კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპური ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1367 ბრძანების სამართლებრივი საფუძველია „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებ­ლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპური ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1367 ბრძანება.