On Motor Transport

On Motor Transport
Document number 700
Document issuer Parliament of the Republic of Georgia
Date of issuing 04/04/1995
Document type Law of the Republic of Georgia
Source and date of publishing Parliamentary Gazette, 27-30, 28/04/1995
Registration code 310.060.000.05.001.000.104
Consolidated publications
700
04/04/1995
Parliamentary Gazette, 27-30, 28/04/1995
310.060.000.05.001.000.104
On Motor Transport
Parliament of the Republic of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Consolidated versions (23/12/2017 - 04/05/2018)

საქართველოს კანონი

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.

კანონი ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ყველა მფლობელზე, საავტომობილო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ყველა მონაწილეზე მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაქვემდებარებისა.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 .11 .1997 წ., გვ . 24

     მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

1. საავტომობილო ტრანსპორტი – ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

2. საავტომობილო გზა – მყარი საფარის მქონე მაკავშირებელი სავალი ზოლი, რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნების გარდა, რომელიც ღიაა საერთო მოძრაობისათვის და უმთავრესად განკუთვნილია საკუთარი თვლებით გადაადგილებადი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მათ შორის, ხიდები, გვირაბები, მზიდი კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები და გზათა განშტოებები.

3. მოძრაობა – ტრანსპორტის საშუალებების გადაადგილება გზაზე, როცა ერთი ტრანსპორტის საშუალება გადაიზიდება სხვა ტრანსპორტის საშუალებით. მხედველობაში მიიღება მხოლოდ გადამზიდავი ტრანსპორტის საშუალების გადაადგილება.

4. (ამოღებულია).

5. ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად.

6. მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით.

7. ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა – საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა/ტვირთის გადაზიდვა.

   8. გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას.

9. (ამოღებულია).

10. (ამოღებულია).

11. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრთა გადაყვანა შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით, ხოლო დედაქალაქის ტერიტორიაზე − ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით თვითმმართველი ქალაქის ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით.

12. (ამოღებულია).

13. (ამოღებულია).

14. (ამოღებულია).

15. (ამოღებულია).

16. (ამოღებულია).

17. ნებართვა – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან თვითმმართველი ქალაქის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით.

18. რეგულარული გადაყვანა – მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც სრულდება იმ განსაზღვრულ მარშრუტზე, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს.

19. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული სამგზავრო გადაყვანა (ჩასხდომა და გადმოსხდომა) ან სატვირთო გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა), მათ შორის, ტრანზიტი, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით.

20. სახიფათო ტვირთი − ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც საერთაშორისო ნორმებით, საშიშროების ტიპის მიხედვით 9 კლასადაა კლასიფიცირებული და რომელთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით.

21. ტერმინები – ტექნიკური რეგლამენტი, შესაბამისობის შეფასება, პროდუქცია, უსაფრთხო პროდუქცია – განისაზღვრება „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

22. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო ) – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სააგენტო .

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 .11 .1997 წ., გვ . 24

საქართველოს 2000 წლის 28 ივნის ის კანონი № 426 - სსმ I, № 27 , 17 .0 7 .2000 წ., მუხ. 79

საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 .12 .2003 წ., მუხ. 235

საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 .07 .2005 წ., მუხ. 267

საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 .05 .2006 წ., მუხ. 123

საქართველოს 200 7 წლის 30 მარტ ის კანონი № 4594 - სსმ I, № 11 , 10 . 04 . 2007 წ., მუხ. 98

საქართველოს 200 7 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 5643 - სსმ I, № 48 , 27 . 12 . 2007 წ., მუხ. 423

საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4215 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4689 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1970 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს 2016 წლის 22  ივნისის კანონი  №5508  - ვებგვერდი, 29.06.2016წ.

    მუხლი 2. კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის დარგში

კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის დარგში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 .11 .1997 წ., გვ . 24

საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 .07 .2005 წ., მუხ. 267

საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 .05 .2006 წ., მუხ. 123

საქართველოს 200 7 წლის 30 მარტ ის კანონი № 4594 - სსმ I, № 11 , 10 .04 .2007 წ., მუხ. 98

    მუხლი 3. საავტომობილო ტრანსპორტი და მისი ამოცანები

1. საავტომობილო ტრანსპორტი არის საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ნაწილი და მისი მიზანია დააკმაყოფილოს მოსახლეობის და ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებანი გადაყვანა-გადაზიდვებისა და სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებაზე.

2. საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ამოცანებია:

ა) გადაიყვანოს მგზავრები, გადაზიდოს ტვირთი;

ბ) გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სატრანსპორტო-საექსპედიციო და სხვა სახეობის მომსახურება;

გ) უზრუნველყოს გადაზიდვის პროცესში ტვირთის დაცვა.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 .11 .1997 წ., გვ . 24

    მუხლი 4. საავტომობილო ტრანსპორტის მართვა

1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

     11. (ამოღებულია).

2. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სააგენტოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.

4.  ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასა და მართვა ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულები.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

საქართველოს 2000 წლის 28 ივნის ის კანონი № 426 - სსმ I, № 27 , 17 .0 7 . 2000 წ., მუხ. 79

საქართველოს 200 1 წლის 2 0 ივლის ის კანონი № 1022 - სსმ I, № 24 , 01 .0 8 . 2001 წ., მუხ. 98

საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267

საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123

საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრ ის კანონი № 3679 - სსმ I, № 44 , 27 . 11 . 2006 წ., მუხ. 302

საქართველოს 200 7 წლის 30 მარტ ის კანონი № 4594 - სსმ I, № 11 , 10 . 04 . 2007 წ., მუხ. 98

საქართველოს 200 8 წლის 23 დეკემბრ ის კანონი № 849 - სსმ I, № 40 , 29 . 12 . 2008 წ., მუხ. 274

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრ ის კანონი № 2266 - სსმ I, № 45 , 21 . 12 . 2009 წ., მუხ. 335

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3745 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.385

საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4215 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4689 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

საქართველოს 1999 წლის 9 ივნის ის კანონი № 2068 - სსმ I, № 24(31) , 26 .0 6 . 1999 წ., მუხ. 108

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267

    მუხლი 51. სანებართვო საქმიანობის სახეები

1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქმიანობის განხორციელების უფლება გააჩნია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ნებართვა გაიცემა საქმიანობათა მხოლოდ შემდეგ სახეობებზე:

ა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა;

დ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით), რომელიც ხორციელდება უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ.

2. დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით, გარდა:

ა) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვისა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში), რომელიც გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე;

ბ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა კვოტის ფარგლებში უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს ორმხრივი (საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვა/დატვირთვა ან დატვირთვა) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ან ტრანზიტი (საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლების გარეშე).

4. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა კვოტის ზემოთ უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე.

5. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზემოთ) უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლებით.

6. (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.98

საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3737 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.361

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 52. ნებართვების გამცემი ორგანოები

1. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს სააგენტო ნებართვის მაძიებლის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში. ამ კანონის 51  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვებს სააგენტო გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, დედაქალაქში – ქალაქ თბილისის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, ხოლო რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ნებართვას კანონით დადგენილი წესით გასცემს თვითმმართველი ქალაქის − რუსთავის უფლებამოსილი ორგანო, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. ნებართვის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, კონტროლისა და გაუქმების წესი დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.98

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5643 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.423

საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3737 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.361

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4689 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1970 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 53. ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები

ნებართვის მაძიებელმა ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემ ორგანოს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, დამატებით უნდა წარუდგინოს:

ა) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) (გარდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა (საშუალებებისა)) ფლობისა და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტები – ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის, დამატებით.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4200 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.11

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4122 - სსმ I,№76, 29.12.2010 წ., მუხ.507

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2017 წლის 23  დეკემბრის კანონი  1914  - ვებგვერდი, 28.12.2017წ.

    მუხლი 5 4 . (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267

    მუხლი 5 5 . (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267

    მუხლი 5 6 . ნებართვის მოქმედების ვადა

1. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა არანაკლებ ერთი წლის ვადით. ნებართვის ვადას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

2. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი ვადით.

3. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ერთჯერადად გაიცემა ერთჯერადი ნებართვა, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი ვადით, ერთჯერადად გაიცემა ერთჯერადი ან მრავალჯერადი ნებართვა.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №385 - სსმ I, №23, 24.08.2004 წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4057 - სსმ I,№74, 24.12.2010 წ., მუხ.452

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 57. საქმიანობის შემოწმება

1. ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის სახეების სახელმწიფო ნებართვის გარეშე განხორციელება დაუშვებელია. აღნიშნული მოთხოვნის დაცვას აკონტროლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. საბაჟო კონტროლის ზონებში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესებით განსაზღვრული სანებართვო მოწმობების და მათი თანმხლები დოკუმენტების არსებობას აკონტროლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267

საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის  კანონი №2541 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

    მუხლი 5 8 . ნებართვის გაუქმება

1. ნებართვის გაუქმება ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ნებართვის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონის 5 3 მუხლით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა;

ბ) როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებით დაწესებულია შეზღუდვა, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის გაცემიდან ერთი თვის განმავლობაში ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის დაუწყებლობა.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267

    მუხლი 6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა

1. საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებულ პირებს უფლება აქვთ განახორციელონ საგარეო ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტო მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში არეგულირებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.24

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.98

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.24

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267

    მუხლი 8. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული მოთხოვნები

1. სატრანსპორტო საშუალებანი, რომლებიც დადგენილი წესით არ არიან რეგისტრირებული, საექსპლუატაციოდ არ დაიშვება.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სანებართვო პირობებს, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და მოთხოვნებს.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.24

საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი №1151- პარლამენტის უწყებანი №47-48, 31.12.1997 წ., გვ.161

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267

მუხლი 8 1 . (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123

საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3679 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.302

    მუხლი 8 2 . (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123

საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3679 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.302

    მუხლი 9. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ეძლევა პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.24

საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი №1151- პარლამენტის უწყებანი №47-48, 31.12.1997 წ., გვ.161

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.98

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3362 - სსმ I, №39, 19.07.2010 წ., მუხ.239

მუხლი 91. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა

     საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1544 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.127

    მუხლი 10. მოძრაობის უსაფრთხოება

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები (მძღოლები) საავტომობილო გზებზე მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის დროს ვალდებული არიან უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთების (სახიფათო, დიდგაბარიტიანი, მძიმეწონიანი, მალფუჭებადი და სხვა) გადაზიდვის პირობები და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.24

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.98

    მუხლი 11. მუშაობის ორგანიზაცია საგანგებო ვითარებაში

საგანგებო ვითარების (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი და სხვა) შემთხვევაში საავტომობილო ტრანსპორტის ყველა საწარმო და ორგანიზაცია გადადის გაძლიერებულ მზადყოფნის მდგომარეობაში დაზიანების ზონიდან მოსახლეობის გამოსაყვანად და მატერიალურ ფასეულობათა გამოსაზიდად, რისთვისაც სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიყვანოს ყველა სახეობის ავტომობილი, მათი კუთვნილების მიუხედავად, ხარჯების შემდგომი ანაზღაურებით.

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.24

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №426 - სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.79

საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123

საქართველოს 200 7 წლის 30 მარტ ის კანონი № 4594 - სსმ I, № 11 , 10 . 04 . 2007 წ., მუხ. 98

     მუხლი 13. გარდამავალი დებულება

   საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, დამოუკიდებელმა ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ – საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა ამ კანონთან.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 4 აპრილი

700-IIს

40. 30/11/2023 - Law of Georgia - 3795-XIIIმს-Xმპ - Website, 20/12/2023 - Amendment contains transitional provision 39. 16/05/2023 - Law of Georgia - 2881-XIმს-Xმპ - Website, 23/05/2023 - Amendment contains transitional provision 38. 20/10/2022 - Law of Georgia - 1948-IXმს-Xმპ - Website, 28/10/2022 - Amendment contains transitional provision 37. 07/06/2022 - Law of Georgia - 1616-VIIIმს-Xმპ - Website, 21/06/2022 36. 29/12/2021 - Law of Georgia - 1267-VIIრს-Xმპ - Website, 06/01/2022 35. 17/07/2020 - Law of Georgia - 7063-რს - Website, 29/07/2020 34. 15/07/2020 - Law of Georgia - 6875-რს - Website, 28/07/2020 33. 12/06/2020 - Law of Georgia - 6290-IIს - Website, 19/06/2020 - Amendment contains transitional provision 32. 02/10/2019 - Law of Georgia - 5076-Iს - Website, 07/10/2019 - Amendment contains transitional provision 31. 05/07/2018 - Law of Georgia - 3069-რს - Website, 11/07/2018 30. 04/05/2018 - Law of Georgia - 2263-IIს - Website, 24/05/2018 29. 23/12/2017 - Law of Georgia - 1914-რს - Website, 28/12/2017 28. 22/06/2016 - Law of Georgia - 5508-IIს - Website, 29/06/2016 27. 26/07/2014 - Law of Georgia - 2541-რს - Website, 06/08/2014 26. 05/02/2014 - Law of Georgia - 1970-IIს - Website, 19/02/2014 - Amendment contains transitional provision 25. 17/05/2011 - Law of Georgia - 4689-Iს - Website, 110601020, 01/06/2011 24. 22/02/2011 - Law of Georgia - 4215-Iს - Website, 110310018, 10/03/2011 23. 17/12/2010 - Law of Georgia - 4122-რს - LHG, 76, 29/12/2010 22. 15/12/2010 - Law of Georgia - 4057-რს - LHG, 74, 24/12/2010 21. 26/10/2010 - Law of Georgia - 3745-IIს - LHG, 62, 05/11/2010 20. 15/10/2010 - Law of Georgia - 3737-IIს - LHG, 56, 20/10/2010 19. 06/07/2010 - Law of Georgia - 3362 - LHG, 39, 19/07/2010 - Amendment contains transitional provision 18. 04/12/2009 - Law of Georgia - 2266 - LHG, 45, 21/12/2009 17. 17/07/2009 - Law of Georgia - 1544 - LHG, 21, 03/08/2009 16. 23/12/2008 - Law of Georgia - 849 - LHG, 40, 29/12/2008 15. 18/12/2007 - Law of Georgia - 5643 - LHG, 48, 27/12/2007 14. 30/03/2007 - Law of Georgia - 4594 - LHG, 11, 10/04/2007 13. 29/12/2006 - Law of Georgia - 4200 - LHG, 1, 03/01/2007 12. 10/11/2006 - Law of Georgia - 3679 - LHG, 44, 27/11/2006 11. 25/05/2006 - Law of Georgia - 3178 - LHG, 17, 30/05/2006 - Amendment contains transitional provision 10. 24/06/2005 - Law of Georgia - 1778 - LHG, 40, 18/07/2005 9. 13/08/2004 - Law of Georgia - 385 - LHG, 23, 24/08/2004 8. 05/12/2003 - Law of Georgia - 3141 - LHG, 32, 22/12/2003 7. 20/07/2001 - Law of Georgia - 1022 - LHG, 24, 01/08/2001 6. 28/06/2000 - Law of Georgia - 426 - LHG, 27, 17/07/2000 5. 11/05/2000 - Law of Georgia - 295 - LHG, 17, 12/05/2000 - Amendment contains transitional provision 4. 09/12/1999 - Law of Georgia - 63 - LHG, 47(54), 09/12/1999 - Amendment contains transitional provision 3. 09/06/1999 - Law of Georgia - 2068 - LHG, 24(31), 26/06/1999 2. 11/12/1997 - Law of Georgia - 1151 - Parliamentary Gazette, 47-48, 31/12/1997 1. 28/10/1997 - Law of Georgia - 1002 - Parliamentary Gazette, 45, 21/11/1997