ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 94/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016690
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
94/04
13/06/2023
ვებგვერდი, 15/06/2023
220010000.18.011.016690
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/06/2023 - 25/12/2023)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №94/04

2023 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 391 მუხლისა და 52 5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1

დამტკიცდეს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.

მუხლი 2

1.  ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

2.  ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი



ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი (შემდგომში   წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით რეგულირების საკითხებს.

2. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულება ან აქვთ სურვილი მომავალში განახორციელონ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობა.

3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საფინანსო სექტორის წარმომადგენლებზე, რომლებსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვ ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, გარდა ამ მუხლის მე-7 (კომერციული ბანკების და მიკრობანკების გარდა) და მე-9 პუნქტების, ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ასევე, მე-6-მე-9 პუნქტების (კომერციული ბანკების, მიკრობანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა) და მე-10 პუნქტისა და მე-8 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნებისა, ვირტუალური აქტივის მომსახურების საქმიანობის განხორციელების ფარგლებში.

4. დაუშვებელია ვირტუალური აქტივის მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება.

5. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი შესაძლებელია იყოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული და რეგისტრირებული იურიდიული პირი (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება), რომელსაც ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის შემდეგ უფლება აქვს   საქართველოში განახორციელოს ვირტუალური აქტივის მომსახურება.

6. დაუშვებელია ფიზიკურ პირებზე ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა.

7. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მის მიერ გაწეული მომსახურების ფარგლებში კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლის შედეგად მიღებული ფულადი სახსრები (ეროვნული ან უცხოური ვალუტა) მომხმარებლის დავალების საფუძველზე უნაღდო ფორმით გადასცეს მომსახურების სქემაში ჩართულ მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, შუამავალ პროვაიდერს ან ექვაირერს (მათ შორის სუბ-ექვაირერს).

8. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მის მიერ გაწეული მომსახურების ფარგლებში მომხმარებლისგან მიიღოს საკომისიო/პროცენტი/სარგებელი იმ ვირტუალური აქტივით, რომლის მომსახურებასაც ახორციელებს.

9. დაუშვებელია ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა აგენტის მეშვეობით.

10. ვირტუალური აქტივის მომსახურების  პროვაიდერს, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვისას ეკრძალება საკომისიოს, პროცენტის ან ნებისმიერი ფულადი ან არაფულადი სარგებლის მიღება სხვა პირისგან, გარდა მომხმარებლისა.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

ა)  ვირტუალური აქტივი − ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთ-ჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით. ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას;

ბ) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი − ვირტუალური აქტივი, რომელსაც ბაზარზე აქვს ეკვივალენტი ღირებულება ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტში, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს მისი გადაცვლა;

გ) ფინანსური ინსტრუმენტი  – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ24“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტი;

დ) ვირტუალური აქტივის მომსახურება − კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის  ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის  შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა) ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება ან/და ასეთი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა ან/და პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება;

ე) კოლექტიური პორტფელის მართვა   „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კოლექტიური პორტფელის მართვა;

ვ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი − პირი, რომელიც ახორციელებს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურებას;

ზ) მომხმარებელი    პირი, რომელიც სარგებლობს ვირტუალური აქტივის მომსახურებით ;

თ) შუამავალი პროვაიდერი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით   გათვალისწინებული შუამავალი პროვაიდერი;

) ექვაირერი   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ექვაირერი;

) სუბ-ექვაირერი   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბ-ექვაირერი;

ლ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის განთავსებული ან განაღდებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10%-ზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერში;

მ) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი – ახლონათესაური კავშირის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული პირველი რიგისა და მეორე რიგის მემკვიდრეები) მქონე პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი, ან პარტნიორები/აქციონერები, რომლებიც ერთმანეთთან, გარდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისა, სხვა კომერციული ინტერესებითაც არიან დაკავშირებული;

ნ) ადმინისტრატორი – ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან/და ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სახელით აიღოს ვალდებულებები. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის უფლებამოსილი ორგანო ამტკიცებს;

ო) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი ხელმძღვანელი ორგანოს წევრი;

პ) მნიშვნელოვანი გავლენა – კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის არსებობის მიუხედავად, საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა ან/და მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის შესრულების/შესაბამისობის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი;

ჟ) დაკავშირებული პირი – ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორი, პარტნიორი/აქციონერი, მასთან ნათესაური კავშირის მქონე პირი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება ან/და მათთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი, ასევე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ჯგუფის წევრი;

) შვილობილი საწარმო ( შვილობილი ორგანიზაცია ) – იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი , რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო ( სათავო ორგანიზაცია );

ს) კონტროლი – საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 და 50-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და მასთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას;

ტ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;

) ჯგუფი – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ32“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯგუფი;

ფ) რეგისტრირებული მისამართი – დაინტერესებული პირის, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისის მისამართი (შემდგომში – „საკონტაქტო მისამართი“) და იურიდიული მისამართი;

ქ) აგენტი –  პირი, რომელიც ვირტუალური აქტივის მომსახურების მიწოდებისას მოქმედებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სახელით .

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობა.  

მუხლი 3.    ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის  რეგისტრაცია, ადმინისტრატორის და მნიშვნელოვანი წილის მფლობელის/ბენეფიციარი მესაკუთრის შესაფერისობის კრიტერიუმები

1. დაინტერესებულმა პირმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის მიზნით ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია/ დოკუმენტაცია :

) სრულად შევსებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სარეგისტრაციო ფორმა ( დანართი №1);

ბ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ გასაწევი ვირტუალური აქტივის მომსახურების ჩამონათვალი ( დანართი №2 ) ;

გ) ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის   თითოეული ადმინისტრატორის შესახებ (დანართი №3);

დ) ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის   მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი , ასევე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (დანართი №4);

ე) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ცხრილი (დანართი №5);

ვ) ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი , ასევე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ( ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები , იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან ან შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან (არარეზიდენტი პირების შემთხვევაში) , რომელიც ასახავს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ ეროვნული ბანკისთვის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღისათვის არსებულ ყველა ცვლილებას , ხოლო თუ იურიდიული პირი სააქციო საზოგადოებაა , მაშინ დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ამონაწერი შესაბამისი აქციათა რეესტრიდან) ;

ზ) დოკუმენტაცია , რომელიც ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის საშუალებას იძლევა ;

თ) ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;

ი) ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) და ვირტუალური აქტივის მომსახურების საქმიანობის მართვაზე პასუხისმგებელი პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულ პირებს გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა ან/და გამოცდილება ვირტუალური აქტივის მომსახურების   განსახორციელებლად;

) ცნობა ( ცნობები ) ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) და მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი , ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის ( მესაკუთრეების ) ნასამართლობის შესახებ ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში. ეროვნულ ბანკში წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს , ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს;

ლ) ინფორმაცია ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების და მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მიერ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებში წილობრივი მონაწილეობის შესახებ (კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, წილის მოცულობა);

მ) ინფორმაცია ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების და მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) წარსული და მიმდინარე ბიზნესსაქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ (ინფორმაცია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროდან, მოვალეთა რეესტრიდან, არსებობის შემთხვევაში ან/და პირის მიერ სხვაგვარად მოწოდებული ინფორმაციის სახით), მათ შორის, ინფორმაცია იმ ორგანიზაციების გადახდისუნარიანობის შესახებ (გაკოტრება/სააღსრულებო პროცესი), რომელსაც მართავდა აღნიშნული პირი, ან/და რომელშიც ფლობდა ან ფლობს მნიშვნელოვან წილს ან/და წერილობით დასტურს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია;

ნ) „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 11 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ო) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან , რომელიც ასახავს დაინტერესებული პირის მიერ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღისათვის არსებულ ყველა ცვლილებას . თუ დაინტერესებული პირი სააქციო საზოგადოებაა , მაშინ დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ამონაწერი შესაბამისი აქციათა რეესტრიდან ;

პ) ვირტუალური აქტივის მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ვებგვერდის/ვებგვერდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ვებგვერდის/ვებგვერდების საკუთრების/სარგებლობის უფლებას და ამავე ვებგვერდის/ვებგვერდების მისამართი/მისამართები;

ჟ) მომხმარებლის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების მისაღებად გამოსაყენებელი აპლიკაციის/აპლიკაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში)   დასახელება, აპლიკაციის განთავსების ადგილი, მწარმოებლის დასახელებ ა და მწარმოებლის ვებგვერდის მისამართი;

) დოკუმენტაცია , რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას , სადაც განთავსებული იქნება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისი და ფილიალი/სერვისცენტრი (შემდგომში  – ფილიალი) , რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლება უნდა დასტურდებოდეს წარმოდგენილი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერით. სათავო ოფისის მისამართი უნდა მიეთითოს ამ პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ სარეგისტრაციო ფორმაში, როგორც საკონტაქტო მისამართი ;

ს) დეტალური ინფორმაცია ფილიალების შესახებ (დანართი №7);

) თუ დაინტერესებული პირი ახორციელებს/გეგმავს ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლას (გარდა, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით ურთიერთგადაცვლისა)  ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, მომხმარებლისგან ნაღდი ფულის მიღების ან მისთვის გადაცემის გზით:

ტ.ა) სათავო ოფისისა და ფილიალების გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის/აქტების ასლი ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად;

ტ.ბ) სათავო ოფისისა და ფილიალების შიდა პერიმეტრზე (საოპერაციო ფართი და სალარო) ვიდეომეთვალყურეობის კამერების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კამერების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამონტაჟების დოკუმენტი ან/და ფოტომასალა);

უ) ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების სქემატური აღწერა (ვირტუალური აქტივის ჩამონათვალის მითითებით) , რომელიც მოიცავს მომსახურების პროცესში ინფორმაციის , ვირტუალური აქტივისა და ფულადი სახსრების    მოძრაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მომსახურების   დაწყებიდან მის დასრულებამდე , ყველა მონაწილის გადამხდელის /აქტივის გადამცემის , გადამხდელის /აქტივის გადამცემის პროვაიდერის , მიმღების (მათ შორის აქტივის მიმღების) , მიმღების პროვაიდერის (მათ შორის ექვაირერის, სუბ-ექვაირერის) და შუამავალი პროვაიდერის მითითებით , ასეთის არსებობის შემთხვევაში . თუ დაინტერესებული პირი გეგმავს რამდენიმე მომსახურების განხორციელებას , მაშინ თითოეულ მომსახურებაზე წარდგენილი უნდა იქნეს ცალკე სქემა , ასევე, თუ თითოეული ვირტუალური აქტივის მომსახურების სქემები განსხვავებულია, მაშინ სქემები წარმოდგენილი უნდა იქნეს თითოეული ვირტუალური აქტივის ჭრილში (ერთნაირი სქემების მქონე ვირტუალური აქტივების სქემების დაჯგუფებისას აგრეთვე უნდა მიეთითოს შესაბამისი ვირტუალური აქტივების ჩამონათვალი) . თუ მომსახურების სქემაში ჩართულია უცხო ქვეყნის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი , მაშინ წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი პროვაიდერების სია , მათი ზედამხედველი ორგანოების მითითებით ;

ფ) ვირტუალური აქტივის მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემის მწარმოებლის შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს ამონაწერი , ასევე შემდეგი ინფორმაცია : ელექტრონული სისტემის დასახელება , ელექტრონული სისტემის მწარმოებლის ვებგვერდის მისამართი , ელექტრონული სისტემის , მასში აღსარიცხი მომხმარებლების მიმართ ვალდებულებების და ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის განთავსების ადგილი ; ელექტრონული სისტემის ფუნქციონალი უნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილ მომსახურებას , რომლის დემონსტრაციაც უნდა განხორციელდეს ეროვნულ ბანკში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცი ის პროცესის დასრულებ ამდე ;

) ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ / რეგისტრირებულ ან / და უცხო ქვეყანაში ლიცენზირებულ / რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივის მომსახურების ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან დაინტერესებული პირის სახელშეკრულებო ურთიერთობის შესახებ ;

ღ) ბიზნესგეგმა ( სულ მცირე მომდევნო 3 წლის ბიუჯეტის პროგნოზით ), რომელიც ადასტურებს , რომ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს დანერგოს სათანადო და შესაბამისი სისტემები , ასევე გააჩნია შესაბამისი რესურსები და პროცედურები საქმიანობის განსახორციელებლად . ამასთან , ბიზნესგეგმა უნდა ადასტურებდეს , რომ დაინტერესებული პირი გეგმავს საქმიანობის განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე ;

ყ) დაინტერესებული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ყ.ა) სათავო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩამონათვალს, მათი ფუნქციების და დასაქმებულთა რაოდენობის მითითებით, ასევე, სათავო ოფისის სტრუქტურული განვითარების გეგმას რეგისტრაციის შემდეგ საქმიანობის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში;

ყ.ბ) თუ დაინტერესებული პირი საქმიანობას განახორციელებს ფილიალების მეშვეობით – ამ ფილიალების ფუნქციების აღწერას;

შ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ შესაბამისობის კონტროლის სისტემის დასანერგად შემუშავებული შიდა ინსტრუქცია (პოლიტიკა-პროცედურა), მათ შორის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზაციული რისკის შეფასების დოკუმენტი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შიდა ინსტრუქციის ნაცვლად ან დამატებით მოითხოვოს შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაციის მოწოდება კითხვარის სახით, რომელიც განთავსდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას ეროვნული ბანკი განიხილავს მხოლოდ მისი შემადგენელი კომპონენტების სისრულის კუთხით. ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე შინაარსობრივად განიხილოს აღნიშნული დოკუმენტაცია;

ჩ) განცხადება, რომლითაც დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, დანერგილი აქვს/საქმიანობის დაწყებამდე დანერგავს შესაბამისობის კონტროლის სისტემას (დანართი №8).  განცხადება არ გულისხმობს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის III და IV თავებით გათვალისწინებული მოთხოვნების ისეთ კლიენტებზე გავრცელებას, რომლებთანაც  განმცხადებელმა საქმიანი ურთიერთობა რეგისტრაციის გავლამდე დაამყარა.

2. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). ამასთან, წარდგენილი უნდა იქნეს დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

3. პირს ეკრძალება იყოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორი , თუ:

ა) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის , მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან / და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის ;

ბ) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი არღვევდა/არღვევს სამეწარმეო, საბანკო ან/და საფინანსო კანონმდებლობას ან/და ახორციელებდა/ახორციელებს ისეთ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა/უქმნის ან/და რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას;

გ) იგი ამავე დროს არის სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი არის ერთი ჯგუფის წევრი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ადმინისტრატორი;

დ) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, მან ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაარღვია ფიდუციური მოვალეობები, რომელზეც არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება;

ე) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ან/და ფინანსურ ინსტიტუტს, ან შელახა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მომხმარებელთა ან/და   ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ან/და ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ვ) მას არ აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის სამართავად სათანადო ცოდნა ან/და გამოცდილება. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რაოდენობრივი მეთოდები ან სხვა შესაბამისი განათლება ან/და საფინანსო ან ვირტუალური აქტივის მომსახურების სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება, რომელიც საჭიროა მათზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად;

ზ) არ შეასრულა ან/და არ ასრულებს ერთ ან მეტ ფინანსურ ვალდებულებას;

თ) გამოცხადებულია გადახდისუუნაროდ.

4. პირს ეკრძალება იყოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ:

ა) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ბ) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ან/და ფინანსურ ინსტიტუტს, ან შელახა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მომხმარებელთა ან/და  ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ან/და ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

გ) არ შეასრულა ან/და არ ასრულებს ერთ ან მეტ ფინანსურ ვალდებულებას;

დ) გამოცხადებულია გადახდისუუნაროდ.

5. დაინტერესებული იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი აქციონერი/პარტნიორი, რომელიც იმავდროულად ამ იურიდიული პირის დირექტორია, ვალდებულია ჰყავდეს სულ მცირე 2 დირექტორი.

6. თუ დაინტერესებული პირის ვირტუალური აქტივის მომსახურების სქემასთან დაკავშირებულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებული პირის რეგისტრაციამდე მოითხოვოს აღნიშნული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის თანხმობა (მათ შორის, პირობითი).

7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია და განუსაზღვროს მას აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია სარეგისტრაციო განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს ვირტუალური აქტივის მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემის დემონსტრირება ან/და ეროვნული ბანკის თანამშრომლების დაშვება დაინტერესებული პირის სათავო ოფისში ან/და ფილიალებში.

8. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს , ეროვნული ბანკი განუსაზღვრავს მას 30 კალენდარული დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან / და წარდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად . აღნიშნული ვადის დინება იწყება ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის დადგენილი ხარვეზების წერილობითი ფორმით წარდგენის დღიდან .

9. დაინტერესებული პირისათვის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში, დაინტერესებული პირის მიერ იმავე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა;

ბ) წარდგენილ დოკუმენტაციაში მცდარი ინფორმაციის არსებობა;

გ) წარდგენილი სქემატური აღწერით დგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობა არ შეესაბამება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ვირტუალური აქტივის მომსახურებას და კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

დ) ხარვეზების გამოსწორების ან/და დამატებით წარდგენილი ინფორმაციის შედეგად მიღებული ვირტუალური აქტივის მომსახურების სქემა არსებითად განსხვავდება სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში თავდაპირველად წარდგენილი ვირტუალური აქტივის მომსახურების სქემისგან;

ე) ვირტუალური აქტივის მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემა არ არის ეროვნულ ბანკში წარდგენილი ვირტუალური აქტივის მომსახურების სქემის (გამოსწორებული ხარვეზების და დამატებითი ინფორმაციის გათვალისწინებით) შესაბამისი, რაც დასტურდება ეროვნულ ბანკში ელექტრონული სისტემის დემონსტრირების შედეგად;

ვ) არსებობს ობიექტური და დასაბუთებული საფუძველი, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორი საფრთხეს უქმნის ან შესაძლოა მომავალში შეუქმნას ამავე პროვაიდერის ეფექტურ, უსაფრთხო და წინდახედულ მართვას და ბიზნესის უწყვეტობას ან/და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან/და ადმინისტრატორი საფრთხეს უქმნის ან შესაძლოა მომავალში შეუქმნას საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან/და სანდოობას;   

ზ) სათავო ოფისი ან/და ფილიალები (მათ შორის, მისი ფართი ან/და მოწყობა) ვერ უზრუნველყოფს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

თ)   „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.

10. ეროვნული ბანკი, ამ წესით და დანართი №5-ით განსაზღვრული შესაბამისი სარეგისტრაციო ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე . ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე -7 და მე -8 პუნქტების საფუძველზე შესაბამისი წერილის გაგზავნის დღიდან ( წერილის ეროვნული ბანკის კანცელარიაში რეგისტრაციის თარიღიდან ) და იგი განახლდება დაინტერესებული პირის მიერ წერილით განსაზღვრულ მოთხოვნაზე შესაბამისი რეაგირების (შესაბამისი წერილობითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის, სათავო ოფისში ეროვნული ბანკის წარმომადგენლის დაშვების) დღიდან . საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა გააგრძელოს 60 კალენდარული დღით, რის შესახებაც განმცხადებელს ეცნობება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.

11. თუ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ხარვეზების ან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე -7 და მე -8 პუნქტები თ გათვალისწინებული წერილი ორი მცდელობის მიუხედავად ვერ ჩაბარდა დაინტერესებულ პირს, პირველი მცდელობისას მის საკონტაქტო მისამართზე, ხოლო მეორე მცდელობისას რეგისტრირებულ მისამართზე/მისამართებზე , ეროვნული ბანკი უფლებამოსილია წერილის მეორედ ჩაბარების მცდელობის დღიდან 10 კალენდარული დღის ვადის გასვლის შემდეგ უარი განაცხადოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციაზე .

12. ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს , რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის დასახელება , საიდენტიფიკაციო ნომერი , ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ერთი ასლი გადაეცემა დაინტერესებულ პირს .

13. ამ მუხლის მე -12 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა , ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში აღინიშნება ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის მისამართი , სადაც განთავსებულია რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ჩამონათვალი,   ასევე იმ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ჩამონათვალი, რომელსაც გაუუქმდა რეგისტრაცია.

14. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში , ეროვნული ბანკი წერილობით აცნობებს აღნიშნულის თაობაზე დაინტერესებულ პირს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზის მითითებით .

15. ეროვნული ბანკი აწარმოებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების უწყებრივ სარეგისტრაციო რეესტრს ელექტრონული ფორმით და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მასში შეაქვს   ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სარეგისტრაციო ინფორმაცია .

16. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მათ შორის, საგანგებო/საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ასევე ეპიდემიის/პანდემიის დროს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დროებით შეაჩეროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციისათვის ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება შეჩერების საფუძველი და ვადა. სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

  მუხლი 4. წილობრივი მონაწილეობის კონტროლი

1. ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძინოს მნიშვნელოვანი წილი ან გაზარდოს თავისი წილი მნიშვნელოვან წილამდე ან გაზარდოს თავისი მნიშვნელოვანი წილი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერში, რის შედეგადაც კაპიტალის ან ხმის უფლების წილობრივი მაჩვენებელი მიაღწევს ან გადააჭარბებს 20%, 30% ან 50%-ს, ან ეს პროვაიდერი გახდება მისი შვილობილი საწარმო, აღნიშნული განზრახვის შესახებ უნდა შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. ამასთან, ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილება განიხილება იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნა ასევე ვრცელდება იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება პირდაპირ ან არაპირდაპირ გაასხვისოს ან შეამციროს მისი მნიშვნელოვანი წილობრივი მაჩვენებელი იმგვარად, რომ კაპიტალის ან ხმის უფლების წილობრივი მაჩვენებელი გახდება 20%, 30% ან 50%-ზე ნაკლები ან იმგვარად, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი აღარ იქნება აღნიშნული პირის შვილობილი საწარმო. 

3. ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, როდესაც აღნიშნულმა პირმა იცოდა ან მისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა სცოდნოდა მნიშვნელოვანი წილის შეძენის/გაზრდის შესახებ და მას შესაძლებლობა ჰქონდა გავლენა მოეხდინა, შეწინააღმდეგებოდა ან/და თავიდან აეცილებინა აღნიშნული ტრანზაქცია, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.  

4. ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული ფაქტის შესახებ. მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე ეროვნული ბანკის მიერ დასაბუთებული უარის/თანხმობის გაცემამდე, პირმა არ უნდა გამოიყენოს მნიშვნელოვანი წილის ფლობასთან დაკავშირებული ხმის უფლებები და სხვა უფლებამოსილებები. ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენისას, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა შემძენი იმ ოდენობის წილის გასხვისებას, რომ მის მფლობელობაში არსებული წილი ზღვრულ ოდენობას დაუბრუნდეს.  

5. წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენა გულისხმობს შემდეგ შემთხვევებს:

ა) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ აქციონერების მფლობელობაში არსებული წილის გამოსყიდვა, რომელიც პირდაპირ იწვევს წილების ოდენობის ცვლილებას;

ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წილის მიკუთვნება;

გ) წილის შეძენა სამკვიდროს მიღების გზით;

დ) სხვა შემთხვევა, როდესაც შემძენისათვის არ არის ან/და არ შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო წილის შეძენის ფაქტი.  

მუხლი 5. ცვლილებების  რეგისტრაცია

1.  ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია :

) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის დასახელების , სამართლებრივი ფორმის ცვლილების შესახებ ;

) რეგისტრირებული მისამართის ცვლილების შესახებ ;

გ) ახალი ფილიალის დამატების შესახებ, სადაც იგეგმება მომხმარებლის ადგილზე მომსახურება, კერძოდ, ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (გარდა, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით ურთიერთგადაცვლისა)  ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, მომხმარებლისგან ნაღდი ფულის მიღების ან მისთვის გადაცემის გზით ;

) ადმინისტრატორის ან/და მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის, ცვლილების ან/და დამატების შესახებ ;

ე) არსებული ვირტუალური აქტივის მომსახურების შეწყვეტის შესახებ ;

) დაგეგმილი ახალი სახის   ვირტუალური აქტივის მომსახურების სქემა ;

) წარდგენილი ვირტუალური აქტივის მომსახურების სქემის ცვლილების ან / და მისი შემადგენელი კომპონენტის ( რგოლის ) სხვა კომპონენტით ( რგოლით ) ჩანაცვლების შესახებ ;

თ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელებისათვის გამოყენებული ვებგვერდის მისამართის ცვლილების, გაუქმების და/ან ვებგვერდის ახალი მისამართის დამატების შესახებ;

ი) მომხმარებლის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების მისაღებად გამოსაყენებელი აპლიკაციის/აპლიკაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  დამატების ან/და გაუქმების შესახებ ;

კ) სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ზრდაზე.

2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის “ და „ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამ ცვლილებების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი ფორმით, ხოლო იმავე პუნქტის   „გ“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, ასევე „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შესახებ, თუ ახალ მისამართზე იგეგმება მომხმარებლის ადგილზე მომსახურება, კერძოდ, ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (გარდა თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით ურთიერთგადაცვლისა)  ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, მომხმარებლისგან ნაღდი ფულის მიღების ან მისთვის გადაცემის გზით, წერილობითი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, „ვ“ და „ზ“, ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცვლილების შემთხვევაში, მათ შორის, ამ წესით და დანართი №6-ით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია  წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ცვლილებების განხორციელებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე . ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, წერილობითი ინფორმაციის/დოკუმენტების სრულად მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა ეროვნული ბანკი გასცემს თანხმობას ან დასაბუთებულ უარს.

3. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ცვლილების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ცვლილების განხორციელებამდე 30 კალენდარული დღით ადრე.

4. ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე და გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში განაახლოს სარეგისტრაციო რეესტრი .

5. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ განსახორციელებელი / განხორციელებული ცვლილებები შესაბამისი უნდა იყოს სარეგისტრაციო მოთხოვნებთან .

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია   ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია და განუსაზღვროს მას ვადა აღნიშნული ინფორმაციის წარსადგენად .

  მუხლი 6.  ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმება

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია , თუ:

ა) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე წერილობითი განცხადებით მიმართავს ეროვნულ ბანკს;

ბ) სასამართლოს მიერ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიმართ;

) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩნდა მცდარი ინფორმაცია ;

) უფლებამოსილი ორგანოსგან მიღებულია შეტყობინება მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ამოღების თაობაზე ;

) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა ან/და ვადაში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა ეროვნულ ბანკს ზედიზედ ორჯერ არ წარუდგინა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგება დადგენილი წესითა და ფორმით;

) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ ხორციელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ეროვნული ბანკის წესების , მოთხოვნების , მითითებების სისტემატური ან / და მნიშვნელოვანი დარღვევა ;

ზ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს არ აქვს დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა,  რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/უჩვეულო ტრანზაქციების ავტომატურ რეჟიმში გამოვლენას ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ ხორციელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის , ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წესების , მოთხოვნების , მითითებების დარღვევა ;

) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა ეროვნული ბანკის თანამშრომელი შემოწმებაზე არ დაუშვა ;

) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა ეროვნულ ბანკს შემოწმების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია არ მიაწოდა, ან ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადგილზე შემოწმებისას, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან/და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორი ან/და საქმიანობის მართვაზე პასუხისმგებელი პირი/პირები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ეროვნული ბანკის თანამშრომელს არ დახვდა სამუშაო საათებში სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე;

) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისი არ მოიძებნა მის მიერ ამ წესის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე ან აღნიშნულ მისამართზე არსებული ოფისი არ შეესაბამება სათავო ოფისისთვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს ;

მ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში არ განახორციელა ვირტუალური აქტივის მომსახურება, რაც დასტურდება მის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგებით ან/და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადგილზე შემოწმებით;

) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა შეწყვიტა საქმიანობა 6 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში , რაც დასტურდება   მომსახურების მიღების შეუძლებლობით ან / და ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგებით ან/და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადგილზე შემოწმებით;

) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა არ წარადგინა ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვილი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია ;

პ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი არ ახორციელებს ვირტუალური აქტივის მომსახურებას მის მიერ წარდგენილი მომსახურების სქემის მიხედვით ;

) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი აღარ შეესაბამება სარეგისტრაციო მოთხოვნებს ;

) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრირებული იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე ;

ს) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ   საქმიანობის გაგრძელებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან/ და სა ნდოობას ;

ტ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ საქმიანობის გაგრძელება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ მომეტებულ რისკებს ან/და საერთაშორისო ფინანსური სანქციების გვერდის ავლის რისკს წარმოშობს, აფერხებს განხორციელებული ტრანზაქციების მიკვლევადობას ან/და ზედამხედველობის განხორციელებას;

უ) დაირღვა ა დმინისტრატორის ან/და მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების ან/და დამატების, ასევე ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ცვლილების ამავე წესის მე-5 მუხლის შესაბამისად შეტყობინების ვალდებულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის წერილობითი განცხადება , ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში :

) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს განცხადების წარდგენის თარიღისათვის არ აქვს გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა ;  

) განცხადების წარდგენის თარიღისათვის მიმდინარეობს ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შემოწმება ან შემოწმების დასრულებიდან არ გასულა 30 კალენდარული დღე .

3. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს და აქტის გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ანახლებს რეესტრის შესაბამის მონაცემებს .

4. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს / დაინტერესებულ პირს ან / და მის უშუალო ან ბენეფიციარ მესაკუთრეს უფლება არ აქვს ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს უშუალოდ ან დაკავშირებული პირის მეშვეობით :

) შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ან წერილის გაცნობიდან მომდევნო 3 ( სამი ) წლის განმავლობაში , ამ მუხლის პირველი პუნქტის “, „ “–„ “, „ და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მცდარი ინფორმაციის არსებობისას ამ წესის მე -3 მუხლის მე -9 პუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირისათვის პროვაიდერის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ;

) შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ან წერილის გაცნობიდან შემდეგი 6 ( ექვსი ) თვის განმავლობაში , ამ მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში და ამ წესის მე -3 მუხლის მე -11 პუნქტით მითითებული საფუძვლით დაინტერესებული პირისათვის პროვაიდერის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში .

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე -4 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეამციროს დაინტერესებული პირის დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე .  

მუხლი 7.  ვირტუალური აქტივის მომსახურების  პროვაიდერის სათავო ოფისის, ფილიალების, თვითმომსახურების კიოსკის და ელექტრონული სისტემის მიმართ მოთხოვნები

1. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე განათავსოს სათავო ოფისი , საიდანაც მისი ადმინისტრატორი/ადმინისტრატორები განახორციელებენ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის ფაქტობრივ მართვას .

2. სათავო ოფისი, როგორც უძრავი ქონება, ასევე, მისი აღჭურვილობა უნდა იძლეოდეს ვირტუალური აქტივის მომსახურების ეფექტურად მართვის და კონტროლის, ასევე ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად შემოწმების საშუალებას. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისი ფიზიკურად გამიჯნული უნდა იყოს სხვა პირის მიერ ნებისმიერი დანიშნულებით გამოყენებული ფართისგან.

3. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის   საოპერაციო საქმიანობისთვის განკუთვნილი ფართი, მათ შორის,  ფილიალი , როგორც უძრავი ქონება, ასევე მისი აღჭურვილობა უნდა იძლეოდეს ვირტუალური აქტივის მომსახურების და მასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესების ეფექტურად განხორციელების, ასევე ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად შემოწმების საშუალებას. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საოპერაციო საქმიანობისთვის განკუთვნილი ფართი, მათ შორის, ფილიალი ფიზიკურად გამიჯნული უნდა იყოს სხვა პირის მიერ ნებისმიერი დანიშნულებით გამოყენებული ფართისგან.

4. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა კლიენტის ელექტრონულად (დისტანციურად),  მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით,  იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია უნდა განახორციელოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესის შესაბამისად.

5 . ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ შესრულებული ოპერაციები მის სისტემაში სრულად უნდა იყოს აღრიცხული , სისტემატიზებული და შენახული იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს აღრიცხული ინფორმაციის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედების ე.წ. „ლოგირება“ და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისიდან მათ შესახებ ინფორმაციის უმოკლეს ვადაში მოძიება და ამოღება .

6. თუ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისში/ფილიალში ხორციელდება მომხმარებლების ადგილზე მომსახურება, კერძოდ, ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (გარდა, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით ურთიერთგადაცვლისა)  ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, მომხმარებლისგან ნაღდი ფულის მიღების ან მისთვის გადაცემის გზით , ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისის/ფილიალის შიგნით და გარეპერიმეტრზე უნდა განთავსდეს ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისის/ფილიალის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს მომხმარებლის ვიზუალურად დანახვა და ნაღდი ფულის მეშვეობით ოპერაციის განხორციელების ფაქტის დაფიქსირება.

7. გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებით განსაზღვრულ პარამეტრებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს. თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-დან წარმოდგენილი უნდა იქნეს ცნობა, ამ წესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული განლაგებით დამონტაჟების თაობაზე.

8. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია სათავო ოფისის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად უწყვეტ რეჟიმში. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია) მინიმუმ 30-დღიანი ჩანაწერებით ინახება სათანადოდ დაცულ ადგილას.   ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის/ფილიალის შემოწმების ფარგლებში, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაციის (ელექტრონული ინფორმაციის) შესაბამისი ჩანაწერი, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს ეროვნულ ბანკს.

9. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გათიშვის, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი/ფილიალი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი/ფილიალი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ელექტრონულად, პორტალის საშუალებით, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი/ფილიალი ვალდებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობისას ყველა ზომა მიიღოს ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი / ფილიალი ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა . ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი / ფილიალი ვალდებულია არ განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართული ფუნქციონირების გარეშე .

10. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლას ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით, ვალდებულია თვითმომსახურების კიოსკში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუდმივად და უწყვეტ რეჟიმში ან სულ მცირე თვითმომსახურების კიოსკთან მომხმარებლის მისვლის მომენტიდან მომსახურების დასრულებამდე პერიოდში განახორციელოს თვითმომსახურების კიოსკის ვიდეომეთვალყურეობა და შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. თუ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გათიშვის/დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანება უნდა აღმოფხვრას გონივრულ ვადებში. გაუმართაობის აღმოფხვრამდე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილი არ არის  ოპერაციები განახორციელოს შესაბამისი გაუმართავი თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით.

11. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვით უზრუნველყოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის წვდომა მის შიდა სისტემაზე სათავო ოფისში , ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადგილზე სრულფასოვანი შემოწმების მიზნით .

12. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ერთ - ერთი პირი კალენდარული თვის განმავლობაში არანაკლებ 14 კალენდარული დღისა უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე . მისი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან . ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის შესაძლო დარღვევის შემთხვევაში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი მიზეზი და მიაწოდოს საქართველოში არყოფნის პერიოდში მისი საკონტაქტო ინფორმაცია ( ტელეფონი , ელ.ფოსტა ).

13. ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან მიმოწერას აწარმოებს პირველ რიგში სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.   ეროვნულ ბანკსა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს შორის მიმოწერა ასევე ხორციელდება ელექტრონულად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

14. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერზე ამ მუხლის მე-6-მე-9 პუნქტებით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება, თუ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისში/ფილიალში ხორციელდება მომხმარებლების ადგილზე მომსახურება, კერძოდ, ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (გარდა, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით ურთიერთგადაცვლისა)  ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, მომხმარებლისგან ნაღდი ფულის მიღების ან მისთვის გადაცემის გზით.

  მუხლი 8. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სხვა ვალდებულებები

1. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს უფლება არ აქვს  საქმიანი ურთიერთობა დაამყაროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ან/და ფინანსურ ინსტიტუტთან:

ა) რომელიც, არ არის ეროვნული ბანკის მიერ ან / და უცხო ქვეყანაში ლიცენზირებული / რეგისტრირებული;

) რომელიც, არ ექვემდებარება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით რეგულირებას/ზედამხედველობას ;

გ) რომლის ადგილსამყოფელი   ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით საქართველოს კანონმდებლობის იდენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს .

2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ეკრძალება მომსახურების გაწევა ისეთი ვირტუალური აქტივით (anonymity-enhanced coin/privacy coin) ან/და ისეთი ტექნოლოგიური მეთოდების/მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ხელს უშლის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ ტრანზაქციის და მასში მონაწილე მხარეების შესახებ ინფორმაციის დადგენას და მიკვლევადობას განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიაზე (DLT) დაყრდნობით.

3. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე დანერგოს პროგრამული (ელექტრონული) სისტემა,  რომელიც მისი საქმიანობის ხასიათის, მოცულობის, მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პროპორციულია და უზრუნველყოფს საყურადღებო/უჩვეულო ტრანზაქციების ავტომატურ რეჟიმში გამოვლენას განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიის (DLT) საფუძველზე არსებული ინფორმაციის დამუშავებით.  

მუხლი 9. გარდამავალი დებულება

1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის III და IV თავებით გათვალისწინებული მოთხოვნების ისეთ კლიენტებზე გავრცელებას, რომლებთანაც  დაინტერესებულმა პირმა საქმიანი ურთიერთობა რეგისტრაციის გავლამდე დაამყარა,  დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს რეგისტრაციიდან 1 წლის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კითხვარს ეროვნული ბანკი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს ამ წესის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

3. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცესი ეროვნულ ბანკს წარუდგინოს რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. პროცესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია კლიენტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია განახორციელოს არსებული პროცესის შესაბამისად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

4. პირი, რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე ახორციელებდა ისეთ საქმიანობას, რომელიც მოიცავს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების მიწოდებას, ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვას უზრუნველყოფს რეგისტრაციიდან 3 თვის ვადაში.