კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის ის ნაწილი, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ეწინააღმდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49–ე მუხლის მე–5 პუნქტს, რომლითაც თვითმმართველ ერთეულს საკუთარი შემოსულობების ხარჯვა შეუძლია განახორციელოს დამოუკიდებლად, თავისი შეხედულებისამებრ. ამასთანავე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლი ეწინააღდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 2– მუხლის მე–4 პუნქტს, რომლითაც 2013 წლის 1 იანვრამდე თვითმმართველ ერთეულს უფლება ჰქონდა განსაკუთრებულ შემთხვევებში, ნებაყოფლობით გადაეწყვიტა სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისათვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევის საკითხი. ამდენად, 2013 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ვერ დაფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ვიდრე კანონი, კერძოდ: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს. ამდენად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლიდან ამოღებული უნდა იქნეს სიტყვები „ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან“ და ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით, „სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“

Mariam ciskadze's picture
Mariam ciskadze (მარიამ ცისკაძე)
სხვა
რეგ. თარ: 2012/02/02
ბოლო შემოს: 2013/10/02 03:40:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

tlaliashvili@hotmail.com