Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated publications
| On Sanitary Protection Zones of Resorts and Resort Sites | |
|---|---|
| Document number | 1296 |
| Document issuer | Parliament of Georgia |
| Date of issuing | 20/03/1998 |
| Document type | Law of Georgia |
| Source and date of publishing | Parliamentary Gazette, 15-16, 30/04/1998 |
| Registration code | 470.210.000.05.001.000.339 |
| Consolidated publications | |
Consolidated version (final)
კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს კურორტებსა და საკურორტო ადგილებში საწარმოთა განთავსების, სამეწარმეო საქმიანობის, ბუნებრივი სამკურნალო რესურსებით სარგებლობისა და მოსახლეობის განსახლების აუცილებელ პირობებს.
ამ კანონის მიზანია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თვისებების შენარჩუნება და მათი დაბინძურების, გაფუჭებისა და გამოფიტვისაგან დაცვის მიზნით სანიტარიული დაცვის ზონების დადგენა.
კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონისგან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მიღებული კანონებისგან, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისგან.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3971 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 4. სანიტარიული დაცვის ზონების ზოგადი წესები
1. საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილებისათვის დგინდება სანიტარიული დაცვის ზონები, სადაც აკრძალულია სამუშაოები, რომლებიც აბინძურებს ნიადაგს, წყალს, ჰაერს, ზიანს აყენებს ტყეებსა და სხვა მწვანე ნარგავებს, იწვევს ეროზიულ პროცესებს, უარყოფითად მოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებზე და კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიულ მდგომარეობაზე.
2. სანიტარიული დაცვის ზონებში ტარდება სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი, განახლებითი, აღდგენითი და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს ლანდშაფტის შენარჩუნებას, უზრუნველყოფს კურორტებსა და საკურორტო ადგილებში ბუნებრივი სამკურნალო რესურსების სანიტარიული ნორმების დაცვას, ხელსაყრელ პირობებს ქმნის მკურნალობისა და დასვენებისათვის.
3. სანიტარიული დაცვის ზონებში დგინდება საქმიანობის მკაცრი რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს იმ სანიტარიულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ძირითადი ბუნებრივი სამკურნალო რესურსების მოვლის, დაცვისა და კვლავწარმოებისათვის.
4. სანიტარიული დაცვის ზონები დგინდება ყველა კურორტისა და საკურორტო ადგილისათვის.
5. რამდენიმე კურორტსა და საკურორტო ადგილში ერთი ან ერთზე მეტი ერთმანეთთან დაკავშირებული მინერალური წყლების საბადოს, მიმდებარე პლაჟისა და სხვა სამკურნალო რესურსების გამოყენებისას შეიძლება დადგინდეს სანიტარიული დაცვის ერთიანი ზონები.
6. სანიტარიული დაცვის ზონებში იმ ბუნებრივი რესურსების დაცვა, რომლებიც არ განეკუთვნება სამკურნალო რესურსებს (სასმელი წყალი, მიწა, საჰაერო სივრცე, წყლის ზედაპირი და სხვ.), ხორციელდება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5. ბუნებრივი სამკურნალო რესურსები
ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს განეკუთვნება:
ა) მინერალური წყლების საბადოები (ან მათი უბნები), რომლებიც გამოიყენება ადგილზე სამკურნალოდ ან ჩამოსასხმელად;
ბ) სამკურნალო ტალახი;
გ) ბუნებრივი აირისა და ორთქლის საბადოები, რომლებსაც გააჩნია სამკურნალო თვისებები;
დ) სხვა საბადოები (ბიშოფიტი, ოზოკერტი, თიხები, თერმული წყლები, მაგნიტური სილის პლაჟები და სხვ.), რომლებიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით;
ე) სამკურნალო კარსტული მღვიმეები;
ვ) ზღვის, ტბისა და მდინარის სანაპირო ზოლები და კლიმატი, რომლებიც გამოიყენება სამკურნალო-გამაჯანსაღებელი საქმიანობისათვის;
ზ) ტყე, ტყეპარკი, საკურორტო პარკი და სხვა მწვანე ზონები, რომლებსაც აქვს პროფილაქტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ფუნქციები.
1. ამ კანონით მუნიციპალიტეტებს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის სფეროში დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებები:
ა) მეორე ზონის საზღვრების დადგენა ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არაუმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან;
ბ) სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების ადგილზე დაფიქსირება;
გ) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის თანხმობის მიცემა მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემისა და გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაციის საკითხებში;
დ) სანიტარიული დაცვის ზონის დროებითი საზღვრის შეთანხმება ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება.
3. მუნიციპალიტეტისათვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6987 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი II. სანიტარიული დაცვის ზონები და მათი რეჟიმი
მუხლი 6. სანიტარიული დაცვის ზონები
საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილებისათვის დგინდება სანიტარიული დაცვის სამი ზონა: პირველი – მკაცრი რეჟიმის, მეორე – შეზღუდული რეჟიმისა და მესამე – სამეთვალყურეო ზონა.
1. მკაცრი რეჟიმის ზონა მოიცავს კურორტისა და საკურორტო ადგილის იმ ტერიტორიას, სადაც განლაგებულია მინერალური წყლების ბუნებრივი და ხელოვნური გამოსასვლელები, სამკურნალო ტალახის და სხვა ბუნებრივი სამკურნალო რესურსების საბადოები, სამკურნალო კარსტული მღვიმეები, პლაჟები მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების შესაბამისად განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორიითა და სანაპირო აკვატორიით.
2. პირველი ზონის ტერიტორიაზე აკრძალულია:
ა) სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოყენებასთან;
ბ) საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობა;
გ) სამთო და მიწის სამუშაოები;
დ) ფიზიკური პირების მუდმივად ან დროებით ცხოვრება;
ე) ნაგავსაყრელების მოწყობა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების სხვა ნებისმიერი ფორმით განთავსება, გარდა ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა.
3. ამ ზონის ტერიტორიაზე დაშვებულია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული სამთო და მიწის სამუშაოები, ნაგებობების მშენებლობა (კაპტაჟები, საკაპტაჟე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, მილგაყვანილობა, რეზერვუარები, სააბაზანო ნაგებობები, სასმელი წყლის გალერეები და ბიუვეტები, ესტაკადები და სამკურნალო ტალახის მოპოვებისა და გამოყენების სხვა დანადგარები), ნაპირსამაგრი, ეროზია- და მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები, აგრეთვე კავშირგაბმულობის საშუალებებისა და საპარკო მოწყობილობების მშენებლობა და შეკეთება.
4. ამ ზონის ტერიტორიაზე იკრძალება საკანალიზაციო სისტემის იმგვარი დაპროექტება და ექსპლუატაცია, რომელიც გამოიწვევს ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას, უარყოფითად იმოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებზე, აგრეთვე კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიულ მდგომარეობაზე. იკრძალება შავი ზღვის სანაპირო ზოლზე განლაგებული კურორტებისა და საკურორტო ადგილების საკანალიზაციო სისტემების სანიტარიული დაცვის პირველი ზონის სანაპირო აკვატორიაში ან/და პლაჟების მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულება.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4223 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.29
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3002 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.
1. შეზღუდული რეჟიმის ზონა მოიცავს ტერიტორიას, სადაც ხდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ჩამოდინება მინერალური წყლებისა და სამკურნალო ტალახის საბადოებისკენ, აგრეთვე კურორტისა და საკურორტო ადგილის იმ ტერიტორიას, სადაც გაშენებულია საკურორტო ობიექტები, კურორტის ინფრასტრუქტურის სხვა შენობა-ნაგებობები, საკურორტო ბაღ-პარკები და კურორტის მიმდებარე ტყე-პარკები ან დაგეგმილია მათი გაშენება.
2. ამ ზონის ტერიტორიაზე აკრძალულია:
ა) იმ ობიექტების მშენებლობა და გამოყენება, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის კურორტის განვითარებასთან;
ბ) ახალი საწარმოო ობიექტების მშენებლობა და არსებულის განვითარება, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის კურორტის კეთილმოწყობასთან და საკურორტო ადგილის ათვისებასთან;
გ) მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კომპლექსებისა და ფერმების მშენებლობა;
დ) ნაგავსაყრელების მოწყობა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების სხვა ნებისმიერი ფორმით განთავსება, გარდა ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა;
ე) შხამ-ქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და ქიმიური ნივთიერებების შენახვა;
ვ) ახალი სატრანზიტო - საავტომობილო გზების მშენებლობა;
ზ) სპეციალურ გამწმენდ ნაგებობათა გაუთვალისწინებლად კოლექტიური ავტოსატრანსპორტო სადგომების მოწყობა;
თ) შესაბამისი საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემის გარეშე ახალი საბინაო მშენებლობის წარმოება, კოლექტიური მებაღეობის ორგანიზება, დროებითი ტურისტული სადგომების მოწყობა;
ი) ახალი სასაფლაოების მოწყობა და არსებულის გაფართოება;
კ) (ამოღებულია - 26.12.2014, №3002);
ლ) პირუტყვის სასაკლაოების მოწყობა;
მ) ნახირის გატარება;
ნ) მავნებლებთან, სარეველებთან და მცენარეების დაავადებებთან საბრძოლველად ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების გამოყენება;
ო) ნახმარი და დრენაჟული წყლების წყლის ობიექტებში ჩაშვება (გარდა გაწმენდილი ნახმარი წყლების სპეციალური სიღრმისეული ჩაშვებისა), აგრეთვე წყალსარგებლობის სხვა სახეობა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს წყალსატევების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე;
პ) ტყის ჭრა (გარდა მოვლითი ჭრისა) და მიწის ნაკვეთების ისეთი გამოყენება, რომელიც იწვევს საკურორტო ადგილის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების შემცირებას ან გაფუჭებას.
3. საკარანტინო მავნებლებისა და მცენარეების დაავადებების ფართოდ გავრცელებისას ნებადართულია კომპეტენტური სამსახურების მიერ ადამიანისათვის უვნებელი, ნაცადი ქიმიკატებით სანიტარიული სამუშაოების ჩატარება.
4. ამ ზონის ტერიტორიაზე იკრძალება საკანალიზაციო სისტემის იმგვარი დაპროექტება და ექსპლუატაცია, რომელიც გამოიწვევს ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას, უარყოფითად იმოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებზე, აგრეთვე კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიულ მდგომარეობაზე.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4223 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.29
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3002 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.
1. სამეთვალყურეო ზონა მოიცავს ჰიდრომინერალური რესურსებისა და კლიმატის ფორმირებისა და გავრცელების არეალს, კურორტის შემომსაზღვრელ ტყის მასივებს, აგრეთვე ტერიტორიებს, რომელთა გამოყენებამ სანიტარიული ზონისათვის დადგენილი წესების დაუცველად შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მინერალური წყლებისა და სამკურნალო ტალახის საბადოების ჰიდროგეოლოგიურ რეჟიმზე და კურორტის სანიტარიულ და ლანდშაფტურ-კლიმატურ პირობებზე.
2. ამ ზონის ტერიტორიაზე დაშვებულია ყველა იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც უარყოფითად არ იმოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებზე და ტერიტორიის სანიტარიულ მდგომარეობაზე.
თავი III. სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრები
მუხლი 10. პირველი ზონის საზღვრები
პირველი ზონის საზღვრები დგინდება:
ა) მინერალური წყლების გამოსასვლელებისა და ჭაბურღილებისათვის – მათი ბუნებრივი დაცვის ხარისხის გათვალისწინებით, მაგრამ არანაკლებ 15 მეტრისა ჭაბურღილისა და გამოსასვლელის კონტურიდან;
ბ) სამკურნალო ტალახის საბადოებისათვის – საბადოს ბუნებრივი დაცვის ხარისხის, ტიპისა და ჰიდროგეოლოგიური რეჟიმის გათვალისწინებით, მაგრამ არანაკლებ 25 მეტრისა საბადოს ნულოვანი საზღვრიდან ან წყალსაცავის მრავალ- წლიური მაქსიმალური დონიდან;
გ) სამკურნალო პლაჟისა და აკვატორიისათვის – სანაპიროდან ხმელეთზე არანაკლებ 100, ხოლო წყალსატევში – არანაკლებ 300 მეტრისა.
მუხლი 11. მეორე ზონის საზღვრები
1. მეორე ზონის საზღვრები დგინდება:
ა) მინერალური წყლების საბადოებისათვის – ტერიტორიის გეოსტრუქტურულ და ჰიდროგეოლოგიურ თავისებურებათა გათვალისწინებით;
ბ) სამკურნალო ტალახის საბადოებისათვის – ზედაპირული წყლების უახლოეს წყალგამყოფ ხაზზე;
გ) სხვა ბუნებრივი სამკურნალო რესურსებისათვის – გეოსტრუქტურულ და გეომორფოლოგიურ თავისებურებათა გათვალისწინებით.
2. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან შეთანხმებით, მეორე ზონის საზღვრები შეიძლება დადგინდეს ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არაუმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6987 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 12. მესამე ზონის საზღვრები
1. მესამე ზონის გარე საზღვრები დამოკიდებულია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ფორმირების გარე საზღვრებზე.
2. სანიტარიული ზონის გარე საზღვრები ემთხვევა მესამე ზონის გარე საზღვრებს, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – პირველი და/ან მეორე ზონების საზღვრებს.
3. კურორტისათვის, სადაც:
ა) წიაღისეული ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის სამი ზონა (პირველი, მეორე და მესამე);
ბ) კლიმატი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის ორი ზონა (მეორე და მესამე).
4. საკურორტო ადგილისათვის, სადაც:
ა) წიაღისეული ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის ორი ზონა (პირველი და მეორე);
ბ) კლიმატი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის ერთი ზონა (მეორე).
5. ადგილზე სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრებს აფიქსირებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო არაუგვიანეს 6 თვისა მისი დამტკიცებიდან.
6. საზღვრების დაფიქსირებისა და ცალკეულ ზონებში მისი მოქმედების რეჟიმის შესახებ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის შეტყობინება წარმოებს დადგენილი წესით.
7. კურორტებზე, სადაც არ არის ჩატარებული საძიებო სამუშაოები სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტებისათვის, კურორტების მართვის ორგანო შეიმუშავებს სანიტარიული დაცვის ზონის დროებით საზღვარს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით და იმ პირობით, რომ სანიტარიული დაცვის ზონის დაპროექტება და დამტკიცება განხორციელდება დადგენილი წესით, კურორტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 წლისა.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6987 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი IV. კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის უზრუნველყოფა
მუხლი 14. სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტება
1. სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით და იგი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.
2. სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტების ხარჯები გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. სანიტარიული დაცვის ზონებისა და საკურორტო ობიექტების საძიებო-საპროექტო სამუშაოებს ახორციელებენ ორგანიზაციები, რომლებსაც ამ სამუშაოების შესრულებაზე აქვთ შესაბამისი ლიცენზია.
4. სანიტარიული დაცვის ზონები და მათი რეჟიმი საფუძვლად უნდა დაედოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობით გეგმებს, ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.
5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დადგენილი წესით შეიმუშავებს სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტების პროგრამით გათვალისწინებულ სანიტარიულ დახასიათებას.
6. სანიტარიული დაცვის ზონების პროექტში გათვალისწინებულ უნდა იქნეს სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრები და ამ ზონებში გასატარებელ სანიტარიულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა ნუსხა.
7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სანიტარიული დაცვის ზონებს ადგენენ შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს მთავრობას.
8. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან შეთანხმებით, ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემას და გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაციას.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4405 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5627 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №474 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1258 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1658 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3063 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3234 – ვებგვერდი, 13.08.2018წ .
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6987 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 20 მარტი
№1296–IIს
Return back
Document comments