Law of Georgia on Social Protection of Persons with Disabilities

Consolidated versions (08/06/2016 - 23/03/2017)

საქართველოს კანონი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

ეს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველებს და მიზნად ისახავს სხვა პირთა თანაბრად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები

1. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1975 წლის 9 დეკემბრის დეკლარაციით „ინვალიდთა უფლებების შესახებ“, მის მიერვე 1993 წლის 20 დეკემბერს მიღებული „ინვალიდთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტული წესებით“, საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაცია აკრძალულია და კანონით ისჯება.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა  სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2103 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.

    მუხლი 3. სახელმწიფოს როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სოციალური დაცვის სფეროში

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.

2. სახელმწიფო ამ კატეგორიის ბავშვებს უწესებს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის დამატებით გარანტიებს.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სასამართლო ან კანონით გათვალისწინებული სხვა წესით.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 5. ჟესტების ენა

სახელმწიფო ცნობს ჟესტების ენას პიროვნებთაშორისი ურთიერთობის საშუალებად და უზრუნველყოფს აუცილებელი პირობების შექმნას მისი გამოყენებისა და განვითარებისათვის.

    მუხლი 6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სოციალური დაცვის სფეროში

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

თავი II. სოციალური ინფრასტრუქტურით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა შეუფერხებელი სარგებლობისათვის პირობების შექმნა

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 7. საცხოვრებელი შენობებითა და სოციალური ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სარგებლობის უზრუნველყოფა

სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ებს უქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილებისათვის.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა მოთხოვნილებების გათვალისწინება სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობისას

დაუშვებულია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების უზრუნველყოფა კულტურულ-სანახაობით დაწესებულებებსა და სპორტულ ნაგებობებში

1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თათვის პირობები, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებით და სპორტული ნაგებობებით, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი სპეციალური სპორტული ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით.

2. ჩამოთვლილი მომსახურებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირე ბი სარგებლობენ უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის წესს, პირობებსა და შეღავათებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68  

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1247  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 10. საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მონაწილეობა სოციალურ-კულტურული ობიექტებისა და სპორტული ნაგებობების მშენებლობის დაფინანსების, მოწყობილობის შეძენისა და შენახვის საქმეში

საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, საკუთრების და მეურნეობის ფორმის მიუხედავად, უფლება აქვთ გაიღონ თანხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თათვის განკუთვნილი სოციალურ-კულტურული ობიექტების და სპორტული ნაგებობების მშენებლობის, მოწყობილობის შეძენისა და შენახვის მიზნით. ეს თანხა არ იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 11. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება, მათ შორის, სურსათ-სანოვაგითა და სახალხო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა, კომუნალური და სხვა სახის მომსახურება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 12. შეღავათები იმ საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თათვის აწარმოებენ საქონელსა და ტექნიკურ საშუალებებს

იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თათვის აწარმოებენ სამრეწველო საქონელს, სპეციალურ ტექნიკურ და სხვა საშუალებებს და სპეციალდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა მომსახურების სფეროში, უწესდებათ შეღავათები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

თავი III. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 13. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფა

1. სახელმწიფო ორგანიზაციას უწევს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რაც წარმოადგენს ორგანიზმის დარღვეული ან დაკარგული ფუნქციების, თვითმომსახურების, სხვადასახვაგვარი პრფესიული საქმიანობის უნარის აღდგენისა და კომპენსაციისათვის გამიზნულ ღონისძიებათა კომპლექსს, აგრეთვე საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ებს იცხოვრონ სრულფასოვნად და უზრუნველყონ თავიანთი უფლებებისა და პოტენციური შესაძლებობების რეალიზაცია.

2. სახელმწიფო აფინანსებს და ორგანიზაციას უწევს სამეცნიერო კვლევას და სპეციალისტების მომზადებას სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის შესაფერის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორციელების სფეროში.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 14. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამა

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია ხორციელდება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამით, რაც განისაზღვრება საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწყობილი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საფუძველზე.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თათვის რეკომენდებულ რეაბილიტაციის ინდივიდუალურ პროგრამაში განისაზღვრება სარეაბილიტაციო ღონისძიებების კონკრეტული მოცულობა-სახეობანი და ვადები, აგრეთვე სოციალური დახმარების სახეობანი.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 15. რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამების შესრულების სავალდებულობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამა წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის შესრულება სავალდებულოა შესაბამისი სახელმწიფო და სხვა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 16. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სარეაბილიტაციო დაწესებულებები

სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სარეაბილიტაციო დახმარების მოთხოვნებისა და ადგილობრივი პირობების შესაბამისად, ქმნიან სარეაბილიტაციო, მათ შორის, სამეცნიერო-საწარმოო ცენტრების ქსელს, აღდგენითი მკურნალობის განყოფილებებს ამბულატორიულ და სტაციონალურ სასწავლო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში, სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით და სანატორიულ-საკურორტო დაწესებულებებს, საწარმოებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებებს.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

თავი IV. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა განათლება და პროფესიული აღზრდა

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 17. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა განათლებისა და პროფესიული მომზადების პირობების უზრუნველყოფა, ამ კატეგორიის ბავშვთა სკოლამდელი აღზრდა   

    [მუხლი 17. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის პირობების შექმნა, ამ პირთა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების უზრუნველყოფა  ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან )]

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ებს სახელმწიფო უქმნის აუცილებელ პირობებს განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის.

2. განათლების ორგანოები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებთან ერთად ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ კატეგორიის ბავშვთა სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდა მათთვის ჯეროვანი სარეაბილიტაციო დახმარების გაწევის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თათვის საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად.

[2. განათლების ორგანოები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებთან ერთად ვალდებული არიან, უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება და სკოლისგარეშე აღზრდა მათთვის ჯეროვანი სარეაბილიტაციო დახმარების გაწევის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღება ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად.  ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან )]

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5379  - ვებგვერდი, 24.06.2016წ.

    მუხლი 18. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა ზოგადსაშუალო, საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლება, ამ კატეგორიის ბავშვთა შინ აღზრდა და სწავლება

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ები ზოგადსაშუალო, საშუალო-სპეციალურ და უმაღლეს განათლებას იღებენ ზოგადსასწავლო დაწესებულებეში, საჭიროებისას – შესაბამის სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში.

2. სასწავლო მეცადინეობის ორგანიზება ხდება აგრეთვე იმ კატეგორიის ბავშვთათვის, რომლებიც მკურნალობენ სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების სტაციონარებში ან სარეაბილიტაციო დაწესებულებებში.

3. თუ შეუძლებელია ამ კატეგორიის ბავშვთა აღზრდა და სწავლება ზოგად ან სპეციალურ სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებში, მშობლების სურვილის შესაბამისად, მათი აღზრდა და სწავლება ხდება ოჯახში. ამასთან, ერთ-ერთი მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მატერიალური უზრუნველყოფა და შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

[3. თუ შეუძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ზოგად ან სპეციალურ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში აღზრდა და სწავლება, მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების სურვილის შესაბამისად, მათი აღზრდა და სწავლება ხდება ოჯახში. ამასთანავე, ერთ-ერთი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ან მისი შემცვლელი პირის მატერიალური უზრუნველყოფა და შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.  ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან )]

4. შესაბამისი სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებები დახმარებას უწევენ მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს ამ კატეგორიის ბავშვთა შინ სწავლებაში.

5. ამ კატეგორიის ბავშვთა ყოველმხრივი და ჰარმონიული განვითარების, მათთვის საზოგადოებრივი აქტიურობის, შრომის ინტერესის ჩანერგვის, მეცნიერებასთან, ტექნიკასთან, ხელოვნებასთან, სპორტთან დაახლოების მიზნით განათლებისა და სხვა სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ამ კატეგორიის სკოლისგარეშე აღზრდის სათანადო ორგანიზაცია.

6. სტაციონარულ დაწესებულებებში ხანგრძლივად (არამუდმივად) მყოფი ამ კატეგორიის ბავშვებისათვის აღნიშნულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ უწყვეტი აღზრდა და სწავლება სოციალურ-საყოფაცხოვრებო და შრომით ადაპტაციასთან ორგანული კავშირით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5379  - ვებგვერდი, 24.06.2016წ.

    მუხლი 19. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა პროფესიულ მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამების შესაბამისად ახორციელებენ სპეციალიზებული ან ზოგადი ტიპის სასწავლო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები სოციალური დახმარების ორგანოებთან ერთად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა მატერიალური უზრუნველყოფა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდში ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 20. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა განათლების, პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ფორმები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა განათლება, პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, დასწრებულად, დაუსწრებლად, ექსტერნად, სპეციალურ ჯგუფებში, კლასებში სწავლების გზით და ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, შინ სწავლების ჩათვლით.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

თავი V. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა შრომა

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 21. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა შრომის უფლებების რეალიზაცია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ებს, თავიანთი შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციის მიზნით და რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად, უფლება აქვთ იმუშაონ შრომის ჩვეულებრივი პირობების საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში საკუთრებისა და მეურნეობის ფორმის მიუხედავად, სპეციალიზებულ საწარმოებში, საამქროებსა და უბნებზე, სადაც გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა შრომა, აგრეთვე ეწეოდნენ კანონით ნებადართულ ინდივიდუალურ და სხვა სახის შრომით საქმიანობას. დაუშვებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ისათვის შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ან სამსხურებრივ დაწინაურებაზე უარის თქმა, ადმინისტრაციის ინიციატივით მისი დათხოვნა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ის თანხმობის გარეშე სხვა სამუშაოზე გადაყვანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ობის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით მის ჯანმრთელობას ვნებს პროფესიული მოვალეობის შესრულება ან საშიშროება ექმნება სხვა პირთა ჯანმრთელობასა და შრომის უსაფრთხოებას.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 22. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა შრომის პირობები

1. საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თათვის რეაბილიტაციის ინდივიდუადური პროგრამის შესაბამისად იქმნება შრომის სათანადო პირობები.

2. კოლექტიური და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებებით დადგენილი შრომის პირობები, მათ შორის, შრომის ანაზღაურება, სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმი, წლიური და დამატებითი შვებულებების ხანგრძლივობა არ უნდა აუარესებდეს ან ზღუდავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა მდგომარეობასა და უფლებებს სხვა მუშაკებთან შედარებით.

3. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ეხმარებიან შინ ან ინდივიდუალურად მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ებს აღნიშნული საქმიანობისათვის არასაცხოვრებელი შენობების გამოყოფაში, ნედლეულის შეძენასა და პროდუქციის გასაღებაში.

4. შრომითი დასახიჩრებით ან პროფესიული დაავადებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ად ცნობილ მოქალაქეებს მიყენებულ ზარალს უნაზღაურებენ ბრალეული საწარმოები, ორგანიზაციები (საკუთრების და მეურნეობის ფორმის მიუხედავად) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 23. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა მომვლელების შეღავათები და უპირატესობანი

ოჯახის წევრს ან გარეშე პირთ, რომლებიც უვლიან პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ებს, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში აქვთ შეღავათები (სამუშაო დროის, დასვენების, შვებულების და სხვა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

თავი VI. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სოციალური დახმარება

    მუხლი 24. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება, სოციალური დახმარების სახეობანი

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სოციალურად ეხმარებიან როგორც ფინანსებით (პენსია, დახმარება და სხვა), ისე ტექნიკური და სხვა საშუალებებით, მათ შორის, უზრუნველყოფენ ავტომობილებით, სავარძელ-ეტლებით, საპროთეზო-ორთოპედიული ნაკეთობებით, სპეციალური შრიფტის ნაბეჭდი გამოცემებით, ხმის გამაძლიერებელი აპარატურით და სიგნალიზაციით, აგრეთვე სამედიცინო, სოციალური და პროფესიული რეაბილიტაციის განხორციელებითა და საყოფაცხოვრებო მომსახურებით.

2. ყველა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შრომითი საქმიანობის პერიოდში უნარჩუნდებათ შესაძლებლობის შეზღუდვის შესაბამისი სტატუსით მინიჭებული პენსია.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიებითა და დახმარებებით უზრუნველყოფის წესი განისაზღვერება საპენსიო და სოციალური დაზღვევის კანონმდებლობით.

4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამკურნალწამლო, ტექნიკური და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფა, აგრეთვე საყოფაცხოვრებო მომსახურება ხორციელდება უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №934 - სსმ I, №4, 17.01.2005 წ., მუხ.17

    მუხლი 25. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა უზრუნველყოფა ტექნიკური და სხვა საშუალებებით

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა უზრუნველყოფა ტექნიკური და სხვა საშუალებებით ხდება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად, უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით.

2. თუ სახელმწიფო ორგანოებს არ შეუძლიათ მისცენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ებს რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამით გათვალისწინებული ტექნიკური ან სხვა საშუალებანი, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ებმა იგი შეიძინეს საკუთარი სახსრებით, მათ ეძლევათ კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 26. შინ მომსახურება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სოციალური დახმარების სტაციონარული დაწესებულებანი

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე ან სტაციონარულ დაწესებულებეში.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს სოციალური დახმარების სტაციონარული დაწესებულებების ქსელის განვითარებას იმ კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მომვლელი.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 27. პანსიონატებსა და სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებეში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა უფლებები

1. სახელმწიფო საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ებს რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად და მათი სურვილის გათვალისწინებით. პანსიონატებში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თათვის შექმნილმა პირობებმა უნდა უზრუნველყონ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაცია.

2. თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ფართობით, მათ შორის, ობოლ ან მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ამ კატეგორიის ბავშვებს – სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 28. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სოციალური დახმარების სახელმწიფო ორგანოები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ებს სოციალურ დახმარებას უწევენ სახელმწიფო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სამსახურების (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიები, საექიმო-საკონსულტაციო კომისიები, სპეციალიზებული საექსპერტო სამსახურები) დასკვნის საფუძველზე.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 29. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროები

1. სოციალური დახმარება ხორციელდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით, აგრეთვე ორგანიზაციათა და მოქალაქეთა ნებაყოფლობითი შენატანებით.

2. ის საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სოციალური დახმარების ღონისძიებებს აფინანსებენ, იბეგრებიან შეღავათიანი პირობებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

 

თავი VII. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თათვის სპორტის შესაფერის სახეობათა დანერგვა და განვითარება

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 30. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თათვის სპორტის შესაფერის სახეობათა დანერგვა და განვითარება

შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ერთად, უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თათვის სპორტის შესაფერის სახეობათა დანერგვასა და განვითარებას.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

თავი VIII. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა საზოგადოებრივი გაერთიანებები

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 31. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, თანადგომისა და მომსახურების მიზნით შექმნან საზოგადოებრივი გაერთიანებები, მათ შორის, სხვადასხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3976 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.344

    მუხლი 32. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებებისათვის განკუთვნილი ღონისძიებები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ მიერ შექმნილ საზოგადოებრივ გაერთიანებათა სოციალური ინტეგრაციისა და განვითარების მხარდასაჭერად სახელმწიფო ახორციელებს ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებს (სესხები, გადასახადებისაგან გათავისუფლება, მიზნობრივი სუბსიდიები, სპეციალური ფონდები და ა.შ.). აღნიშნული ეკონომიკური ღონისძიებების გამოყენების წესი, პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

თავი IX. გარდამავალი დებულება

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 33. გარდამავალი დებულება

ეთხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს ყველა კანონქვემდებარე აქტში სიტყვა „ინვალიდი“ შეცვალონ სიტყვებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 14 ივნისი.

№756–IIს

ЗАКОН ГРУЗИИ

О СОЦИАЛЬНОЙ ЗАЩИТЕ kbw

c juhfybxtyysvb djpvj;yjcnzvb .

(20.06.2001 N972)

Настоящий закон определяет основы государственной политики в отношении лиц с ограниченными возможностями и ставит своей целью обеспечение реализации прав лиц с ограниченными возможностями наравне с другими kbwfvb, (16.10.1997 N959) создание благоприятных условий для их полноценной жизни и участия в экономической или политической дятельности общества.

 

ГЛАВА I .

ОБЩИЕ ПОЛОЖЕНИЯ

 

Статья 1.Основы правового положения лиц с ограниченными возможностями

1.Правовое положение лиц с ограниченными возможностями в Грузии(16.10.97 N959) определяется Декларацией Организации Объединенных Наций "О правах инвалидов" от 9 декабря 1975 года, принятыми ею же 20 декабря 1993 года "Стандартными правилами обеспечения равных возможностей инвалидов", Конституцией Грузии, настоящим Законом и иными действующими законодательными актами.

2.Дискриминация лиц с ограниченными возможностями запрещается и наказывается законом.

 

Статья 2.Лицо с ограниченными возможностями (7.03.2014 N2103)

Лицом с ограниченными возможностями является лицо с устойчивыми физическими, психическими, интеллектуальными или сенсорными нарушениями, которые при взаимодействии с различными барьерами могут помешать полноценному иэффективному участию этого лица в общественной жизни наравне с другими.

 

Статья 3. Роль государства в сфере социальной защиты лиц с ограниченными возможностями

1.Государство обеспечивает социальную защиту лиц с ограниченными возможностями и создает условия для индивидуального развития, реализации творческих и производительных возможностей.

2.Детям данной категории государство устанавливает дополнительные гарантии реализации их прав и законных интересов.

 

Статья 4. Защита прав и законных интересов лиц с ограниченными возможностями

Защита прав и законных интересов лиц с ограниченными возможностями обеспечивается в судебном или ином порядке, предусмоьренном законом.

 

Статья 5. Язык жестов

Государство признает язык жестов средством общения между
личностями и обеспечивает создание необходимых условий для его использования и развития.

 

Статья 6. Международные договоры Грузии в сфере социальной защиты лиц с ограниченными возможностями

Если международным договором Грузии предусмотэены правила, отличающиеся от настоящего Закона, тогда действует правила, международного договора.

 

ГЛАВА II .

  СОЗДАНИЕ УСЛОВИЙ ДЛЯ БЕСПРЕПЯТСТВЕННОГО

ПОЛЬЗОВАНИЯ лицами с ограниченными возможностями СОЦИАЛЬНОЙ

ИНФРАСТРУКТУРОЙ

 

Статья 7. Обеспечение пользования лицами с ограниченными возможностями жилыми помещениями и другими объектами социальной инфраструктуры

Государственные органы, предприятия, учреждения и организации создают лицам с ограниченными возможностями условия для пользования жилыми, общественными и производственными помещениями, транспортом и транспортными коммуникациями, средствами связи и информации, а также условия для свободной ориентации и перемещения.

 

 

Статья 8. Учет потребностей лиц с ограниченными возможностями при проектировании и строительстве объектов социальной инфраструктуры

Не допускаются проектирование и застройка населенных пунктов, формирование жилых районов, разработка пректных решений, строительство и реконструкция зданий и сооружений, включая учебно - просветительные, культурно - зрелищные и спортивно оздоровительные объекты, железнодорожные станции, комплексы морских и речных транспортных средств и коммуникаций, индивидуальных средств связи и информации, если эти объекты и средства не соответствуют нуждам и запросам лиц с ограниченными возможностями.

 

Статья 9. Обеспечение нужд и потребностей лиц с ограниченными возможностями в культурно зрелищных учреждениях и спортивных сооружениях

1.Dscibt jhufys dkfcnb= jhufys vtcnyjuj cfvjeghfdktybz b eghfdktybz (16.10.1997 N959) обязаны обеспечить лицам с ограниченными возможностями условия для свободного пользования культурно - зрелищными учреждениями и спортивными сооружениями, а также обеспечить их специальным спортивным инвентарем и иными необходимыми средствами.

2. Лица с ограниченными возможностями пользуются перечисленными услугами бесплатно или на льготных условиях в соответствии с действующим законодательством.

3. Порядок, условия пользования указанными услугами и льготы, предоставляемые лицам с ограниченными возможностями, определяются Правительством Грузии.(20.09.2013N1247)

 

Статья 10 . Участие предприятий, учреждений и организаций в деле финансирования строительства социально - культурных объектов и спортивных сооружений, приобретения и хранения оборудования

Предприятия, учреждения и организации, независимо от формы
собственности и хозяйствования, имеют право вложить средства в строительство предназначенных для лиц с ограниченными возможностями социально
культурных объектов и спортивных сооружений, в приобретение и хранение оборудования. Эта сумма не облагается налогом в соответствии с действующим законодательством.

 

Статья 11 . Социально - бытовое обслуживание лиц с ограниченными возможностями

Социально - бытовое обслуживание лиц с ограниченными возможностями, в том числе обеспечение продовольствием и предметами первой необходимости,коммунальное и иные виды обслуживания осуществляются в соответствии с установленными jhufyfvb vtcnyjuj cfvjeghfdktybz b eghfdktybz (16.10.1997 N959) порядком и условиями.

 

Статья 12. Льготы для предприятий и организаций, производящих для лиц с ограниченными возможностями товары и технические средства

Для предприятий и организаций, производящих для лиц с ограниченными возможностями промышленные товары, специальные технические и иные средства и специализирующиеся в сфере обслуживания лиц с ограниченными возможностями, устанавливаются льготы в соответствии с порядком и условиями, предусмотренными законодательством Грузии.

 

ГЛАВА III .

МЕДИЦИНСКАЯ,ПРОФЕССОНАЛЬНАЯ И
СОЦИАЛЬНАЯ РЕАБИЛИТАЦИЯ
лиц с ограниченными возможностями

 

Статья 13 . Государственное обеспечение медицинской, профессиональной и социальной реабилитации лиц с ограниченными возможностями

1.Государство организует и содействует формированию и развитию системы медицинской, профессиональной и социальной реабилитации лиц с ограниченными возможностями, которая представляет собой комплекс мероприятий, нацеленных на восстановление и компенсацию нарушенных или утраченных функций организма, способности обслуживать себя, заниматься различного рода профессиональной
деятельностью, а также дает возможность лиц с ограниченными возможностями жить полноценной жизнью и обеспечить реализацию своих прав и потенциальных возможностей.

2.Государство финансирует и организует научное исследование и подготовку специалистов в сфере осуществления соответствующих профилактических мероприятий по медицинской, профессиональной и социальной реабилитации.

 

Статья 14.Индивидуальная программа реабилитации лиц с ограниченными возможностями

Медицинская, профессиональная и социальная реабилитация лиц с ограниченными возможностями осуществляется по индивидуальной программе реабилитации, которая определяется на основе медико - социальной экспертизы, проводимой уполномоченными на то государственными органами.

В рекомендованной для лиц с ограниченными возможностями индивидуальной программе реабилитации определяются конкретный объем, виды и сроки реабилитационных мероприятий, а также виды социальной помощи.

 

Статья 15. Обязанность выполнения индивидуальных программ реабилитации

Индивидуальная программа реабилитации лиц с ограниченными возможностями представляет собой документ, выполнение которого обязательно для соответствующих государственных и иных предприятий, учреждений и организаций.

 

Статья 16. Учреждения реабилитации лиц с ограниченными возможностями

Dscibt jhufys dkfcnb= jhufys vtcnyjuj cfvjeghfdktybz b eghfdktybz(16.10.97 N959) в соответствии с требованиями реабилитационной помощи лиц с ограниченными возможностями и местными условиями создают сеть реабилитационных, в том числе научно - производственных центров, отделения восстановительного лечения в амбулаторных и стационарных учебно профилактических учреждениях, специальные учебно - воспитательные и санаторно - курортные учреждения, предпрятия и учреждения социально - бытового обслуживания лиц с ограниченными возможностями.

 

ГЛАВА IV .

ОБРАЗОВАНИЕ И ПРОФЕССИОНАЛЬНАЯПОДГОТОВКАНВАЛИДОВ

 

Статья 17. Обеспечение условий образования и профессиональной подготовки лиц с ограниченными возможностями, дошкольное воспитание детей данной категории ( Создание условий для образования и профессиональной подготовки лиц с ограниченными возможностями, обеспечение раннего идошкольного воспитания и образования указанных лиц (8.06.2016 N5379, ввести в действие с 1 апреля 2017 года)

1.Государство создает лиц с ограниченными возможностями необходимые условия для образования и профессиональной подготовки.

2.Органы образования совместно с органами здравоохранения и социального обеспечения обязаны обеспечить дошкольное и внешкольное воспитание детей данной категории в целях создания благоприятных возможностей оказания им соответствующей реабилитационной помощи, а также получение лиц с ограниченными возможностями среднего специального и высшего образования в соответствии с индивидуальной программой реабилитации.

(2. Органы образования совместно с органами здравоохранения и социального обеспечения обязаны обеспечить ранее и дошкольное воспитание и образование и внешкольное воспитание детей с ограниченными возможностями с целью создания благоприятных возможностей для оказания им соответствующей реабилитационной помощи, а также получение лицами с ограниченными возможностями среднего специального и высшего образования в соответствии с индивидуальной программой. (8.06.2016 N5379, ввести в действие с 1 апреля 2017 года)

 

Статья 18. Общее среднее, среднее специальное и высшее образование лиц с ограниченными возможностями, воспитание и обучение на дому детей даннойкатегории

1. Лица с ограниченными возможностями получают общее среднее, среднее специальное и высшее образование в общеобразовательных учебных заведениях, при необходимости - в соответствующих учебных учреждениях.

2.Организация учебных занятий осуществляется также для той
категории детей,которые лечатся в стационарах лечебно
- профилактических учреждений или в реабилитационных учреждениях.

3.В случае, когда отсутствует возможность воспитания и обучения детей данной категории в общеобразовательных или специальных дошкольных учебных учреждениях, по желанию родителей их воспитание и обучение осуществляется в семье. При этом материальное обеспечение одного из родителей либо лица, его заменяющего, и льготы определяются законодательством Грузии.

(3. В случае отсутствия возможности воспитания и обучения детей с ограниченными возможностями в общеобразовательных или специальных учреждениях раннего и дошкольного воспитания и образования, по желанию родителей/законных представителей их воспитание и обучение осуществляется в семье. При этом материальное обеспечение и льготы одного из родителей/законного представителя либо лица, его заменяющего, определяются законодательством Грузии. (8.06.2016 N5379, ввести в действие с 1 апреля 2017 года)

4.Соответствующие учебно - воспитательные учреждения оказывают помощь родителям или лицам, их заменяющим, в обучении на дому детей данной категории.

5.В целях всестороннего и гармоничного развития детей даннойкатегории, воспитания у них общественной активности, интереса к
труду, приобщения к науке, технике, искусству и спорту органы образования и другие государственные органы обязаны обеспечить соответствующую организацию дошкольного воспитания детей данной категории.

6.Детям данной категории, в течение продолжительного времени (не постоянно) находящимся в стационарных учреждениях, указанные учреждения должны обеспечить непрерывное воспитание и обучение в органической связи с социально - бытовой и трудовой адаптацией.

 

Статья 19 . Профессиональная подготовка и повышение квалификации лиц с ограниченными возможностями

Профессиональная подготовка и повышение квалификации лиц с ограниченными возможностями в соответствии с индивидуальной программой реабилитации обеспечиваются специализированными или общего типа учебными учреждениями, предприятиями и организациями совместно с органами социальной помощи. Материальное обеспечение лиц с ограниченными возможностями в период профессиональной подготовки и повышения квалификации осуществляется в соответствии с порядком и условиями, оп
релеленными законодательством Грузии.

 

Статья 20. Формы образования, профессиональной подготовки и повыше ния квалификации лиц с ограниченными возможностями

Образование, профессиональная подготовка и повышение квалификации лиц с ограниченными возможностями осуществляется в различных формах, включая очное, заочное обучение, экстерн, специальные группы, обучение в классах и по индивидуальному учебному плану, в том числе обучение в классах и по индивидуальному плану, в том числе обучение на дому.

 

ГЛАВА V .

ТРУД лиц с ограниченными возможностями

 

Статья 21. Реализация права лиц с ограниченными возможностями на труд

Лица с ограниченными возможностями в целях реализации своих творческих и производительных возможностей и в соответствии с индивидуальной программой реабилитации имеют право работать на предприятиях, в учреждениях и организациях с обычными условиями труда, независимо от формы собственности и хозяйствования, на специализированных предприятиях, в цехах и на участках, где используется труд лиц с ограниченными возможностями, а также заниматься дозволенной законом индивидуальной и иного рода деятельностью. Не допускается отказ лицу с ограниченными возможностями в заключении трудового договора либо в продвижении по службе, его увольнение по инициативе администрации или перевод лица с ограниченными возможностями на другую работу по мотивам инвалидности без его согласия, кроме случаев, когда по заключению медико социальной экспертизы его здоровью вредит выполнение профессиональных обязанностей или создается угроза для здоровья и безопасности труда других лиц.

 

Статья 22. Условия труда лиц с ограниченными возможностями

1. Лицам с ограниченными возможностями, занятым на предприятиях,в учреждениях и организациях,создаются необходимые условия труда в соответствии с индивидуальной программой реабилитации.

2.Условия труда, установленные коллективными и индивидуальными трудовыми договорами, в том числе оплата труда, режим рабочего времени и времени отдыха, продолжительность ежегодного и дополнительного отпуска не должны ухудшать положение лиц с ограниченными возможностями или ограничивать их права по сравнению с другими работниками.

3.Dscibt jhufys dkfcnb= jhufys vtcnyjuj cfvjeghfdktybz b eghfdktybz (16.10.1997 N959) оказывают помощь лицам с ограниченными возможностями, работающим на дому или индивидуально, в выделении им жилых помещений для указанной деятельности, приобретении сырья и реализации продукции.

4.Гражданам, признанным лицами с ограниченными возможностями в результате трудового увечья или профессионального заболевания, причиненныйущерб возмещается виновными в том предприятиями, учреждениями, организациями (независимо от формы собственности и хозяйствования) в порядке, установленном законодательством Грузии.

 

Статья 23. Льготы и преимущества для лиц, ухаживающих за лицами с ограниченными возможностями

Члены семьи или посторонние лица, ухаживающие за лицами с ограниченными возможностями первой группы, на предприятиях, в учреждениях и организациях пользуются льготами (рабочее время, отдых, отпуск и др.) в порядке, установленном законодательством Грузии.

 

ГЛАВА VI .

СОЦИАЛЬНАЯ ПОМОЩЬ лицам с ограниченными возможностями

 

Статья 24. Социальная помощь лицам с ограниченными возможностями, виды социальной помощи (29.12.2004 N934)

1. Лицам с ограниченными возможностями социальная помощь оказывается как в виде финансов (пенсия, пособие и другое), так и технических и иных средств, включая автомобили, кресла-коляски, протезно-ортопедические изделия, печатные издания со специальным шрифтом, звукоусиливающую аппаратуру и сигнализаторы, а также обеспечиваются их медицинская, социальная и профессиональная реабилитация и бытовое обслуживание.

2. Всем лицам с ярко выраженными ограниченными возможностями и лицам со значительно выраженными ограниченными возможностями ввиду дефекта зрения в период трудовой деятельности сохраняется пенсия, представленная по статусу, соответствующему степени ограничения возможностей.

3. Порядок обеспечения лиц с ограниченными возможностями, пенсиями и пособиями определяется законодательством о пенсионном обеспечении и социальном страховании.

4. Обеспечение лиц с ограниченными возможностями лечебными, лекарственными, техническими и другими средствами, а такжебытовое обслуживание осуществляются бесплатно или на льготных условиях в порядке, установленном законодательством Грузии.

 

Статья 25. Обеспечение лиц с ограниченными возможностями техническими и иными средствами

1.Обеспечение лиц с ограниченными возможностями техническими и иными средствами осуществляется в соответствии с индивидуальной программой реабилитации, бесплатно или на льготных условиях.

2.Если государственные органы не смогут предоставить лицам с ограниченными возможностями предусмотренные индивидуальной программой реабилитации технические или иные средства, или же лица с ограниченными возможностями приобретут их на собственные средства, им выплачивается компенсация в порядке, установленном законодательством Грузии.

 

Статья 26. Надомное обслуживание, стационарные учреждениясоциальной помощи лицам с ограниченными возможностями

1. Лицам с ограниченными возможностями, нуждающимся в уходе или помощи других лиц,органами социальной помощи предоставляются медицинские и бытовые услуги на дому либо в стационарных учреждениях.

2.Государство способствует развитию сети стационарных учреждений социальной помощи для той категории лиц с ограниченными возможностями, которая нуждается в уходе.

 

Статья 27. Права лиц с ограниченными возможностями, находящихся в пансионатах и других стационарных учреждениях социальной помощи

1.Государство обеспечивает лиц с ограниченными возможностями жилой площадью в соответствии с индивидуальной программой реабилитации и с учетом их желания. Условия, создаваемые для лиц с ограниченными возможностями в пансионатах или иных стационарных учреждениях социальной помощи, до кныобеспечивать реализацию их прав и законных интересов.

2. В случае, когда в результате реабилитационных мер отпала необходимость дальнейшего пребывания лиц с ограниченными возможностями в пансионате или другом учреждении социальной помощи, они обеспечиваются jhufyfvb vtcnyjuj cfvjeghfdktybz b eghfdktybz (16.10.1997 N959)

жилой площадью,сироты или лишенные родительской заботы дети данной категориипо достижении совершенолетия, в соответствии с действующим законодательством.

 

Статья 28. Государственные органы социальной помощи лицам с ограниченными возможностями

Социальная помощь лиц с ограниченными возможностями оказывается государственными органами в соответствии с законодательством Грузии на основании заключения служб медико - социальной экспертизы(комиссии по медико - социальной экспертизе, врачебно консультационные комиссии,специализированные экспертные службы).

 

Статья 29.Источники финансирования социальной помощи

Социальная помощь осуцществляется за счет wtynhfkmyjuj(16.10.97N959)и местного бюджетов, а также за счет добровольных взносов организаций и граждан.

Предприятия, учреждения и организации, финансирующие меропприятия по социальной помощи, облагаются налогом на льготных условиях в порядке, определяемом законодательством Грузии.

ГЛАВА VII .

ВНЕДРЕНИЕ И РАЗВИТИЕ ПРИЕМЛЕМЫХ ДЛЯ

лиц с ограниченными возможностями ВИДОВ СПОРТА

 

Статья 30 . Внедрение и развитие приемлемых для лиц с ограниченными возможностями видов спорта

Уполномоченные на то государственные органы совместно с общественными организациями лиц с ограниченными возможностями, а также с другими заинтересованными юридическими и физическими лицами обеспечивают внедрение и развитие приемлемых для лиц с ограниченными возможностямивидов спорта.

 

ГЛАВА VIII .

ОБЩЕСТВЕННЫЕ ОБЪЕДИНЕНИЯ лиц с ограниченным возможностями

 

Статья 31. Правовые основания создания и деятельности общественных объединений лиц с ограниченными возможностями (14.12.2006 N3976)

Лица с ограниченными возможностями и их представители вправе в целях защиты

собственных прав, интересов, поддержки и обслуживания создавать общественны

объединения, в том числе – различные непредпринимательские(некоммерческие)

юридические лица в порядке, определенном законодательством Грузии.

 

Статья 32 . Мероприятия, предназначенные для лиц с ограниченными возможностями и созданных ими общественных объединений (20.06.2001 N972)

В целях социальной интеграции лиц с ограниченными возможностями, поддержки и развития созданных ими общественных объединений государство осуществляет мероприятия экономического характера (займы, освобождение от налогов, целевые субсидии, специальные фонды и т.д.). Порядок и условия использования указанных экономических мероприятий и их размер определяются законодательством Грузии.

 

Глава IX . (20.06.2001 N972)

Переходное положение

 

Статья 33.Переходное положение

Просить учреждения исполнительной власти во всех подзаконныхактах слово «инвалид» заменить словами «лицо с ограниченными возможностями».

 

Председатель Парламента Грузии -

Глава государства                            ЭДУАРД ШЕВАРДНАДЗЕ.

Спикер Парламента Грузии                     ВАХТАНГ ГОГУАДЗЕ.

Тбилиси,

14 июня 1995 года.

N 756 –IIc