Quarantine measures to be implemented in order to prevent the spread of the novel coronavirus in the municipality of Lentekhi

Quarantine measures to be implemented in order to prevent the spread of the novel coronavirus in the municipality of Lentekhi
Document number 234
Document issuer Government of Georgia
Date of issuing 10/04/2020
Document type Ordinance of the Government of Georgia
Source and date of publishing Website, 10/04/2020
Expiration Date 28/04/2020
Registration code 120160030.10.003.021948
Consolidated publications
234
10/04/2020
Website, 10/04/2020
120160030.10.003.021948
Quarantine measures to be implemented in order to prevent the spread of the novel coronavirus in the municipality of Lentekhi
Government of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Initial version (10/04/2020 - 28/04/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №234

2020 წლის 10 აპრილი

   ქ. თბილისი

 

ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ლენტეხის მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის  №1 დეკრეტის საფუძველზე   სახელმწიფოს მიერ თავისი კონსტიტუციური ვალდებულების დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირების მიზნით:

1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით:

ა) აიკრძალოს ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:

ა.ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე;

ა.ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვას;

ბ) აიკრძალოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება:

ბ.ა) სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას;

ბ.ბ) სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას;

ბ.გ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველყოფის ან ამავე ქვეპუნქტში მითითებული საქონლის შეძენის/მომსახურების მიღების/საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

გ) აიკრძალოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება;

დ)  სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით;

ე) შეჩერდეს ეკონომიკური საქმიანობა, ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:

ე.ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ე.ბ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;

ე.გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;

ე.დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები;

ე.ე) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობა/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ე.ვ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;

ე.ზ) ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმოსვლას ახორციელებენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკარანტინო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით. ამ პირთა მიმოსვლას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

3. ყველა დაშვებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

მუხლი 2
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის შეიზღუდოს საკუთრების უფლება და გამოყენებულ იქნეს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

 

მუხლი 3
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს უფლება,  საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი და სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

 

მუხლი 4
ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და მათ სისტემაში შემავალმა დაწესებულებებმა/უწყებებმა, ასევე ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს დამხმარე ფუნქცია.

 

მუხლი 5
ამ დადგენილებით  განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შესაბამის დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით. „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

 

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს  2020 წლის 10 აპრილიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია