კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

როგორც თქვენთვის ცნობილია, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით. ზემოხსენებული კანონის არცერთ მუხლში არ არის მითითებული თუ ვინ შედის აღმასრულებელ ორგანოს შემადგენლობაში.

davit_papa (davit )
სხვა
რეგ. თარ: 2011/06/02
ბოლო შემოს: 2014/03/21 12:27:36
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო ბერდია, ამავე კანონის მე-19-ე მუხლის შესაბამისად 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო.2. საკრებულოს გადაწყვეტილების შესრულებას უზრუნველყოფს გამგეობა (მერია).ხოლო მე 15-ე მუხლში დამატებით განსაზღვრულია, თვითმმართველი ერთეული საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებანი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის (მერიის) დებულებით.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო დავით, ეს ყველაფერი გასაგებია.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელი ორგანოს ფუნქცია გააჩნია საკრებულოს თავმჯდომარეს, მაგალითად: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის „პ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას, ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას, ხოლო საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.
ზემოხსენებული და სხვა ნორმატიული აქტების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს გააჩნია გარკვეულ წილად აღმასრულებელი ორგანოს ფუნქცია. ე.ი დასაკონრეტებელია კანონში თუ ვინ შედის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შემადგენლობაში.
ამასთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადებული „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–10 მუხლის მე–4 პუნქტში დაკონკრეტებულია თუ ვინ შედის იმდროინდელი გამგეობის მთავრობის (ეხლანდელი მერია), შემადგენლობაში, კერძოდ: იხილეთ მე–4 პუნქტი „4.იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა ქალაქის მთავრობა, რომელიც შედგება არა უმეტეს 15 წევრისაგან. ქალაქის მთავრობის წევრები არიან მერის მოადგილეები, აპარატის უფროსი, როგორც წესი, სამსახურის ხელმძღვანელები.“

davit_papa (davit )
სხვა
რეგ. თარ: 2011/06/02
ბოლო შემოს: 2014/03/21 12:27:36
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო ბერდია, ორგანული კანონის 33-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად:საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს ხელმძღვანელი.გამომდინარე აღნიშნულიდან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქონების მართვის საკითხებთან დაკავშირებით ამავე კანონის 33 მუხლისა და საქართველოს კანონის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ მე-19 მულის შესაბამისი პუნქტების მიხედვით აღსულებისა ან/ და შერულებს ღონისძიებები უნდა გაატაროს შესაბამისმა გამგეობამ (მერია), აქ ყველაფერი გასაგებია. ისე ზოგადად ეს ორივე კანინი საჭიროებს დახვეწას.

davit_papa (davit )
სხვა
რეგ. თარ: 2011/06/02
ბოლო შემოს: 2014/03/21 12:27:36
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აქვე საინტერესოა ორაგანული კანონის 47-ე მუხლი რომელიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიწისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ. ფაქტიურად ამავე მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულს მიწაზე (სასოფლო სამეურნეო) საკუთრების უფლება ფაქტიურად არ გააჩნია.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32 2 –ე მუხლის "ვ" ქვეპუნტი(საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ის დაინიშნა, არჩეულ ან დამტკიცებულ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებულ, საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე) რედაქციულად არის გასასწორებელი, ვინაიდან, ზემოხსენებულ ორგანული კანონის 32 2 –ე მუხლში არ არის ჩამოთვლილი საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობები, აღნიშნული თანამდებობები ჩამოთვლილია ორგანული კანონის 33 3–ე მუხლის პირველ პუნქტში. ამდენად, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32 2 –ე მუხლის "ვ" ქვეპუნტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ვ. დაინიშნა, არჩეულ ან დამტკიცებულ იქნა ამ კანონის 33 3 –ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე".

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტში წინადადებები: “ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა იმართება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის განმავლობაში. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე“ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლს, რომლითაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონი „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (მიღებულია 2011 წლის 27 დეკემბერს) მიღებულია უფრო გვიან ვიდრე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (მიღებულია 2005 წლის 16 დეკემბერს), „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლის მოთხოვნები.
ამასთანავე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლთან.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32 1 - ე მუხლის
"ბ" ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით "ბ). საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;", ვინაიდან, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, ითვალისწინებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას და ზემოხსენებული ორგანული კანონის 32 1 ე მუხლში ანაზღაურებად თანამდებობათა შორის უნდა იყოს მითითებული საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა, ამასთანავე, აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ საკრებულოს სხვა თანამდებობის პირთა საქმიანობა ანაზღაურებადია.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 49–ე მუხლის მე–9 პუნქტი "თვითმმართველი ერთეული დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამ კანონით დადგენილი ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დასაფინანსებელი გადასახდელების მიმართულებებს." უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "9. თვითმმართველი ერთეული დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამ კანონით დადგენილი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დასაფინანსებელი გადასახდელების მიმართულებებს.", ვინაიდან, ზემოხსენებული ორგანული კანონის პირველი მუხლის "თ" და "კ" ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილებების(საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16) შესაბამისად, "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილება შეიცვალა საკუთარი უფლებამოსილებით, ხოლო "კ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული თვითმმართველი ერთეულის ნებაყოფლობითი უფლებამოსილება ამოღებული იქნა კანონიდან. ამდენად, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 49–ე მუხლის მე–9 პუნქტში სიტყვები "ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების" უნდა შეიცვალოს სიტყვებით "საკუთარი უფლებამოსილებების".

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 65 2 -ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი "ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა – მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება.", უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა –თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება.", ვინაიდან, ზემოხსენებული ორგანული კანონის 65 2-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით თვითმმართველობის კომპეტენციაა მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, (საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №614- სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.233) ამ კანონის მე-4 1 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და არა ადგილობრივი თვითმმართველობები. ამდენად, ზემოხსენებული ორი კანონი წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი„საქართველოს კანონი „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“, ამოსაღებია ვინაიდან, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 115-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები დარეგულირებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის IV და V კარით.

Seeyou's picture
Seeyou (See you)
სხვა
რეგ. თარ: 2026/01/14
ბოლო შემოს: 2026/01/16 18:11:20
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1.სანოტარო სამართლის პრინციპები
სანოტარო სამართალი იცნობს შემდეგ ძირითად პრინციპებს რომლებიც , რა თქმა უნდა, თავისი არსითა და მნიშვნელობით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და თითოეულ მათგანს თავისებური ძირითადი დატვირთვა გააჩნია რაც ამყარებს სანოტარო სამართლის არსსა და მნიშვნელობას ისინი შემდეგნაირად გამოიყურება :
1.ნოტარიატის ორგანოების დამოუკიდებლობის პრინციპი - დამოუკიდებლობა ნოტარიატის ერთ ერთი ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა. ნოტარიუსი დამოუკიდებელია და ვალდებულია კიდეც იყოს დამოუკიდებელი რათა მოიპოვოს ის ნდობა, რის გარეშეც იგი ვერ შეასრულებს თავის დანიშნულებას.
დამოუკიდებლობა ეს ის თვისებაა რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი ზეწოლა ან ზემოქმედება, ყველაფერი ის რასაც, ძალუძს აიძულოს ადამიანი სხვაგვარად წარმართოს თავისი საქმიანობა,არა ისე,როგორც ამას კარნახობს თვით პროფესიული კეთილსინდისიერება და მხოლოდ პროფესიული კეთილსინდისიერება მომსახურების სფეროს თანამდებობის პირისა.
2.ნოტარიუსის დამოუკიდებლობის მიუკერძოებლობისა და მხოლოდ კანონისადმი დამორჩილების პრინციპი - კანონის მოთხოვნაა, რომ ნოტარიუსი, მის პროფესიულ საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს,აქ იგულისხმება, რომ არავის არ აქვს უფლება , ჩაერიოს ნოტარიუსის საქმიანობაში და დაბრკოლება შეუქმნას მის განხორციელებაში.სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს,თანამდებობის პირებს,საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებებს,იურიდიულსა და ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ სანოტარო საქმიანობაში ჩარევა.ნოტარიუსისათვის დამოუკიდებლობის პრინციპის მინიჭება იმით არის გამოწვეული,რომ როგორც ცნობილია,ნოტარიუსის საქმიანობა საზოგადოების დიდი უმრავლესობის ინტერესებს ეხება.სწორედ ამიტომაა,რომ საზოგადოებაში ნოტარიუსის ავტორიტეტის ამაღლებისა და სანოტარო საქმიანობის ობიექტურად განხორციელების მიზნით,ნოტარიუსი დამოუკიდებლობის პრინციპით არის აღჭურვილი.
3. ნოტარიუსის პროფესიული ორგანიზაციის პრინციპი და სანოტარო - საქმიანობა სახელმწიფოებრივი საქმიანობაა - იგი ეფუძვნება იმ აუცილებელ პირობას, რომ ნოტარიუსის თანამდებიბის დასაკავებლად პირმა სპეციალური თეორიული და პრაქტიკული რჩევების შესაძენად უნდა გაიაროს სტაჟირება და ჩააბაროს გამოცდა.
4. ნოტარიუსის თვითდაფინანსების პრინციპი - ნოტარიუსის თვითდაფინანსების პრინციპი გულისხმობს, რომ ნოტარიუსი პროფესიული საქმიანობისათვის გასამჯელოს იღებს იმ პირებისაგან რომლებიც მიმართავენ თხოვნით ამა თუ იმ სანოტარო მოქმედების შესასრულებლად. ეს პრინციპი ნოტარიუსს უმტკიცებს დამოუკიდებლობის რწმენასა და უნერგავს მეტი პასუხისმგებლობის გრძნობას
5. ნოტარიუსის სამოქალაქო პასუხისმგებლობის პრინციპი - ისევე, როგორც თვითდაფინანსების პრინციპი-ნოტარიუსი ვალდებულია ,სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაუროს ზიანი,რაც მიაყენა მესამე პირს სამსახუროებრივი მოვალეობის შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით. მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსის საქმიანობა სახელმწიფოებრივი საქმიანობაა,სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შედეგები არ დადგება და სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მოქმედებაზე. ნოტარიუსის სამოქალაქო პასუხისმგებლობას საფუძვლად უდევს, ის რომ ის არ არის სახელმწიფო მოხელე და სანოტარო მოქმედებათა შესრულებისთვის საზღაურს კლიენტებისგან იღებს.
6. სანოტარო მოქმედებათა საიდუმლოების პრინციპი - ნოტარიატი არ არსებობს ნდობის გარეშე, ხოლო ნდობა ვერ მიიღწევა კონფიდენციალობის დაცვის თვინიერ. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, მიენდოს თავის კონსულტანტს ისე,რომ მას არ ჰქონდეს თავისი საიდუმლოების გამჟღავნების შიში.
7. ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის პრინციპი - ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება არ უნდა იწვევდეს ნოტარიუსის პროფესიული დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებების დარღვევას.
8. ნოტარიუსის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების პრინციპები.
2. ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ორგანიზაცია და მმართველი ორგანოები
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირი UINL 1948 წელს დაფუძნდა ქვეყნის მიერ ბუენოს -აირესში. 2013 წლის 31 დეკემბრისათვის აღნიშნულ ორგანიზაციას 86 წევრი ჰყავდა. დღეისათვის ლათინური ნოტარიატი გავრცელებულია 120 ქვეყანაში,რომელიც მოიცავს მსოფლიოს მოსახლეობის 2/3,კავშირის იურიდიული შტაბ-ბინა არის ბუენოს-აირესში,ხოლო ადმინიასტრაციული ოფისები - რომში.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირი წარმოადგენს ლათინური ტიპის ნოტარიუსთა სულიერ ერთობას და დაწესებულებას, რომლის წევრებიც არიან იურისტები, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მრჩევლები, რომლებიც საჯარო უფლებამოსილების გადაცემის გზით ავთენტურობას ანიჭებენ მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტებს, უზრუნველყოფენ რა მათ სამართლებრივ გრანტიას და საკონტრაქტო თავისუფლებას.
UINL-ს მიზნებს წარმოადგენს:
ა) ლათინური ტიპის სანოტარო სისტემის ფუნდამენტური პრინციპების, ასევე ნოტარიუსთა
დეონტოლოგიის პრინციპების ხელშეწყობა და განხორციელება;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან სანოტარო ორგანოების წარმოდგენა და აღნიშნულ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
გ) UINL-ს წევრ და არაწევრ ნოტარიუსთა ნაციონალურ პალატებთან და მათთან დაკავშირებულ
ნებისმიერ დაწესებულებებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით ლათინური ტიპის ნოტარიატის განვითარების ხელშეწყობის კუთხით;
დ) პროფესიული სწავლების ხელშეწყობა, ორგანიზება და განვითარება, ასევე სანოტარო სფეროში სამეცნიერო მუშაობის მხარდაჭერა.
ე) UINL-ს საერთაშორისო კონგრესის ხელშეწყობა და იმ პროფესიონალური კონგრესების და
კრებების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობაც სცილდება წმინდა ეროვნულ ინტერესებს.
ასევე UINL-ს ორგანოებს წარმოადგენენ:
ა) წევრების საერთო კრება (შემდგომში ,,საერთო კრება“);
ბ) პრეზიდენტი;
გ) საკოორდინაციო (მმართველი) კომიტეტი;
დ) გენერალური საბჭო;
ე) ფინანსური ზედამხედველობის საბჭო;
UINL-ს უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს საერთო კრება; ის დაკომპლექტებულია ყველა წევრისგან, რომლებიც წარმოდგენილნი არიან შესაბამისად თავიანთი პრეზდენტების ან სათანადო წესით დანიშნული დელეგატების მიერ, მათი ნაციონალური დებულებების საფუძველზე; წევრის სხვა წევრით წარმოდგენა დაუშვებელია.
პრეზიდენტი არის UINL-ს ოფიციალური წარმომადგენელი, ასევე მისი ერთიანობის გარანტორი. საკოორდინაციო (მმართველ) კომიტეტთან თანამშრომლობით პრეზიდენტი ახორციელებს UINL-ს პოლიტიკას, საერთო კრების მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად. პრეზიდენტი იწვევს და თავმჯდომარეობს საერთო კრებას, საკოორდინაციო კომიტეტს და გენერალურ საბჭოს. ასრულებს წესდებით მასზე დაკისრებულ ნებისმიერ სხვა მოვალეობას და დავალებებს.
საკოორდინაციო კომიტეტი წარმოადგენს UINL-ს აღმასრულებელ და მმართველ ორგანოს.
გენერალური საბჭო არის UINL-ს საკონსულტაციო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია მისი პოლიტიკის და სამეცნიერო მიმართულებების მართვაზე.
ფინანსური ზედამხედველობის საბჭოს (CSF) მთავარი მოვალეობაა UINL-ს და მისი სხვადასხვა ორგანოების ფინანსური მდგომარეობის შემოწმება და აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმა.
საბჭო შედგება სამი წევრისგან. ერთი მათგანი, რომელიც არ არის საკოორდინაციო კომიტეტის ან გენერალური საბჭოს წევრი და რომლის კანდიდატურასაც დააყენებენ საერთო კრების წევრები, აირჩევა საბჭოს თავმჯდომარედ.
3. ლათინური ნოტარიატი და ევროპის საერთაშორისო კავშირი
ნოტარიუსის საქმიანობა დაკავშირებულია დამწერლობის შექმნასთან. ტერმინი ნოტარიუსი ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს,რომელიც გადამწერს,მდივანს ნიშნავდა. ლათინური ნოტარიატი სათავეებს რომაული კულტურიდან იღებს. რომის შემდგომ ნოტარიატის ინსტიტუტი განვითარდა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში - იტალიაში,გერმანიასა და საფრანგეთშიც. ზოგადად ევროკავშირში 49 ქვეყანაა უმრავლესობაში დანერგილოა ლათინური ტიპის ნოტარიატი . 1) ლათინური ტიპის ნოტარიატი - როგორც დამოუკიდებელი პროფესია, სახელმწიფოს კონტროლს ქვეშ ანუ ნოტარიუსები ინიშნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ , იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ძირითადად და შემდეგ საქმიანობენ როგორც თავისუფალი პროფესიის მქონე პირები. ჩვენი (მატერიალური) სამოქალაქო სამართალი გადმოტანილი გვაქვს გერმანიიდან. გერმანიაში ნოტარიუსები ინიშნებიან სახელმწიფო ხელისუფლების აქტით, მართლმსაჯულების ნაწილს წარმოადგენენ, მაგრამ საქმიანობას ახორციელებენ როგორც თავისუფალი პროფესსიის მქონე პირები, ზოგიერთ ქვეყანაში საჯარო მოხელეებად ითვლებიან. ნოტარიუსი თავის საქმიანობაშიბაში არის თავისუფალი, სანოტარო და მასთან დაკავშირებული მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილრბებს ამ კანონების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე . სანოტარო საქმიანობა არ არის სამეწარმეო საქმიანობა ეს არ უნდა იყის მოგების მიღების წყარო. ნოტარიუსი იღებს შემოსავალს შემდეგ უხდის სახელმწიფოს დენის, თანამშრომლების ყველანაირ ხარჯს და აშ ყველა ხარჯებს რომ გადაიხდის რაც დარჩრბა ეს არის ნოტარიუსის შემოსავალი. თუ გავავლებთ პარალელს ადვოკატთან, მოსამართლესთან, განსხვავება ისაა რომ ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურეობრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისთვის. როდესაც წერია, სახელმწიფო თავისი მოხელის მიერ მიყენებული ზიანისთვის პასუხს აგებს , ეს ნოტარიუსზე არ ვრცელდება იმიტომ რომ ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე. ევროკავშირის დონეზე ხშირად გვხვდება გარკვეული ფუნქციების ნოტარიუსისთვის გადაცემა, ერთ- ერთი არის მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები.
ლათინური ნოტარიატი არის სისტემა,რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იურიდიულ უსაფრთხოებას,კონფლიქტების პრევენციას,მხარეების ნების გამოხატვას ნოტარიუსის მიერ და მის იურიდიულ ენაზე გადატანას. ნოტარიუსი მოქმედებს,როგორც პირის ფიზიკური ან იურიდიული ცხოვრებისა და ველდებულებების მოწმე.
ლათინური ნოტარიატის ეფექტურობა გარანტირებულია ნოტარიუსების შესახებ პროფესიული კანონის შემდეგი წინაპირობებით: ნოტარიუსების მიერ უზრუნველყოფილი მაღალხარისხიანი სამართლებრივი სერვისებით; ყოვლისმომცველი იურიდიული კონსულტაციითა და მონაწილე მხარეთა სერვისებით; მკაცრი დისციპლინური სამართლით;პროფესიული ავტონოომიით;სანოტარო საონფორმაციო ტექნოლოგიების მუდმივი შემდგომი განვითარებით;ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პერსონალის პროფესიული მომზადებისა და შემდგომი განათლების უზრუნველყოფით.
4.სსიპ ნოტარიუსთა პალატა,ორგანოები,ვინ რას აკეთებს...
საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება დაფუძნებული იყოს წევრობაზე (საჯარო სამართლის კორპორაცია), ანდა შეიქმნას საჯარო ან სახელმწიფოებრივი მიზნების განსახორციელებლად გარკვეული სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის) ქონების განკერძოების გზით (დაწესებულება). დაწესებულებას არ ჰყავს წევრები.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის უფლებამოსილებას რაც შეეხება, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად უფლებამოსილია:
ა) წარმოადგინოს ნოტარიუსი სახელმწიფო ორგანოში, მოქალაქეთა გაერთიანებაში, დაამყაროს ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ბ) იუსტიციის სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების სრულყოფის მიზნით;
გ) ნოტარიუსებისაგან მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და მოისმინოს მათი განმარტებები;
დ) დაადგინოს ნოტარიუსების სავალდებულო გადასახდელები საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის;
ე) შექმნას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპარატი;
ვ) სანოტარო მოქმედებათა პრაქტიკის უნიფიკაციის მიზნით განაზოგადოს სანოტარო მოქმედებები;
ზ) განახორციელოს კომერციული საქმიანობა თავისი საწესდებო მიზნების შესასრულებლად;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
ხოლო მმართველი ორგანოები არის და პალატის საქმიანობა ხორციელდება პალატის წევრთა საერთო კრების,პალატის გამგეობის,კომისიებისა და წარმომადგენლობის მეშვეობით.პალატის უმაღლესი მმართველი ორგანოა პალატის წევრთა საერთო კრება.პალატის უმაღლესი მმართველი ორგანოა - პალატის გამგეობა. პალატაში იქმნება ორი კომისია.პალატის საფინანსო-სარეზერვო კომისია და პალატის დისციპლინური კომისია. გამგეობაში ან სხვადასხვა კომისიაში არჩეული ნოტარიუსი თავის ფუნქციებს ასრულებს ანაზღაურების გარეშე.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ.
2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა:
ა) იუსტიციის მინისტრის წინადადებით;
ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ინიციატივით;
გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მეხუთედის მოთხოვნით.
3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას იწვევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა, რომელიც 2 კვირით ადრე აცნობებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრებს კრების ჩატარების დროს, ადგილს და დღის წესრიგს.
4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მუშაობაში ნოტარიუსი მონაწილეობს პირადად ან იმ წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც ამავე პალატის წევრია და რომელსაც ამის შესახებ აქვს სათანადო წერილობითი თანხმობა.
5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
6. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია შეიტანოს შესწორებები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებაში, თუ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას შეუძლია დღის წესრიგში შეიტანოს და გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის კომპეტენციას განეკუთვნება.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.
თუ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებამ ზედიზედ ორჯერ არ აირჩია იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება 2 კვირის ვადაში ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის წევრებს 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. გამგეობის წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს და არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. გამგეობის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის სხდომა ტარდება, როგორც წესი, თვეში ერთხელ. სხდომას იწვევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე.

5.პირის სამართალსუბიექტურობის დადგენა
ნოტარიუსი სანოტარო საქმიანობის განხორციელების დროს ასრულებს სხვადასხვა მოქმედებებს, იმის მიხედვით თუ რა სანოტარო მოქმედებასთან გვაქვს საქმე, სანოტარო დამოწმება თუ დადასტურება, კერძო თუ საჯარო, ასეთ დროს ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედებაში მონაწილე პირების ვინაობას, ამოწმებს მათ უფლებებსა და ქმედუნარიანობას. მან უნდა იცოდეს რომ ფიზკურ პირების პირადობის დადგენისათვის საჭიროა ასაკი, მოქალაქეობა და სამსახურებრივ მდგომარებაც ზოჯერ. სრულწლოვანი მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, პასპორტი, პირადობის მოწმობა ან დროებითი მოწმობა, რომელიც გაიცემა სამშობლოში დაბრუნებულ პირებზე. ცალკეულ შემთვევაში საქ-ს მოქალაქის პირადობის დადგენა შესაძლოა ასევე მართვის მოწმობთაც. სამხედრო მოსამსახურის ვინაობის დადგენა უნდა მოხდეს სამხედრო ნაწილის და დაწესებულების სარდლობის მიერ გაცემულ სამხედრო ბილეთის საფუძელზე.

უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არ მქონე პრის შემთვევაში, ნოტარიუსმა ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს ბინადრობის მოწმობით. მის გაცემას და შემოწმებას ახორციელებს სამოქალაქო რეესტრის ტერიიტორიული სამსახური. მათი ვინაობა ასევე შეიძლება დადგინდეს ეროვნული პასპორტის მეშეობითაც. საქ-ს მოქალაქის პირადობის მოწმობის შევსებას და გაცემას ასევე ახორციელებს სამოქალაქო რეესტრს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, უცხო სახელმწფოში საქ-ს მოქალაქისათვის პპირადობის მოწმობის გაცემას ახორციელებს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო. პირადობის მოწმობა გაიცემა 14 წლიდან, მანამდე კი ნოტარიუსი ვინაობას ადგენს დაბადების მოწმობით, აქ კი აუცილებელია მას ესწრებოდეს მისი მშობლები, მეურვე და მზრუნველი.

ნოტარიუსის მიერ ვინაობის დადგენა საჭირო აღარაა თუკი მას ადრე სხვა საქმეზე აქვს პირის ვინაობა დადგენილი. მოქალაქისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით საქ-ს მოქალაქის, ან უცხო მოქალაქის ვინაობის დადგენის მიზნით მისი იდენტიფიცირება განახორციელოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან პირის ბნადრობის მოწმობის მონაცემების გამოყენებით, თუ ნოტარიუს ეჭვი ეპარება პირის ვინაობაში , ვალდებულია უარი განაცხადოს სანოტარო მოქმედების შესრსულებაზე.

იმისათვის რომ პირმა განახორციელოს სამართალურთიერთობისათვის უფლებები და მოვალეობები იგი უნდა იყოს ქმედუნარიანი, ქმედუნარიანობა არის პირის უნარი თავისი მოქმედებით შეიძინოს და განახორციელოს მისი უფლებები და მოვალეობები. სრული ქმედუნარანობა დგება 18 წლის ასაკიდან. ამტომ გარიგებისას ნოტარიუსი ვალდებულია შესამოწმოს პირის ქმედუნარიანობა, ნოტარიუსი ვალდებულია არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება თუკი მას ეპარება ეჭვი პირის ქმედუნარიანობაში.

გარდა ამისა სამოქალაქო ურთიერთობებში ინტენსიურად მონაწილეობენ იურიდიული პირები. ისინი მესამე პირებთან ურთიერთობაში მონაწილეობენ მათი წარმომადგენელის მეშვეობით. იურიდიული პირის წარმომადგენლობას ახორციელებს მისი ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ათავისუფლებს პრეზიდენტი ან სახელმწიფო ორგანო. ხოლო წევრობაზე დაფუძნებული იურიდიული პირის შემთხვევაში ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს ან ათავისუფლებს საერთო კრება. საჯ.სამ. იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს რომ იგი უფლება მოსილია ანახორციელოს კანონით დადგენილი, ან ბრძანებულებით ან კიდევ მისივე წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა და უფლებამოსილების შემოწმებაც ნოტარიუსის მიერ დასახელებული დოკუმენტის საფუძველზე უნდა მოხდეს. ნოტარიუსმა უნდა დაიცვას მკაცრად შემდეგი, რომ საჯ.სამ იურიდიულ პირს რომელიც შექმნილია სახელმწფო ქონებაზე არ აქვს უფლება დადოს გარიგება მის მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, აიღოს სესხი ან სხვა რაიმე.
კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლობს დადგენისას და მათი უფლებამოსლების განსაზღვრისას, ასევე სოლიდარული პასუხსმგებლობის საზოადოებაში ხელმძღვანელობის უფლებამოსილების დადგენისათვის ნოტარიუსის მიერ უნდა მოხდეს სარეისტრაციო განაცხადის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. შპს საზოადოებაში, სს-ში, და კოოპერატივში ხელმძღვანელობას განახორციელებს, დირექტორი. სარეგისტრაციო განაცხადში აუცილებელია, აღინიშნოს ხელმძღვანელის (დირეტორის) სახელი და გვარი, რაც რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში.
ნოტარიუსის მიერ საწარმოს ხელმძღვანელობის ვინაობის დადგენა ასევე გულისხმობს, ამ იურიდიული პირის წარმომადგენლობის დადგენასაც. ხელმძღვანელობის უფლება გულისხმობს წარმომადგენლობის უფლებამოსილებასაც მაგრამ , ხელმძღვანელობის უფლება გულისხმობს საწარმოს სახელით გადაწყვეტილების მიღებას უფლებამოსილების ფარგლებში. ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კი, მის მესამე პირებთან ურთიერთობას განსაზღვრავს, მა; დადოს გარიგებები ან მოითხოვოს სსანოტარო მოქმედებების შესრულება. აქედან გამომდინარე ნოტარიუსი ვალდებულია მოთოვოს იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების შემდეგი დამადასტურებელი დოკუმენტები: რეზიდენტი იურიდიული პირისი წარმომადგენლის ან პროკურისტის წარმომადგენლობის შემთხვევაში; ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების მარეგისტრირებელი ორგგანოს მიერ, წარმოებული რეესტრიდან; არარეზიდენტი იურიდიული პირისაან, უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული და კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტოლიით დამოწმებული წარმომადგენლობის შესაბამისი დოკუმენტი; რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ გაცემული მინდობილობა.ნოტარიუსს შეუძლია ცალკეულ შემთვევაში წარმომადგენლობისათვის არ გამოითხოვოს ეს ყველა დოკუმენტები, თუ უკვე წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად მას შეექმნება შინაგანი რწმენა მათი ნამდვილობსა და სრულყოფილების თაობაზე.
6. სანოტარო მოქმედებათა კლასიფიკაცია - საჯარო და კერძო აქტები
...... საჯარო და კერძო აქტები
1. იმ აქტის დასამოწმებლად (გარიგების, მოწმობის და სხვა), რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსის და სამართლებრივი შედეგების განმარტება, რჩევის მიცემა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით შესრულებული სანოტარო აქტი არის საჯარო აქტი.
3. პირს უფლება აქვს, საჯარო აქტის ფორმის დაცვით დადოს ის გარიგება, ან ნოტარიუსისაგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტის შედგენა, რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი სანოტარო ფორმის დაცვა.
4. საჯარო სანოტარო აქტის შედგენის ფორმალური წესები დადგენილია წინამდებარე ინსტრუქციით.
5. ნოტარიუსი ვალდებულია, საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს სანოტარო აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც სავალდებულოა წერილობითი განმარტება. ივარაუდება, რომ მხარეებმა სანოტარო აქტის ხელმოწერამდე მიიღეს ჯეროვანი განმარტებანი.
6. გარიგებაზე ან სხვა დოკუმენტზე ხელმოწერების დამოწმებისას, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხოლოდ მხარეთა (წარმომადგენელთა) პირადობა, ქმედუნარიანობა და დაამოწმოს ხელმომწერ პირთა ხელმოწერების ნამდვილობა.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით შესრულებული დოკუმენტი არის კერძო აქტი.
8. ნოტარიუსს არ ეკისრება პასუხისმგებლობა კერძო აქტის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის ან კერძო აქტში ხელმომწერის ნების არაადეკვატურად ასახვის გამო.
ასევე სანოტარო აქტში რიცხვები უნდა დაიწეროს სიტყვებით იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ასახავს სანოტარო მოქმედების შესრულების თარიღსა და გარიგების ღირებულებას.კერძო აქტში რიცხვები იწერება ისე, როგორც მიზანშეწონილად მიიჩნევს მხარე.
1. სანოტარო აქტი (საჯარო აქტი) უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზე. ამასთანავე, სანოტარო მოქმედების მონაწილის (მონაწილეების) მიერ სახელმწიფო ენის ან მისი დამწერლობის არცოდნისას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო აქტი შედგეს კლიენტისთვის გასაგებ ენაზეც. თარჯიმნის მონაცემები შეიტანება სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის რეესტრსა და სანოტარო აქტში. თუ ნოტარიუსმა იცის შესაბამისი ენა, დოკუმენტს თარგმნის თვითონ და ამის შესახებ მიუთითებს აქტში, თუკი ამის წინააღმდეგი არ არის სანოტარო მოქმედების მონაწილე. ამასთანავე, სანოტარო მოქმედების მონაწილის თანხმობის გაცხადების შესახებ მითითება სავალდებულო არ არის. ივარაუდება, რომ მან ნოტარიუსის მიერ დოკუმენტის თარგმნის შესახებ თანხმობა გამოხატა.
2. თარჯიმანი უნდა აირჩიოს სანოტარო მოქმედების მონაწილემ, ხოლო რამდენიმე მხარის არსებობისას თარჯიმნის არჩევისათვის აუცილებელია ყველა მათგანის თანხმობა. აკრძალულია სანოტარო მოქმედების მონაწილე მხარის, ან მოწმის მიერ თარჯიმნის ფუნქციის შესრულება.
3. თარჯიმანი ვალდებულია ნოტარიუსს დაუდასტუროს, რომ მან იცის შესაბამისი ენა (ენები) და იძლევა სწორი თარგმნის გარანტიას. ამის შესახებ უნდა აღინიშნოს სანოტარო აქტში. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ არსებობს, თუ თარჯიმანი არჩეულია გარიგების ყველა მხარის თანხმობით.
4. თარჯიმნის მიმართ ვრცელდება მოწმისათვის ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნები.
5. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილე (თარჯიმნის ჩათვლით) გააფრთხილოს თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, მაგრამ არ არის ვალდებული დოკუმენტურად შეამოწმოს ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა. მხარემ და თარჯიმანმა უნდა დაადასტურონ თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის შესახებ.
6. კერძო აქტზე ხელმოწერის ნამდვილობა შეიძლება დამოწმდეს ისე, რომ კერძო აქტი შედგენილი იყოს არასახელმწიფო ენაზე, თუკი ხელმომწერი ნოტარიუსის წინაშე აცხადებს, რომ მან იცის ის ენა, რომელზედაც შედგენილია კერძო აქტი ან გაცნობილია დოკუმენტის შინაარსს და არ საჭიროებს დოკუმენტის თარგმანს. ხელმომწერის ეს განცხადება შეტანილ უნდა იქნეს ნოტარიუსის დამადასტურებელ წარწერაში, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზეც.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში სანოტარო მოქმედების შესრულებისას თარჯიმნის მონაწილეობა არ არის სავალდებულო, თუკი ნოტარიუსს თარჯიმნის გარეშე შეუძლია დაადგინოს ხელმომწერის ნების გამოვლენის ნამდვილობა. ამის შესახებ ნოტარიუსმა უნდა მიუთითოს დამადასტურებელ წარწერაში. თუკი ნოტარიუსს ენის არცოდნის გამო არ შეუძლია ხელმომწერის ნების დადგენა, სანოტარო მოქმედება უნდა შესრულდეს თარჯიმნის მონაწილეობით. თარჯიმნის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს ნოტარიუსის დამადასტურებელ წარწერაში, ხოლო თარჯიმანმა ხელი უნდა მოაწეროს კერძო აქტზე.