On Approval of the Statute of the Department for Nuclear and Radiation Safety of the Ministry for Environment and Natural Resources Protection of Georgia

On Approval of the Statute of the Department for Nuclear and Radiation Safety of the Ministry for Environment and Natural Resources Protection of Georgia
Document number 8
Document issuer Minister of Environment and Natural Resources Protection of Georgia
Date of issuing 10/05/2013
Document type Order of Minister of Georgia
Source and date of publishing Website, 13/05/2013
Expiration Date 03/11/2014
Registration code 360160000.22.023.016133
Consolidated publications
8
10/05/2013
Website, 13/05/2013
360160000.22.023.016133
On Approval of the Statute of the Department for Nuclear and Radiation Safety of the Ministry for Environment and Natural Resources Protection of Georgia
Minister of Environment and Natural Resources Protection of Georgia
You are viewing an initial version of the document.
Viewing of a consolidated version of the document is paid. Please, log in to the system and, if necessary, buy the right to view. Please, get registered or if you are already registered, please, log in to the system

Initial version (13/05/2013 - 28/02/2014)

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №8

2013 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის  საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე



 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს

ბირთვული  და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის

 დებულება


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს,  სტრუქტურას,  უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი არის  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 
მუხლი 2
დეპარტამენტი  თავის  საქმიანობას წარმართავს  საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა  საკანონმდებლო    აქტების,  საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი)  სამართლებრივი  აქტების  შესაბამისად.
მუხლი 3
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

თავი II
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

მუხლი 4
1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: 
ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო რეგულირება და კონტროლის განხორციელება;
გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და საქართველოს კანონმდებლობის  შესრულების  უზრუნველყოფაში მონაწილეობა; 
დ) რადიაციული  უსაფრთხოების რეგულირების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებზე საქართველოს  პასუხისმგებლობის  უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს ინტერესების წარმოდგენა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში, ანალოგიური პროფილის სხვა საერთაშორისო ინსტიტუიციებსა და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში;
ზ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის ინსტიტუციის ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო, რეგიონულ და ეროვნულ პროექტებში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
თ) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მოქმედი სახელმწიფო პროგრამების კონტროლის განხორციელება;
ი) რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების გენერატორების, რადიოაქტიური ნარჩენების, მათი მფლობელი ორგანიზაციების და პროფესიული დოზების  უწყებრივი  რეესტრის  შექმნა  და  მისი  წარმოება;
კ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ავტორიზაცია, ბირთვული და რადიაციული  საქმიანობის  ლიცენზიებისა  ან/და  ნებართვების  გაცემის (გაცემაზე უარის თქმის შესახებ ) შესახებ შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ლ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების ან/და ამ საქმიანობის რეგულირებიდან  ამოღების  თაობაზე  დასკვნების მომზადება; 
მ) ბირთვული  და  რადიაციული  საქმიანობის უსაფრთხოებაზე  კონტროლის განხორციელება   კანონმდებლობით დადგენილი ინსპექტირების წესითა და მის შესაბამისად;
ნ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
ო) ბირთვული და რადიაციული ობიექტების ექსპლუატაციის შეჩერებასთან დაკავშირებით  მინისტრისათვის  შესაბამისი  წინადადებების  წარდგენა; 
პ) მაღალი რადიაციული რისკის  მქონე  ობიექტის  პროექტის  ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ბირთვულ  და რადიაციულ ავარიებზე მზადყოფნისა და რეაგირების ეროვნული გეგმისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; 
რ) საობიექტო და ადგილობრივ ბირთვულ  და რადიაციულ ავარიებზე მზადყოფნისა და რეაგირების  გეგმების  შემუშავება და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა:
ს) ფართომასშტაბიანი რადიაციული ავარიების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიისთვის ან/და კრიზისების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრისთვის წარსადგენი შესაბამისი რეკომენდაციების  მომზადება;
ტ) რადიოაქტიურად დაბინძურებულ ტერიტორიებზე გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღება და საგანგებო რეჟიმის პირობების განხორციელების  კოორდინაცია და კონტროლი;
უ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გარემოს რადიაციული მდგომარეობის ერთიანი უნიფიცირებული სისტემით   მონიტორინგის  შედეგების  შეფასება;
ფ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის სახელმწიფო რეგულირება და კონტროლი (ზედამხედველობა და კონტროლი რადიოაქტიური ნარჩენის მიღებაზე, შეგროვებაზე, აღრიცხვაზე, გადამუშავებისა და შესაბამის საცავებში განთავსებაზე);
ქ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სასწავლო კურსების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება/ჩატარებაში მონაწილეობა;
ღ) რადიაციული  საშიშროების შესახებ ინფორმაციაზე რეაგირება;
ყ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მეთოდური, ინფორმაციული, ტექნიკური და ორგანიზაციული  უზრუნველყოფა;
შ) ბირთვული  და  რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ჩართული სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების  საქმიანობების კოორდინაცია;
ჩ) ლიცენზიანტის გაკოტრების შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, შესაბამისი კომპეტენტური  ორგანიზაციის განსაზღვრა დეზაქტივაციის სამუშაოთა ჩატარებისა და ობიექტის ექსპლუატაციიდან გამოყვანის მიზნით (დეკომისიისათვის);
ც) ბირთვული და რადიაციული ობიექტების არალიცენზირებული საქმიანობის გამოვლენა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება; 
ძ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; 
წ) საზოგადოებისათვის  წარსადგენი ინფორმაციის მომზადება რადიაციული მდგომარეობის იმ ასპექტების შესახებ, რომლებიც არ არის სახელმწიფო ან/და კომერციული საიდუმლოება;
ჭ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის   ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება; 
ხ) სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება;
ჯ) კომპეტენციის ფარგლებში,  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების  განხორციელების  და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ   ინფორმაციის,  ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება; 
ჰ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს ბირთვული მასალების, შესაბამისი მოწყობილობებისა და ტექნიკის უსაფრთხო გამოყენება მათი გაუვრცელებლობის რეჟიმის დაცვით;
ბ) დაადგინოს ძირითადი მოთხოვნები ბირთვულ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან  უსაფრთხო  მოპყრობისადმი;
გ) უზრუნველყოს ბირთვულ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებული ყველა უკანონო საქმიანობის თავიდან აცილება და აღკვეთა საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად;
დ) უზრუნველყოს რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებული ყველა სახის საქმიანობის უსაფრთხოებაზე კონტროლის განხორციელება;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.

თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები

მუხლი 5
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 6
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე  დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;
ვ) ხელს აწერს სალიცენზიო/სანებართვო მოწმობებს;
ზ) წელიწადში ერთხელ მინისტრს და კურატორი მინისტრის მოადგილეს  წარუდგენს ანგარიშს  დეპარტამენტის  მიერ გაწეული  საქმიანობის  შესახებ;
თ) ორგანიზებას უწევს დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; 
კ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ლ) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს;
მ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ო) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 
მუხლი 7
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: 
ა) რეესტრის, ლიცენზირების, ინსპექტირების და ხარისხის კონტროლის სამმართველო;
ბ) ინციდენტებზე, ავარიულ სიტუაციებზე და არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების სამმართველო;
გ) რადიოაქტიური ნარჩენების სამმართველო.
მუხლი 8
რეესტრის, ლიცენზირების, ინსპექტირების და ხარისხის კონტროლის სამმართველო ახორციელებს:
ა) რადიაციული უსაფრთხოების რეგულირების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების  შემუშავებაში მონაწილეობას;
ბ) ბირთვული და რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების წყაროების, მათი მფლობელი ორგანიზაციებისა და პროფესიული დოზების, დეპარტამენტის თანამშრომლების პერსონალური დოზების უწყებრივი რეესტრის, ავტორიზაციის და ინსპექტირების სახელმწიფო რეესტრის წარმოებას;
გ) ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
დ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ლიცენზირების პროცედურებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას;
ე) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, გარემოს მდგომარეობის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების, ბირთვული მასალებისა და დასხივების გამომწვევი საქმიანობის კონტროლს, ამ მიზნით ინსპექტირების განხორციელებას;
ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებასთან ან საქმიანობის რეგულირებიდან ამოღებასთან დაკავშირებით დასკვნის მომზადებას;
ზ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების არალიცენზირებული საქმიანობის ან/და ლიცენზიის პირობების, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენას.  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
თ) უსაფრთხოების შეფასების მიზნით დამოუკიდებელი კვლევების და ხარისხის კონტროლის განხორციელებას;
ი) დაგეგმილი და არსებული დასხივების სიტუაციებში ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე ზემოქმედების რისკის შეფასებას;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებას;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 9
ინციდენტებზე, ავარიულ სიტუაციებზე და არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების სამმართველო ახორციელებს:
ა) ბირთვულ და რადიაციულ ავარიებთან და არალეგალურ მიმოქცევასთან დაკავშირებულ სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობას;
ბ) რადიაციული ავარიების პრევენციის, შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის  მიზნით ავარიული მდგომარეობის შეფასებას, ღონისძიებების დასახვასა და კონტროლს;
გ) ღონისძიებების დასახვასა და კონტროლს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების ფიზიკური დაცვის მდგრადობის მიზნით (გამომდინარე პოტენციური საფრთხეების შეფასებიდან);
დ) ბირთვულ და რადიაციულ ავარიებზე საობიექტო, ადგილობრივი და ეროვნული მზადყოფნისა და რეაგირების გეგმებისა და ინსტრუქციების პერიოდულ შემოწმებაზე ზედამხედველობას;
ე) ბირთვულ და რადიაციულ ავარიებზე ობიექტის, ადგილობრივი და ცენტრალური მმართველობის ორგანოებისა და უწყებების მზადყოფნის პერიოდულ სწავლებებისა და ვარჯიშების მეშვეობით;
ვ) ნებისმიერი რადიაციული ინციდენტისა და ავარიის კვლევის შედეგების ანალიზს მისი გამეორების თავიდან აცილების მიზნით;
ზ) ავარიული მზადყოფნის ფორმატში საქმიანობის ობიექტებიდან  მიღებული რადიაციული მონიტორინგის და გარემოს  მონიტორინგის მონაცემების დამუშავებას და სამინისტროსთვის წარსადგენი შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;
თ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბირთვულ და რადიაციულ ინციდენტებზე და ავარიებზე რეაგირების ცენტრთან ეროვნული საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულებას;
ი) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების არალეგალური მიმოქცევის ოფისთან ეროვნული საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულებას;
კ) რადიაციული ავარიის კერის რადიოლოგიურ შეფასებას, რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაციასა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას;
ლ) დაზარალებულების დეკონტამინაციის და რადიაციული მონიტორინგის ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლს;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტებზე რეაგირებას და კრიმინალური სცენის რადიაციული მონიტორინგის, ნივთმტკიცების პირველადი რადიოლოგიური შემოწმებას; 
ნ) სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირებას, პირველად რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაციას;
ო) შემოსულ ინფორმაციაზე (შეტყობინებებზე) რეაგირებას;
პ) არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებზე და მასალებზე მარეგულირებელი კონტროლის განხორციელებას დადგენილი წესით;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებას.
მუხლი 10
რადიოაქტიური ნარჩენების სამმართველო ახორციელებს:
ა) რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვაზე კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) რადოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების  შემუშავებაში მონაწილეობას;
გ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სხვადასხვა ეტაპისათვის კრიტერიუმების დადგენას;
დ) რადიოაქტიური ნარჩენების მოპყრობასთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლს, ამ მიზნით ინსპექტირების განხორციელებას, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ე) რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული მასალების რეესტრის შექმნასა და წარმოებას;
ვ) რადიოაქტიური ნარჩენების დროებით ან საბოლოო განთავსებაზე კონტროლის განხორციელებას;
ზ) რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიების შერჩევისათვის სახელმწიფოს პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
თ) რადიოაქტიური ნარჩენებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე ზემოქმედების რისკის შეფასებას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებას;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 11
1. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
ვ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის  და  დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

თავი IV
დასკვნითი დებულებები

მუხლი 12
1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა  და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 13
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.