Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated publications
| On Approval of the Statute of the Investigation Department of the Ministry of Justice of Georgia | |
|---|---|
| Document number | 378 |
| Document issuer | Minister of Justice of Georgia |
| Date of issuing | 12/02/2019 |
| Document type | Order of Minister of Georgia |
| Source and date of publishing | Website, 13/02/2019 |
| Activating Date | 11/03/2019 |
| Expiration Date | 01/01/2020 |
| Registration code | 010320020.22.027.016878 |
| Consolidated publications | |
Initial version (13/02/2019 - 30/10/2019)
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3129-რს კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №66 ბრძანება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 11 მარტიდან. |
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულება
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საგამოძიებო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2 დეპარტამენტი არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 3 დეპარტამენტი თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ცალკეული დავალებებით. მუხლი 4 დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. მუხლი 5 1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტის საქმიანობაზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში საპროკურორო ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფი. მუხლი 6 დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, რომლის ნიმუშებსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 7 დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №85. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 8 დეპარტამენტის ამოცანაა დეპარტამენტის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა გამოძიება და პრევენცია. მუხლი 9 დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში დანაშაულის გამოვლენა, გამოძიება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი და სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სისტემაში დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; დ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლა, ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება და მინისტრისა და სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტისათვის მიწოდება; ე) დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, აგრეთვე სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები მუხლი 10 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია დასავლეთის სამმართველო. მუხლი 11 დასავლეთის სამმართველოს ფუნქციებია: ა) დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე დასავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის გამოვლენა, გამოძიება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება; ბ) პროკურორის წერილობითი დავალებებისა და მითითებების შესრულება; გ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლა, ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება და მინისტრისა და სამსახურისათვის მიწოდება; დ) დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, აგრეთვე სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი მუხლი 12 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის; დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ წახალისების გამოყენების შესახებ; ე) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის; ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ზ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას; თ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლას, ანალიზს, რეკომენდაციების შემუშავებასა და მინისტრისა და სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტისათვის მიწოდებას; ი) მინისტრს პერიოდულად (წელიწადში არანაკლებ ერთხელ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე. 5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსი. მუხლი 13 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას, აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, პასუხისმგებელია სამმართველოსათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) მონაწილეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დაგეგმვაში და ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს; დ) უზრუნველყოფს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ე) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მოსამსახურეების მიმართ წახალისების გამოყენების შესახებ; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას; ზ) დეპარტამენტის უფროსს პერიოდულად (წელიწადში არანაკლებ ერთხელ) წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
Return back
Document comments