კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №1-1/588 ბრძანების, სამართლებრივი საფუძველია „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებ­ლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №1-1/588 ბრძანება.