყოს დაცული აუცილებლად.