კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

“ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №78 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების პროდუქტების ასორტიმენტიდან იკრძალება არაპასტერიზებული რძის გამოყენება, ხოლო ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში არაპასტერიზებული რძე აუცილებლად უნდა ადუღდეს მოხმარებამდე, ე.ი. ზემოხსენებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს ეწინააღმდეგება, ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, თუ, იკრძალება არაპასტერიზებული რძის გამოყენება, შესაბამისად არ უნდა მოხდეს არაპასტერიზებული რძის ადუღება და შემდეგ გამოყენება. ამდენად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №78 დადგენილებით დამტკიცებულ წესში და ზემოხსენებული ხარვეზი გასწორდეს.