Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated versions (05/03/2014 - 26/07/2017)
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებას, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვას ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისაგან, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციას.
ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნარკოტიკული დანაშაული – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული;
ბ) ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი – პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;
გ) ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი – პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი), 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 271-ე ან 272-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;
დ) ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი – პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) ან 261-ე (თუ დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;
ე) ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, რამაც გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა.
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2044 - ვებგვერდი, 12.03.2014წ.
1. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 10 წლით, ხოლო „ა“ და „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 5 წლით.
3. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 10 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 15 წლით.
4. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 15 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 20 წლით.
4 1 . მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.
6. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2227 - სსმ I №45, 21.12.2009 წ., მუხ.344
საქართველოს 2011 წლის 2 5 თებერვლის კანონი №4257 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5924 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება ჩამოერთმევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV1 თავით დადგენილი წესით.
ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა იწყება:
ა) თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
ბ) პირობითი მსჯავრის გამოყენებისას – გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან;
გ) არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებისას – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
1. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის ჩამორთმეული უფლებების მოპოვება დასაშვებია ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, ან ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
1 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ − კომისია) უფლებამოსილია პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ ვადამდე აღუდგინოს მას ჩამორთმეული უფლებები ან შეუმციროს პირს უფლებების ჩამორთმევის ვადა. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლებები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პირს აღუდგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
2. ამ კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა აღემატება უფლებების ჩამორთმევის ვადის ხანგრძლივობას, ჩამორთმეული უფლებები აღდგება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, გარდა ამ ავე კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტით და ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა .
3. უფლებების რეალიზება დაუშვებელია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის გარეშე.
4. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა (შეუსრულებლობა) გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას.
5. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისას შესაბამისი ორგანო ვალდებულია მიუთითოს ამ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების შესახებ.
საქართველოს 2011 წლის 2 5 თებერვლის კანონი №4257 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5924 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1785 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ ამავე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდეს 2007 წლის 1 ნოემბრიდან.
2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობა.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 3 ივლისი.
№5183–რს
Закон Грузии
О борьбе против наркотических преступлений
Статья 1. Цель Закона
Целью настоящего Закона является содействие борьбе против наркотических преступлений, предотвращению распространения наркомании, защите частных, общественных и государственных интересов от реализаторов наркотических средств и пособников наркотической деятельности, а также превенции потребления и распространения наркотических средств.
Статья 2. Разъяснение терминов
Термины, использованные для целей настоящего Закона, имеют следующие значения:
а) наркотическое преступление – преступление, предусмотренное главой XXXIII Уголовного кодекса Грузии;
б) потребитель наркотического средства – лицо, совершившее преступление, предусмотренное статьей 273 Уголовного кодекса Грузии;
в) пособник наркотической деятельности – лицо, совершившее преступление, предусмотренное статьей 260 (кроме случая, когда подтверждена цель реализации наркотического средства), 261 (кроме случая, когда подтверждена цель реализации психотропного вещества), 262, 263, 264, 265, 266, 267, 268, 271 или 272 Уголовного кодекса Грузии;
г) реализатор наркотического средства – лицо, совершившее преступление, предусмотренное статьей 260 (если подтверждена цель реализации наркотического средства) или 261 (если подтверждена цель реализации психотропного вещества) Уголовного кодекса Грузии;
д) пособник распространения наркотического средства – физическое или юридическое лицо либо группа лиц, совершившая преступление, предусмотренное главой XXXIII Уголовного кодекса Грузии, что повлекло попадание наркотического средства или психотропного вещества в незаконный оборот.(5.03.2014 N2044)
Статья 3. Лишение прав
1. На основании обвинительного приговора суда потребитель наркотического средства на 3 года лишается:
а) права управления транспортным средством;
б) право на врачебную или (и) фармацевтическую деятельность, а также право на учреждение, руководство и представительство аптек; (5.03.2014 N2044)
в) права на адвокатскую деятельность;
г) права на деятельность в педагогических и образовательных учреждениях;
д) права на деятельность в органах публичной власти – в государственных учреждениях и казначейских (бюджетных) учреждениях местного самоуправления;
е) пассивного избирательного права;
ж) права на изготовление, приобретение, хранение и ношение оружия.
2. На основании обвинительного приговора суда пособник наркотической деятельности или пособник распространения наркотического средства лишается права, предусмотренного подпунктом «б» пункта первого настоящей статьи, сроком на 10 лет, а прав, предусмотренных подпунктами «а», «в» –«ж», – сроком на 5 лет.(5.03.2014 N2044)
3. В случае повторного совершения преступления, предусмотренного подпунктом «в» или «д» статьи 2 настоящего Закона, пособник наркотической деятельности или пособник распространения наркотического средства лишается права, предусмотренного подпунктом «а» пункта первого настоящей статьи, сроком на 5 лет, прав, предусмотренных подпунктами «в» – «ж», – сроком на 10 лет, а права, предусмотренного подпунктом «б», – сроком на 15 лет. (5.03.2014 N2044)
4. На основании обвинительного приговора суда реализатор наркотического средства лишается права, предусмотренного подпунктом «а» пункта первого настоящей статьи, сроком на 5 лет, прав, предусмотренных подпунктами «в»–«ж», – сроком на 15 лет, а права, предусмотренного подпунктом «б», – сроком на 20 лет. (5.03.2014 N2044)
41. В случае заключения процессуального соглашения между сторонами разрешается сокращение срока лишения прав, предусмотренных настоящей статьей, или в особом случае - полное освобождение от лишения прав. (25.02.2011 N4257)
5. О лишении прав, предусмотренных настоящей статьей, указывается в резолютивной части обвинительного приговора суда.
6. О лишении прав потребителя наркотического средства, пособника наркотической деятельности или реализатора наркотического средства суд незамедлительно сообщает Министерству внутренних дел Грузии, Министерству труда, здравоохранения и социальной защиты Грузии, Министерству образования и науки Грузии, Министерству обороны Грузии, Центральной избирательной комиссии Грузии, Ассоциации адвокатов Грузии.(27.03.2012 N5924)
Статья 4. Изъятие имущества
Пособник распространения наркотического средства лишается незаконного или(и) необоснованного имущества в порядке, установленном главой XLIV1 Гражданского процессуального кодекса Грузии.
Статья 5. Исчисление срока
Исчисление срока действия ограничений, предусмотренных статьей 3 настоящего Закона, начинается:
а) при осуждении с лишением свободы – после отбытия наказания, назначенного приговором;
б) при применении условного осуждения – с момента начала испытательного срока;
в) при применении наказания, не связанного с заключением под стражу, – с момента принятия окончательного решения по делу.
Статья 6. Восстановление в правах
1. Восстановление в правах потребителя наркотического средства, пособника наркотической деятельности, пособника распространения наркотического средства или реализатора наркотического средства допускается только после истечения соответствующего срока, указанного в статье 3 настоящего Закона, – или в случае, предусмотренном пунктом 11 настоящей статьи. (5.03.2014 N2044)
11. Постоянно действующая комиссия по рассмотрению вопросов, касающихся отмены условного осуждения, при юридическом лице публичного права – Национальном агентстве исполнения наказаний, не связанных с заключением под стражу, и пробации, действующем в сфере управления Министерства исполнения наказаний и пробации Грузии (далее - Комиссия), правомочна с учетом поведения лица после истечения одной трети соответствующего срока, указанного в статье 3 настоящего Закона, досрочно восстановить его в правах, которых оно было лишено, или сократить лицу срок лишения прав. Лицо, лишенное прав, предусмотренных подпунктами «а» и «ж» пункта первого статьи 3 настоящего Закона, на основании решения Комиссии восстанавливается в правах после удовлетворения требований, определенных законодательством Грузии.(13.12.2013 N1785)
2. В случае, предусмотренном подпунктом «б» статьи 5 настоящего Закона, если продолжительность испытательного срока превышает продолжительность срока лишения прав, лишенные права восстанавливаются после истечения испытательного срока, кроме случаев, предусмотренных пунктом 41 статьи 3 и пунктом 11 настоящей статьи этого же Закона.(27.03.2012 N5924)
3. Реализация прав не допускается без представления заключения судебно-медицинской экспертизы, выданного государственным экспертным учреждением соответствующему государственному органу.
4. Нарушение (невыполнение) потребителем наркотического средства, пособником наркотической деятельности, пособником распространения наркотического средства или реализатором наркотического средства ограничений, предусмотренных настоящим Законом, влечет ответственность, установленную статьей 381 Уголовного кодекса Грузии. (5.03.2014 N2044)
5. При выдаче Грузии в порядке, установленном законодательством, справки о судимости потребителю наркотического средства, пособнику наркотической деятельности, пособнику распространения наркотического средства или реализатору наркотического средства соответствующий орган обязан указывать права, которых они лишены на основании настоящего Закона. (5.03.2014 N2044)
Статья 7. Переходные положения
1. Ограничения, предусмотренные этим же Законом в отношении лиц, предусмотренных подпунктом «б» статьи 2 настоящего Закона, ввести в действие с 1 ноября 2007 года.
2. Поручить правительству Грузии в 2-месячный срок после введения в действие настоящего Закона обеспечить соответствие настоящего Закона законодательству Грузии.
Статья 8. Заключительное положение
Настоящий Закон ввести в действие на 15-й день после опубликования.
Президент Грузии Михаил Саакашвили
Тбилиси
3 июля 2007 года
№ 5183-вс
Return back
Document comments