კომენტარები

AnriM (Anri)
სხვა
რეგ. თარ: 2013/11/04
ბოლო შემოს: 2013/11/29 14:40:38
კონტაქტი - ყველა კომენტარი

2. თუ მოვალე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ კრედიტორი და მოვალე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო რეესტრს.

მოვალის გაჭიანურება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ,აპრიორი იმის მანიშნებელია რომ მოვალე ერთობლივ განცხადებით არ მიმართავს საჯარო რეესტრს იპოთეკით დატვრითულ ქონების იპოთეკარზე გადასვლის თაობაზე. ლოგიკა ამ მუხლში არ არის.

AnriM (Anri)
სხვა
რეგ. თარ: 2013/11/04
ბოლო შემოს: 2013/11/29 14:40:38
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აქვე მითითებულია, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოტიზო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებზე და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე.

საინტერესოა რატომ არ ვრცელდება ეს საფინანსო სექტორის ყველა წევრებზე. თუ ასეთ მაღალპროცენტიან პროდუქტზე იყო მოთხოვნა ბაზრიდან,ეს მისცემს საშუალებას სექტორის სხვა წევრებს გამოიყენონ მოთხოვნა მაღალპროცენტიანი პროდუქტის გამოსაშვებად ბაზარზე. თუმცა სრულიად არ ვეთანხმები არანაირ შეზღუდვებს.ბაზარი თავად არეგულირებს პროცენტის.მთავარია იყოს ინფორმირებული ორივე მხარე.

4. იძულებითი მართვა უნდა გაუქმდეს, როდესაც კრედიტორი დაკმაყოფილებულია ან აშკარაა, რომ მართვის გზით კრედიტორის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება.

იძულებითი მართვის მუხლში უნდა იყოს გაწერილი კონკრეტული დროის ჩარჩოები,გონივრული ვადა.

zazka1 (ზაზა მეგრელიშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2011/01/06
ბოლო შემოს: 2014/10/13 23:11:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ეკონომისტებო თუ შეგიძლიათ ზუსტად გაშიფრეთ ქვემოთ ციტირებული ჩანაწერი და მიუთითეთ ზუსტი წყარო და მაგალითიც მეტი დამაჯერებლობისათვის?

zazka1 (ზაზა მეგრელიშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2011/01/06
ბოლო შემოს: 2014/10/13 23:11:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.

- ანუ გასარკვევია ზუსტად რას გულისხმობს კანონპროექტის ავტორი

AnriM (Anri)
სხვა
რეგ. თარ: 2013/11/04
ბოლო შემოს: 2013/11/29 14:40:38
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რაც შეეხება სა-% ძღვარსა რაც საბანკო სესხზე იქნება მიბმული 2,5-მაგ ოდენობით. საინტერესოა თუ როგორ იყო გამოთვლილი ეს და რამდენად მიზანშეწონილია,რადგან ტუსაბანკო სესხის % შემცირდება ბაზარზე ისედაც იქნება დაწეული სა-% განაკვეთები სხვა წყაროებიდან. ეს ელემენტარული და უცვლელი პრაქტიკაა. რაც შეეხება სხვა ქვეყნების მაგალითებს ,მოვიყვან კანადას როგორც განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანას სადაც ინფლიაცია 2-3%-ია და სესხის სა-% განაკვეტი 5-7%. კანადაში არის მიღებული ზღვარი რის შემდგომ ითვლება კრიმინალურ განაკვეთად(criminal rates of interest) და ის შეადგენს 60%. კანონის დასახელება 347 of the Criminal Code http://www.mcmillan.ca/Canadian-interest-rate-rules

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცლილებების პროექტით, კოდექსს ემატება 289-ე მუხლის 1 1 და 1 3 ნაწილები რომლითაც, სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით, ხოლო აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებზე და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე. მიზანშეწონილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1 1 ნაწილი გავრცელდეს ყველა პირზე, რათა დაცული იქნას მოვალის (უფრო სწორედ მოსახლეობის) უფლებები. თუ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1 1 ნაწილი გავრცელდება ფიზიკური და იურიდიული პირების ნაწილზე, მაშინ აღნიშნული ნორმით დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 და 45-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპი.

koba.kakulia's picture
koba.kakulia (koba kakulia)
სამოქალაქო საპროცესო სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/08
ბოლო შემოს: 2018/11/09 12:59:59
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პროცენტს ბაზარი არეგულირებს და ასეც უნდა იყოს.

Lasharioni's picture
Lasharioni (ლაშა ქურდაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/11
ბოლო შემოს: 2024/05/19 19:46:32
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აუცილებელია სესხის % განსაზღვროს კანონმა, ვინაიდან მსესხებელთა გაბატონებული მდგომარეობის ფარგლებში, ყველანაირ მორალურ საზღვრებს სცილდება არსებული პროცენტები.